newstudio Posted March 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2013 (edited) პარასკევს, 29 მარტს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. დაუსვით კითხვები მინისტრს http://www.ambebi.ge/pictures/image2/06b2a144fea8e8fed07554a34649cbbb.jpg Edited March 29, 2013 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2013 ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, 34-ე კორპუსში იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაზე გექნებათ ინფორმაცია. მხვდებიან იქაური დევნილები და მიზიარებენ თავის გასაჭირს. რით უნდა უშველოს სახელმწიფომ?რა კეთდება?და შეიძლება დაიმედება?იძულებით გადაადგილებულთა გამოსახლების ფორმა კატეგორიულად მიუღებელია.ეს ხალხი 20 წელია იქ ცხოვრობს და იქნებ სამინისტრომ თითოეული ოჯახის ბედზე უფრო მეტად გაგვარკვიოს.მგონი აუცილებელია ეს სიგნალი რეაგირების გარეშე არ დარჩეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
JorJo Posted March 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2013 აპირებთ თუ არა ვაკეში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე შესახლებული ლტოლვილების პირობების გაცნობას ადგილზე და მათ ბინებით უზრუნველყოფას? შეგახსენებთ რომ აღნიშნულ შენობებში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ოჯახები ცხოვრობენ 4-8 კვადრატულ მეტრის ფართის მქონე ოთხებში და 1 სართულზე (დაახლოებით 30 ოჯახი) მხოლოდ 2 სველი წერტილია, ისიც ამორტიზირებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
borka Posted March 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2013 (edited) რამდენი დევნილია აზიური ქვეყნებიდან და როგორაა საქმე? Edited March 26, 2013 by borka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 ბატონო დავით! ამბობენ რომ სამინისტროში კადრების დეფიციტია, რომ მოადგილეების და მრჩეველების გარდა, ძველი თანამშრომლები დატოვეთ და განსაკუთრებით ისინი, ვინც დევნილთა გამოსახლების პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ. არ გაგიჭირდებათ ამ შემადგენლობით უწყების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 ბატონო დავით! თვითონ დევნილებიდან გავრცელდა კულუარული ინფორმაციები, რომლებიც, პრინციპში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამბობენ, რომ დევნილები მათზე გადაფორმებულ ბინებს ყიდიან და რომ ზოგიერთმა ეს საქმიანობა ერთგვარ ბიზნესადაც აქცია. თუ არის თქვენთვის ცნობილი მსგავსი ფაქტების შესახებ და როგორ აპირებთ შეებრძოლოთ ასეთ კანონდარღვევებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 ბატონო მინისტრო! ლტოლვილთა და განსახლების სამონისტროში 17 წელი ვიმუშავე. ჩემი საქმიანობის მიმართ პრეტენზია არცერთ მინისტრს არ გამოუთქვამს. თქვენ მოხვედით თუ არა, თათბირი ჩაატარეთ და გვითხარით, რომ ვინც კეთილსინდისიერად მუშაობდა, პრობლემა არ შეექმნებოდა, თუმცა, მალე, რეორგანიზაციის საბაბით, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე გაგვანთავისუფლეთ. იქნებ, ახლა მაინც აგვიხსნათ განთავისუფლების რეალური მიზეზები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 ბატონო მინისტრო! თქვენი უწყების მთავარი პრობლემა დევნილთა განსახლების პრობლემაა. რა ვითარება ამ დროისთვის? როგორია სტატისტიკა, დევნილების რა რაოდენობაა დარჩენილი უბინაოდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 რა ბედი ელით კერძო თუ სახელმწიფო ფართებში უკანონოდ შეჭრილ დევნილებს და როგორ გეგმავს სამინისტრო 1500-მდე ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
khamza Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 სულ რამდენი იძულებით გადაადგილებული პირია საქართველოში?ყალბი მოწმობების თემაზე რას გვეტყვით .არსებობს რევიზიის რაიმე მექანიზმი?რამდენი ადამიანია განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში და რას აკეტებთ მათ დასახმარებლად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
khamza Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 სამინისტროს გვერდი ვერ ვიპოვე. გაქვთ საერთოდ?პიარი მისახედი გაქვთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 http://forum.ge/?showtopic=34514225&view=findpost&p=35792907კითხვა ფორუმ ჯიდან :იუზერი "fibonacci"ზანგებს და ჩინელებზე რა აზრის არის, კიდევ ისე ფიქრობს როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა და თუ აზრი შეიცვალა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
borka Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 რაჭის გუბერნატორი იყავით და რა გააკეთეთ მშობლიური რეგიონისთვის?ერთი დადებითი საქმე მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
კოღო Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 კომფერენციის დროს თბილისის ფორუმის უსათაურო განყოფილების ხალხი უნდა შემოვყარო ფორუმზე.წარმოიდგინეთ რა კითხვები იქნება გადაასწრებ კვიცის თემას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 როდის გადაწდება საბოლოოდ დევნილების დაბინავების საკითხი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.