Jump to content
Planeta.Ge

ირანი ამერიკას ემუქრება


Recommended Posts

Lo Janko

აბა რა ქნას, დანებდეს?

ვიდეორგოლს უყურე? დანებდეს რას ნიშნავს რა ართმევენ რამეს? აწუხებენ? სად ირანი სად ამერიკა, ერთადერთი მოთხოვნა რაც აშშ-ს აქვს ირანისადმი ეს არის შემდეგი: "შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნისათვის მოქმედებების განხორციელება, ურანის გამდიდრება და ა.შ" და ეს მხოლოდ აშშ-ს სანერვიულო არ არის, შენ როგორც საქართველოს მოქალაქეს რაში გაწყობს ირანი რომ ატომურ იარაღს ფლობდეს?

Edited by De Niro
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Metalhead

დიდი რვიანის წევრები რატო არ იძაბებიან ამაზე

იმიტომ რომ არ აწყობთ ეკონომიკური ურთიერთობის გაფუჭება ირანთან.

მარტო ამერიკას რატო აწუხებს

მარტო ამერიკას არ აწუხებს ევროპის ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აწუხებს ის ფაქტი რომ შესაძლოა ირანი გახდეს ატომური იარაღის მფლობელი ქვეყანა, იმიტომ რომ არაპროგნოზირებადი ერია, ჯერ არ აქვთ ეს იარაღი და აგერ უკვე მათი სულიერი ლიდერი ისრაელის მიწისაგან პირისა აღგვას წინასწარმეტყველებს მაღალი სიზუსტის რაკეტებით და რომ ჰქონდეს ატომური შეიარაღება მაშინ ხომ წარმოგიდგენია როგორი გლობალური საფრთხის შემცველი იქნება ეს სახელმწიფო? იაპონელი კამიკაძეები მოგონილნი არიან წმინდა ჯიჰადის მებრძოლებთან შედარებით, ისინი დაიხოცებიან და მსოფლიოსაც თან გაიყოლებენ, მე რა ირანზე დარტყმები კი არ მაწყობს? თუნდაც ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებით, შორს არ არის ირანი სასომხეთი გვყოფს მისგან მხოლოდ.

რელიგიური ფანატიკოსის ხელში ატომური შეიარაღაბა რომ გლობალური საფრთხეა ამას რად უნდა დიდი ფილოსოფოსობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Metalhead

დიდი რვიანის წევრები რატო არ იძაბებიან ამაზე

მაგათ ხომ სხვისი ხელთ უყვართ ნარის გლეჯა.ისე ევროკავშირმა თავთობზე ემბარგო დაუწესა ირანს.

რელიგიური ფანატიკოსის ხელში ატომური შეიარაღაბა რომ გლობალური საფრთხეა ამას რად უნდა დიდი ფილოსოფოსობა?

არა მარტო ფანატიკოსის არამედ აბსოლუტურად გაუწონაწორებული პირის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

ირანი ამერიკას ემუქრება

ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ, გარდა იმისა რომ გავაკეთოთ ცნობიერი არჩევანი ამ ორის სამხედრო დაპირისპირების დროს რომლის მხარეს დავიჭერთ, ნუ ეს არჩევანი ხელისუფლების მხრიდან უკვე გაკეთებულია და არავისთვის დასამალი არ არის რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მთავრობა ქართულ სამხედრო ობიექტებს პლაცდარმად შესთავაზებს აშშ–ს ავიაციას ან და სარაკეტო კონპლექსებს.

სხვათაშორის ამ გარემოებას ირანის ხელისუფლებაც ათვიცნობიერებს და უფრო მეტიც, მათი სულიერი ლიდერი (სახელი ვერაფრით დავიმახსოვრე) ღიად აცხადებს რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ მიიტანს საცეცხლე დარტყმებს ირანზე და ამ სამხედრო მოქმედებების შესრულებაში დაეხმარება მას რომელიმე ქვეყანა, ეს ქვეყანაც გახდება ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი, აი ეს ყველაფერი კი ქართულად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს შემდეგს:

" საქართველოვ!!! თუ დაიკავებ აშშ–ს მხარეს დაგბომბავ!!!"

