Jump to content
Planeta.Ge

ს.ა.

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ს.ა.

  1. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გილოცავთ მინისტრად დანიშვნას და გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ ეს პასუხისმგებლობა ... რაც შეეხება კითხვებს: 1. მრავალი სპეციალისტის აზრით, სკოლებში პირველივე კლასიდან უცხო ენის სწავლება, ხელს უშლის მოსწავლეს სრულყოფილად აითვისოს მშობლიური ენა. მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და აპირებთ თუ არა დამკვიდრებული პრაქტიკის გადახედვას? 2. ჩემი მეორე კითხვაც პირველთანაა კავშირში: ვიზიარებ იმ აზრს, რომ თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული უნარების ქონა აუცილებელია, მაგრამ რამდენადაა აუცილებელი მისი ათვისება პირველივე კლასიდან? ხომ არ ზრდის ეს მეთოდი მოსწავლის მიჯაჭვულობას კომპიუტერთან და როგორ ფიქრობთ, ხომ არ უქვეითებს, ასეთი მიჯაჭვულიბა, მოსწავლეებს და ზოგადად, ადამიანებს, თანატოლებთან თუ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის უნარს? 3. დღევანდელი სასკოლო განათლების მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ სკოლაში არის განათლების დაბალი დონე(სხვადასხვა მიზეზთა გამო), ამიტომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, იმისათვის რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ, უწევს დამატებით რეპეტიტორთან სიარული. გამოდის რომ მოსწავლე ცოდნას ღებულობს არა სკოლაში, არამედ რეპეტიტორთან, სკოლის ფუნქცია კი მხოლოდ მისი დამთავრების დამადასტურებელი საბუთის გაცემამდეა დაყვანილი, რაც სისტემის სიჯანსაღეზე ნამდვილად არ მეტყველებს. ამასთან იჩაგრებიან ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე მოსწავლეები. რა ცვლილებებს გეგმავთ ამასთან დაკავშირებით? 4. სტუდენტთა დიდი ნაწილის აზრით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადი არის ძალზედ მაღალი. იგეგმება თუ არა რამე ცვლილებები ამასთან დაკავშირებით? 5. არ ვიცი, ეს კითხვა რამდენად ეხება სამინისტროს, უფრო უნივერსიტეტის შიდა საკითხია ალბათ(თუმცა მგონი სკოლებშცაა ეს პრობლემა), მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი ნამდვილად იყო სამინისტრო და ქვეყნის მეთაური... ვგულისხმობ პირველ პლანზე ინგლისური ენის წამოწევას და რუსული ენის სრულ უგულვებელყოფას. კი ბატონო, პირველი შეიძლება საჭიროა, მაგრამ რამდენად სწორია მეორის ასე ხელაღებით უგულვებელყოფა? რამდენად სწორია, რომ დოქტორანტურაზე ჩასაბარებელ უცხო ენათა ჩამონათვალიდან ამოღებულია რუსული ენა- ხომ არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელთაც ინგლისურზე, ფრანგულზე ან გერნამულზე მეტად რუსულის ცოდნა სჭირდება?! მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და აპირებთ თუ არა ამ კუთხით რაიმე ცვლილების განხორციელებას? და ბოლოს, მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა მანდატურის ინსტიტუტთან დადავშირებით. უდავოა, რომ დღეს არსებული ფორმა სიმახინჯეა, მაგრამ ვფიქრობ რომ გაუქმებაც არ იქნება სწორი. სოფლის სკოლებში არ იყო, და ჩემი აზრით, არცაა საჭირო, ქალაქის სკოლებში კი უნდა დარჩეს ალბათ, მაგრამ არა შსს-ს ან უშალოდ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში, არამედ იმ სკოლის დირექტორის, სადაც საქმიანობს. მისი უფლებამოსილება უნდა განისაზღვროს სკოლის დირექტორის ან თუ ასეთი არის, მმართველი საბჭოს მიერ... მანდატური უნდა იყოს არა პოლიცია სკოლაში, არამედ მმართველი ადმინისტრაციის მარჯვენა ხელი სასწავლო პროცესის წარმართვის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის დარეგულირების საქმეში. გმადლობთ
×
×
  • შექმენი...