Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი


Recommended Posts

1) ხომ არ თვლით რომ ზედმეტად აქტიური ხართ? ადრე ხუმრობდნენ უთოდანაც დუტას ხმა ისმისო, ახლა თქვენზე ამბობენ იგივეს

 

2)თქვენთვის პირადად "ყველაფერჩიკობა" მისაღებია თუ ჯობია ადამიანი ვიწრო სპეცილობით იყოს თავის საქმის პროფესიონალი?

 

3) თელიას საქმეში რა ინტერესი გქონდათ?

 

4) როგორც გადაწყდა თელიას საქმე მოგეწონათ თქვენ?

 

5)მე ისა ვარ წინა მოსვლაზე რო გკითხეთ რა განსხვავებაა თქვენსა და ნოდიას როგორც ექსპერტებს შორისთქო :) მაშინდელმა თქვენმა პასუხმა, მრავალმეტყველმა ღიმილმა, ვერ დამაკმაყოფილა და იქნებ თავიდან გვეცადა მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა არსებული რეალობის გათვალისწინებით. თქვენი "კრიტიკული ანალიზი" მოეწონათ მავანთ და კაი თანამდებობა(უხელფასო :D ) აირტყით, ისევე როგორც თავის დროზე ნოდიამ და იაკობაშვილმა :)

Edited by Metalhead
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდე ერთი შეკითხვა მაქვს - სააკაშვილის დროს მიყიდილი ეკონომიკური ობიექტუები რუსებზე. მოხდება თუ არა მათი ნაციონალიზაცია?

 

თუ სააკაშვილის ტრადიციები გაგრძელდება - ანუ საქართველოს გადაქცევა რუსეთის ეკონომიურ კოლონიად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეკითხვა ,,ფეისბუქიდან”: რატომ ჩაიფარცხა კეზერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები,. ვის შეხვდით, ბატონო გია, კეზერაშვილთან დაკავშირებით და რა მოლაპარაკება გაიმართა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გია! თქვენ ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ, ცრუ დასმენის გამო, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებდით. როგორ არის ამ მხრივ საქმე? ხომ არ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ჩოჩელების ბიზნეს-ჯგუფის მიმართ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენმა ფრაზამ ,,ყველას ვერ დავსჯით”, საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. ყველაში, მგონი ,,ტრაგედიის მთავარი გმირები” იგულისხმეთ: სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, ბოკერიას, ადეიშვილის... დასჯას არავინ აპირებს, ამიტომაც გვმოძღვრავს მკვლელი ბარამიძე ეკრანიდან და ხმას აკმენდინებს ,,ქართული ოცნების” ლიდერებს...ეს არის დაპირებული სამართალი?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გია! როგორ მომავალს ხედავთ ,,ქართველი ჯორჯ ვაშინგტონისთვის" ( რა თქმა უნდა სააკაშვილს ვგულისხმობ)...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გია! ვთქვათ და ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ დღესაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენმა საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ ქვეყანას სიკეთის მოტანის მაგივრად ზიანი მიაყენა - ასეთ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი პასუხისმგებლობა?

 

სავარაუდო პასუხები:

 

1. იხტიბარს არ გავიტეხ და უტიფრად გავაგრძელებ შავზე თეთრის მტკიცებას - აქამდე ყველას გასვლია და მე რითა ვარ ვინმეზე ნაკლები?

 

2. ვაღიარებ, რომ შევცდი, მაგრამ აქეთ დავამუნათებ ოპონენტებს - თქვენ ხომ ხვდებოდით ჩემს შეცდომებს და რატომ არ შემაჩერეთ-მეთქი?

 

3. განვეშორები ჩემს სამშობლოს, რამეთუ არ ძალმიძს ყოველდღე ვუყურო ჩემს მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს... და თანაც, ავის მოსურნეც ვერ მომწვდება...

 

4. ბერად აღვიკვეცები და დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გავატარებ!

 

5. თავს მოვიკლავ!

 

6. რაც მთავარია, მე ხომ ვარ კარგად და ხალხის დედაც არ ვატირე?

 

7. ყველაფერს სხვებს გადავაბრალებ! ვიტყვი, რომ მატყუებდნენ და მიყენებდნენ!

 

8. ვიტყვი, რომ შევცდი... და საჯაროდ, მორცხვად დავხრი თვალებს... და მერე კვლად გავაგრძელებ მოღვაწეობას.

 

9. საჯაროდ მოვინანიებ და პოლიტიკიდან სამუდამოდ წავალ...

 

10. მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული მთელი ქონებით მცირედ მაინც გამოვისყიდო დანაშაული და მორჩილად წარვსდგე მართლსაჯულების წინაშე!

Edited by Precursor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ გია ხუხაშვილმა დროის უქონლობის გამო ყველა კითხვას ვერ უპასუხა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით

 

http://www.youtube.com/watch?v=ndSsbPMsV7E

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არცერთი აქ მოწვეული სტუმარი არ პასუხ0ბს იმ კითხვებს რაც აქ იწერება.. პირადპირ თქვით ,რომ მხოლოდ 10 კითხვა...

და გვეცოდინება მაინც, რომ თუ მოასწრებ 10-ეულში მოხვედრას, გაგიმართლებს და კითხვაზე გიპასუხებენ..

რა აზრი აქვს ამათ მოყვანასს არ მესმის.. :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

 

მე ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე ყველა პოლიტიკოსმა უნდა გასცეს პასუხი და მხოლოდ ამის მერე უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მათი მოწვევა... :brr:

Edited by Precursor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

შენ კი ფიქრობ, მარა შენს კითხვებამდე არც კი მისულა.

საერთოდ აქ ვინც მოვიდა ,პირველი გვერდის მეტს არცერთი არ პასუხობს.

დრო არ ააქვთ, რომ ჰკითხო.. :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

მივმართავ ადმინისტრაციას

თუ არ გაქვთ ერთი ადგილი(ტრაკი), ნუ მოიწვევთ სტუმრებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...