ს.ა. Posted October 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2012 მოგესალმებით ბატონო გიორგი. გილოცავთ მინისტრად დანიშვნას და გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ ეს პასუხისმგებლობა ... რაც შეეხება კითხვებს: 1. მრავალი სპეციალისტის აზრით, სკოლებში პირველივე კლასიდან უცხო ენის სწავლება, ხელს უშლის მოსწავლეს სრულყოფილად აითვისოს მშობლიური ენა. მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და აპირებთ თუ არა დამკვიდრებული პრაქტიკის გადახედვას? 2. ჩემი მეორე კითხვაც პირველთანაა კავშირში: ვიზიარებ იმ აზრს, რომ თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული უნარების ქონა აუცილებელია, მაგრამ რამდენადაა აუცილებელი მისი ათვისება პირველივე კლასიდან? ხომ არ ზრდის ეს მეთოდი მოსწავლის მიჯაჭვულობას კომპიუტერთან და როგორ ფიქრობთ, ხომ არ უქვეითებს, ასეთი მიჯაჭვულიბა, მოსწავლეებს და ზოგადად, ადამიანებს, თანატოლებთან თუ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის უნარს? 3. დღევანდელი სასკოლო განათლების მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ სკოლაში არის განათლების დაბალი დონე(სხვადასხვა მიზეზთა გამო), ამიტომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, იმისათვის რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ, უწევს დამატებით რეპეტიტორთან სიარული. გამოდის რომ მოსწავლე ცოდნას ღებულობს არა სკოლაში, არამედ რეპეტიტორთან, სკოლის ფუნქცია კი მხოლოდ მისი დამთავრების დამადასტურებელი საბუთის გაცემამდეა დაყვანილი, რაც სისტემის სიჯანსაღეზე ნამდვილად არ მეტყველებს. ამასთან იჩაგრებიან ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე მოსწავლეები. რა ცვლილებებს გეგმავთ ამასთან დაკავშირებით? 4. სტუდენტთა დიდი ნაწილის აზრით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადი არის ძალზედ მაღალი. იგეგმება თუ არა რამე ცვლილებები ამასთან დაკავშირებით? 5. არ ვიცი, ეს კითხვა რამდენად ეხება სამინისტროს, უფრო უნივერსიტეტის შიდა საკითხია ალბათ(თუმცა მგონი სკოლებშცაა ეს პრობლემა), მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი ნამდვილად იყო სამინისტრო და ქვეყნის მეთაური... ვგულისხმობ პირველ პლანზე ინგლისური ენის წამოწევას და რუსული ენის სრულ უგულვებელყოფას. კი ბატონო, პირველი შეიძლება საჭიროა, მაგრამ რამდენად სწორია მეორის ასე ხელაღებით უგულვებელყოფა? რამდენად სწორია, რომ დოქტორანტურაზე ჩასაბარებელ უცხო ენათა ჩამონათვალიდან ამოღებულია რუსული ენა- ხომ არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელთაც ინგლისურზე, ფრანგულზე ან გერნამულზე მეტად რუსულის ცოდნა სჭირდება?! მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და აპირებთ თუ არა ამ კუთხით რაიმე ცვლილების განხორციელებას? და ბოლოს, მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა მანდატურის ინსტიტუტთან დადავშირებით. უდავოა, რომ დღეს არსებული ფორმა სიმახინჯეა, მაგრამ ვფიქრობ რომ გაუქმებაც არ იქნება სწორი. სოფლის სკოლებში არ იყო, და ჩემი აზრით, არცაა საჭირო, ქალაქის სკოლებში კი უნდა დარჩეს ალბათ, მაგრამ არა შსს-ს ან უშალოდ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში, არამედ იმ სკოლის დირექტორის, სადაც საქმიანობს. მისი უფლებამოსილება უნდა განისაზღვროს სკოლის დირექტორის ან თუ ასეთი არის, მმართველი საბჭოს მიერ... მანდატური უნდა იყოს არა პოლიცია სკოლაში, არამედ მმართველი ადმინისტრაციის მარჯვენა ხელი სასწავლო პროცესის წარმართვის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის დარეგულირების საქმეში. გმადლობთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ეკა მელქაძე Posted October 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2012 მოგესალმებით! განათლების სისტემაში არსებული უამრავი ნაკლოვანების შესახებ საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მაინტერესებს, აპირებთ თუ არა გადახედოთ ე.წ. არების სისტემას? დღეისათვის საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენა ერთიანად ჯამდება და რაღაც გაურკვეველი პროცენტების მიხედვით ბავშვებს აკლებენ ნიშნებს. ანუ, თუ ბავშვს ფეხი აქვს მოტეხილი, ან 40 სიცხე აქვს, თურმე სკოლაში უნდა იაროს, დაასნებოვნოს ყველა დანარჩენი და სამაგიეროდ, ნიშნებს არ დააკლებენ. ან, თუ ოჯახის წევრი გარდაეცვლება, არ უნდა გააცდინოს გაკვეთილები. იქნებ გადახედოთ ამ არაადეკვატურ სისტემას. დიდი მადლობა! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2012 მოგესალმებით ბატონო გიორგი 1. როგორ აპირებთ იმ დაბალ დონესა და მარაზმთან ბრძოლას რაც დღესდრეობით ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხდება? კერძოდ კი საქმე შეეხება მოძველებულ ლიტერატურას, ლექტორების 80% ცდილობს საკუტარი წიგნი გამოსცეს და აიძულებს სტუდენტებს მისი წიგნი იყიდონ(რათა პირადი შემოსავალი მიიღონ ლექტორებმა) რომელიც სრული აბდაუბდაა და საკმაოდ რთული აღსაქმელია სტუდენტისათვის და ეს ხდება მაშინ როდესაც არსებობს უკეთესი ალტერნატიული სახელმძღვანელოები. ძალიან ცუდია ბევრი ლექტორის განათლების დონე და გადმოცემის უნარი, ზოგადად სუდნტების 95% რომელთაც მაღალი ნიშანი სურთ იძულებულები არიან დაიზეპირონ მასალა და არა გააზრებულად ისწავლონ(რაც მალევე ავიწყდებათ) ძალიან დაბალია პრაქტიკული სამუშაოების წილი და ა.შ. ამაზე შეიძლება მიპასუხოთ რომ ეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა მოაგვაროს ტუმცა ეს უკანასკნელი ამას ვერ ახერხებს და რამდენად მიზანშეწონილად მიცაჩნიათ საუნივერსიტეტო სექტორის მარეგულირებელი ორგანოს შექმნა რომელიც ამ პრობლემებზე იმუშავებს? 2. სასკოლო პროგრამაში ძალიან სუსტად ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს(ფიზიკა ქიმია ბიოლოგია) რამოდენიმე თვის წინ ამ საგნების გაერთიანება მოხდა ერთ საგნად მეცნიერების საფუძვლები რამაც ამ საგნების პროგრამა მნიშვნელოვნად შეამცირა, მოხდება თუ არა ამ საგნების უფრო საფუძვლიანი შესწავლა? 4. რამდენად ნორმალურად მიოგაჩნიათ რომ უნივერსიტეტის რექტორი ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ იწყებს სარესტორნე ბიზნესს? ხოლო ფაკულტეტის დეკანი ამავდროულად რესტორნის დირექტორია? ზემოთაღნიშნული ხდება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5. დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი უნივერსიტეტია და ძალიან ბევრი უმარლესდამთავრებული თუმცა მათი მცირე ნაწილი საქმდება დიპლომის მირების შემდეგ, ხოლო დიდ ნაწილს კი პოფესიული განათლების მიღება უწევს და პრაქტიკულად ეს წლები დაკარგულად ითვლება მათთვის, როგორ ფიქრბტ რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ამის შესაჩერებლად? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted October 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2012 (edited) მოგესალმებით!1)უნივერსიტეტში ისწავლება მოძველებული, სრულიად უაზრო თეორია, რომელსაც პრაქტიკაში ვერანაირად ვერ გამოვიყენებთ და კურსდამთავრებულის ერთადერთი დასაქმების შანსია, თვითონაც ლექტორი გამოვიდეს და სხვას ჩაუტენოს თავში ის რაც თავის დროზე მას სხვამ ჩაუტენა. მესმის რომ ჯერ კონკრეტულ გეგმებს ვერ გვეტყვით მაგრამ აუცილებლად გადახედეთ თუ გინდათ უნივერსიტეტი იქცეს უნივერსიტეტად. 2)უნივერსიტეტების აკრედიტაციის სისტემას რას უპირებთ? დატოვებთ თუ სჰეცვლით? 3)მე_12 კლასს გააუქმებთ? 4)ხოარ გეგმავთ ბაკალავრიატის 4წლიანი სწავლების შემცირებას? 5) დირექტორების ლოტოტრონით ტრიალი გაუქმდება? Edited October 18, 2012 by mama ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
archil kvernadze Posted October 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2012 195 სკოლის დირექტორი არის ნაც მოძრაობის აქტივისტი! თუ იეგემბება ფასების შემცირება უმაღლეს სასწავლებლებში ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
keen Posted October 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2012 მოგესალმებით ბატონო გიორგი. გილოცავთ მინისტრად დანიშვნას და გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ ეს პასუხისმგებლობა ... ალბათ, კითხვები მრავლად დაისმება და რომ არ გავმეორდე, მაინტერესებს:1) როგორია თქვენი ხედვა ე.წ. სპეციალური სტატუსის, კონკრეტულად კი ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მიმართ? ალბათ, ყველას მოეხსენება, რომ სწორედ ეს სასწავლო დაწესებულებებია საწართველოს ნაკრებების წყარო, ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ისინი წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე აღნიშნულ საგნებში...2) ქვეყნის შიდა ოლიმპიადების საკითხი... კვლავ ჩატარდება თუ არა და როგორი ფორმატით? ჩემის აზრით, დამატებითი სტიმულია ბავშვებისათვის, რომ უკეთ ისწავლონ.3) ბაქსვუდის სკოლის საზაფხულო ბანაკი, რომელიც ასევე ოლიმპიადის თემის გაგრძელებაა. შეიძლება ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, მაგრამ საკმაოდ კარგი პროექტია და თუ დარჩება, ბევრი წარმატებული მოსწავლის გულს მოიგებთ. გმადლობთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paata999 