Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი.


Recommended Posts

dire

და რატომ უნდა იყოს კარგი ყველასთვის?

ნაკლები მოწინააღმდეგე რომ ჰყავდეს მაგიტომ. კიდევ იმიტომ რომ კმაყოფილი საზოგადოება საერთო ეროვნული საქმის კეთების გარანტია.

ანუ თუ "ბატონ" ბიძინას არ დავუძახებთ კარგი ვეღარ იქნება?

პირადად თქვენთვის კარგი შეიძლება ვერ იყოს, იმიტომ რომ სრულიად უმიზეზოდ "კვახად" მოიხსენიებთ. თუმცა ღა ღმერთმა ქნას, ბატონმა ბიძინამ დაიკავოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა დამერწმუნეთ, რომ იმ ადამიანების მიმართაც ლოიალური იქნება რომლებიც ("ჯერ ბავშვი არ გაჩენილიყო აბრაამს არქმევდნენო" ანდაზისა არ იყოს), ნაადრევ ნეგატიურ დასკვნებს აფრიალებს.

 

 

ასე გული სტკივა როდესაც უბრალო ფორუმზე უბრალოდ ბიძინად მოიხსენიებს უბრალო ხალხი?

თქვენ ამას სერიოზულად კითხულობთ? თუ გგონიათ რომ ბატონ ბიძინას საქმე გამოლევია და ქართულ ფორუმებზე მის მიმართ გამოთქმული აზრების კითხვით არის დაკავებული?

თუ მაინც და მაინც კომუნისტური მლიქვნელობაა საჭირო?

როდის აქეთ გახდა ზნეობრივი ნორმა "ბატონოთი" მიმართვა, კომუნისტური მლიქვნელობის ეტალონი? ეს, ჩემო კარგო თანაფორუმელო, ელემენტარული ზრდილობის საკითხია და პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ ჩვენი პრეზიდენტის, მიერ იძულებით დამკვიდრებული ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის, რომელიც ავტოკრატიის ფარგლებსაც სცილდება და დიქტატურულ ელემენტებს შეიცავს, მაინც ბატონ მიხეილ სააკაშვილად მოვიხსენიებ. ოპონენტის დამამცირებელ დამაკნინებელ ამპლუაში მოხსენიება ეს შინაგანი სისუსტის ბრალია და ამ სისუსტის შესახებ ჯერ კიდევ პართიის მეფის დარიოსის ანდერძშია ნათქვამი, ეს უკანასკნელი თავის ვაჟს ასე მოძღვრავს: "უწოდე მტერს ლომი, ვინაიდან თუ დაგამარცხა არ შეგრცხვება და იტყვი, რომ ლომმა გძლია, ხოლო თუ გაიმარჯვე დიდი იქნება შენი გამარჯვება როგორც ლომის მძლეველის" ეს კონტექსტი რა თქმა უნდა ბატონ ბიძინას არ ეხება და ამით ხაზს ვუსვავ მხოლოდ ინდივიდების დიპლომატიურ ნიჭს, რომლის ნაკლებობასაც ჯერ კიდევ განიცდის ქართული საზოგადოება.

ნუ რატომრაც დიდი ეჭვი მეპარება რომ თუნდაც ამ ფორუმზე მპოსტავთათვისაც ( ისევე როგორც ჩემთვის ) არ მოუცლია

მეგობარო არ შეიძლება პირადი და მცირერიცხვოვანი ჯგუფის კეთილდღეობის განსაზღვრით ისაუბროთ ზოგადზე, ფაქტი ერთია: "ბატონი ბიძინა მისთვის სრულიად უცხო პიროვნებებს დახმარებია", რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენც რომ ყოფილიყავით იმ ვიღაც უცხოს ადგილზე თქვენც მიიღებდით მისგან უანგარო დახმარებას.

ერთი რამ გაითვალისწინეთ. თვითკმარი ადამიანებისთვის არაა საკმარისი სხვა ვინმეს მეცენატობა. თავისთავად ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ მე დიდად არ მანაღვლებს რამდენად გულუხვია ეს კაცი. მე ის უფრო მაინტერესებს ამ გულუხვობაში რას ითხოვს

და თქვენი მოკრძალებული აზრით რას უნდა ითხოვდეს? როგორ ფიქრობთ აკლია კი რამე ბატონ ბიძინას? რა აკლია? ფული იმდენი აქვს საპენსიოდ ეყოფა მთლიან ხელისუფლებას, სახელი და დიდება აქვს, თანამდებობაზეც არავინ ეტყვის უარს ნებისმიერ სახელმწიფოში, რომ მოინდომოს მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, ერთადერთი რაც ბატონ ბიძინას აკლია, ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის აღორძინების ხილვაა და იმედი მაქვს ამ დანაკლისსაც უახლოეს მომავალში შეავსებს. იხილავს ბედნიერებით თვალებგაბრწყინებულ ქართველ ხალხს და მისი როგორც ქართველის, როგორც პატრიოტის მისიაც ამით ამოიწურება.

ბიზნესმენიც კი მახსოვს. აწ უკვე გარდაცვლილია... იმასაც ეგრე უცბად შეუყვარდა ქვეყანა სხვათა შორის ჯვარი სწერია ბიძინას, არ გეგონოს მე ეგ მინდოდეს. უბრალოდ გაურკვეველ ემოციებს ვერ ვიტან.

ნუ ეხლა როგორ შეიძლება ბატონი ბიძინას ბატონ ბადრი პატარკაციშვილთან შედარება? გარდაცვლილის აუგად მოხსენიება არ არის ლამაზი საქციელი ამიტომ აღარ დავკონკრეტდები მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, ბატონი ბიძინა არასოდეს "გააწეწინებს" თავს საერთაშორისო არენაზე მასხარადაგდებულ პოლიტიკურ გვამებს.

Edited by Beso Beria
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონი ბიძინა არასოდეს "გააწეწინწბს" თავს საერთაშორისო არენაზე მასხარადაგდებულ პოლიტიკურ გვამებს

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ისე კი ბიძინას მომხრის მოსაზრება საინტერესო იქნებოდა ჩვენს ცინიზმზე

ნებისმიერი ტიპისა და ხარისხის ცინიზმის უებარი წამალი ვიცი:) სახელად "მოსაუბრისადმი გულთბილი დამოკიდებულება" ქვია. პირადად ჩემზე არ მოქმედებს დიდად მსუბუქი ირონიული ხუმრობები, პირიქით დაძაბულობას ხსნის, იუმორი ეს უმნიშვნელოვანესი იარაღია, მთავარია ხუმრობა არ იყოს ბოროტული და ნახევრად სიმართლე მაინც ერიოს. აი მაგალითად ამ ბატონს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს:

DonCaredo

მიშამ მართალი თქვა ერთხელ, თინა არის ბოკერია კაბაშიო

:givi:

დავამატებდი რომ სახის ნაკვთებით უფრო წააგავს, საგვარეულო წიკი და ჰეროინისაგან შეშუპებული თვალის უპეები აკლია მხოლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

 

მოგესალმები. ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ რესპუბლიკელებთან მიმართებაში დონ-კარედოს ვეთანხმები.

 

პ.ს. მიშა ხომ უკვე ვნახეთ მთელი სიგრძე-სიგანით. მასაც ეყოს და ჩვენც გვეყო. ახლა ვნახოთ რას გვიქადის ბიძინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბესო ბატონო...

 

მოკლედ. ორ პოსტულატს შემოგთავაზებთ პატივცემულო :)

თუ დამიჯერებთ არ გაწყენთ. :)

პირველი - "ბატონობა" და საკრალიზაცია... შუა საუკუნეებში მეფესაც კი არ მოიხსენიებდნენ ბატონ მეფედ :) არც ბატონი ზვიადი, ბატონი ედუარდი და ბატონი მიხეილი არ ყოფილან ამ ქვეყანაში. ეს რუსეთი არაა სადაც ხელისუფალის საკრალიზაცია მისასალმებელია. მიუხედვად იმის რომ ჩვენ ყველანი ვწუწუნებთ მეტის ღირსები ვართ და ასე და ისე... ძალიან თავისუფლების მოყავრული ხალხი ვართ და დამიჯერეთ. ამ "ბატონობით" მხოლოდ წააგებთ :)

ნუ თუ არა და აგერ ტქვენ და აგერ მე.

და მეორე. ეს მუდმივი აპელირება დაეხმარა, მეცენატი, არ ენანება...

არ გვინდა ბატონო დახმარება. ღირსეული პირობების შექმნა გვინდა. სადაც ჩვენ ჩევნი შრომით მოპივობეთ ჩვენს სარჩოს.

ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს, მაგრამ ჩვენსას :)

ბატონი ბიძინა არასოდეს "გააწეწინწბს" თავს საერთაშორისო არენაზე მასხარადაგდებულ პოლიტიკურ გვამებს

:D :D :D აი ეს უკვე ნამეტანი იყო :))

ნებისმიერი ტიპისა და ხარისხის ცინიზმის უებარი წამალი ვიცი სახელად "მოსაუბრისადმი გულთბილი დამოკიდებულება" ქვია. პირადად ჩემზე არ მოქმედებს დიდად მსუბუქი ირონიული ხუმრობები, პირიქით დაძაბულობას ხსნის, იუმორი ეს უმნიშვნელოვანესი იარაღია, მთავარია ხუმრობა არ იყოს ბოროტული და ნახევრად სიმართლე მაინც ერიოს. აი მაგალითად ამ ბატონს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

აი ეს უკვე უკეთესია :)

ეხლა ბარემ "ბატონიც " მოვაცილოთ და მიწიერ ადამიანად ვაქციოთ ის კაცი. და მერე უკვე ნორმალურად ლაპარაკიც შეიძლება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

მოგესალმები. ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ რესპუბლიკელებთან მიმართებაში დონ-კარედოს ვეთანხმები.

მოგესალმებით, აღვნიშნავ, რომ რესპუბლიკური პარტიის გაპიარება არ არის ჩემი იდეაფიქსი, ზემოთ დავაფიქსირე ეს არის ჩემი მოკრძალებული სუბიექტური შეხედულება, რაც ალბათ იმითაც არის განპირობებული რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სვლასა თუ გადაწყვეტილებაში ნეგატიურთან ერთად დადებითის დანახვის უნარიც მაქვს, უშეცდომო და სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია, ამიტომაც აღვნიშნე ამ ქვეყანაზე ყველაფერი შეფარდებითია, შევადარე რა რესპუბლიკური პარტია საქართველოში მოღვაწე სხვა პარტიებს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები და უპირატესობა დავინახე ამ პარტიის, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ მაგრამ თუნდაც ინტელექტუალური რესურსის ასპექტში ბევრად აღემატება ამ პარტიის კოლექტივი სხვა დანარჩენი პარტიების წამყვან კადრს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ნიჭი ბევრს აკლია, სწორედ გათვლილი პოლიტიკური სვლები, საჯარო პრეს განცხადებები, ლოგიკური და დასაბუთებული იდეები, აი რამაც მომხიბლა ამ პარტიის ლიდერთა საქმიანობისას, თავად ბატონი დავით უსუფაშვილი ყოველთვის დინჯი და ზომიერია, "ენა მოქმედებებზე წინ არ უსწრებს", "სათქმელის წინ ფიქრობს", "არასოდეს გადაუხვევია ზოგადსამართლებრივი პრინციპებისაგან", "არ არის შლეგიანი, მყეფარე და მოძველბიჭო, მონარკომნო ელემენტი", და რაც მთავარია უაზრო ამბიციები არ აწუხებს, ამ პიროვნებამ კარგად იცის პრიმიტიული ჭეშმარიტება, "არ შეეპოტინო მიუწვდომელს" ამიტომ "პარასკევია დღესაო" ამის თქმაც არ უწევს. დაბალანსებული ჩამოყალიბებული და საინტერესო პოლიტიკური წარსულის მქონე პარტიაა, შეცდომები და წარმატებები კი პოლიტიკური პროცესების თანმდევი რეალობაა.

პ.ს. მიშა ხომ უკვე ვნახეთ მთელი სიგრძე-სიგანით. მასაც ეყოს და ჩვენც გვეყო. ახლა ვნახოთ რას გვიქადის ბიძინა.

მე მესმის თქვენი და ზოგადად ქართული საზოგადოების, ნდობის ფაქტორია, ნდობა კი ძალიან რთული მოსაპოვებელი გახდა ქართველ ხალხში. რამ განაპირობა ეს? გაუთავებელმა იმედგაცრუებებმა, პირადად მე მიუხედავად იმისა რომ უახლოესი ისტორიის შემხედვარე არ მაქვს სრულყოფილი ნდობის საბაბი, მაინც იმედის თვალით ვუყურებ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, იმიტომ რომ ვფიქრობ: "თუ ადამიანი მცირედში ერთგულია, დიდ საქმეშიც ერთგული იქნება საკუთარი ხალხის" მას არასოდეს არავისთვის წამოუყვედრებია ჩადენილი კეთილი საქციელი და ბევრი ისეთი სიკეთე უქმნია რომელიც აღარც კი ახსოვს. პირადად მე თუ მომცა რამე? გიპასუხებთ, არაფერი. მაშ რაღატომ ვუჭერ მხარს? გიპასუხებთ, იმიტომ რომ სხვას მისცა და იმ სხვის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი დარწმუნებული ვარ არც მე დამამადლიდა გაწეულ ქველმოქმედებას, მე არ ვჭრი ამ საზომით "დამეხმარა თუ არა მე" ჩემთვის მთავარია "დაეხმარა თუ არა იმას, ვისაც ჩემზე მეტად ჭირდება დახმარება" ფაქტები კი მეტყველებს იმაზედ რომ კიი დაეხმარა და ამის უამრავი მაგალითი არსებობს და უამრავი ადამიანის პირით შეიძლება დამოწმდეს ეს.

ჩემთვის სულ ერთია, ბატონი ბიძინა იქნება, პეტრე პავლე თუ ივანე, ჩემთვის მთავარია თბილისის ქუჩებში რომ გავივლი მომღიმარი ადამიანების სახეები დავინახო და ნაციონალური პარტიის წევრებს ამ ნიშნით აღარ ვარჩევდე, ვინაიდან დღეს თუ ვინმეს ქუჩაში სახეზე ღიმილი დასთამაშებს უყოყმანოდ შეგიძლიათ მიიჩნიოთ მამალ ნაციონალად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას რომ რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობს, ამაზე გონივრულს ადამიანი ვერაფერს გააკეთებდა, ვინაიდან ერთადერთი "შეურყვნელი", "ბინძურ პოლიტიკურ ინტრიგებში" არ გარეული, ინტელექტუალური კადრით დაკომპლექტებული, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში სამართალსა და სამართლიანობას დაყრდნობილი, "სუფთა" პოლიტიკური წარსულის მქონე პარტია საქართველოში, რომელსაც შეგიძლია მიანდო საკანონმდებლო საქმიანობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე არის რესპუბლიკური პარტია. ხალხს რომ ორატორული ნიჭით ტრიბუნიდან დარახუნებული სისულელეები იზიდავს ეგ ცნობილია საყოველთაოდ, მაგრამ თუ ადამიანი ობიექტურად დააკვირდება რესპუბლიკური პარტიის მოღვაწეობას დაინახავს ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ამ პარტიისას და ეს პრინციპი ასე ჟღერს "სამართალი ძლიერი, ძალა სამართლიანი"

სხვისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი მაგრამ ჩემი სახით რესპუბლიკურ პარტიას მუდამ ეყოლება ერთი უმნიშვნელო მოკრძალებული ამომრჩეველი, რამ გამოიწვია ჩემი სიმპათიები ამ პარტიის მიმართ? ფული არ მოუციათ ჩემთვის და პროტეჟეებად არასოდეს დამდგომიან, მაგრამ, ამ პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვხედავდი ობიექტური, მოფიქრებული და რაც მთავარია სამართლიანი იდეების რეალიზაციას.

:givi: :givi:

ამისი დამწერი მე მეუბნები

რა საჭიროა ასეთი ირონია?

 

მომავალ არჩევნებზე აუცილებლად გავითვალისწინებ შენს ქება-დიდებას რესპების მიმართ,მაგრამ ჩემი და 0.06% ელექტორატის იმედზე ნუ დადგებით :givi:

 

რაც შეეხება ბიძინას პიროვნებას, აქ ბევრი ითქვა უკვე და ერთს დავამატებ: ქველმოქმედება რა თქმა უნდა უკეთილშობილესი საქმეა,მაგრამ პრეზიდენტობაზე პრეტენზიისთვის - არასაკმარისი

სხვათაშორის სპორტსმენები,შოუმენები და ბიზნესმენები ხშირ შემთხვევაში ქველმოქმედები არიან და ქვეყნის უმაღლეს პოსტზე ამბიცია ვერ ექნებათ ყველას

მაგ ლოღიკით რატომღაც მიშას ქველმოქმედებაზე არაფერი მსმენია

და ერთიც: თუ ადამიანი უსახსრობის გამო სკოლებსა და გზებს ვერ აგებს,ან მეზობლები რიგში არ უდგას დახმარების სათხოვნელად - თავისი სამსობლო და ხალხი არ უყვარს?

 

პ.ს რატომ მაინცა და მაინც პრეზიდენტი

ღუბერნატორად აირჩიეთ ან მერად :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

შევადარე რა რესპუბლიკური პარტია საქართველოში მოღვაწე სხვა პარტიებს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები და უპირატესობა დავინახე ამ პარტიის

 

ალბათ ბევრმა იცის, რომ რესპუბლიკური პარტია ფინანსდება და იმართება სოროსის ფონდიდან. ამით ბევრი რამეა ნათქვამი. დონ კარედოც ამს ამბობდა, ნაცები და რესპუბლიკელები ერთი კალოდააო.

ბიძინას თუ ხმები დააკლდება, ეს რესპუბლიკელების ”დახმარებით” იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

ამისი დამწერი მე მეუბნები

ჩემს პოსტში ირონიის ელემენტები არ შეიმჩნევა, ეს არის ერთი რიგითი მოქალაქის თვალით დანახული რეალობა, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ ასე რომ თქვენი დამოკიდებულებაც საკითხის მიმართ გასაგები და ნაწილობრივ მისაღებიც კია.

მომავალ არჩევნებზე აუცილებლად გავითვალისწინებ შენს ქება-დიდებას რესპების მიმართ,მაგრამ ჩემი და 0.06% ელექტორატის იმედზე ნუ დადგებით

საყვარელო მეგობარო ზემოთ დავწერე და კიდევ დავკონკრეტდები, როგორც ჩანს ამას საჭიროება მოითხოვს:

აღვნიშნავ, რომ რესპუბლიკური პარტიის გაპიარება არ არის ჩემი იდეაფიქსი

ქველმოქმედება რა თქმა უნდა უკეთილშობილესი საქმეა,მაგრამ პრეზიდენტობაზე პრეტენზიისთვის - არასაკმარისი

ქველმოქმედება თანაგრძნობისა და სიყვარულის ნაყოფია, ეს ორი გრძნობა კი მართავს სამყაროს, უსიყვარულოდ, უგულოდ და შეუბრალებლად სახელმწიფოს მართვის მაგალითი კი აგერ გვიდევს წინ დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის სახით, სახელმწიფოს მეთაური რაღათქმა უნდა აღჭურვილი უნდა იყოს თანამდებობისთვის შესაბამისი უნარ ჩვევებით, მაგრამ ამ ყველაფერს თუ საკუთარი ხალხის სიყვარული და გაჭირვებულის თანაგრძნობის უნარი არ ახლავს თან მივიღებთ "თეთრ მელას" ან კიდევ ერთ "მონარქ ლირს". "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა"

და ერთიც: თუ ადამიანი უსახსრობის გამო სკოლებსა და გზებს ვერ აგებს,ან მეზობლები რიგში არ უდგას დახმარების სათხოვნელად - თავისი სამსობლო და ხალხი არ უყვარს?

რა თქმა უნდა ასეთ პიროვნებაზე ვერ ვიტყვი რომ საკუთარი ხალხი არ უყვარს, მაგრამ როდესაც იმდენი აქვთ რომ აღარც კი იციან რომელ ბანკში რამდენი აქვთ შეჩურთული და ხალხის საკეთილდღეოდ კი არაფერს არ აკეთებენ, ასეთებს არ უყვართ საკუთარი სამშობლო, როდესაც კაზინოში გათხლეშილები პრივატში ნახევარ მილიონ დოლარს წააგებენ ხუთას დოლარიან "ფიშკებს" ძუძუებში ჩაუცურებენ მიმტანს და ქუჩაში კი მოხუცს ნაგვის ურნის გვერდით სძინავს ასეთებზე ვერ ვიტყვი რომ სამშობლო უყვართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ალბათ ბევრმა იცის, რომ რესპუბლიკური პარტია ფინანსდება და იმართება სოროსის ფონდიდან.

ამის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს? არსებობს ანგარიშები რომლებზედაც ჯ.სოროსის ფონდიდან ირიცხება ფინანსები? და თუ არა, რით განსხვავდება აბა ეს აზრი კულისებში ყურმოკრული ჭორისაგან?

ბიძინას თუ ხმები დააკლდება, ეს რესპუბლიკელების ”დახმარებით” იქნება.

ამ წინადადების მიმართ უფლებას ვიტოვებ ეჭვი გამოვთქვა, თუმცაღა არაფერია გამორიცხული, იმედია ყველა შესაძლო ვარიანტს გაითვალისწინებს ბატონი ბიძინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ რესპუბლიკელები...

ომგ... რამდენჯერ უნდა შევიდეს ყველა ერთი და იგივე ჭაობში...

ბიძინა კი არა...

Deus ex machina თუ უშველის ამ ქვეყანას...

მეტი ამის საშველი არ ჩანს არსაიდან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

პ.ს რატომ მაინცა და მაინც პრეზიდენტი

ღუბერნატორად აირჩიეთ ან მერად

თქვენმა ამ პოსტმა ქართული მხატვრული ფილმი "გიორგი სააკაძე" გამახსენა, იქ არის ერთი ასეთი ეპიზოდი, როდესაც სამეფო დარბაზში შეკრებილი დიდებულები წინ აღუდგნენ მეფის ინიციატივას ჯარის სარდლობა სააკაძისთვის მიენდო,უთხრეს "ვიღაც უჯიშო აზნაურის დროშის ქვეშ ჩვენ დიდებულები არ ვიომებთო" თითქმის იგივე ვარიანტია: ივანიშვილი არ არის ის კაცი, მომავალ პრეზიდენტად მოაზრებულ უგულავას კალთის ქვეშ გუბერნატორის "მართვად" თანამდებობას დათანხმდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ივანიშვილი არ არის ის კაცი, მომავალ პრეზიდენტად მოაზრებულ უგულავას კალთის ქვეშ გუბერნატორის "მართვად" თანამდებობას დათანხმდეს.

მიუხედავად ამისა პრეზიდენტ სააკაშვილის "მართვად" ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწეოდა ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე მმართველი პარტიის მიმართ

და აქვე: ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დააყენებს თუ არა ნაცების გასამართლების საკითხს

აკი თავადვე გამოთქვავთ უკმაყოფილებას მათი მმართველობის მიმართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

]

ნაცები და რესპუბლიკელები ერთი კალოდააო.

ბიძინას თუ ხმები დააკლდება, ეს რესპუბლიკელების ”დახმარებით” იქნება.

100% დასტური..

