Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი.


Recommended Posts

DonCaredo

უბრალოდ არ მომწონს ის, რაც არ მომწონდა სააკაშვილის მოსვლის დროსაც. არ მომწონდა ედიკას მოსვლის დროსაც. არ მომწონდა ზვიადას მოსვლის დროსაც. ნიუჟელი არ შეიძლება, რომ არავინ არ ადიდო, არავინ არ ლანძღო, უბრალოდ, გქონდეს შენი პოზიცია, მიხვიდე არჩევნებზე და დააფიქსირო ეგ პოზიცია.

ანუ ზოგადად თქვენ პოლიტიკური პიარი არ მოგწონთ, არადა პიარის გარეშე პოლიტიკის კეთება ეს წყლის ნაყვაა, პიარის დამსახურებაა სწორედ ზემოთხსენებულების ხელისუფლებაში მოსვლა, ჰო და ბატონმა ბიძინამ რატომ უნდა თქვას პიარზე უარი? რაც შეეხება ამ პიროვნების მიერ ჩემი მხრიდან გამოთქმულ სიმპათიებს ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებებია და სიტყვის, აზრის და რწმენის თავისუფლების ეპოქაში არ მაქვს უფლება გაბედულად დავაფიქსირო ჩემი შეხედულებები? "ვადიდებ" რადგან იმედი მაქვს, იმედი მაქვს რომ ქართულ რეალობას უკეთესობისაკენ შეცვლის აი ჩემი საქციელის მიზეზი, ამაში ლოგიკა მაინც დევს, მაგრამ სააკაშვილის მეხოტბეთა მიერ დიდებულ სერენადებში რა ლოგიკა დევს? რისთვის ვადიდო პრეზიდენტი? გაზრდილ-გაბერილი ტარიფებისთვის? წაგებული ომისთვის? თუ გადათხრილი ქუჩებისთვის? რამე გაუკეთებია ამ კაცს სადიდებელი, გაეკეთებინა და ვადიდებდი. ვინაიდან ვინც რას იმსახურებს ყოველთვის შესაბამისად საუბრობს მასზედ ხალხი.

დანარჩენ დროს კი აკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის.

პროფესიით იურისტი ვარ და სწორედ იმას ვაკეთებდი რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა "სამართლის დაცვას", მაგრამ მაცადეს ამის კეთება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანის შესახებ მისი საქმეები მეტყველებენ,

ეს ადამიანობის ზედაპირული განმარტებაა

მეტყველებენ მხოლოდ ხილული საქმეები და ხშირ შემთხვევაში ისინი დადებით ხასიათს ატარებენ

მაგალითისთვის ადამიანი რეალში შეიძლება კეთილი იყოს,მაგრამ ზურგს უკან - ნაძირალა და მესამარე

მარტო გაპედერასტებული ხიდების მშენებლის მაგალითი რად ღირს ... ასე რომ ...

 

ექსპრეზიდენტ ე.შევარდნაძეს სერენადას მაშინ რესპუბლიკური პარტიის გარდა ყველა სხვა დანარჩენი პარტია უმღერდა ექსპრეზიდენტ ზ.გამსახურდიას მომხრეების გარდა და მხოლოდ პარტიები კი არ მღეროდნენ ხმატკბილ ჰანგებზე, ხალხმა დაუჩოქა, როგორც მხსნელსა და გადამრჩენელს, დავიჯერო აღარ გახსოვთ? დრო იყო მაშინ ესეთი

თუ სხვა პარტიებიც სერენადას უმღეროდა "მხსნელსა და გადამრჩენელს", ეს ნამდვილად არ უხსნის პასუხისმგებლობას რესპებს

უფრო მეტიც, ვინც დაუჩოქა და ვინც სერენადას უმღეროდა #################

და მთავარი: ხალხი არავის უჩოქებს,მითუმეტეს ნაძირალას და არაკაცს

ნუ ეხლა "დრო იყო მაშინ ესეთი" - ეს უკვე თვითონ შევარდნაძისდროინდელი კლასიკური აზროვნებაა და უკომენტაროდ..........

