Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა ჯის მომხმარებელთა კითხვებს უპასუხებს გიორგი მარგველაშვილი


Recommended Posts

20 ოქტომბერს ჩვენი სტუმარი იქნება განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი

ზუსტი დრო მოგვიანებით დაზუსტდება

http://pirweli.com.ge/uploads/news_18231.jpg

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

dire

მე საკმაოდ დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი. უბრალოდ კითხვების მაგივრად, რეკომენდაციები მაქვს თუ შეიძლება. 1. თავისუფლება აუცილებელი რამ არის მით უმეტეს ბავშვისთVის, თუმცაღა ამავე დროს, ბავშვი არის ნედლი

mama

მოგესალმებით! 1)უნივერსიტეტში ისწავლება მოძველებული, სრულიად უაზრო თეორია, რომელსაც პრაქტიკაში ვერანაირად ვერ გამოვიყენებთ და კურსდამთავრებულის ერთადერთი დასაქმების შანსია, თვითონაც ლექტორი გამოვიდეს

Gocha Chertkoev

მე მაინტერესებს მოხდება თუ არა სკოლის უკანასკნელ საფეხურზე სასწავლი საგნების დიფერენცირება?   დღეს დღეობით მოსწავლეს სულ მცირე 9 საგნის ჩაბარება უწევს იმისთვის რომ სკოლა დაამთავროს და მიიღოს უფლება უმ

ნუ პირველი რაც უნდა დახვეწოს ... დამოკიდებულებაა :) გუშინ ვუყურე მაესტროზე და ბლატნოი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს , რომელიც გაგნებაში არაა რა უნდა გააკეთოს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ ბატონო გიორგი.

 

1. როგორ უნდა მოხდეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის დაახლოვება ევროპულ სისტემებთან? და რეალურად ეს პროცესი რამდენ ხანში შეიძლება დასრულდეს?

2. მანდატურების სამსახურის გაუქმებას მივესალმები, მაგრამ რა მექანიზმი იქნება შემუშავებული სკოლის უსაფრთხოების საკითხში?

3. მოხდება თუ არა სამეცნიერე-კველევითი საქმიანობის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ? და თუ მოხდება რომელი დარგები იქნება პრიორიტეტული?

4. ხომ არ აპირებთ სკოლებში ბიბლითოკების აღდგენას, სადაც თავს იყრიდა სწავლისთვის განკუთვნილი ლიტერატურა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა თქვენი ბატონო გიორგი თქვენი დანიშვნის შემდეგ ბაკავლარიატი ჯარმოვლილებისთვის უფასო იქნება?

პს. სულ ეს იყო .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე საკმაოდ დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი. უბრალოდ კითხვების მაგივრად, რეკომენდაციები მაქვს თუ შეიძლება.

1. თავისუფლება აუცილებელი რამ არის მით უმეტეს ბავშვისთVის, თუმცაღა ამავე დროს, ბავშვი არის ნედლი მასალა, რომლისგანაც ნებისმიერ რამეს გამოძერწავ.

ამიტომ, მე მომხრე ვარ ნუ იქნება ძალიან სერიოზული და მძიმე აკრძალვები, მაგრამ ამავე დროს, უსაფრთხოება და მათი მენტალობის დაცვა ეგრედ წოდებული შავი სამყაროსაგან უნდა დაიცვათ ბატონო გიორგი. ამ სენმა ძალიან ბევრი ადამიანი დაგვაკარგინა როგორც ფიზიკურად ისევე მენტალურად. ამიტომ ჩემი თხოვნაა და არა მარტო ჩემი, ბავშვის უსაფრთხოება და ფსიქიკა დაიცავით ყველაზე მეტად.

 

2. იქნებ მიაქციოთ ყურადღება ბავშვების ( 1-3 კლასი ), სახელმძღვანეოებს, იმის გარდა რომ არის სრულიად მარაზმატული, ამავე დროს არის კატასტროფულად მძიმე.

ფაქტიურად ბავშვის ხერხემლის დაზიანების ტოლფასია. შეამოწმეთ ერთხელ სკოლაში, სრული აღჭურვით ბავშვი როგორი სიმძIმის ჩანთას დაატარებს.

ისეადც არ ვართ 2 მეტრიანი ერი და კიდევ ეგ უნდათ ამათ?

3. უნივერსიტეტებში დანამდვილებით ვიცი რომ დაფიქსირებულია ფაქტები, გრძელი თმის შეჭრას აძალებდნენ მოწაფეებს, ეს რა ამრაზმია? საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით?

