Beso Beria Posted October 31, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 DonCaredoეგ ერთი კალოდის ხალხია ნაცები და რესპები, უბრალოდ, ერთი კალოდა ეხლა თამაშშია, მეორე კი არავერ დაგეთანხმებით, რადგან თამაშში მთლიანი კალოდა თამაშობს, როგორც წესი.რესპუბლიკურ პარტიას რომ ნაციონალურ პარტიასთან თუნდაც მიზერული ინტერესები აკავშირებდეს, მათი პარტიის წარმომადგენლებს სხვადასხვა თანამდებობებზე ვიხილავდით. აქტივისტებს კი ნაციონალური პოლიტ-იდეოლოგიის გამავრცელებლად.dire"ბატონ" ბიძინას ( ისე მოიცილეთ ეს მაამებმული ინტონაციები, ასე აჯობებს. ბატონი არა კვახი. გოსპოდა ვსე ვ პარიჟე ნახ... )ვისთვის ბატონი, ვისთვის კვახი, ყველასათვის ვერ იქნები "კარგი".ჩვენტვის ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არასოდეს მოუცლიაეს მსუბუქად რომ ვთქვათ არის ტყუილი, სიტყვა "ჩვენთვის"-ში, თუ საკუთარ თავს გულისხმობთ შეიძლება არ მოუცლია, მაგრამ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებაზე უამრავი ადამიანი საუბრობს.დამაჯერებელი პასუხი გასცეს სრულიად ლეგიტიმურ კითხვას. რა შამბალა უნდა პოლიტიკაში? საიდან გაახსენდა ბედკრული საქართველოს ბედ იღბალი.მსგავსი ლექსიკით თუ აპირებთ ჩემთან დიალოგს დიალოგი არ შედგება.რაც შეეხება მის პოლიტიკურ ინტერესებს, ეს ბუნებრივია: აქვს თანხა, აქვს გავლენის სფეროები, აქვს ეკონომიკური აღმშენებლობის ნიჭი და რაც მთავარია ჩემს მიერ ზემოთაღნიშნული თვისება: "თანაგრძნობის უნარი მატერიალურად გაჭირვებული ადამიანისადმი" ბიზნესში მისი მიზნები ამოწურულია, მიაღწია იმას რასაც ბევრი ვერ აღწევს "პიკს", ეხლა პოლიტიკის "კეთების" დროა, რადგან მატერიალური კეთილდღეობა "მიწაში დამარხული" ეს იგივეა უმაღლესი განათლება რომ მიიღოთ და გამოსაშვებ საღამოზე დიპლომი დახიოთ. აქვს კაცს ამის ამბიცია და ვთვლი, რომ სრულიად დამსახურებულად და თუ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, ოდნავ მაინც შეამსუბუქებს საქართველოში გამეფებულ სოციალურ სიდუხჭირეს, რა არის ამაში ცუდი? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა ეს ყოველივე ასე ჟღერს: "ეს კაცი არ არის მშიერმუცელა ფანატიკოსი, რომელსაც თანამდებობა მუცლის ამოსაყორად ჭირდება" ზოგ ზოგიერთებისაგან განსხვავებით. რა უნდა პოლიტიკაში? საქართველოს კეთილდღეობა, რომელიც ეხლა კი არ გახსენებია, როგორც ფიქრობთ, თუ მის მოღვაწეობას გადახედავთ და ობიექტურად შეაფასებთ, მიხვდებით რომ მუდამ ახსოვდა და განა მხოლოდ ახსოვდა, ზრუნავდა კიდეც თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ბიზნესმენი მაინც რომელმაც საკუთარი ინიციატივით თუნდაც ერთი უფასო საავადმყოფო ააშენა და გახსნა? საავადმყოფოს თავი გავანებოთ თუნდაც ერთი უფასო სასადილო, თუნდაც ერთი უანგაროდ აშენებული საცხოვრებელი სახლი. გახსოვთ ვინმეს ოდესმე მსგავსი რამ? მე არ მახსოვს. იქნებ შემახსენოს ვინმემ? და თუ პიროვნება უანგაროდ სჩადის ქველმოქმედებას ეს არ არის დასაფასებელი? მცირედში იკვეთება ყოველთვის იმის წარმოდგენა რას გააკეთებს პიროვნება "დიდი საქმის" თაოსნობისას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 ვაიმეეე არ შემიძლია ამ ვეფხისტყაოსნის წაკითხვა, რამე ახალი და საინტერესოა?