თან არაკაცებზე სერენადის მღერის დრო არასოდეს ყოფილა და არც იქნება გამონაკლისების გარდა,მითუმეტეს ეს "დროც" თვით შევარდნაძემ მოიტანა

 

ერთი რიგითი ჟურნალისტის ერთი რიგითი სუბიექტური აზრია. რომელსაც ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება და ამ სტატიით რისი თქმა გსურთ? რადგან ქართული რეალობა რუსული ასოებითაა ჩაწერილი, რესპუბლიკელები "მოღალატეები" არიან?

რაც შეეხება სტატიას,იგი ფაქტის კონსტატაციაა და არა ერთი რიგითი ჟურნალისტის ერთი რიგითი სუბიექტური აზრი

ხოლო ქართული რეალობის რუსული ასოებით ჩაწერისათვის რესპების "მოღალატეებად" შერაცხვა - პოლნი ბრედ

 

ისე უცნაურად მსჯელობთ: ეს ისტორიული ექსკურსები, ივანიშვილის პატარკაციშვილთან შედარებები, რესპუბლიკური პარტიის სერენადები......... უკეთესი ინიციატივები თუ გაქვთ გაგვიმხილეთ ბატონო, ფორუმი იმისაა, რომ მე ჩემსას ვიტყვი თქვენ თქვენსას და ... "ფორუმიც აშენდება"

ჩემი ინიციატივები უცნაურად მოგეჩვენათ ბატონოჩემო,ამიტომ თქვენ მოგისმენთ "სოფლის აშენების" დიდი იმედით

 

თქვენი კი მიკვირს ასე ადვილად იჯერებთ, მონათხრობს მტკიცებულებების გარეშე?

რა ვქნა ძალიან მიამიტი და გულჩვილი ვარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო და ბატონმა ბიძინამ რატომ უნდა თქვას პიარზე უარი?

იმიტომ, რომ

პიარის გარეშე პოლიტიკის კეთება ეს წყლის ნაყვაა, პიარის დამსახურებაა სწორედ ზემოთხსენებულების ხელისუფლებაში მოსვლა

და პიარის გამო რომ მოვიდნენ ზემოთხსენებულები, იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე :) იმიტომაც არ მომწონს პიარი. როდესაც საზოგადოება ვერაა თავის სიმაღლეზე, იქ უკვე პოლისჯოხსაც თუ გააპიარებ, ის გაიმარჯვებს, და რა გამოდის? მთავარია კარგად გააპიარო ხო? აი, მე რომ მქონდეს უფლება და საშუალება, პიარისტებს დავაკისრებდი პასუხისმგებლობას გაპიარებული კლიენტის დანაშაულებებზე :) აი, იურისტი ყოფილხარ, ხოდა მითხარი, არ შეიძლება, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეგ მუხლი? :) შენ აპიარებ ბიძინას ხო? ამ პიარით ხალხმა მიცა ხმა, და მოვიდა ბიძინა. ხოდა, გააკეთა ეხლა ბიძინამ სირობები. შენ არ უნდა დაისაჯო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

შენ აპიარებ ბიძინას ხო? ამ პიარით ხალხმა მიცა ხმა, და მოვიდა ბიძინა. ხოდა, გააკეთა ეხლა ბიძინამ სირობები. შენ არ უნდა დაისაჯო?

ბიძინას შემდეგ კი. დასჯას რაც შეეხება მ. სააკაშვილი თავისი "პიარშიკებით" დიდი ხნის წინ დაისაჯნენ უკვე, რადგან ქართველი ხალხის ფურთხზე დიდი სასჯელი ჯერ არ დაუწერია "კანონთმწერალს."

და პიარის გამო რომ მოვიდნენ ზემოთხსენებულები, იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე

პიარი აქ არაფერ შუაშია, პიარი ეს პოლიტიკური ტექნოლოგიაა, საქმე კი კარგად რომ არ გვაქვს ეს მხოლოდ და მხოლოდ მ.სააკაშვილის ბრალია.