ნუ მესმის ეხლა უნიფორმა და სტილი თუა დაცული, მაგრამ რომელ ქართულ უნივერში გეგულებათ ასეთი რამ?

4. ფორმები... ეს ძალიან დიდი თემაა... ინდივიდუალიზმის დაცვა კი კარგია... მარგამ რეალურად ძალიან მძიმე დარტყმას იღებენ ბავშვები როდესაც ერთურთი ტანსაცმელის ბჭობაზე გადადიან... დამერწმუნეთ ეს რეალობაა. ამიტომ რაღაც ოქროს შუალედი იქნებ იპოვოთ.

5. საგნები... მათემატიკური აზროვნების განვითარება ძალიან აკრგია... მაგრამ ფაქტიურად თვალსა და ხელს შუა დავკარგავთ გუმანიტარიებს, არადა სახელმწიფოს მოაზროვნეები ქმნიან და არა ინჟინერები... ასე რომ ამას ჩემი აზრით უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს.

6. ძალიან დიდი ხანია ვინტერესდები ამ საკითხით, და არის ამის პრეცენდენტი, განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს როგორ ექცევა სახელმწიფო.

აქ არც საბჭოთა ოქროს მედალს ვგულისხმობ, და არც საქართVელოში არსებულ ყოფილ სისტემას, როდესაც ბავშვი 6 წლის ასაკში უნდა ყოფილიყო გენიოსი.

არა, უბრალოდ არიან განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები რომელსაც ქვეყანამ როგორც თავის ერთ ერთ უდიდეს სიმდიდრეს ისე უნდა უპატრონოს და ისე უნდა მიხედოს

გარანტირებულად უნდა გააშლიეროს ასეთები და თანაც მატი ქვეყანაში დარჩენა უზრუნველყოს, მოიკითხეთ ისრაელის და სამხრეთ კორეის გამოცდილება ამ საკითხებში, ძლიან საინტერესო რაღაცეებს აღომაჩენთ.

 

წარმატებბებს გისურვებთ და მაქსიმალურად რაც ერთ ადამიანს შეუძლია თქვენს გვერდით ვიქნები :)

პ.ს.

სამსახური არ მჭირდება :)) ალტრუისტულად დაგეხმარებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. აღიარებთ თუ არა ევოლუციის თეორიას, როგორც ერთადერთ მეცნიერულ თეორიას ადამიანის წარმოშობის შესახებ?

2. შესაძლებელია თუ არა შეიქმნას კანონი, რომელიც აკრძალავს რელიგიურ პროპაგანდას და მღვლდების სტუმრობას სკოლებში?

3. იქნება თუ არა შესაძლებელი კერძო კომპანიები შევიდნენ სკოლის/ინსტიტუტების ბუფეტებში? ანუ ერთგვარი ბუფეტების პრივატიზაცია.

Edited by internet_contraband
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგიერთ საჯარო სკოლაში სადაც როგორც წესი სწავლა უფასოა, მოსწავლეებს სწავლაში ახდევინებენ 100 ლარამდე თვეში, რასაც ასაღებენ როგორც ნებაყოფლობით, სტანდარტზედა მომსახურების საფასურს. სინამდვილეში ეს "მომსახურება" არის არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო (დირექციისგან ზეწოლით), რაც იქიდანაც კარგად ჩანს რომ მიუხედავად წლების განმავლობაში არცერთი ჩატარებული გაკვეთილისა, მოსწავლეების 99% მაინც იხდიდა და იხდის ფულს. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ 42-ე საჯარო სკოლა. არის მოსაზრება რომ ასეთ დირექტორებს სამინისტროში აფარებდნენ ხელს. რა შეიცვლება დღეიდან, როგორ, და დაახლოებით რა ვადებში გამოასწორებთ ამ პრობლემას? Edited by Giorgi Janjgava
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაინტერესებს მოხდება თუ არა სკოლის უკანასკნელ საფეხურზე სასწავლი საგნების დიფერენცირება?

 

დღეს დღეობით მოსწავლეს სულ მცირე 9 საგნის ჩაბარება უწევს იმისთვის რომ სკოლა დაამთავროს და მიიღოს უფლება უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად.

ისმის კითხვა რაში სჭირდება მოსწავლეს, რომელიც ვთქვათ აბარებს, ისტორიულზე, ან იურიდიულზე, ანაც ჟურნალისტიკაზე იცოდეს ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია იმ დონეზე რა დონეზეც ეს მოეთხოვებათ.

