Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა.

 

 

ომ ნამაჰ შივაია. 13.10.2020.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შანკარადევა, მადლობა ამ სტატიისთვის..!

იქნებ ქაოსშია ჭეშმარიტება.. scratch_one-s_head.gif

 

მადლობა, იცით, ქაოსს პირველმატერიასაც უწოდებენ. შესაძლოა სწორედ ესაა კვანტური სინგულარობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შესაძლოა სწორედ ესაა კვანტური სინგულარობა.

რომლის კანონზომიერებაც დაარღვი(ეს)ა ღმერთ(ებ)მა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომლის კანონზომიერებაც დაარღვი(ეს)ა ღმერთ(ებ)მა..

 

რა ვიცი, რა გითხრათ, პირადად მე შექმნილი კოსმოსი სავსებით მაკმაყოფილებს და მომწონს კიდეც. აი როგორ მოხდა ქაოსიდან კოსმოსის შექმნა, ეგ კარგი კითხვაა.

 

შეხედეთ რა ლამაზია კოსმოსი

http://www.astroclub.kiev.ua/gallery/data/media/6/Sh_2_82.jpg

 

maxresdefault.jpg

 

http://cdn.eso.org/images/screen/eso1326a.jpg

 

D-KaJpuWsAAXsOT.jpg

 

http://olegbr.astroclub.kiev.ua/files/astrofoto/LBN408/LBN408_LRGB_Oleg_Bryzgalov_2013.jpg

 

1-star-cluster-celestial-image-co.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი არ ვიცი ბატონო დავით, მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს ბერძნული ქალღვთაება ათენა.

athene-statue-athene-pillar-athens.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეხედეთ რა ლამაზია კოსმოსი

კი, ლამაზია, ძალიან..!

თქვენი არ ვიცი ბატონო დავით, მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს ბერძნული ქალღვთაება ათენა.

და რითი..? ანუ არი მასში რამე ან რეალური ან ჭეშმარიტი..?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, ლამაზია, ძალიან..!

 

და რითი..? ანუ არი მასში რამე ან რეალური ან ჭეშმარიტი..?

 

რა ვიცი, რა გითხრათ, მეომარი ქალღმერთები ყოველთვის მიზიდავდნენ. მიყვარს ლამაზი ქალი ხელში იარაღით. ითვლება, რომ ათენამ ადამიანებს მისცა ხელოვნება და მეცნიერება, შექმნა ცივილიზაცია. ათენას გემთმშენებლობის გამოგონებასაც მიაწერენ, თუმცა ალბათ თქვენ აფროდიტე უფრო მოგეწონებათ, აფროდიტეს მიაწერენ "ყველაზე ძველი პროფესიის" გამოგონებას.) მაგის გარდა აფროდიტე ქალებს ნაყოფიერებას ანიჭებს და ბავშვებს იფარავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, მე ათენაც მხიბლავს..

ჩემ ერთ თანამებრძოლს მაგონებს.., რომელიც მოკლეს.. და საქმე იმაშია, რომ არა - ბრძოლის ველზე, არამედ, ლაჩრულად, - ზურგში დანით..

იმ ძალას არ უყვარს ბრძოლის ველზე მოკვლა.. ურჩევნია - ზურგს უკან.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, მე ათენაც მხიბლავს..

ჩემ ერთ თანამებრძოლს მაგონებს.., რომელიც მოკლეს.. და საქმე იმაშია, რომ არა - ბრძოლის ველზე, არამედ, ლაჩრულად, - ზურგში დანით..

იმ ძალას არ უყვარს ბრძოლის ველზე მოკვლა.. ურჩევნია - ზურგს უკან.. :)

ბატონო დავით, არმიაში მსახურობდით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...