რამე გაურკვევლად წერია?

მე მაინტერესებს თქვენი, ზოგადად საზოგადოების აზრი ამ ყოველივესთან დაკავშირებით შესწევს კი საზოგადოებას იმის ძალა რომ აიძულოს ხელისუფლება არ ჩაითრიოს ქვეყანა ირანისა და ამერიკის კინკლაობაში, რომ არ აღვმოჩნდეთ ორ ლომს შორის ბრძოლისას გაჭ####ტილი თაგვივით.

 

სიუჟეტი ვერ ვნახე, არ მიხსნის,,

სხვა ბრაუზერით ცადე და გაგიხსნის, ოპერით შემოდი საინტერესო სიუჟეტია, აქვე ჩვენი ვაიექსპერტების ვარაუდებსაც მოისმენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

ოპერა არ მაქვს..

 

 

შესწევს კი საზოგადოებას იმის ძალა რომ აიძულოს ხელისუფლება არ ჩაითრიოს ქვეყანა ირანისა და ამერიკის კინკლაობაში, რომ არ აღვმოჩნდეთ ორ ლომს შორის ბრძოლისას გაჭ####ტილი თაგვივით.

 

ჩემი აზრით ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ ჩავერთოთ ამ ომში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაინტერესებს თქვენი, ზოგადად საზოგადოების აზრი ამ ყოველივესთან დაკავშირებით შესწევს კი საზოგადოებას იმის ძალა რომ აიძულოს ხელისუფლება არ ჩაითრიოს ქვეყანა ირანისა და ამერიკის კინკლაობაში, რომ არ აღვმოჩნდეთ ორ ლომს შორის ბრძოლისას გაჭ####ტილი თაგვივით.

 

ერაყშიც მოგონილი საბაბით შეიჭრა ამერიკა, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ირანი ატომურ იარაღს ამზადებს. ნავთობის სუნი იზიდავს ამერიკას. მერე რომ დაბომბონ ირანი და მაჰმუდა მოკლან, აღმოჩნდება, რომ არავითარი ატომური ბომბი იქ არ იყო.

ან ავღანეთში, რა ჩვენი საქმეა ინტერნაციონალური ვალის მოხდა? ავღანეთს ჩვენი არაფერი ვალი არა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

აღმოჩნდება, რომ არავითარი ატომური ბომბი იქ არ იყო.

 

როგორც ყოვეთვის, არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

დიდი რვიანის წევრები რატო არ იძაბებიან ამაზე

მარტო ამერიკას რატო აწუხებს

ამერიკაკ ათასობით ატომური საჭურვილი აქვს და სხვას არ უნდა ჰქონდეს, ადვილად რომ დაიპყროს.

ჭკვიანი ყაჩაღია აშშ-ი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ამერიკაკ ათასობით ატომური საჭურვილი აქვს და სხვას არ უნდა ჰქონდეს, ადვილად რომ დაიპყროს.

ჭკვიანი ყაჩაღია აშშ-ი.

მაგ ლოგიკით პირველ რიგში ჩინეთის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანი ამერიკას ემუქრება

იმედია შეუსრულებს კიდეც მაგასაც და ისრაელსაც. ბებიამაგათისამ რა, მარტო ებრაელს უდა ქონდეს ბომბა და სხვას არავის. მიდი მაჰმუდ არ შეუშინდე მაგ დაგენაცვლეებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

 

მაგ ლოგიკით პირველ რიგში ჩინეთის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო.

ჩინეთის გაძლიერებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამერიკასა და ინგლისს :yes:

ჩინეთი ამერიკელი და ბრიტანელი მილიარდელებისთვის ერთი დიიდიი ქარხანაა იაფი და მშრომელი, უპრეტენზიო მუშახელით

 

90 იანი წლებიდან ამერიკიდან დაიწყეს ქარხნების გატანა ჩინეთში, ამერიკული მსუბუქი მრეწველობისა თუ ელექტროტექნიკის საქონელი აღარ არსებობს,

ასეთივე ტენდენცია შეინიშნება ევროპაში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...