Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საინტერესოა დალის ნახატები...

 

საერთოდ ჩემთვის ძვირფასია ნახატი, როდესაც მის შეხედვისას დაფიქრება გჭირდება...

 

ნახატით მარტო დატკბობა და სილამაზე რაღაც არაა საინტერესო ჩემთვის :|

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნახატით მარტო დატკბობა და სილამაზე რაღაც არაა საინტერესო ჩემთვის :|

მთავარია სილამაზის აღმოჩენა... და დანაჰვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • 1 month later...
  • 3 weeks later...

მე ვერ დავინახე თუ მართლა არსადაა აქ ნახსენები "Desert Rose" იგივე "უდაბნოს ვარდი"? :blink:

ამ ნახატს მგონი კომენტარი არ სჭირდება, ჩემი უსაყვარლესი მხატვრის შედევრი

 

http://s42.radikal.ru/i095/0810/68/14a4ed61803c.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

უზომოდ მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ!!!!!!

 

გენიოსი იყო. ეგეთები მხოლოდ ერთხელ იბადებიან!!!!!!!!!!!!!!

 

http://i081.radikal.ru/0907/a0/0bcb3585fbee.jpg

 

 

მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
http://i32.tinypic.com/30sccqa.jpg

დაბადება :Dსადღაც წავიკითხე მეორედ მოსვლაზე აქვს დახატულიო და იმ კაცს თითი საქართველოზე აქვს დადებული... :eshmak: :hello: :)) და ამერიკა გამქრალია... ბიბლიაშიც წერია რომ ამერიკას წყალი დაფარავსო... შეიძლება სისულელეა :P

Edited by MORGANA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

სალვადორ დალი :

 

სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.

 

1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

 

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიური ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.

 

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.

 

1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.

 

ესპანეთში სამოქალაქო ომისა და ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი – ეს მე ვარ". ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.

 

დალის მუზეუმი ფიგერასში.

 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.

 

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.

 

სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
http://i028.radikal.ru/0907/ca/722ad0c0f202.jpg

აუ რა მაგარი სურათია საღოლ :D

დალის სურათების კრებული მაქვს ნანახი

რაცხა უზარმაზარი წიგნი იყო მარა ეგ სურათი არ იყო იქ

 

დაბადება :Dსადღაც წავიკითხე მეორედ მოსვლაზე აქვს დახატულიო და იმ კაცს თითი საქართველოზე აქვს დადებული... :D :hello: :D და ამერიკა გამქრალია... ბიბლიაშიც წერია რომ ამერიკას წყალი დაფარავსო... შეიძლება სისულელეა :givi:

ხო ცნობილი ისტორიაა ეგ

საქართველო გადარჩება და ქართველები დავემსგავსებით სომხებსო ესე მთავრდებოდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფული ქონდა, მაინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შემოსავალი გაეზარდა. სიხარბის გამო თაღლითობასაც კი არ ერიდებოდა. აკეთებდა საკუთარი ნახატების რეპროდუქციებს და ორიგინალად ასაღებდა. საკუთარ ხელმოწერებს ყიდდა 15 დოლარად.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
ძალიან ძლიერი მხტვარი იყო და არის, ძალიან მიყვვარს და ყველასგან განსხვავებილი სტილი აქვს, დალი ფენომენი იყო და ასე დარჩება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...