GeoStream Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 როგორც ნაცებმა დააყენეს ...აუჰჰჰ! რამდენჯერ მსმენია ეს... (laci, ისევ საკუთარ თავზე არ მიიღოთ!)... რახან მიშამ არ გააგდო (დასაჯა, გაასამართლა, მოკლა.. რასაც თქვენი სული, ბატონებო, მოისურვებს) შევარდნაძე, მაშასადამე მიშა შეკრულია ედიკასთან. რა გგონიათ, საცოდავ ინტერნს აშშ-დან (მიშკას) იმდენი კავშირი და გავლენა აქვს, რამდენიც ბეიკერს, ჰელმუტ კოლს და ა.შ. ? რა გგონიათ, რატომ არ მოკლეს შევარდნაძე რუსებმა სოხუმის დაცემის შემდეგ? რატომ იტყუებოდა ელჩინი ყველას გასაგონათ, რომ მისმა გაგზავნილმა მფრინავებმა გამოიყვანეს ედიკა? იმიტომ, რომ სოხუმის დაცემის დღეებში ელჩინი გააფრთხილეს დასავლეთის ლიდერებმა, რომ პირადად აგებდა პასუხისმგებლობას შევარდნაძის სიცოცხლეზე! მიშას რომ შეეძლოს ამერიკის, გერმანიის (გაერთიანება გაიხსენეთ) წინააღმდეგ წასვლა შევარდნაძის მიმართ, წავიდოდა! დიდი ხანია წავიდოდა. და გაანებეთ თავი ამ თემაზე სპეკულირებას, თუნდაც იმიტომ, რომ მცდარია... ედიკას საერთაშორისო სახელი და კავშირები აქვს. და მიშა არაფერ შუაშია.პ.ს. laci, ისევ საკუთარ თავზე არ მიიღოთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 და აქვე: ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დააყენებს თუ არა ნაცების გასამართლების საკითხს თუ წახითხული გაქვთ ეგ ღია წერილი, იქ ამბობს ბიძინა - მიშა დროზე გადადექი, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მაინც მოიპოვო. ე.ი. მიშას გასამართვება გარდაუვალად მიაჩნია ბიძინას. და არა მარტო მიშასი. ამ ეტაპზე პროამერიკული განწყობის გამომჟღავნება , პროამერიკული კურსის შენარჩუნება აუცილებელი იყო. ვერ დააბრალებენ პრორუსულობას.რესპებთან და ალასანიასთან კავშირი იმას კი არა ნიშნავს, რომ მაგათ მოიყვანს ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში თვითონ უნდა მოსვლა! სხვაობას ხედავთ? გასაგებია, რომ ზოგს აღიზიანებს რომ ბევრი ფული აქვს, ზოგს რომ ზვიადს არა ჰგავს, ზოგს რომ გიორგაძე არაა და ა.შ. ყველას თავის ჭიანჭველები დაურბიან თავში. მაგრამ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ერთი ტირანი ამ სამშობლოში. მარტო საკუთარ გულის ჭიებზე და თავის ჭიანჭველებზე ნუ ვიფიქრებთ. ვისაც (ფარულ მიშისტებს) გაგიტკბათ მიშას კრიტიკა ვერაფერს გირჩევთ: თქვენი საქმისა თქვენ იცით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 (edited) იქ ამბობს ბიძინა - მიშა დროზე გადადექი, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მაინც მოიპოვო. ე.ი. მიშას გასამართვება გარდაუვალად მიაჩნია ბიძინას.რავი მე პირიქით გავიგე. ან საქართველოში იცხოვრებ საკაიფოდო (თუ გადადგებიო), ან მოგიწევს აქედან წასვლა და სხვაგან ცხოვრებაო. არ უხსენებია არც ციხე, არც გასამართლება. და არც აპირებს. 8 წელიწადი აფინანსებდა ნაცებს, აძლევდა ფულს 7 ნოემბრისთვის რომ გაზი და რეზინის ტყვიები ეყიდათ, აძლევდა ხელფასებს, არ აპროტესტებდა არაფერს, მშვენივრად იყო მიშასთანაც, ვანოსთანაც, ბოკერიასთანაც, ეხმარებოდა მათ ხალხის დედისდღვნაში. ეგეთი კაცისგან ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ უცებ გაეხსნა გონება მაშინ, ვისაც ნაცებმა მისი ფულით ნაყიდი დუბინკით ტვინის შერყევა დამართეს, გადაუხადოს ყველას კომპენსაცია 1 მილიონი მაინც. ჭორვილელი აფერისტია ეგ (ორივე შემთხვევაში, თუ შეკრულია ნაცებთან, და თუ არაა და თავისი ფულების დარდი აქვს)პ.ს. აი, ბურჯანაძე რომ ბურჯანაძეა, ისიც კი მიხვდა, რომ სულ მცირე, ბოდიში მაინც უნდა მოეხადა იმისათვის, რომ ნაცებთან იყო. ეს ჩემისა კი ფაქტიურად ხალხის წინააღმდეგ აფინანსებდა, და ტიპს ბოდიშის მოხდაც არ უნდა (უი, ვცდებოდიო, ეგ არაა ბოდიში. ბოდიში არის, როცა იტყვის, ბოდიშითო, და შევეცდები გამოვასწოროო) Edited October 31, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 Ostap რა საჭიროა ასეთი ირონია? ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვინც იცნობს ყველამ კარგად იცის რომ ეს პიროვნება, მშენებელი და "საქმის მკეთებელი" ადამიანია, ბატონოჩემო გაგვიმხილეთ თქვენი ალალმართალი სახელი და გავრი, თუ ნამდვილად ბერია ხართ გვარად?თქვენ იცნობთ პირადათ ივანიშვილს და რამდენად ახლოს იცნობთ.ნუ ისე რომ არ გამოგვივიდეს ერთმ სავნმა რომ აიტეხა ქორწილსი გიტარა ვიციო. მოუტანეს გიტარა და "აი ეს არისო გიტარა" ხუმრობა არ გეწყინოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 ბატონოჩემო გაგვიმხილეთ თქვენი ალალმართალი სახელი და გავრი, თუ ნამდვილად ბერია ხართ გვარად?აჰა, იპოვეს ერთმანეთი მეგობარი მყავს მეგრელი, და როცა დავთვრებით ხოლმე ერთად, მეგრულად მელაპარაკება, აღარ ახსოვს რომ მეგრული ორი სიტვაც არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted November 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 babuagiorgiბატონოჩემო გაგვიმხილეთ თქვენი ალალმართალი სახელი და გავრი, თუ ნამდვილად ბერია ხართ გვარად? თავად ბატონო ნამდვილად ბერია გახლავართ, ლავრენტი არა ოღონდ ბესარიონი თქვენ იცნობთ პირადათ ივანიშვილს და რამდენად ახლოს იცნობთ.პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დადებითის მეტი ამ პიროვნების საქმიანობაზე არაფერი მსმენია.ხუმრობა არ გეწყინოთ.ხუმრობა არ მწყინს მაგრამ სვანისა და გიტარის ამბავი ცოტა უადგილოდ მეჩვენება, ვერაფრით ვერ დავუკავშირე ჩემს დიალოგს.DonCaredoაჰა, იპოვეს ერთმანეთი მეგობარი მყავს მეგრელი, და როცა დავთვრებით ხოლმე ერთად, მეგრულად მელაპარაკება, აღარ ახსოვს რომ მეგრული ორი სიტვაც არ ვიცი თქვენ წარმოიდგინეთ მეც მაგ დღეში ვარ, გვარის გარდა მეგრული მხოლოდ სიამაყე და ცხარე კერძებისადმი მიდრეკილება მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ივანიშვილი არ არის ის კაცი, მომავალ პრეზიდენტად მოაზრებულ უგულავას კალთის ქვეშ გუბერნატორის "მართვად" თანამდებობას დათანხმდეს. ასეთი შეფასების შემდეგ უნდა ვიფიქროთ,რომ კარგად იცნობთ მის მსოფლმხედველობას,პოლიტიკურ მრწამსს,ზოგადად ცხოვრებისეულ ფასეულობებს და საერთოდ მისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის შთაბეჭდილებას ტოვებთ ,ამიტომ აქედან გამომდინარეობდა ჩემი შეკითხვაც ნაცების გასამართლებაზე,მაგრამმომავალში ვინ რას და როგორ იზავს ამის დარწმუნებით თქმა მე არ შემიძლია,თქვენი პასუხია,თუმცა ნაცების დანაშაულებრივი ქმედებები ეჭვგარეშეა.რაც შეეხება რესპებთან დამოკიდებულებას: მათი ქება-დიდება და ხოტბის შესხმა თქვენი პირადი საქმეა,როგორც მოქალაქის და ამომრჩევლის,მაგრამ მე ვიგულისხმე ბიძინას მათთან ალიანსისხვათაშორის ეს ის რესპებია, სერენადას რომ უმღეროდნენ შევარდნაძეს საბჭოეთის დროს "იატაკქვეშეთიდან" და საბჭოეთის დაშლის შემდეგ - ღიად უკმაყოფილების გამოთქმა ერთია, რეალური მოქმედებები მეორე, მე ვერ გიპასუხებთ იმ პიროვნების ნაცვლად, პირადად მე რომ ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი მაშინ გეტყოდით რომ, ხელისუფლების მიერ ხალხისათვის წართმეული ქონების სამართლებრივ კონფისკაციას მოვახდენდი და ხელფასებისა და პენსიების სახით უკანვე დავუბრუნებდი მოსახლეობას, ყოველ ღონეს ვიხმარდი კომუნალური გადასახადების ტარიფების მიზერულ დონემდე შესამცირებლად, ინდუსტრიული ობიექტების შექმნით შევქმნიდი ახალ სამუშაო ადგილებს, მაქსიმალურად შევეცდებოდი უმუშევრობის მწვავე პრობლემის აღმოფხვრას, პიროვნებებს რომელთაც ბრალი მიუძღვით ეკონომიკურ, თუ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში სამართლებრივი წესით ვაგებიებდი პასუხს კანონის წინაშე, ელემენტარული სამსახურებრივი გადაცდომებისთვის კი არ მოვითხოვდი არავის დასჯას, უფრო ლმობიერ პოლიტიკას გავატარებდი, თუმცა უღირსებს თანამდებობიდან გავათავისუფლებდი და საკუთარი სინდისის ხმას მივცემდი მსაჯულად, მე ვფიქრობ რომ ძლიერი მაშინ ხარ ადამიანი როდესაც მტერს მოყვარედ გადაიქცევ და არა პირიქით, ძალაუფლება თუ გაქვს მტრის განადგურება ადვილია, აი მისი შემორიგებაა რთული, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა კი სწორედ ეს შეცდომა დაუშვა: "მოყვრად მყოფი და კეთილად განწყობილი საზოგადოება, ქართველი ხალხი მტრებად მოიკიდა" ამ შეცდომას მეორე შეცდომა დაურთო და მტრებად მოკიდებული ხალხის კვლავ მოყვრად ქცევა კი არ სცადა, არამედ ბრძოლა დაუწყო ლაჩრული მეთოდებით, ასეთ მდაბიო საქციელს არა თუ სახელმწიფოს მეთაური უბრალო მოქალაქე არ იკადრებს. ნუ ეს უკვე პრემიერის პროგრამაა ფაქტიურად თუ წახითხული გაქვთ ეგ ღია წერილი, იქ ამბობს ბიძინა - მიშა დროზე გადადექი, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მაინც მოიპოვო. ე.ი. მიშას გასამართვება გარდაუვალად მიაჩნია ბიძინას.და არა მარტო მიშასი.ღია წერილი წაკითხული მაქვს და მე პირიქით გავიგე უფრო ძირფესვიანად დავამუშავებ ...... ალბათ გამომრჩა რაიმე რესპებთან და ალასანიასთან კავშირი იმას კი არა ნიშნავს, რომ მაგათ მოიყვანს ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში თვითონ უნდა მოსვლა! სხვაობას ხედავთ? ეხლა ვხედავთ!!! ვხედავთ!!!ამ წინადადებამ აგვიხილა თვალები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 Beso Beriaინებეთ ამხანაგო ბერია Грузинские республиканцы намерены обсудить сотрудничество с Иванишвили на съезде партии ТБИЛИСИ, 31 окт – Новости-Грузия, Эка Джавахия. Республиканская партия Грузии намерена представить план дальнейших действий, а также обсудить сотрудничество с миллиардером Бидзиной Иванишвили в ходе очередного съезда на следующей неделе, сообщает пресс-служба партии в понедельник. По данным пресс-службы, 14-й съезд Республиканской партии запланирован 9 ноября. "Председатель партии представит отчет двухлетней деятельности партии, а также план и стратегию дальнейших работ. На съезде будет рассмотрен формат будущего сотрудничества Республиканской партии с Бидзиной Иванишвили", - говорится в сообщении. Республиканская партия и политическая организация экс-посла Грузии в ООН "Наша Грузия - Свободные демократы" стали первыми представителями оппозиционного спектра, которым Иванишвили предложил сотрудничество. После встречи с республиканцами Иванишвили выразил уверенность в перспективности сотрудничества с этой политической силой. В свою очередь республиканцы заявили, что сотрудничество с Бидзиной Иванишвили – их выбор. О намерении Иванишвили идти в политику стало известно 5 октября. Бизнесмен раскритиковал президента Грузии Михаила Саакашвили и его команду, и заявил, что намерен принять участие в формировании правительства в ранге премьера или председателя парламента, получив абсолютное большинство на парламентских выборах в 2012 году. ეეჰ პავლოვიჩი ცოცხალი რომ ყოფილიყო,რესპები კარგა ხნის აქეთ მაგადანში ეყოლებოდა ეტაპირებული ოქროს საძებნელად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 (edited) აუჰჰჰ! რამდენჯერ მსმენია ეს... (laci, ისევ საკუთარ თავზე არ მიიღოთ!)... რახან მიშამ არ გააგდო (დასაჯა, გაასამართლა, მოკლა.. რასაც თქვენი სული, ბატონებო, მოისურვებს) შევარდნაძე, მაშასადამე მიშა შეკრულია ედიკასთან. ნუ თავისთავად ამას ძალიან ხშირად გაიგებ და რატომ ისიც კი იცი.. შევარდნაძის გარდა ამ ხელისუფლებაში არავინ არ არის რომელიც გასასამართლებელია? (ძველი სახეები ახლებზე არაფერს ვამბობ ეხლა) რესპებთან და ალასანიასთან კავშირი იმას კი არა ნიშნავს, რომ მაგათ მოიყვანს ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში თვითონ უნდა მოსვლა! სხვაობას ხედავთ? დავინახეთ ეხლა... მაშინ, ვისაც ნაცებმა მისი ფულით ნაყიდი დუბინკით ტვინის შერყევა დამართეს, გადაუხადოს ყველას კომპენსაცია 1 მილიონი მაინც. ჭორვილელი აფერისტია ეგ (ორივე შემთხვევაში, თუ შეკრულია ნაცებთან, და თუ არაა და თავისი ფულების დარდი აქვს) დასტურ... Edited November 1, 2011 by laci Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 გადაუხადოს ყველას კომპენსაცია 1 მილიონი მაინც. ჰოო! ხო გადაუხადა იგორამ ყველას 5 მილიონი და ბოდიში მოუხადა, რომ პუტინის გვერდითა დგას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 ეხლა ვხედავთ!!! ვხედავთ!!!ამ წინადადებამ აგვიხილა თვალები მოიცა, ნუ ახამხამებ, თვალებში უნდა ჩაგხედო. არაააა... შენ ბოკერიას ვერ გააუპატიურებ! ისევ კანონიერი გასამართველიბის გზით უნდა ვიაროთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 რავი მე პირიქით გავიგე. ან საქართველოში იცხოვრებ საკაიფოდო (თუ გადადგებიო), ან მოგიწევს აქედან წასვლა და სხვაგან ცხოვრებაო. არ უხსენებია არც ციხე, არც გასამართლება. და არც აპირებს. 8 წელიწადი აფინანსებდა ნაცებს, აძლევდა ფულს 7 ნოემბრისთვის რომ გაზი და რეზინის ტყვიები ეყიდათ, აძლევდა ხელფასებს, არ აპროტესტებდა არაფერს, მშვენივრად იყო მიშასთანაც, ვანოსთანაც, ბოკერიასთანაც, ეხმარებოდა მათ ხალხის დედისდღვნაში. ეგეთი კაცისგან ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ უცებ გაეხსნა გონება მაშინ, ვისაც ნაცებმა მისი ფულით ნაყიდი დუბინკით ტვინის შერყევა დამართეს, გადაუხადოს ყველას კომპენსაცია 1 მილიონი მაინც. ჭორვილელი აფერისტია ეგ (ორივე შემთხვევაში, თუ შეკრულია ნაცებთან, და თუ არაა და თავისი ფულების დარდი აქვს)პ.ს. აი, ბურჯანაძე რომ ბურჯანაძეა, ისიც კი მიხვდა, რომ სულ მცირე, ბოდიში მაინც უნდა მოეხადა იმისათვის, რომ ნაცებთან იყო. ეს ჩემისა კი ფაქტიურად ხალხის წინააღმდეგ აფინანსებდა, და ტიპს ბოდიშის მოხდაც არ უნდა (უი, ვცდებოდიო, ეგ არაა ბოდიში. ბოდიში არის, როცა იტყვის, ბოდიშითო, და შევეცდები გამოვასწოროო) ეს პოსტი უნდა დადო ბიძინაზე მიძღვნილ ყველა თემაში და პოლიტგანყოფილებაც დაიხურება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 Ostapრა გინდა ,არ მოგწონს პოსტი? ჩემგან დასტური დონ-ის პოსტს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 რა გინდა ,არ მოგწონს პოსტი? მართალი რომაა და მომწონს,იმიტომ ვთქვი ბიძინათი მოხიბლულებს კონტრარღუმენტები არ ექნებათ და დაიხურება–მეთქი განყოფილება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2011 Ostapბიძის გამო განყი თუ დავხურეთ მაშინ ჰოოოოო მერე სპორტში გადავინაცვლებ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.