Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...


Recommended Posts

ოთხშაბათს, 29 მაისს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარი იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

 

დაუსვით კითხვები სტუმარს.

 

 

http://pirweli.com.ge/uploads/news_7428.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი აბიტურიენტი დარეგისტირდა 2013 წლის მისაღებ გამოცდებზე და რამდენი ადგილია ვაკანტური?

 

ხომ არ ფიქრობთ, რომ ეროვნული გამოცდები ყოველ წელიწადს მარტივდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მექანიზმით მოწმდება იმ მასწავლებელთა კომპეტენცია, რომლებიც იღებენ ეროვნულ გამოცდებს? ვის ანიჭებთ უპირატესობას, სკოლის პედაგოგებს თუ უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლებს? რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ეს გამოცდილი მასწავლებელი გამოცდილებას იმაში გამოიყენებს, რომ პრივილიგირებული რეპეტიტორი იქნება და მის მომზადებულ ბავშვებს გამოცდის ჩაბარების ტექნიკა უკეთ ეცოდინებათ და ეს მათ უსამართლო უპირატესობას მიანიჭებს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი აზრით, რა არის იმ ეროვნული გამოცდების ,,აქილევსის ქუსლი", რომელიც სრულიად სამართლიანად ითვლება განათლების რეფორმის და ზოგადად ,,ვარდების რევოლუციის“ ლამის ერთადერთ საყოველთაოდ აღიარებულ მონაპოვრად? Edited by Redaqtori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორია სასკოლო განათლებაში მიმდინარე რეფორმების თქვენეული შეფასება ?

სად იქნა შეცდომები დაშვებული?

რა შეიძლება წარმატებულ ნაბიჯად ჩაითვალოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ გაიმართა ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის სხდომა. ალბათ, თქვენც მონაწილეობდით. რა საკითხებზე იმსჯელეთ და პირველ რიგში, რა სიახლეებს უნდა ველოდეთ, გნებავთ საორგანიზაციო კუთხით?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ შეიძლება გვითხარით, რა მიგაჩნიათ სასკოლო განათლების სისტემის ამ, შემაშფოთებელ დონემდე მიყვანის მიზეზებად?

 

წინა წლების უკმაყოფილო აბიტურიენტთა განცხადებების ანალიზმა რა დასკვნამდე მიგიყვანათ?

Edited by Redaqtori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორი ანალიზი ჩატარდა და რა დასკვნები გააკეთა თქვენმა სამსახურმა წიგნიერების საერთაშორისო გამოკვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სავალალო შედეგების შემდეგ?

როგორ აპირებს სახელმწიფო მის წინააღმდეგ ბრძოლას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონო მაია! უსიამოვნო შემთხვევა უნდა გაგახსენოთ. თქვენ, დიმიტრი შაშკინს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე ყალბი ატესტატების გაცემაში ადანაშაულებდით. კიდევ, ექსტერნად ჩაბარების პროცესის დარღვევაში. იქნებ გვითხრათ, სამართლებრივად რა გაგრძელება მოჰყვა ამ დავას?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონო მაია! წელს საატესტატო გამოცდები სკოლებში ტარდება და არა ცენტრალიზებულად. რამდენად შეძლეს სკოლებმა ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება და მომავალში როგორ და რა ცვლილებებით მოხდება მსგავსი გამოცდების ჩატარება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ დაეცა საქართველოში განათლების დონე?ეს

საგრძნობია? თქვენი აზრით მთავარი შეცდომები რეფორმების დროს რა იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდისმე იქნება პრესტიჟული საშუალო პროფესიული განათლება?

მაგალითად მეცხრე კლასიდან გადავიდეს ბავშვი კოლეჯში, დაეუფლოს რაღაც პროფესიას და თუ მოუნდება, გაიაროს შემდეგი საფეხურები.

უმაღლესი სასწავლებლების კულტი არ მომწონს

 

ერთი კიტხვა კიდევ თქვენი თანამშრომელი კაცი რომ დაიკარგა და მერე დაუბრუნდა ოჯახს,ახლა როგორაა?

არ გეკითხებით მიზეზებს, ჯამრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს

Edited by khamza
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...