Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ტანტრიზმში, კონკრეტულად კი კუბჯიკა-ტანტრაში ნათქვამია: "შივა შაქტის გარეშე არის - გვამი". ეს ნიშნავს იმას, რომ მამაღმერთი დედაღმერთის გარეშე, ღვთაებრივი შემოქმედებითი ენერგიის გარეშე არის უსიცოცხლო გვამი და სხვა არაფერი. ღმერთში არსებობს ორი ასპექტი: მამრობითი და მდედრობითი, შაქტი ესაა ცოცხალი დედაბუნება, დინამიური ენერგია, რომელიც მამრობითი ასპექტისგან განუყოფელია. შივა და შაქტი ერთი მთლიანია და სამყარო არის მათი ცოცხალი სხეული, მათი გაგრძელება. შივა და შაქტი არის ყველგან. ესაა პანენთეისტური დოქტრინა, რომელიც აღიარებს უფლის პიროვნულ და უპიროვნო ასპექტებს და მრავალი ემანაციის და ინკარნაციის არსებობას. ქაშმირული შივაიზმის და შაქტიზმის თანახმად ცოცხალი არსება (ჯივა) ესაა აბსოლუტის მინი-ვერსია, მისი გაგრძელება, ადამიანი, ფლორა, ფაუნა, კოსმიური ობიექტები, ესენია უფლის გამოვლინებები და ფლობენ ღვთაებრივ ბუნებას. შივა-გიტაში წერია: განთავისუფლებას და უფლის სავანეს მიაღწევს არა ის, ვინც იძახის - "მე ვარ შივა! მე ვარ შივა!", არამედ ის, ვისაც უყვარს უფალი და ემსახურება მას სიყვარულით და მორჩილებით აღსავსე ცნობიერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შივაიტურ და შაქტისტურ რელიგიებში, განსხვავებით შანკარას ადვაიტასგან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბჰაქტი და ტანტრა-იოგას, და ბევრად უფრო ნაკლები კლასიკურ ჯნანას (გიანას). შივას და შაქტის ერთგულისთვის მთავარია უფლის სიყვარული და არა მის უპიროვნო ასპექტში განმქვრევა და ინდივიდუალობის სრული დაკარგვა "ჭეშმარიტების გაცნობიერებით". შანკარა ამბობს: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - არარეალურია", ხოლო შრი აბჰინავაგუპტა და შრი ვასუგუპტა (შივას და შაქტის ერთგულნი) ამბობენ: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - რეალურია" და უმატებენ: "სამყარო ესაა შივა + შაქტი". შივას და მისი მარადიული დედოფლის ერთგულთათვის მთავარია სულიერი ექსტაზი და სიყვარულით მსახურება და არა უპიროვნოზე მედიტირება.

აბრაამული თეიზმის მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის დესაკრალიზება და აბსოლუტში ქალური ასპექტის სრული უარყოფა, რამაც მიგვიყვანა ნიცშეს მიერ დეკლარირებულ "ღმერთის სიკვდილამდე". გავიხსენოთ რა წერია ტანტრებში, თუ შაქტის გარეშე მამაღმერთი არის - გვამი, მაშინ ცხადი ხდება თუ რატომ მოახდინა ფაქტის კონსტატირება ფ. ნიცშემ, როდესაც თქვა: "ღმერთი მოკვდა! ჩვენ მოვკალით იგი! ახლა კი გვსურს, რომ იცოცხლოს ზეკაცმა!", რაც ნიშნავს იმას, რომ აბრაამის მიმდევრებმა უფალში მდედრობითი ენერგიის, მაცოცხლებელი ენერგიის - დადაბუნების უარყოფით მოკლეს საკუთარი ღმერთი და დასავლური ბიბლიური "ცივილიზაცია" უკვე 400 წელზე მეტია რაც იხრწნება ცოცხლად, რადგანაც მინიმუმ 400 წელი მაინც არის გარდაცვლილი. მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ათეისტების და ტრანსჰუმანისტების რაოდენობა, რომლებიც არიან კიდეც "იდეალური ზეკაცები", ბილა-სვარგას დემონების მსგავსნი, რომლებიც ებრძვიან უფალს. მეცნიერული ათეიზმის წარმოშობა და განვითარება, არის უფალში ქალურის უარყოფის და თავად მამაზეციერის სიკვდილის ლოგიკური რეზულტატი. ბიბლიური მამა ღმერთი რეალურად მოკვდა და ის მისივე მიმდევრებმა მოკლეს. მამა არ არსებობს დედის გარეშე. დიაკონმა კურაევმა ერთხელ თქვა: "მონოთეიზმი განვითარდა წარმართობიდან, როდესაც უკვე სამყაროს დასაბამში არის ერთი უფალი, ერთი საწყისი, რომელსაც არ სჭირდება მეუღლე", მაგრამ ეს არის საზიზღარი ტყუილი, მამა ვერ იარსებებს დედის გარეშე. მამაღმერთი არ არსებობს ზეციური დედის გარეშე. უკანასკნელი მეცნიერული კვლევებიც მოწმობენ, რომ ბიბლიურ უფალს ჰყავდა მეუღლე და მას ერქვა - აშერა. უფალში მდედრობით საწყისს აღიარებენ კაბალისტები და უწოდებენ მას - შეჰინას. შეჰინა თარგმანში ნიშნავს "უფლის დიდებას", ხოლო შაქტი - "უფლის ენერგიას, ძალას"... არაფერი გახსენდებათ? შაქტი და შეჰინა ერთი და იგივეა ანუ საბოლოოდ იუდეველებს მაინც არ გამოუვიდათ უფალში ქალურის უარყოფა, თუმცა ზოგიერთები შეჰინას უპიროვნო ძალად განიხილავენ.

მამრობითი არ არსებობს მდედრობითის გარეშე, როდესაც ბრაჰმანმა მოისურვა გამხდარიყო მრავალი, ის გახდა მრავალი, ჯერ იშვნენ შივა-ტატვა და შაქტი-ტატვა, ხოლო მათგან მრავალი სხვა ფორმა სიცოცხლისა და სამყაროთა მირიადები. ყველა და ყველაფერი არის შივა-ტატვას და შაქტი-ტატვას ემანაცია. კოსმოსი, ისევე როგორც ცოცხალი სულები (ჯივები), წარმოადგენენ უფლის (აბსოლუტის) კოსმიურ სხეულს, მის გაგრძელებას. აბსოლუტი ყველაფერშია. განთავისუფლება, არის აბსოლუტთან დაკარგული კავშირის აღდგენა და საკუთარი შინაგანი მე-ს გამოღვიძება.

 

wish-fulfilling-places-08.jpeg

5AVq_cFAnPI.jpg

aacaa64411784a705654e73da157cfcc.jpg

PLVFleU-0-0.jpg

c5cBHR1dtVI.jpg?size=604x603&quality=96&sign=98d5bfcff37b4b1ecbcd14eddd1968a6

4181.jpg

c5984c9c1b3de3b7bafb931e7b3ebeb1.jpg

95c394fcf0f3cf3abc86295bb637c4ee.jpg

NpbRRPjtaPk.jpg

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...