lasha_alo Posted March 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2013 ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი მფლობელი ჯოზეფ ქეი მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, ექსპერტ გია ხუხაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯოზეფ ქეი "პოზიციისთვის" გაგზავნილ წერილში საუბრობს, რომლის ფრაგმენტიც გადაცემის წამყვანმა ეთერში გუშინ წაიკითხა."აღარ ვაპირებ დუმილს, მივხვდი, დუმილი ყოველთვის არ აღიქმება ძლიერებად და სიმართლედ. ჩემი დუმილი ვიღაცეებს საშუალებას აძლევს, თაღლითი მიწოდოს და ცივილური თანაცხოვრების ფორმულად გვთავაზობს - ბოდიში მოვიხადოთ ყველამ და მხოლოდ ამის შემდეგ შედგება კოჰაბიტაციაო. კი ბატონო, მე ჯოზეფ ქეი ბოდიშს ვიხდი, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ბანდას არსებობა გავუხანგრძლივე, ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ძმის გარდაცვალების შემდეგ მისი ნების აღსრულება ჩემთვის ღირსების საქმედ იქცა. საფრთხე, რომელიც მის და ჩემს ოჯახს ელოდებოდა, უფრო რეალურად შევაფასე. ბოდიში, ოჯახური კონფლიქტის ქუჩაში გამოფენა რომ არ მინდოდა. ბოდიში, დასმულ კითხვას პირდაპირ, გულწრფელად რომ ვუპასუხე. აღარ განვაგრძობ, ერთი ვიცი - ჭორაობა არც ექსპერტობაა და არც კაცობა. მეც მაქვს რამდენიმე კითხვა და არა ჭორის დონეზე. არა მგონია გია ხუხაშვილი დავით კეზერაშვილის ყოფილ კაბინეტში ბიზნესმენებს "მეწარმეთა შესახებ კანონის" გაჯანსაღებასა და ქვეყნისთვის საინტერესო საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებაზე სასაუბროდ იბარებდეს. ან იქნებ "თაღლითის" ახალ დეფინიციას აყალიბებს? გია ხუხაშვილს იმის დამტკიცება მოუწევს, რასაც აცხადებს ან ცილისწამებისთვის თქვენს ეთერში ბოდიში მოიხადოს. თუ არადა სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა. იქ გავარკვიოთ მტყუან-მართალი", - აცხადებს წერილში ჯოზეფ ქეი."პოზიცია" ქეის წერილთან დაკავშირებით თავად გია ხუხაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ბოდიშის მოხდის თაობაზე "იმედის" ყოფილი მეპატრონის მოთხოვნას "თავხედობას" უწოდებს."ის, რომ ქეი თანამშრომლობს გამოძიებასთან მეორე ეპიზოდში, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს პირველი ეპიზოდი, როცა ის ხელისუფლების ხელი გახდა "იმედის" მიტაცებაში. დარწმუნებული ვარ, ის ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბადრის დავალებით ჩამოვიდა საქართველოში, რომ ხელისუფლებასთან მოეწესრიგებინა ურთიერთობები და ამ მიზნით გადაიფორმა "იმედი". ცრუობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "იმედის" გადაფორმება მოხდა 19 თებერვალს, მაშინ როცა ბადრი უკვე გარდაცვლილი იყო. სჯობს, თვითონ მოუხადოს ქართულ საზოგადოებას ბოდიში იმისთვის, რაც გააკეთა და შეიძლება ეპატიოს. იმ თავხედობას, რომ ჩემგან ითხოვს ბოდიშის მოხდას, სჯობს წავიდეს, გარდაცვლილის დედას მუხლებში ჩაუვარდეს, რათა აპატიოს. იმან თუ აპატია, მერე მეც მზად ვიქნები რომ ვაპატიო", - აღნიშნავს ხუხაშვილი.რამდენიმე დღის წინ ხუხაშვილმა ამავე გადაცემაში ჯოზეფ ქეის "თაღლითი" და "ელიტურ კორუფციაში მონაწილე" უწოდა. მის სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა ქეის წერილიhttp://www.interpressnews.ge/ge/politika/232198-jozef-qei-gia-khukhashvilisgan-bodishis-mokhdas-moithkhovs.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2013 მე რაც მოვისმინე იმით, კი არის! მაგრამ ახლა ისეთი, არეულობაა ვერც კი გაიგებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2013 არის თუ არა ჯოზეფ ქეი თაღლითი? კი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted March 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2013 კი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
borka Posted March 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2013 აბა არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2013 თაღლითია. კაცი ვალოდია ჯინჭარაძე იყო, არავინ აზრზე არ იყო ვინ იყო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.