Jump to content
Planeta.Ge

სიკვდილით დასჯა  

20 members have voted

  1. 1. ართ თუ არა სიკვდილით დასჯის მომხრე?

    • კი
      5
    • არა
      15


Recommended Posts

მაინტერესებს ხართ თუ არა სიკვდილით დასჯის მომხრე :) პირადად მე ვარ, რადგან ვფიქრობ რომ არიან დამნაშავეები, რომელთა დანაშაულიც უპატიებელია და ამას ვერანააერი სასჯელით ვერ გაასამართლებ გარდა სიკვდილით დასჯისა. არიან ადამიანები, რომელიც სიკვდილით დასჯას გარკვეული მიზეზებით უარყოფენ: 1) არავის აქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება 2)რელიგიური თვალსაზრისით 3) არაადამიანურია და სხვა მრავალი. პირადად მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს, რადგან ადამიანებმა ზოგადად დაივიწყეს შიში... საერთოდ ცნობილია რომ ადამიანს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინია. თუ ამ კანონს მიიღებენ ჩემი აზრით ბევრი დანაშაული, რომელიც სამომავლოდ უნდა მოხდეს, საგრძნობლად შემცირდება... Edited by Harvard.888
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინტერესებს ხართ თუ არა სიკვდილით დასჯის მომხრე :) პირადად მე ვარ, რადგან ვფიქრობ რომ არიან დამნაშავეები, რომელთა დანაშაულიც უპატიებელია და ამას ვერანააერი სასჯელით ვერ გაასამართლებ გარდა სიკვდილით დასჯისა. არიან ადამიანები, რომელიც სიკვდილით დასჯას გარკვეული მიზეზებით უარყოფენ: 1) არავის აქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება 2)რელიგიური თვალსაზრისით 3) არაადამიანურია და სხვა მრავალი. პირადად მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს, რადგან ადამიანებმა ზოგადად დაივიწყეს შიში... საერთოდ ცნობილია რომ ადამიანს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინია. თუ ამ კანონს მიიღებენ ჩემი აზრით ბევრი დანაშაული, რომელიც სამომავლოდ უნდა მოხდეს, საგრძნობლად შემცირდება...

100% გეტანხმები

პლიუს დავამატებ რომ ეკონომიკური ტვალსაზრისითაც სწორია, სამუდამო პატიმრებისთვის(ვისაც ჩამორთმეული აქვს შეწყალების უფლება)გამოყოფილი თანხები უფრო ჭკვიანურადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონების გამკაცრება სამწუხაროდ არ იძლევა დანაშაულების შემცირების ეფექტს. მე-18 საუკუნის ინგლისში მაგალითად მეტად მძიმე კანონები იყო, ადამიანებს ჩამოხრჩობას უსჯიდნენ ქურდობისთვისაც კი, მაგრამ ლონდონი დამნაშავეობამ წალეკა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმავეს გეტყვი, ბრიტანელი ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ :)ზუსტად იმას ამბობენ რაც ზემოთ ვახსენე. და საერთოდ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ სამართლიანად მიგაჩნიათ ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს, 21 წელი რომ მიუსაჯეს? ადამიანს, რომელმაც 100 ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უმიზეზოდ დახოცა ... ესეთი შეშლილ ბევრი ზის ციხეში, მანიაკები, მოძალადეები... არ მაქვს საუბარი უბრალოდ ქურდებზე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმავეს გეტყვი, ბრიტანელი ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ :)ზუსტად იმას ამბობენ რაც ზემოთ ვახსენე. და საერთოდ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ სამართლიანად მიგაჩნიათ ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს, 21 წელი რომ მიუსაჯეს? ადამიანს, რომელმაც 100 ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უმიზეზოდ დახოცა ... ესეთი შეშლილ ბევრი ზის ციხეში, მანიაკები, მოძალადეები... არ მაქვს საუბარი უბრალოდ ქურდებზე