Ostap

 

Ostap

ჩემი ინიციატივები უცნაურად მოგეჩვენათ ბატონოჩემო,

თქვენი ინიციატივები? აბა თქვენი ინიციატივები? რა მომეჩვენა უცნაურად იქნებ მიმითითოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პიარი აქ არაფერ შუაშია, პიარი ეს პოლიტიკური ტექნოლოგიაა

მე კი ვთვლი, რომ პიარი არის აფიორა. ოსტაპას ეცოდინება :) ბენდერი მეტს კი არაფერს აკეთებდა, ფაქტიურად აპიარებდა თავის თავს :) ხოდა, რატომ არ უნდა უდგებოდეს პიარს თაღლითობის მუხლი? რომ მეუბნება, ამირჩიე და ამას გავაკეთებ და იმასო, და თან არანაირ ხელშეკრულებას არ მიფორმებს, ეგ ხომ ფაქტიურად დაკანონებული აფიორაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

რომ მეუბნება, ამირჩიე და ამას გავაკეთებ და იმასო, და თან არანაირ ხელშეკრულებას არ მიფორმებს, ეგ ხომ ფაქტიურად დაკანონებული აფიორაა?

აქ უკვე ნდობის ფაქტორია შეგიძლიათ ენდოთ ან არ ენდოთ, ის კაცი თავის საქმეს აკეთებს გპირდებათ, ან შეასრულებს ან არ შეასრულებს, მე მგონია რომ შეასრულებს, თქვენ გგონიათ რომ არ ან ვერ შეასრულებს, ამაში არაფერია უცნაური, რატომ მგონია მე? იმიტომ რომ ივანიშვილს რაც უთქვამს შეუსრულებია კიდეც, აი თქვენ რატომ გგონიათ რომ არ შეასრულებს? რადგან შევარდნაძემ და სააკაშვილმა არ შეასრულა მიცემული დაპირებები მაგიტომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ უკვე ნდობის ფაქტორია შეგიძლიათ ენდოთ ან არ ენდოთ

კი მაგრამ, აფიორაც ხომ კლიენტთა ნდობაში შესვლა და შემდეგ მოტყუებით მისთვის უეჭველ წამგებიან ხელშეკრულებაზე დათანხმებაა, დაახლოებით. ხოდა რა გამოდის? მოსახლეობას არ მოეთხოვება, რომ ყველა იყოს ფსიქოლოგი, კარტოჟნიკი, "გაქექილი".. უმეტესობა არის წესიერი, მშრომელი ადამიანი, რომელიც ადვილად შედის ნდობაში. და, ვღებულობთ იმას, რომ ირჩევენ არა მას, ვინც მართლა რამის გაკეთებას ცდილობს, არამედ იმას, ვინც კარგად შედის ნდობაში, ანუ, ვინც უფრო გაქექილი აფერისტია. ბევრჯერ მითქვამს, და ნიუჟელი ეგეთი უტოპიურია, რომ საარჩევნო დაპირებები ოფიციალურად განიხილებოდეს როგორც ხელშეკრულება, დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციებით, ანუ, არჩევნები ტარდებოდეს ტენდერის სახით. რატომ ეწინააღმდეგებიან ამას? ის ფული, რაც პიარში იხარჯება, წავა ხელშეკრულების იურიდიულად გაფორმებაში. რატომ უნდათ, რომ მაინცდამაინც ნდობაზე იყოს დაფუძნებული და არა ხელშეკრულებაზე? თუკი წინასწარვე არაა ჩადებული აფერისტობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

თუ სხვა პარტიებიც სერენადას უმღეროდა "მხსნელსა და გადამრჩენელს", ეს ნამდვილად არ უხსნის პასუხისმგებლობას რესპებს

რა პასუხისმგებლობას? როგორ გაჰბედეს და როგორ არსებობდნენ ე.შევარდნაძის დროს?

მეტყველებენ მხოლოდ ხილული საქმეები და ხშირ შემთხვევაში ისინი დადებით ხასიათს ატარებენ

მაგალითისთვის ადამიანი რეალში შეიძლება კეთილი იყოს,მაგრამ ზურგს უკან - ნაძირალა და მესამარე

შესაძლებელია, მაგრამ ეს დეფინიცია, მხოლოდ ბატონ ბიძინას ეხება? თუ ზოგადად ადამიანს?