 

მიზეზი შეიძლება იყოს ზოგადი განათლება, მაგრამ 18 წლის ასაკში ადამიანს აიძულო მიიღოს ზოგადი განათლება, როდესაც ის ორიენტირდება უკვე კონკრეტულ სპეციალობაზე არა სწორად მიმაჩნია, როდესაც მის არჩეულ სპეციალობასა და სავალდებულო საგნებს საერთო ან გფადაკვეთის წერტილი საერთოდ არ აქვთ.

 

მე მგონი სრულიად საკმარისია თუ კი ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლისთვის ამოიწურება 9 კლასით, ხოლო ბოლო საფეხურზე უკვე დაიწყოს არჩივოთობით სწავლება, ანუ ბოლო სამი წელი რომ მოსწავლემ მაქსიმუმ 6 საგანი ისწავლოს და 12 კლასის დამთავრებისას მაქსიმუმ ამდენი გამოცდის ცაბარება უწევდეს. გასაგებია რომ ეს დღეს და ხვალ არ გადაწყდება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სამომავლოდ ამ იდეის განხორციელება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Bacha Bachunia 1,გადაიხედება თუ არა სასწავლო გეგმა სკოლებში.

2,ჩემი აზრით შესაცვლელია ინგლისური ენის სწავლების სპეციფიკა დაწყებით კლასებში.

3,მანდატურები უნდა დარჩნენ ოღონდ მკაცრად გაწერილი მოვალეობებით და უფლებებით.დაიცვან წესრიგი და უსაფრთხოება.

4. ფსიქოლოგები დაბრუნდებიან სკოლებში?

Edited by პიპი ტო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ ბატონო გიორგი. მანდატურებზე მინდა გკითხოთ. მართლა აპირებთ გააუქმოთ? მიუხედავად რიგი მინუსებისა, მგონია რომ ამ ინსტიტუტის გაუქმება არ იქნებოდა გამართლებული ნაბიჯი სკოლის უსაფრთხოების მხრივ.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში :)

Edited by Zura Parjiani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი სრულიად საკმარისია თუ კი ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლისთვის ამოიწურება 9 კლასით, ხოლო ბოლო საფეხურზე უკვე დაიწყოს არჩივოთობით სწავლება, ანუ ბოლო სამი წელი რომ მოსწავლემ მაქსიმუმ 6 საგანი ისწავლოს და 12 კლასის დამთავრებისას მაქსიმუმ ამდენი გამოცდის ცაბარება უწევდეს. გასაგებია რომ ეს დღეს და ხვალ არ გადაწყდება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სამომავლოდ ამ იდეის განხორციელება?

 

ძალიან კარგი კითხვაა და კარგი იქნება მინისტრს მომავალში მაინც თუ ექნება ხედვა ამ კითხვაზე.

 

რაც შეეხება ჩემ კითხვას... რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ია ანთაძემ დადო სტატია ფინური განათლების სისტემის შესახებ, რომელიც პირველ ადგილზეა მთელ მსოფლიოში. ვურჩევ მომავალი მინისტრი გაეცნოს ფინურ სისტემას. http://cdi.org.ge/ma...d-The-Best1.pdf

 

ჩემი აზრით ფინური მოდელი დაფუძნებულია იმ იდეაზე რომ სკოლაში ბავშვი არ უნდა იყოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. არ უნდა ასწავლიდნენ მისთვის მომავალში აბსოლიტურად არა გამოსადეგ არასაინტერესო რაღაცეებს. სწავლების მისია არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, ბავშვებისთვის საკუთარი აზრის ფორმირების უნარის გამომუშავებზე უნდა იყოს სისტემა მიმართული - რათა აღიზარდოს მოაზროვნე თაობა. სკოლაში მისვლა უნდა იყოს არა რუტინა არამედ შემოქმედებითი პროცესი.

შესაბამისად ძალიან კარგი იქნება თუ მომავალში მაინც დაფიქრდება მინისტრობის კანდიდატი ( ან ვინმე სხა პასუხისმგებელი პირები სამინისტროში):

 

რა უნდა ვასწავლოთ სკოლაში? რატომ უნდა ვასწავლოთ ის კონკრეტული საგანი? და როგორ უნდა ვასწავლოთ (,,კომუნისტური" თუ ,,ფინური" მეთოდით)?

