lasha_alo Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 (edited) http://i056.radikal.ru/1211/d4/c8f74edaca31.jpgპარასკევს, 29 ნოემბერს, ,,პლანეტა.გე"-ს სტუმარი იქნება გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.დაუსვით კითხვები Edited November 30, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Merab Khantadze Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 ჩინელებზე გადაცემული ტყის თემა როგორ იქნება?ტყეების განადგურება როგორ გესახებათ დაამუხრუჭოთ? ჩატარდება თუ არა თქვენთან კონკურსები?სამინისტროებში რამდენიმე ადგილზე მაინც გამოაცხადეთ კონკურსი ახალგაზრდებისათვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
khamza Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 გარემოს დაცვის ინსპექციაში რა საკადრო ცვლილებები მოხდა?ან რას აკეთებს ეს სტრუქტურა ახლა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 კითხვა ფეისბუქიდან: Lali Bakanidze დააფიქსიროს თავისი პოზიცია დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით! კოალიციამარჩევნების წინ ნამდვილად დაგვპირდა, რომ მსგავსი მშენებლობები შეწყდებოდა, ვიფიქროთ ცოტა მასშტაბურად და ისედაც მცირემიწიანი და ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას ახალ მიწებს ნუ წავგლეჯთ და სეისმურ ზონაში ისედაც მცხოვრებ ხალხს ნუ გავწირავთ, მაშინ რაღა საჭირო იქნება ჰესები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 კარგი ქალბატონი ბრძანდებით მეტი არაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 ზუსტად არ ვიცი მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ქუთაისთან იგეგმებოდა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, აპირებთ თუ არა ამ პროექტის განხორციელებას? ან სადმე სხვაგან თუ იგეგმება მსგავსი საწარმოს მშენებლობა? ელემენტები (ბატარეები) შედგება ისეთი ნივთიერებებისაგან რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია დააზაბინძუროს გარემო, რის გამოც ბევრ ქვეყანაში მათი სპეციალური გადამიშავება ხდება, საქართველოში კი მათ ჩვეულებრივ ნაგავსაყრელებზე ყრიან რითაც მნიშვნელოვნად ზარალდება ბუნება. აპირებთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობას რათა ელემენტებისაგან მიყენებული ზიანი შემცირდეს? განსაკუთრებით შემოდგომაზე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამხმარ ფოთლებს წვავს რირაც ხელს უწყობს CO-წარმოქმნას და ჰაერის დაბინძურებას. არადა გამხმარი ფოთლებით და სხვა ორგანული ნარჩენებით სოფლად შესაძლებელია კომპოსტის მომზადება რომლითაც უმტკივნეულოდ გადამუშავდება ნარჩენები და თან გადამუშავებული პროდუქტი სასუქად გამიყენება, ამის შესახებ სამწუხაროდ ძალიან ცოტამ იცის, კარგი იქნებოდა თუკი კომპოსტის მომზადების შესახებ საინფორმაციო ბროშურებს მაინც დაბეჭდავთ და ამ სახით მაინც მიაწოდებთ ხახლხს ინფორმაციას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 შეიცვლება სამინისტროს პრიორიტეტები? ალბათ გეცოდინებათ რო წინა მთავრობის დროს თქვენი სამინისტროს მიზანი გარემოს დაცვა კიარა ბიუჯეტის შევსება იყო ;) მოსახლეობას ძალიან უჭირს შეშის მოპოვება, აბსურდული ნებართვების გამო, ამ მხრივ რას აპირებთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 საქართველოში არსებული ტყეების რამდენი პროცენტი (ფართობის მიხედვით) არის გაცემული ხანგრძლივი იჯარით კერძო პირებზე? ელემენტები (ბატარეები) შედგება ისეთი ნივთიერებებისაგან რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია დააზაბინძუროს გარემო, რის გამოც ბევრ ქვეყანაში მათი სპეციალური გადამიშავება ხდება, საქართველოში კი მათ ჩვეულებრივ ნაგავსაყრელებზე ყრიან რითაც მნიშვნელოვნად ზარალდება ბუნება. აპირებთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობას რათა ელემენტებისაგან მიყენებული ზიანი შემცირდეს?ის გადამამუშავებელი ქარხანა ელემენტებს გადაამუშავებს, მაგრამ ტვინების გადამუშავებას ვინ აიღებს თავის თავზე, რომ ამ ტვინების პატრონებმა ჩვეულებრივ სანაგვეში არ ჩაყარონ ელემენტები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sh@ko Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 (edited) ბრაკონიერობაზე და დენით თევზაობაზე რა ზომების გატარებას აპირებთ? ცნობილია, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელდასხმით ხორციელდებოდა ნაკრძალებში თევზაობაც და ნადირობაც. აპირებთ თუ არა გამოძიების დაწყებას? Edited November 29, 2012 by Sh@ko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
borka Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 ქალბატონო ხათუნა, ამ დღეებში კიდევ ერთხელ გახმაურდა ტყიბულის ეკოლოგიური პრობლემები. ცნობილია, რომ კომპანია ,,ვუდიმპექსი“, სანიტარული ჭრის მოტივით, უნიკალური ჯიშის, ჯანმრთელ წაბლის ხეებს ანადგურებს. როგორ აპირებთ ამ პრობლემებს შეებრძოლოთ. ვინ გასცემს (რომელი სამინისტრო), სანიტარული ჭრის ლიცენზიებს და კონტროლის რა მექანიზმი აქვს გარემოს დაცვის უწყებას? საზღვრისპირა, პატარა ლიახვის სოფლების მერეთის, არბოს, კოშკის მცხოვრებლებს ზამთრის თვეებში, უფასოდ ურიგდებოდათ შეშა. წელს ამაზე არავინ ზრუნავს. თქვენს სამინისტროს თუ აქვს კავშირი ამ საკითხთან? ,,ნაციონალებს“, სხვა მრავალ ცოდვასთან ერთად, მდინარეების კალაპოტების გაყიდვასაც აბრალებდნენ. საუბარი იყო მდინარე მტკვარის კალაპოტზეც. რას გვეტყვით ამის შესახებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sh@ko Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 ეს ბმული ნახეთ, ქალბატონო ხათუნა. ურთას მთა იჩეხება და შველას ითხოვენ.https://www.facebook.com/media/set/?set=a.261915407213026.61346.100001837069324&type=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 შაორზე მიმდინარეობს წიფლნარის განადგურება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იყო და ახლა სანაგვეს გავს თუ დროზე არ მიეხედა უდაბნოსავით აქცევენძაან ჩქარი ტემპებით მუშაობენ და ამიტომ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო თორე მერე დაგვიანებული იქნება... ტურისტული კომპლექსის აშენებას აპირებდა წინა მთავრობა..... ახალი რას იზავს არ ვიცი მარა ის ტყე თუ გაიჩეხა იქ არანაირი ტურისტი არ მივა, ეგ კიარა რაჭაში ჩამოსულმა ტურისტებმაც თქვეს რა ხდება რა უბედურებაა გზის პირას ასეთი ლამაზი ტყის გაჩეხვაო და ამის მნახველი უცხოელი საერთოდ აიცრუებს გულს საქართველოზეო.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lipu Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 დღეს არასამთავროების შეხვედრაზე ვიყავი და ჩემი კითხვების დიდ ნაწილს გაეცა უკვე პასუხი მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც სასწრაფოდაა მისახედი პირველ რიგში, ტყეები არის სრულიად დაუცველი, არავითარი კონტროლი თუ ზედამხედველობაჩემი ინფორმაციით 1 ოქტომბრიდან დღემდე მოჭრილია და დახერხილია 5000 კუბური მეტრი სამასალე მორი (ეს რაც ზუსტად ვიცი)ამიტომ აუცილებლად სასწრაფოდ ასამუშავებელია ყოფილი გდი-ის მსგავსი (დღეს ვნახე ახალი სახელით, გარემოზე ზედამხედველობის სამსახური) აპირებთ თუ არა ე.წ. მორების ფიშკების აღდგენას? (რაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გააუქმა პრემიერმინისტრმა)ჩემი როგორც მეწარმის (ლიცენზიატის) აზრით აუცილებლად აღსადგენია,თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ფიშკების დანერგვით და ელექტრონული სახერხების შემოღების შემდეგუკანონო ხე ტყის ჭრა მინიმუმამდე დავიდა ბოლო 23 წლის განმავლობაში და თითქმის ნულოვან ზღვარს მიუახლოვდა როგორ პოლიტიკას აირჩევთ ტყეების მიმართულებით? გააგრძელებთ ტყეებზე გრძელვადიანი ლიცენზიების გაყიდვას (რამაც აშკარად გაამართლა) თუ სხვა ფორმით იქნება? მინდა აქვე განვმარტო რომ გრძელვადიანი (5 წელი და მეტი) ლიცენზიები უფრო გამართლებულიავიდრე მოკლე ვადიანი (1 წლიანები) ვინაიდან მეწარმე რომელსაც გრძელვადიან ლიცენზიაში ფული აქვს გადახდილიეცდება არ დაარღვიოს კანონი, ვიდრე მცირე ლიცენზიატს რომელსაც დასაკარგი ნაკლები აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 ქალბატონო ხათუნა დარწმუნებული ვარ სააკაშვილის სურათი დაგხვდებოდათ კაბინეტში ჩამოხსენით?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
orzo Posted November 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2012 ქბ. ხათუნა აპირებთ თუ არა თქვენი შრომისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამინისტროს კორიდორებში ველოსიპეტით სიარულის ტრადიციის გაგრძელებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.