 

გაიტანეთ რა ეს რესპები საერთოდ.

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დააყენებს თუ არა ნაცების გასამართლების საკითხს

როგორც ნაცებმა დააყენეს ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

მიუხედავად ამისა პრეზიდენტ სააკაშვილის "მართვად" ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწეოდა

ქვეყანას ყოველთვის ვიღაც მართავს, ხან სამხედრო ხუნტა ხან ავტოკრატი ხან დიქტატორი და ხანაც დემოკრატი, მაგრამ "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია" პრეზიდენტ სააკაშვილის "მართვად" ქვეყანაში რომ ქველმოქმედებას ეწეოდა, სიტყვა "ქველმოქმედებაში" რიგითი მოქალაქეების დახმარება იგულისხმება, ნაციონალური პარტიის დაფინანსება კი არა.

და აქვე: ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დააყენებს თუ არა ნაცების გასამართლების საკითხს

მომავალში ვინ რას და როგორ იზავს ამის დარწმუნებით თქმა მე არ შემიძლია, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ნებისმიერი სახის უკანონობაზე და ჩადენილ დანაშაულზე მწარე პასუხს აგებინებს იმას ვინც ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ მოქცევით ამოივსო ჯიბეები და სტომაქი, "შემოდგომის ბუზები მწარედ იკბინებიან" სწორედ ამიტომ შეიმჩნევა ხელისუფლებაში ფორიაქი 10 წლის განმავლობაში დაგროვებული ნაძარცვის დაკარგვის შიში აქვთ, იმედს ვიტოვებ რომ ბატონი ბიძინას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ყველა მტარვალი დამსახურებულ და სამართლიან სასჯელს მიიღებს.

აკი თავადვე გამოთქვავთ უკმაყოფილებას მათი მმართველობის მიმართ

უკმაყოფილების გამოთქმა ერთია, რეალური მოქმედებები მეორე, მე ვერ გიპასუხებთ იმ პიროვნების ნაცვლად, პირადად მე რომ ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი მაშინ გეტყოდით რომ, ხელისუფლების მიერ ხალხისათვის წართმეული ქონების სამართლებრივ კონფისკაციას მოვახდენდი და ხელფასებისა და პენსიების სახით უკანვე დავუბრუნებდი მოსახლეობას, ყოველ ღონეს ვიხმარდი კომუნალური გადასახადების ტარიფების მიზერულ დონემდე შესამცირებლად, ინდუსტრიული ობიექტების შექმნით შევქმნიდი ახალ სამუშაო ადგილებს, მაქსიმალურად შევეცდებოდი უმუშევრობის მწვავე პრობლემის აღმოფხვრას, პიროვნებებს რომელთაც ბრალი მიუძღვით ეკონომიკურ, თუ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში სამართლებრივი წესით ვაგებიებდი პასუხს კანონის წინაშე, ელემენტარული სამსახურებრივი გადაცდომებისთვის კი არ მოვითხოვდი არავის დასჯას, უფრო ლმობიერ პოლიტიკას გავატარებდი, თუმცა უღირსებს თანამდებობიდან გავათავისუფლებდი და საკუთარი სინდისის ხმას მივცემდი მსაჯულად, მე ვფიქრობ რომ ძლიერი მაშინ ხარ ადამიანი როდესაც მტერს მოყვარედ გადაიქცევ და არა პირიქით, ძალაუფლება თუ გაქვს მტრის განადგურება ადვილია, აი მისი შემორიგებაა რთული, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა კი სწორედ ეს შეცდომა დაუშვა: "მოყვრად მყოფი და კეთილად განწყობილი საზოგადოება, ქართველი ხალხი მტრებად მოიკიდა" ამ შეცდომას მეორე შეცდომა დაურთო და მტრებად მოკიდებული ხალხის კვლავ მოყვრად ქცევა კი არ სცადა, არამედ ბრძოლა დაუწყო ლაჩრული მეთოდებით, ასეთ მდაბიო საქციელს არა თუ სახელმწიფოს მეთაური უბრალო მოქალაქე არ იკადრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...