 

მე მაგალითად მომხრე ვარ ისწავლებოდეს ისეთი საგნები რომელიც მოზარდებს სამოქალაქო საზოგადოებში ინტეგრაციისათვის მოამზადებს. მაგალითად მაღალ კლასებში ისწავლებოდეს სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, ფილოსოფია, რელიგიის ისტორია, დემოკრატიის ისტორია. ეს ყველაფერი ისეთ დონეზე არა რათქმაუნდა როგორც უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება, მაგრამ ისეთ დონეზე რო ბავშვი სკოლას რო დაამთავრებს იცოდეს რა არის სახელმწიფო, დემოკრატიული ღირებულებები, ეთიკა, მორალი, სოლიდარობა და სხვა მრავალი რამ რაც ღირსეულ მოქალაქეს ჭირდება იყოს მის არსენალში.

 

ასევე მე არ ვთვლი მიზანშეწონილად ისწავლებოდეს ქიმია ფიზიკა ბიოლოგია ისე დაწვრილებით ყველასათვის როგორც დღესაა. უფრო ძლიერი სწავლება ამ საგნების უნდა ხდებოდეს ნებაყოფლობით

 

ცოტა ბევრი დავწერე მაგრამ იმედია ბოლომდე წაიკითხავთ ბატოონო მინისტრო, რადგან ძალიან მადარდებს ჩვენი არასწორი მიდგომების გამო ფსიქოლოგიურად დათრგუნული ან სწავლაზე ხელ ჩაქნეული მოსწავლეების(მომავლი თაობის) ბედი .

Edited by paata999
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა გითხრათ.რომ მივესალმები თქვენს დანიშვნას ამ, მეტად საპასუხისმგებლო,პოსტზე

 

კითხვებისთვის ,მგონი ჯერ ადრეა .იმჰო

 

სურვილები მექნება მხოლოდ:

 

მანდატური არ გააუქმოთ, უბრალოდ ფუნქციები დაუხვეწეთ, მეტად გამოიყენონ ტექნ. საშუალებები

კამერებუს სახით.

 

გააგრძელეთ ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსი "და ვინჩი" (ჩემი იდეა იყო და "ვბალელშიკობ")

 

ვისურვებდი, ყველა სკოლაში შეიქმნას პატარა თეატრალური დასი, რომელსაც პროფესიონალები უხალმძღვანელებენ.

 

 

სკოლები უნდა გამსხვილდეს სამ-კლასიან სკოლაში ვერავინ, ვერაფერს ვერ ისწავლის, ჯობია ავტობუსები დავამატოთ.

 

 

მადლობთ,წარმატებები :)

Edited by prologic
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

 

მაინტერესებს თქვენი შეხედულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროგრამაზე "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად." პროგრამის ფარგლებში, როგორც აცხადებენ, ათასობით უცხოელი "მასწავლებელია" ჩამოსული, რათა საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება გააძლიერონ. როგორ ფიქრობთ, საჭიროა ამ პროგრამის არსებობა და რას აპირებთ ამ მიმართულებით?

 

წარმატებებს გისურვებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ძალიან ბევრი სკოლა გადაქცეული იყო პირდაპირ ნაცმოძრაობის შტაბად,როგორ უნდა მოხდეს დღეს პოლიტიკისგან განთავისუფლება სკოლების?, იქნებ მოხერხდეს გამოვლენა იმ დირექტორების და სახლში გაშვება, რომლებიც უპირობოდ ემსახურებოდა ნაციონალურ მოძრაობას, დამერწმუნედ ისინი ბოლო წუტამდე ელოდოებოდნენ 1 ში დირექტივას, ოქმის დაწერის პროცესსაც აჭიანურებდნენ. დღესაც იმედით ელოდებიან ნაცების დაბრუნებას :)

 

2. საატესტატო გამოცდები ძალიან ცუდათ აისახება მშობლის ბიუჯეტზე, იქნებ სასკოლო გამოცდებით შემოიფარგლოთ ამ ეტაპზე, იმის მაგივრად რომ კარგად ასწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები, საერთო არ ტარდება და ირიბად გესაუბრებიან რომ იქნებ 3-4 თვე მოგემზადებიაო, როგორ აპირებთ ამ კუთხით გამოსწორებას, 13 გამოცდა რეპეტიტორების ინსტიტუტის შექმანს უწყობს ხელს, და არავინ ფიქრობს იმაზე რომ თუნდაც მე7 კლასიდან ან 9 კლასიდან მასწავლებლებს მოთხოვონ გაკვეთილის ჩატარება და არა მოსწავლეებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...