მე არ ვამბობ რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა იყოს. პირიქით, მომხრე ვარ რომ არსებობდეს ასეთი სასჯელი. მაგრამ ეს დანაშაულის პრევენცია არ არის. თან საქართველო იზოლირებულად ხომ ვერ განვითარდება? ჩვენ გვაქვს დეკლარირებული კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციას. იქ კი სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ასე რომ ჩვენც ვერ შევძლებთ ამ სასჯელის ცალმხრივად დაწესებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას მელაპარაკები? ევროკავშირის წევრია ამერიკაც, მაგრამ სიკვდილის დასჯა, როგორც კანონი მათთან არსებობს.იზოლირებულად განვითარებაზე მე არაფერს ვამბობ ეს შეუძლებელია.როდესაც რაიმე კანონის შემოღებაზე მიდის საუბარი მთავარია ეს საზოგადოებას უნდოდეს, ამერიკაშიც ესეა. ამერიკა იდეალური მაგალითი არაა, მაგრამ, ამ მაგალითით იმის თქმა მინდოდა, რომ ასეთი კანონის მქონე ქვეყანაც შეიძლება იყოს ევროკავშირის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წევრი.:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროკავშირის წევრია ამერიკაც

თუ გვეღადავები გაგვაფრთხილე ხოლმე კაცო და ჩვენც ვიხუმრებთ რამეს :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიცა არაა? :givi: :givi: :givi: :givi:

გაგიკვირდება და არა :givi: ისე ამერიკა ევროპაშიც არ მდებარეობს გეოგრაფიულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი, მაშინ ბევრს რომ ლაპარაკობ . ის მითხარი ამერიკა, ხომ დემოკრატიის საუკეთესო მაგალითად ითვლება, მაინ რატომაა მანდ მიღებული სიკვდილით დასჯა? :read:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი, მაშინ ბევრს რომ ლაპარაკობ . ის მითხარი ამერიკა, ხომ დემოკრატიის საუკეთესო მაგალითად ითვლება, მაინ რატომაა მანდ მიღებული სიკვდილით დასჯა? :read:

მე ზევითაც დავწერე რომ არ ვარ სიკვდილით დასჯის სასჯელის წინააღმდეგი. რაც შეეხება აშშ-ს, იქ ზოგ შტატში დაშვებულია, ზოგში კი აკრძალულია დასჯის ეს სახე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაქვს ალტერნატიული ვარიანტები: შაყის კვრა, ძელზე გასმა, ან ჩინური მეთოდით ბამბუკზე დასმა: რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ჩინელები თურმე დათესავდნენ სპეც.ჯიშის ბამბუკს, რომელიც ერთ ღამეში 2 მეტრამდე იზრდება, დასვამდნენ მასზე სიკვდილმისჯილს და დილას ყველაფერი მოთავებული იყო, როგორია?

ეს ხუმრობით, ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ საჭიროა სიკვდილით დასჯა, მაგრამ მშვიდ გულზე პრინციპული წინაღმდეგი ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ საჭიროა სიკვდილით დასჯა, მაგრამ მშვიდ გულზე პრინციპული წინაღმდეგი ვარ.

ძალიან ბევრი დანაშაულია რომლის ჩამდენისთვის სიკვდილით დასჯაც კი მსუბუქი სასჯელია, მაგრამ სანამ სხვა უფრო მკაცრ სასჯელს მოვიგონებთ სიკვდილს დავჯერდეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკვდილით დასჯა უნდა იყოს აუცილებლად მაგრამ ისეთ ქვეყანაში სადაც კანონი უზენაესობს რადგან წარმოიდგინეთ იქ სადაც კორუპცია ზეიმობს იქ სიკვდილით დასჯა დაკანონდეს, რამდენ უდანაშაულო ადამიანს მოუსწრაფებენ სიცოცხლეს.

 

სახუმარო საქმე არაა სიკდვილით დასჯის დაკანონება...

 

და ბოლოს: საქართველოში არ უნდა არსებობდეს სიკვდილით დასჯა. (ყოველ შემთხვევაში ჯერ ჯერობით მაინც). :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სიკვდილით დასჯა უნდა იყოს აუცილებლად მაგრამ ისეთ ქვეყანაში სადაც კანონი უზენაესობს

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველა კანონი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერაა შექმნილი. კანონის აღსრულება და მისი უზენაესობაც მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს...

 

ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია. სიცოცხლის უფლება აბსოლუტურია რამდენიმე მცირე გამონაკლისის გარდა (პიროვნებებზე არ ვამბობ) და მისი ხელყოფა დასჯის ან დანაშაულის პრევენციის მიზნით არის სრული უზნეობა, არადამიანობა და ა.შ ...

 

100 ბრეივიკის სიცოცხლე (თუ სიკვდილი) არ ღირს ერთი უდანაშაულოდ და შეცდომით დასჯილი ადამიანის სიცოცხლედ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...