newstudio Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 ხუთშაბათს, 14 მარტს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე. დაუსვით კითხვები მინისტრს http://s48.radikal.ru/i119/1303/20/9b2d373a9a06.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 ბატონო მინისტრო! ცნობილია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დედის, ქალბატონ გიული ალასანიას პატრონაჟით ესპანეთში ე.წ. სათვისტომო დაარსდა, რომელიც, როგორც გაირკვა, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, თუმცა ქალბატონი გიული ბიუჯეტის ხარჯზე ლობირებს ამ და სხვა მარიონეტულ და ვირტუალურ სათვისტომოებს, სადაც მისი მეგობრები, ე.წ. ნდობით აღჭურვილი პირები არიან ხელმძღვანელებად დანიშნულნი. როგორი იქნება მსგავსი სათვისტომოების მომავალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 რამდენად შესაძლებელია რუსეთში მცხოვრები ემიგრამნტების უფლებრივი დაცვა და რა პრობლემებს ხედავთ ამ კუთხით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 (edited) ბატონო კონსტანტინე! მინისტრობის სიმბოლური ვადა, 100 დღე, უკვე გავიდა, რისი გაკეთება მოასწარით ამ დროში და რა საკითხებია, რომლებიც, თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში უნდა გადაიჭრას. Edited March 13, 2013 by Redaqtori Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 როგორია მიგრაციის სტატისტიკა, კლების ტენდენცია შეიმჩნევა თუ მატების? ბატონო კოტე! როგორც გავიგეთ, თქვენს სამინისტროში მხოლოდ მინისტრი და მოადგილეები შეიცვალა, დანარჩენი თანამშრომლები ძველი ხელისუფლების კადრებია. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ ხალხთან ერთად ,,ჩვენი ოცნებების” განხორციელებას?! თქვენი წინამორბედების დროს სამინისტროსთან არსებობდა ე.წ. მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფილის მეცნიერებით და საქმიანობის დიდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა. არსებობს თუ არა დღეს ეს საბჭო და თუ არსებობს, აპირებთ თუ არა მისი შემადგენლობის გადახედვას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
borka Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 როგორ შეაფასებდით ემიგრაციის განწყობილებებს?რამდენად ძლიერია ნაცების და ოცნების მხარდაჭერა ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
khamza Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 ლევილის თემა დრეს რა მდგომარეობაშიაოფიციალურად ვისია ეს ტერიტორია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 ემიგრანტებს უამრავი პრობლემები აქვთ, მაგრამ არის პრობლემა, რომლის გადაჭრა საჩქაროა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ვერ ხერხდება უცხოეთში გარდაცლილი ქართველების სამშობლოში გადმოსვენება და მიცალებულები წლობით მაცივრებში ყავთ შენახული. კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით: 5 წელზე მეტია გერმანიიდან ვერ გადმოასვენეს ზესტაფონელი თინა ბუსკივაძის ცხედარი. შეგიძლიათ მოაგვაროთ მსგავსი მძიმე პრობლემები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 ბატონო მინისტრო! ჩვენ ვნახეთ ერთკვირიანი ისტერია ,,ერისიონის” მოსკოვურ გასტროლთან დაკავშირებით. თქვენ როგორ აფასებთ მსგავს კულტურულ ღონიძიებებს... პრობლემურია ქართული სახელმძღვანელოები უცხოეთში, ქართული ენის შესწავლა უცხოეთში დაბადებული ქართველებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, ალბათ, ადექვატური უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
borka Posted March 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2013 ემიგრანტ ნარკოდამოკიდებულებულებზე რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?იქნებ რამე პროექტი დაიგეგმოს, რომლითაც მოხდება მათი უფასო მკურნალობა და შესაბამისად ჩვენ იმიჯსაც არ გააფუჭებენ?ძალიან ბევრია!!!!!!!!!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გია ალავერდაშვილი Posted March 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2013 თქვენ მგონი თავისუფალი დემოკრატი ხართ?პარტიის თავმჯდომარეობიდან ალასა რატომ წავიდარა სისულელეა? მინისტრი ხომ პოლიტიკური თანამდებობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2013 რა კონკრეტული ფუნქციები აკისრია დიასპორის საკითხთა სამინისტროს ისეთი, რომელთაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეასრულებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2013 ამ ბოლო დროს, აქტუალურია სახელმწიფო უწყებათა პრემიების თემა. თქვენს სამინისტროში როგორ არის საქმე და ზოგადად, თუ საიდუმლო არ არის, როგორია სამინისტროს ბიუჯეტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted March 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2013 ბატონო კოტე! დღეს სააგენტო ,,ივერონმა" გაავრცელა თქვენი ქონებრივი დეკლარაციის მინი–ვარიანტი, სადაც ყველაზე ხმაურიანი ანტიალერგიული პროფესიონალური მტვერსასარუტის ფასია, 4 980 დოლარი. ბევრი ძვირადღირებული ნივთის მფლობელი ბრძანდებით ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2013 borkaემიგრანტ ნარკომანებს ყველა ის ქვეყანა სადაც არიან, უფასოდ მკურნალობს, მაგათი სურვილის შემთხვევაში,ძალიათ არავინ უმკურნალებს მაგათ, თან საქართველოს დიასპორა ვერაფერში ვერ დაეხმარება..უნდა მივიდნენ და ჩაეწერონ მეტადონის პროგრამაში, ან რეგისტრაცია გაიარონ ადგილობრივ პოლიკნილიკაში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.