Jump to content
Planeta.Ge

Gocha Chertkoev

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Gocha Chertkoev'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მე მაინტერესებს მოხდება თუ არა სკოლის უკანასკნელ საფეხურზე სასწავლი საგნების დიფერენცირება? დღეს დღეობით მოსწავლეს სულ მცირე 9 საგნის ჩაბარება უწევს იმისთვის რომ სკოლა დაამთავროს და მიიღოს უფლება უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად. ისმის კითხვა რაში სჭირდება მოსწავლეს, რომელიც ვთქვათ აბარებს, ისტორიულზე, ან იურიდიულზე, ანაც ჟურნალისტიკაზე იცოდეს ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია იმ დონეზე რა დონეზეც ეს მოეთხოვებათ. მიზეზი შეიძლება იყოს ზოგადი განათლება, მაგრამ 18 წლის ასაკში ადამიანს აიძულო მიიღოს ზოგადი განათლება, როდესაც ის ორიენტირდება უკვე კონკრეტულ სპეციალობაზე არა სწორად მიმაჩნია, როდესაც მის არჩეულ სპეციალობასა და სავალდებულო საგნებს საერთო ან გფადაკვეთის წერტილი საერთოდ არ აქვთ. მე მგონი სრულიად საკმარისია თუ კი ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლისთვის ამოიწურება 9 კლასით, ხოლო ბოლო საფეხურზე უკვე დაიწყოს არჩივოთობით სწავლება, ანუ ბოლო სამი წელი რომ მოსწავლემ მაქსიმუმ 6 საგანი ისწავლოს და 12 კლასის დამთავრებისას მაქსიმუმ ამდენი გამოცდის ცაბარება უწევდეს. გასაგებია რომ ეს დღეს და ხვალ არ გადაწყდება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სამომავლოდ ამ იდეის განხორციელება?
×
×
  • შექმენი...