უფრო მეტიც, ვინც დაუჩოქა და ვინც სერენადას უმღეროდა #################

არ ვიცი დიეზების ქვეშ რა ქვეტექსტი იგულისხმება ალბათ კარგი არაფერი, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია თქვენი გინება ათასობით ადამიანს მიუვიდა:)

ნუ ეხლა "დრო იყო მაშინ ესეთი" - ეს უკვე თვითონ შევარდნაძისდროინდელი კლასიკური აზროვნებაა და უკომენტაროდ..........

:givi: სოციალური პოლიტიკური სიტუაცია იყო ქვეყანაში შექმნილი, პლიუს ამას საზოგადოების პოლიტიკური გაუნათლებლობა, ამან განაპირობა ე.შევარდნაძის გულითადი მიღება და შარავანდედით შემკობა, "დრო იყო ასეთში" ეს ქვეტექსტი იგულისხმება.

და მთავარი: ხალხი არავის უჩოქებს,მითუმეტეს ნაძირალას და არაკაცს

არადა ფაქტია რომ დაუჩოქა, თუ თქვენ მათ ხალხად არ თვლით?

თან არაკაცებზე სერენადის მღერის დრო არასოდეს ყოფილა და არც იქნება გამონაკლისების

აბა ედუვარდი და მიხეილი კაცები გგონიათ? თუ მათი მხარდასაჭერი კონცერტები დაგავიწყდათ აგერ ბატონო გუგლი და წამში გიპოვით ასიათასიან კონცერტებს და მიშა მაგარიას შეძახილებს.

გარდა,მითუმეტეს ეს "დროც" თვით შევარდნაძემ მოიტანა

რითიც გადასაკეთებელი გახდა ანდაზა "დრონი მეფობენ არა მეფენი" :givi:

 

რა ვქნა ძალიან მიამიტი და გულჩვილი ვარ

უფრო უსაფუძვლოდ გაბრაზებული.

 

DonCaredo

რატომ უნდათ, რომ მაინცდამაინც ნდობაზე იყოს დაფუძნებული და არა ხელშეკრულებაზე?

5 მილიონ ადამიანთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მომეჩვენა უცნაურად იქნებ მიმითითოთ?

ისე უცნაურად მსჯელობთ: ეს ისტორიული ექსკურსები, ივანიშვილის პატარკაციშვილთან შედარებები, რესპუბლიკური პარტიის სერენადები...

:yes:

 

თქვენი ინიციატივები? აბა თქვენი ინიციატივები?

თუ გულმოდგინედ წავიკითხავთ,ჩემს პოსტებში აქა–იქ გამოსჭვივის ნოვატორული პოლიტიკური ინიციატივები

სრულყოფილად და ღიად – ეს უკვე ფასიანი იქნება,თუმცა თანაფორუმელებზე 50% შეღავათები ვრცელდება

რესპებისთვის – 51%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

თუ გულმოდგინედ წავიკითხავთ,ჩემს პოსტებში აქა–იქ გამოსჭვივის ნოვატორული პოლიტიკური ინიციატივები

იქნებ ჯერ ერთად მოგეგროვებინათ აქა იქ გამომჭვივალე ნოვატორული ინიციატივები, ჩამოგეყალიბებინათ პოსტის სახით და შემდეგ გეთქვათ ჩემთვის, აი ეს:

ჩემი ინიციატივები უცნაურად მოგეჩვენათ

 

 

სრულყოფილად და ღიად – ეს უკვე ფასიანი იქნება,თუმცა თანაფორუმელებზე 50% შეღავათები ვრცელდება

:givi:

რესპებისთვის – 51%

:givi: არ დაგივიწყებთ რესპუბლიკური პარტია ასეთ ქველმოქმედებას :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

5 მილიონ ადამიანთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებ.

