Jump to content
Planeta.Ge

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი პლანეტა.გეზე დასმულ კითხვებს უპასუხებს...


Recommended Posts

Planeta.ge-ს სტუმარი იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო.

 

 

 

 

http://b.pix.ge/w/2wxa6.jpg

 

 

კითხვების დასმა შეგიძლიათ დაიწყოთ.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი შეკითხვა: 1 ივნისიდან როგორც ვიცი არის უფასო მშობიერობა, მაგრამ ადამიანს უნდა იმშობიაროს კერძო სამშობიაროში, სადაც გაცილებით ძვირი ღირს მშობიარობა. თუ შეიძლება ეს ვაუჩერი გამოვიყენო კერძოში და დავამატო ჩემი სახსრები.

 

მეორე შეკითხვა: დედაჩემი 9 წელია მუშაობს რეფერალურ ჰოსპიტალში(ექიმ-ნეონატოლოგი) და ბოლო ერთი წელია პრაქტიკულად ხელფასი არ აუღია. ეშველება ამ რეფერალურ ჰოსპიტალს ოდესმე რამე? ექიმობა მინდოდა და მისი შემხედვარე აღარ მინდა. :D

Edited by Abulabas
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დავით , თუ შეიძლება დაზღვევის შესახებ უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ. მადლობთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით ბატონო დავით. ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან, თქვენს სამინისტროში შემოსულ წერილებზე პასუხები ძალიან იგვიანებს, რაც ბიურსათვის მომმართავ ადამიანების გულისწყრომის საფუძველი ხდება. დარეკვითაც ვერ ვიღებ პასუხებს. იქნებ დაავალოთ უფრო მობილურად იმუშაონ. გმადლობთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგიძლიათ სულ რამდენიმე წინადადებით გვითხრათ, თუ რა გაკეთდა უკვე ან რის გაკეთებას ჩაეყარა საფუძველი პირველი 100 დღის განმავლობაში. (რასაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლით)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით

 

22 იანვარს გადავიტანე ინფარქტი, სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა სტაციონარში, ჩამიტარდა სტენტირება.

სტაციონარში დავყავი 4 დღე და ღამე

ყველაფერში გადავიხადეთ 3 200 ლარი - მქონდა ვადაგასული მასწავლებლების დაზღვევა.

 

ოჯახმა აიღო ბანკში სესხი.

 

როგორც ხვდებით დამჭირდება მომდევნო მკურნალობა და ექიმის დაკვირვება.

 

მაინტერესებს - რა სახის მომსახურება მექნება მინიმალური სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში.

 

 

P.ს. არც ერთი კლინიკა არ მღებულობდა დაზღვევის გარეშე ან წინასწარი გადახდის გარეშე.

დილის 5 საათზე ბანკიც არ მუშაობს, უნდა მომკვდარიყავი ახალგაზრდა ქალი?

 

ეს ხომ სახელმწიფო არაა, ბედის ანაბარა ვართ მიტოებულები

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ დაახასიათებდით ბიძინა ივანიშვილის მენეჯერულ სტილს?

რაა თვისებები აქვს, როგორც ხელმძღვანელს, რომელიც მოგწონთ ან პირიქით, ზედმეტად გეჩვენებათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც იცით სამედიცინო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დიპლომის შემდგომ განათლებას, ანუ რეზიდენტურას სახელმწიფო არ აფინანსებს და ამ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა, კურსდამთავრებულები ვერ ახერხებენ რეზიდენტურის გავლას ფინანსური მდგომარეობის გამო. თუ იგეგმება ამ მხრივ რაიმე ცვლილებები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დავით! დაზღვევა მქონდა, მაგრამ არ გამომიყენებია. ახლა საავადმყოფოში მოვხვდი და გადაუდებელი ოპერაცია მჭირდება. ორშაბათმდე მომცეს ვადა, რომ დაზღვევა მივიტანო. რა შეიძება გავაკეთო ასეთ დროს? სამინისტროს სახელზე განცხადება უკვე თქვენს უწყებაშია. Edited by borka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოციალური მხრივ, უნარშეზღუდულებისათვის რა იქნება? როდის იქნება? ან ახლა რას გააკეთებენ?(განათლების, ან სხვა სოციალური პროგრამები) მაგალითად: არის ქანონი, რომ იგევე, უფლებები აქვთ. მაგრამ ეს ქაღალდია და ვსე!!!! და სინამდვილეში რაა გაკეთებული? არამარტო თბილიში,და როგორ გააკონტროლებთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით,

 

როგორ ფიქრობთ, სამედიცინო უნივერსიტეტს დღევანდელ პირობებში შეულია ევროპული დონის ექიმის მომზადება?

 

რას ფიქრობთ იმ მოსალოდნელ წყვეტაზე, რომელიც რამოდენიმე წელიწადში შეიძლება დადგეს საქართველოში, როცა კვალიფიციური ექიმის და ზოგადად, სამედიცინო კადრების მკვეთრი დეფიციტი შეიძლება დადგეს?

 

აპირებს თუ არა სახელწიფო საუნივერსიტეტო კლინიკების შექმნას?

 

რას ფიქრობთ ჯანდაცვის ტურიზმის განვითარების შესახებ?

 

ჯანდაცვის სამინისტროში იგეგმება თუ არა რეორგანიზაცია?

 

დიდი მადლობა

Edited by ucnobidaucxo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველასთვის ცნობილია საჩხერის საავადმყოფოს შესახებ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული, სადაც ყოველწლიურათ სტუდენტები გადიოდნენ პრაქტიკას, რაც იყო უფასო.

თქვენი წამოსვლის შემდეგ 2 კვირიანი პრაქტიკის გავლა ღირს 700 ლარი.

ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ გვაქვს საუბარი და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ასევე მნიშვნელოვნად არ მიგაჩნიათ კვალიფიციური ექიმების აღზრდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...