Beso Beria Posted November 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 DonCaredoაბა რატომ უპრავებენ მაშინ დემოკრატიული ქვეყნები? მაშინ არც ისინი ყოფილან დემოკრატიულებირაღა თქმა უნდა ეს ესეა, ტერმინი დემოკრატია საკუთარი უსამართლობების დამცავ ფარად აქციეს, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პირდაპირ იღებდნენ მითითებებს სამოქალაქო ფორმაში გადაცმულებს მოეტაცათ საარჩევნო ყუთები იმ საარჩევნო ოლქებიდან სადაც სადაც მიხეილ სააკაშვილი აგებდა? სქემა ამ ბინძური საქმიანობისა ასეთი იყო, შევარდებოდნენ საარჩევნო უბნებზე სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პატრულ ინსპექტორები, მოიტაცებდნენ ყუთებს დაარბევდნენ უბანს, მერე დამკვირვებლებისათვის თვალის ასახვევად მოდიოდა კრიმინალური პოლიცია, რაღა თქმა უნდა წინასწარ გაფრთხილებული, ხდებოდა "ხულიგნების" ყასიდად დაპატიმრება და განყოფილებამდეც არ მიყავდათ გზაში სვამდნენ მანქანიდან ახალი უბნების დასარბევად. ეს არის დემოკრატია? აბა გამოვიდეს ვინმე თანამშრომელი და დაწეროს, რომ ეს ასე არ იყო რასაც ეხლა მე ვწერ და ვინც აკეთებდა იმათ სახელებსა და გვარებსაც დავუსახელებ და შემკვეთებსაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 რაღა თქმა უნდა ეს ესეა, ტერმინი დემოკრატია საკუთარი უსამართლობების დამცავ ფარად აქციეს, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პირდაპირ იღებდნენ მითითებებსშენ ისევ საქართველოზე გადმოხვედი მე ის გკითხე, თუ ჩვენთან არ ტარდება არჩევნები დემოკრატიულად, მაშ რატომ უპრავებენ დემოკრატიული ქვეყნები? ზნაჩიტ, ან არც იმათთანაა დემოკრატია, ან ჩვენთან ტარდება დემოკრატიულად და ჩვენ ვერ ვხვდებით ხომ კარგად ხვდები ეხლა, რომ შენი თქმისა არ იყოს, დემოკრატია საკუთარი უსამართლობის ფარად საქართველოში კი არ აქციეს მხოლოდ, ყველგან ეგრეა, იმიტომ რომ თავად დემოკრატია არის სულელური ცნება, მირაჟია, აფიორაა, მოტყუებაა საკუთარი თავისა და სხვისი, რავი, როგორც გინდა ისე ჩათვალე, ფაქტი სახეზეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 DonCaredoმე ის გკითხე, თუ ჩვენთან არ ტარდება არჩევნები დემოკრატიულად, მაშ რატომ უპრავებენ დემოკრატიული ქვეყნები? ზნაჩიტ, ან არც იმათთანაა დემოკრატია, ან ჩვენთან ტარდება დემოკრატიულად და ჩვენ ვერ ვხვდებითგიპასუხეთ უკვე დამკვირვებლების თვალის ასახვევად, როგორც იქცევიან. როდესაც იმ უბნებს დაარბევენ სადაც სააკაშვილი აგებს, შესაბამისად იმ უბნებზე უქმდება ლოკალური საარჩევნო შედეგები და არ აღირიცხება ძირითადი ხმების დათვლის დროს, აი წარმოიდგინეთ ვთქვათ მთაწმინდა კრწანისის რაიონში ვიღაცამ მიიღო 100 ხმა სააკაშვილმა 1 უბანი დაირბა, შედეგები გაუქმდა, ვინ დარჩა მოგებული? სააკაშვილი. სამართლებრივადაც ვერ მიედავება დამკვირვებელი და ვერავინ, იტყვიან ამ უბნის შედეგები გავაუქმეთო. ხულიგნები დაპატიმრებულნი არიანო და ასე შემდეგ......... ხოლო იმ უბნებში სადაც სააკაშვილი იგებს, კბილებამდე შეიარაღებული ზონდერები დგანან, აბა კაი ბიჭია ვინმე და მიეკაროს, თავგახეთქილს სად გადაკარგავენ ეშმაკმა იცის. ჰო და მოიგებს არჩევნებს "ლეგიტიმურად" აბა რა იქნება, როდესაც მხოლოდ იმ უბნების ხმები ითვლება სადაც ის ლიდერობს. რატომ "უპრავებენ" დემოკრატიული ქვეყნები? იმიტომ რომ სწორედ მათგან მოდის ინიციატივა პრეზიდენტის დანიშვნის და არა არჩევის შესახებ, არიან ისინი დემოკრატიული ქვეყნები? გიპასუხებთ, საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებს შიგნით კიი, საერთაშორისო არენაზე კი მათი "დემოკრატიის" უამრავი მაგალითი არსებობს, ლიბიის, ერაყის, ავღანეთის სახით, უშუალოდ ჩაერივნენ სუვერენული ქვეყნების შიდა საქმიანობაში და კოალიცია სწორედ ამ დემოკრატიული ქვეყნების "დემოკრატიული" მოქმედებების შედეგია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ეხლა ვინმემ, რომ არ დასვას გულუბრყვილო კითხვა როგორ იგებდნენ რომელ უბანზე ლიდერობდა სააკაშვილი და რომელზე არაო, წინასწარ გიპასუხებთ, საარჩევნო უბნიდან გამოსულ მოსახლეობას რომ ე.წ პლებისციტების ჩამტარებელი "კმარას" სარდაფში გაწვრთნილი კომკავშირელები ჰყავს ისინი გადაცემდნენ ინფორმაციას ვთქვათ გამოკითხვის შედეგად ირკვევა რომ რაღაც ვერ არის ამ უბანზე "კარგად" ეგრევე "ზარი ზემოთ" "შეკრბა დიდუბეს ლაშქარი" და წავიდა უბნის დარბევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 ხელისუფლებას შიში აქვთ და საკმაოდ საფუძვლიანი შიში, იმიტომ რომ იციან ერთი მარტივი ჭეშმარიტება, კერძოდ აი ეს: ხალხი იმდენად არის მათზე გამწარებული რომ ოღონდ ნაციონალური პარტიის კანდიდატურა არა და კონკურენტად თუნდაც ყოფილი მიკიტანი დაუყენონ ამ მიკიტანს მიცემენ ხმას, ასეა ეს, მოახლოვდეს არჩევნები: წავა ეგრევე მოთაფვლები, ვაუჩერები, ხელფასზე პრემიები, პენსიების ზრდები, საქართველოში უბრალო მოქალაქეს ძალაუნებურად გამობრძმედილ პოლიტიკოსად გაქცევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 საარჩევნო უბნიდან გამოსულ მოსახლეობას რომ ე.წ პლებისციტების ჩამტარებელი "კმარას" სარდაფში გაწვრთნილი კომკავშირელები ჰყავს ისინი გადაცემდნენ ინფორმაციასკი მარა, რა პრობლემაა, რომ უბნიდან გამოსულმა უთხრას, კანეშნა ნაცებს მივეცი ხმაო. არ თქვა ეხლა, ვერ ხვდებიან მაგას ამომრჩევლებიო. თუ მართლა ვერ ხვდებიან, მაშინ ეგეთი უტვინო ამომრჩეველის მიერ არჩეული ვის რაში სჭირდება? კაკ ნე კრუტი, მაინც იქამდე მივალთ, რომ არჩევნები არის აფიორა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 DonCaredoკი მარა, რა პრობლემაა, რომ უბნიდან გამოსულმა უთხრას, კანეშნა ნაცებს მივეცი ხმაო. არ თქვა ეხლა, ვერ ხვდებიან მაგას ამომრჩევლებიო. ხვდებიან მაგრამ თითქმის ყოველთვის სიმართლეს იძახიან, რატომ? ვთქვათ ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერი არასოდეს იტყვის რომ ნაციონალურ პარტიას მისცა ხმა, მარტივი მიზეზის გამო, მან არ იცის გამომკითხველის სახით ვინ დგას მის წინ და რა უდევს გულში და ქვეცნობიერი შიში აქვს. ეს რაც შეეხება ქალაქების ამომრჩევლებს, რეგიონებში უფრო რთულადაა საქმე, აქ უკვე ბატონი გ.თოფაძე შველის "სიტუაციას" დაარბენინებენ ლუდის კასრებს და კათხა ლუდით ყიდულობენ ამომრჩევლის ხმას, გეუბნებით ერთ "მაღარიჩზე" იყიდება ამომრჩევლის ხმა, ხშირად მთელი სოფლების.1. ცხვარი, 20 ლიტრი ღვინო. დედას პურები და რამოდენიიმე სოფლელი "კაი ბიჭი" დამთავრდა არჩევნები მოგებულია, აზერბაიჯანულ სოფლებზე ხომ საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, მარნეულში რომ 1 მეჩეთი ააშენო მუჰამედის სურათს ჩამოხსნიან ხალიჩიდან და თქვენს ფოტოს ჩამოკიდებენ. აი ასე ხდება თუმცა მე რომ არ ვთქვა წესით ეს ყველაფერი ისედაც უნდა იცოდეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 ხვდებიან მაგრამ თითქმის ყოველთვის სიმართლეს იძახიან, რატომ? ვთქვათ ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერი არასოდეს იტყვის რომ ნაციონალურ პარტიას მისცა ხმა, მარტივი მიზეზის გამო, მან არ იცის გამომკითხველის სახით ვინ დგას მის წინ და რა უდევს გულში და ქვეცნობიერი შიში აქვს. ეს რაც შეეხება ქალაქების ამომრჩევლებს, რეგიონებში უფრო რთულადაა საქმე, აქ უკვე ბატონი გ.თოფაძე შველის "სიტუაციას" დაარბენინებენ ლუდის კასრებს და კათხა ლუდით ყიდულობენ ამომრჩევლის ხმას, გეუბნებით ერთ "მაღარიჩზე" იყიდება ამომრჩევლის ხმა, ხშირად მთელი სოფლების. 1. ცხვარი, 20 ლიტრი ღვინო. დედას პურები და რამოდენიიმე სოფლელი "კაი ბიჭი" დამთავრდა არჩევნები მოგებულია, აზერბაიჯანულ სოფლებზე ხომ საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, მარნეულში რომ 1 მეჩეთი ააშენო მუჰამედის სურათს ჩამოხსნიან ხალიჩიდან და თქვენს ფოტოს ჩამოკიდებენ. აი ასე ხდება თუმცა მე რომ არ ვთქვა წესით ეს ყველაფერი ისედაც უნდა იცოდეთ.ხოდა მითუმეტეს, ამ ყველაფრის მერე, მაინც თვლი, რომ არჩევნები არის სწორი გზა ხელისუფლებაში ადამიანების მოსვლის? თუ კაცი 1 კათხა ლუდზე ხმას იმას აძლევს, ვისზეც ეტყვიან, და თან ასეთები ბევრნი არიან (აბა ისე რაში დაჭირდებოდათ ეგეთების ხმები, თუ თითო-ოროლა იქნებოდნენ), მაშინ რა საჭიროა ასეთი ხალხის მიერ არჩეული ადამიანი ხელისუფლებაში, სულაც რომ არანაირი კათხა ლუდები არ დაურიგონ და ყველაფერი წესიერად ჩაატარონ. ისევ არჩევნების იდიოტიზმამდე მივალთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 DonCaredoხოდა მითუმეტეს, ამ ყველაფრის მერე, მაინც თვლი, რომ არჩევნები არის სწორი გზა ხელისუფლებაში ადამიანების მოსვლის?ხელისუფლებაში პიროვნების მოსვლის საუკეთესო და ერთადერთი დემოკრატიული გზა ეს თავისუფალი არჩევნებია, აქ არჩევნების ავ კარგიანობაში კი არ არის საქმე, აქ პრობლემა სხვა რაღაცაშია და ამ სხვა რაღაცას ერის თვითშეგნება ქვია, 1 კათხა ლუდზე ვინც ყიდის საკუთარ ხმას, პირველ რიგში ასეთი ადამიანია მოღალატე და მტერი სახელმწიფოსი, ვინაიდან საარჩევნო უფლება ეს პირველ რიგში საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აღებულ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ამ უფლების ასე ჰაი ჰარად განიავება დანაშაულის ტოლფასია, მოუფიქრებელად გადადგმული ნაბიჯი კი დამღუპველი, შემდეგ გვიანია თითზე კბენანი, შხამად რომ ამოსდით კისერში ის წარსულში დალეული 1 კათხა ლუდი და მეორე კათხას მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ხელისუფლების ლუდით სათქმელი სადღეგრძელოთი დაიარხეინონ თავები. ამიტომ საჭიროა გააზრებული და წინასწარმოფიქრებული მოქმედება, მე რომ გამოვდივარ და აქ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს ვწერ, ეს ნაადრევად მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილება კი არ არის ჩემი, ჯერ შევისწავლე ეს პიროვნება როგორც ინდივიდი, გავეცანი მისი საქმიანობის სფეროს, მოვიძიე ინფორმაცია მის შესახებ რაზედაც ხელი მიმიწვდებოდა, მოვისმინე მოსაზრებები იმ პირებისაგან ვისაც ბატონ ბიძინასთან რაიმე შეხება ქონია, გავაანალიზე, განვსაჯე, ვიფიქრე და მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი თავს უფლება მისი მისამართით დადებითი პოსტები გამომექვეყნებია.ღირსია ბატონი ბიძინა ქების? კიი ნამდვილად ღირსია რატომ? თუნდაც ამ მცირედის გამო, აი მის მიერ გაწეული ქველმოქმედებათა მოკრძალებული ნუსხა, გადახედეთ და დასვით შეკითხვა, რატომ ეწეოდა ამ ქველმოქმედებას თუ არა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიყვარულის გამო, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ როდესაც ბატონი ბიძინა ამ სიკეთეებს იქმდა თან პრეზიდენტობაზე ოცნებობდა?1. სამების ტაძარი 2. ქობულეთის გასართობი ცენტრი "ციცინათელა" 3. საბაგირო გზა ბაკურიანში.... 4. თეატრების რემონტები -ოპერის, რუსთაველის,მარჯანიშვილის, კინომსახიობთა... 5. ასევე თეატრები დღემდე იღებენ ხელფასებს როგორც ბიუჯეტიდან ისე ივანაშვილისგან..... 6. სოლიდურ პენსიებს იღებს პენსიაზე გასული თითქმის ყველა ცნობილი ადამინი..... 7. ყველაფერი საჩხერის ირგვლივ... 8. პრომეთეს მღვიმე 9. უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 10. ბათუმის დელფინარიუმი 11. ბათუმის ზოოპარკი 12. ბოტანიკური ბაღი 13 . ყველა სარაგბო სტადიონი და კიდევ 12 სტადიონი კეთდება 14 . რაგბის ნაკრების სპონსორობა .... 15. საფეხბურთო ცენტრი "ბასა" 16. ბათუმის ეშმაკის ბორბალი 17. გომი–ჭიათურა–ზესტაფონის ტრასის ასფალტიზაცია 18. , ფილარმონიის რემონტი 19. ფონდი ქართუ-აფინანსებს ავადმყოფებს....მათ შორის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას.... 20. იაფი აფთიაქი "ფარმადეპო" 21. პატრულის მანქანები 22..სკოლების რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 23.ეროვნული ბიბლიოთეკის რემონტი... 24. საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები 25. ავტობანის თბილისი ხაშურის თანადაფინანსება 26.სიღნაღი 27. ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაცია 28. ქუთაისის ოპერის თეატრი საქართველოში 29., უამრავი სახლ-მუზეუმი 30. თბილისის კანალიზაციააი ეს ყველაფერი ერთი კაცის გაკეთებული გახლავთ და სხვა რაღა ქნას ვერ გავიგე ქრისტესავით ჯვარს ხომ არ ეცმევა რომ დაუჯეროთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 DonCaredoიმედია ამ მოკრძალებული სიიდან მხოლოდ "პატრულის მანქანებს" არ მიაქცევთ ყურადღებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 აქ პრობლემა სხვა რაღაცაშია და ამ სხვა რაღაცას ერის თვითშეგნება ქვიასწორედ ამაზე დავწერე წინა პოსტებში, რომ ეს ყბადაღებული დემოკრატია და არჩევნები ემყარება ადამიანების იმ თვისებებს, რასაც "ნდობა" და "თვითშეგნება" ქვია. რაც პოლნი აბსურდია. იმ პოსტშიც გკითხე, მაშინ რაღას ერჩით კომუნიზმს? ის თეორიაც ამ ნდობა თვითშეგნებაზეა აგებული. მაგრამ ხომ იასნია, რომ აბსურდია კომუნიზმი, და რატომღა არაა აბსურდი ეს დემოკრატია? იმიტომ, რომ დემოკრატია და არჩევნები არის აფიორა, და ხალხის დასაბოლებლად კარგი რამეა ბავშვობაში ვიცოდით ხოლმე, რომ "არიფს მეტი რა უნდა, ცოტა შეაქე, და მერე იხმარე როგორც გინდა". ასეა დემოკრატიაც და არჩევნებიც. არიქა, ხალხო, აი, თქვენ ირჩევთ თქვენსავე მდღვნელს, ხომ ხედავთ რა სამართლიანი წყობილებაა, თქვენ მართავთ სამყაროს, აბა ჰე, აბა ჰო ხოდა ჯერათ ამ საცოდავებს. ამიტომაც ებრძოდნენ კომუნიზმს, როგორც იდეას, რადგან ხალხი ფაქტის წინაშე დადგება და მიხვდება, რომ ნდობა და თვითშეგნება ბუნებაში არ არსებობს, ბუტაფორიაა, და მერე დემოკრატიაზეც დაფიქრდებიან, ხომ არ გვაგოიმებენო. თუმცა, მგონი უკვე მიდის ხალხი იმ დასკვნამდე, რომ აგოიმებდნენ ამდენი ხანი. ამიტომ, დროა არჩევნები შეიცვალოს აი იმ ტენდერით, რომლის პრეცედენტიც არ ყოფილაო ჯერო, რომ თქვი. ხოდა იქნება და მერე გამიხსენეთ ხოლმე, რომ ჩემი იდეა იყო ეს ეჰ, შემომათენდა... კიბიდან ჩამოვვარდი გუშინ და ყველაფერი მტკივა, არ მაძინებს თორე რა დროს ბიძინა და დემოკრადიაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 (edited) DonCaredo იმედია ამ მოკრძალებული სიიდან მხოლოდ "პატრულის მანქანებს" არ მიაქცევთ ყურადღებას ვაპირებდი, მაგრამ მოგისწრია დაპოსტვა და შევიკავე მერე თავი Edited November 2, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 DonCaredoვაპირებდი, მაგრამ მოგისწრია დაპოსტვა და შევიკავე მერე თავიკი იყო ასეთი ფაქტი როდესაც შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები, მაგრამ ეს მოხდა მაშინ როდესაც პატრულ ინსპექტორები გზებზე გაჭირვებულ მძღოლებს ეხმარებოდნენ ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრაში და არა მაშინ როდესაც სააკაშვილმა "ზნეობის ეტალონად შექმნილი პატრული" გამანადგურებელ კიბორგებად გადააკეთა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 DonCaredoმაშინ რაღას ერჩით კომუნიზმს?კომუნიზმს და საერთოდ სოციალისტურ წეს წყობილებას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები, სოციალიზმი თავისი არსით არ არის პირადად ჩემთვის მიუღებელი მმართველობის ფორმა, მაგრამ ამას მე ნამდვილ სოციალიზმზე ვიძახი და არა სოციალიზმად შეფუთულ ბუტაფორიაზე რასაც რაღატომღაც კომუნიზმი უწოდეს, ძირეული პრინციპები ა ფორმის მმართველობის, მისაღებისა საშუალო და დაბალი კლასის საზოგადოებისათვის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ პრობლემა მმართველობის რეჟიმის სახელწოდებაში კი არა თავად ადამიანებში მდგომარეობს, აგერ ქვია სააკაშვილს ფორმალურად დემოკრატიის შუქურა, მაგრამ რეალურად დიქტატორია, სახელის დარქმევა ადამიანის ბუნებას არ ცვლის, აქ საჭიროა არა მმართველობის რეჟიმთა ცვლა და ექსპერიმენტები არამედ თავად საზოგადოების "გარდაქმნა" ზნეობრივი ღირებულებების მატარებელ ხალხის მასებად, დიდ ბრიტანეთში გადაშენების პირას მყოფ ცხოველზე "თეთრ მელიაზე" ნადირობა აკრძალა ხელისუფლებამ რამოდენიმე თვით და ლორდთა პალატა ლამის ამ თეთრ მელიას ემსხვერპლა იმხელა მასშტაბის საპროტესტო აქციები და მსვლელობები მიიღო პასუხად კანონის გამოქვეყნებამდე, საქართველოში როგორ ხდება? მელიას ვინ ჩივის პირში აფურთხებენ ხალხს და ხალხი დუმს. ქართველი კაცის ჩაგვრის სანამ არ შეეშინდება ხელისუფლებას მანამდე დაჩაგრავს და გაუბედავს ყველაფერს, გაბერილი ტარიფებიდან დაწყებული ბეჭებზე დამტვრეული ხელკეტებით დამთავრებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2011 მოიცა მოცია... მიშა და ჯიჯი რომ დატანტალებდნენ ბოლიდებით ეგ ივანიშვილის გაკეტებულია? 100% ინფოა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.