Posted October 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2012 2. სასკოლო პროგრამაში ძალიან სუსტად ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს(ფიზიკა ქიმია ბიოლოგია) რამოდენიმე თვის წინ ამ საგნების გაერთიანება მოხდა ერთ საგნად მეცნიერების საფუძვლები რამაც ამ საგნების პროგრამა მნიშვნელოვნად შეამცირა, მოხდება თუ არა ამ საგნების უფრო საფუძვლიანი შესწავლა? მე ვფიქრობ რო თუ ეს გაკეთდა სწორი ნაბიჟი იყო. არაა აუცილებელი ქიმიაში და ფიზიკაში მოსწავლეები საუნივერსიტეტო ამოცანებს ხსნიდნენ. და ბიოლოგიში კიდე იცოდნენ რაა არ გოლჯის აპარატი. )) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alazani1964 Posted October 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2012 1.არსებითად და პრაქტიკულად მთლიანად შესაცვლელია განათლების სისტემის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა: "კანონი ზოგადი განათლების შესახებ", "კანონი უმაღლესი განათლების შესახებ", სხვა კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.2.პრაქტიკულად მთლიანად ახლიდანაა შესაქმნელი საგანმათლებლო სტანდარტები, საგანმანათლებლო პროგრამები და სახელმძღვანელოები.3.მნიშვნელოვნად - რამოდენიმეჯერ მაინც - დანამდვილებით - გასაზრდელია განათლების სისტემის დაფინანსება. ვთვლი, რომ ზუსტად ვიცი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ პირველი ორი პუნქტი შესრულდეს რამდენიმე თვეში (იმ ანგარიშით, რომ მომდევნო სასწავლო წელს შევხვდეთ ნორმალური სამართლებრივი ბაზით, ნორმალური საგანმანათლებლო სტანდარტებით, ნორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და ნორმალური სახელმძღვანელოებით). მესამე პუნქტის შესრულების გზები - არ ვიცი. მზად ვარ დაგეხმაროთ. პატივისცემით, განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი ექსპერტ-კონსულტანტი 1992-99 წლებში (ხანგამოშვებით). ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Acer Posted October 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2012 გამარჯობა დღევანდელ უნივერსიტეტებში სწავლის დონე ძალიან დაბალიარისი მიზეზიც არის ის რომ ასწავლიან თეორიულ დონეზე ხოლო პრაქტიკულად რომ გამოიყენოს სტუდენტმა ამ ცოდნას ვერ აძლევენჩემი აზრით ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით,რომ უნივერსიტეტები ვერ ახერხებენ სწორი საგნების შერჩევას სხვადასხვა ფაკულტეტებზეარის ბევრი ისეთი საგანი ჩამატებული რომელიც პროფესიულად არაფერში არ ჭირდება სტუდენტს და ის საგნები რომლებიც უფრო ჭირდებაშეზღუდულად ისწავლება,რაც საკმარისი არ არის რომ სამსახურებში მოთხოვნილი დონე დააკმაყოფილო და სტუდენტი იძულებულია მაგისტრატურაც გაიაროს...აპირებთ თუ არა ამ მხრივ რაიმე ცვლილებების შეტანას და როგორასევე სასურველი იქნება თუკი უნივერსიტეტებში პირველკურსელებს ასწავლიან "თაიმ მენეჯმენთს" რომელიც უცხოეთში თითქმის ყველა უნივერსიტეტში ისწავლება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2012 კადრებიც ცვლილება და განსაკუთრებით ახალგაზრდების აყვანა სამეცნიერო დაწესებულებებში, რა მექანიზმით იქნება? ადრე ჩემი და არა მარტო ჩემი დაკვირვებით, იყო კლანივით, რომლესაც ჰყავდა თავისი "ფავორიტები" და სულ ესენი გადიოდნენ კონკურსებში. თავად კონკურსში არაფერი არ არის ცუდი, მაგრამ ამ კონკურში დაკომპლექტებულ ადამიანების მიკერძოებულობა ეჭვს ბადებს.. ანუ გაამარტივებთ თუ არა ახალგაზრდა მეცნიერების დასაქმებას, სამეცნიერო დაწესებულებაში? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 19, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2012 მეგობრებო,მხოლოდ კითხვები და გთხოვთ ლაკონურად ჩამოაყალიბოთ აზრი . ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 19, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2012 მხოლოდ კითხვები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 20, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2012 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 20, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2012 ყველა კითხვას გაეცნო. უბრალოდ დრო არ ეყო ეპასუხა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted October 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2012 უბრალოდ დრო არ ეყო ეპასუხა თუ დრო არ ქონდა გეთქვათ თავიდანვე და აღარ ვილაპარაკებდით ამდენს ვერ აღვფრთოვანდი მისი მოსმენისას რატომრაც ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts