Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არ არსებობს არაფერი გარდა ვაჯრატმანბრაჰმანისა. ვაჯრატმანბრაჰმანი ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში, ყველა მატერიალურ ცოცხალ სუბიექტში და ობიექტში. ვაჯრატმანბრაჰმანმა ანუ ალმასივით მტკიცე სულმა ღვთიურმა არ იცის არც "ზანგი" და არც "ალბინოსი", არც "ჯუჯა" და არც "გოლიათი", არც "რუსი" და არც "ჩინელი", არც "ქართველი" და არც "ფრანგი", მან არ იცის არავითარი "ლიბერალი" და "კონსერვატორი", არავითარი "ბიოლოგი" და არავითარი "სანტექნიკოსი", არავითარი მილიონერი და არავითარი მათხოვარი. სული უფლისა უპიროვნო მტკიცე და სუფთა ალმასივით ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში და არ სცნობს ფიზიკურ შაბლონებსა და ილუზიებს. შივას და შაკტის ვაჯრატმანბრაჰმანი იგივე ადიბუდა ვაჯრადჰარა სუფევს მთელს სანსარაში და ნირვანაში და აღავსებს მადლითა და სიბრძნით ყოველ ფორმას და არსს. ერთიან არადუალისტურ ბუდას სულს არ გააჩნია არავითარი "ეროვნული იდენტობა". გსმენიათ რომ ადრე იტყოდნენ: "დაიცავ მამული, ენა და სარწმუნოება", მე კი გეტყვით: დაიცავით მხოლოდ სარწმუნოება ანუ ბუდჰა დჰარმა, რამეთუ სულერთია რა ენაზე საუბრობს და რომელი პოლიტიკოსის სამფლობელოში სახლობს სანსარული ფორმა უზენაესი ალმასისებრი ზესულიერი ზეცნობიერისა, რომლის არსი არის ბრძენი სიცარიელე და ნეტარება. არ არსებობს არც მამული და არც ენა, არის მხოლოდ უფალი ბუდას ანუ სადაშივას წმინდა დჰარმა. ჩემთვის სულერთია რა ენაზე განვადიდებ უფალ ბუდას და რომელ "ქვეყანაში" აღვავლენ წმინდა ლოცვას უზენაესი ერთიანის მიმართ. სადაც არ უნდა ვიყო და რა ენაზეც არ უნდა ვისაუბრო ჩემს გულში მუდამ იცხოვრებს დჰარმას, სანგჰას და ბუდას წმინდა სიყვარული და უპიროვნო მადლი მადლმოსილი და ნათელი ნათელმოსილი და ასევე პიროვნული ბოდჰისატვებისა და დჰარმაპალების ურიცხვი ლეგიონები ზეციური ზესულიერი განფენილი მოწყალებისა და სიყვარულის უკიდეგანო არსობრიობაში. მე განვადიდებ დჰარმას, მე განვადიდებ სანგჰას, მე ვადიდებ ბუდას. ომ მანი პადმე ჰუმ. და არ გაქრება ჩემი გულიდან სიყვარული უფალი ბუდას მიმართ და კრძალვა მისი სიბრძნის მიმართ. ჯაი მა კალი. ბუდა არის სიყვარულის სიბრძნე ყველაფერში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...