ეეეჰ... შენც ვერ გაიგე, იურისტმა კაცმა, რა ვთქვი მე :) 5 მილიონთან კი არა, კანდიდატი აქვეყენბს თავის "პირობებს" (როგორც ტენდერში), მაგალითად: 1. 2012 წლის 1 აგვისტოსათვის პენსია იქნება 200 დოლარი; 2. 2012 წლის 1 სექტემბრისათვის დენი იქნება 7 თეთრი. აქვე იქნება დარღვევის შემთხვევაში: თუ დაირღვა პუნქტი 1, ციხე 5 წლით; თუ დაირღვა 2 პუნტქტი, დახვრეტა :) მეორე კანდიდატი აქვეყნებს თავის პირობებს: 1. 2012 წლის 1 მაისისთვის პენსია იქნება 1000 დოლარი; 2. 2012 წლის 1 ივნისისათვის დენი იქნება 1 თეთრი. აქვე იქნება დარღვევის შემთხვევაში: თუ დაირღვევა პუნქტი 1, გადავდგები :) თუ დაირღვევა პუნქტი 2, გადავდგები. ჩატარდა არჩევნები, და აირჩიეს 1 კანდიდატი. 2012 წლის 2 აგვისტოა, და პენსია არაა 200 დოლარი. მიდის ნებისმიერი ადამიანი სასამართლოში (ფაქტიურად არც უნდა ჭირდებოდეს), და იმ კანდიდატს იჭერენ 5 წლით. ამ პუნქტების დარღვევა საერთაშორისო პონტში ჩაითვლება ისეთივე, და უფრო მეტიც კი, ვიდრე არჩევნების გაყალბება, როდესაც უკვე დედისდღვნაა ლეგიტიმური. რა პრობლემაა? რათ უნდა ამას 5 მილიონ კაცთან ხელშეკრულება, ან 200 მილიონთან? უბრალოდ, იქნება საარჩევნო კანონში ან კონსტიტუციაში ჩადებული და ვსიო. რატომ არ აწყობთ? იმიტომ, რომ მაშინ ვერ დააბოლებენ ალალ ხალხს "დემოკრატიული" არჩევნებით და ვერ გაისქელებენ სტომაქებს. აი, როდესაც ამერიკას გადავწვავთ, მსოფლიო წესრიგს დავამყარებთ და ამ კანონებით ჩატარტება უკვე ტენდერები (ყოფილი არჩევნები) :)

ეხ, გამისკდა თავი, გამოდის უკვე კონიაკი ეტყობა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეხ, გამისკდა თავი, გამოდის უკვე კონიაკი ეტყობა

ისე კი დაკრავს მაგ თქვენს პოსტს კონიაკის სუნი, რადგან მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და არც არასოდეს არსებულა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და არც არასოდეს არსებულა

ყველაფერი როდესღაც ხდება პირველად :) ხოდა, უნდა მოხდეს ეს პრეცედენტიც :)

სხვათაშორის, "ნდობა" და "თვითშეგნება" და მსგავსი რამეები მგონი არის ერთერთ იდეოლოგიაში, კომუნიზმი რომ ქვია, და რომელსაც უტოპიურად მიიჩნევს მეცნიერება, და რაღა ამ "დემოკრატიული არჩევნების" შემთხვევაშია ეს "ნდობა" გადამწყვეტი? მანდ აღარაა უკვე ნდობა და თვითშეგნება უტოპია? რას ერჩით აბა მაშინ კომუნიზმს? ადამიანები ენდობიან ერთმანეთს, და ისეთია თვითშეგნება, რომ იძლევა იმდენს, რამდენიც შეუძლია, და იღებს იმდენს, რამდენიც ჭირდება, რითია ეხლა ეს დემოკრატიული არჩევნები უფრო "რეალური" ვიდრე ეს კომუნისტური იდეები? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

რითია ეხლა ეს დემოკრატიული არჩევნები უფრო "რეალური" ვიდრე ეს კომუნისტური იდეები?

რომელი "ეს დემოკრატიული" არჩევნები? საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა არასდროს. ეს არჩევნები კი მართალს ბრძანებთ კომუნისტური არჩევნებისაგან არაფრით განსხვავდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი "ეს დემოკრატიული" არჩევნები? საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა არასდროს

აბა რატომ უპრავებენ მაშინ დემოკრატიული ქვეყნები? მაშინ არც ისინი ყოფილან დემოკრატიულები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...