სამომავლო გეგმებზე აქვს რამე ნათქვამი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 მაგრად მკიდია პატრიოტულია თუ არა რუსი ქალების სიყვარული.მე მევასებიან, აგრეტვე გრუზნკებიც მევასებიან და კიდევ კუბელები. მოკლედ თქვენ პატრიოტულად უარი თქვით და მე ჩემსას მივხედავ ვაიმეეე არ შემიძლია ამ ვეფხისტყაოსნის წაკითხვა, რამე ახალი და საინტერესოა?სამომავლო გეგმებზე აქვს რამე ნათქვამი?მიშა გადადგება ზეგო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted October 31, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 laciსამომავლო გეგმებზე აქვს რამე ნათქვამი?სამომავლო გეგმებზე წინასაარჩევნო სააგიტაციო პროგრამის დროს საუბრობენ, რა თქმა უნდა ექნება მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს კიდეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 (edited) იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს კიდეც. ეგ არის სინტერესო აბა, მე პატოსნად ვიშოვე და ბლა ბლათი შევწუხდი უკვე,,გავიგეთ რომ კეთილია და ბევრს ეხმარება და ა.შ..დიდი მადლობა მაგისათვის ბიძის .. მიშა გადადგება ზეგო... კიიი აბა რა..სმზადისი დაწყებული აქვსო არა.. Edited October 31, 2011 by laci Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted October 31, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 laciეგ არის სინტერესო აბა, მე პატოსნად ვიშოვე და ბლა ბლათი შევწუხდი უკვე,,ლამაზი დაპირებების ფურცელზე გადატანას რა უნდა? დასვავს იურისტებს მაგიდასთან და ისეთ პროგრამას დააწერინებს, რომ პრეცედენტი არ ექნება საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსების სამომავლო გეგმებთან შედარებით. სამოქმედო გეგმის დაწერა ნახევარ საათში შეუძლია ნებისმიერ საამისოდ დაინტერესებულ პირს, ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, მთავარია მისი რეალიზაცია და იმის დანახვა, რომ ამ პიროვნებას შეუძლია ყველაზე ლამაზი დაპირების რეალობად ქცევა, თორემ ორატორულ ნიჭიში და ტკბილი ზღაპრების თხზვაში ქართველებს ბადალი არ ჰყავთ. გავიგეთ რომ კეთილია და ბევრს ეხმარება და ა.შ..ძალიან კარგი, თუ გაიგეთ. სწორედ ამის აღქმაა "სამოქმედო გეგმის" რეალიზაციის წინაპირობა. იმის გათავისება რომ ბატონი ბიძინა კეთილია ბევრ კითხვას სცემს პასუხს.დიდი მადლობა მაგისათვის ბიძის ..საქმეც ეგ არის სწორედ, რომ ეს პიროვნება იმიტომ კი არ იქმს სიკეთეს, რომ სხვამ მადლობა მოუხადოს და შარავანდედით შეამკონ, არა, ის უანგაროდ გასცემს, უანგაროდ გაცემა კი დიდსულოვან ადამიანებს ძალუძთ მხოლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 (edited) სამოქმედო გეგმის დაწერა ნახევარ საათში შეუძლია ნებისმიერ საამისოდ დაინტერესებულ პირს, ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, მთავარია მისი რეალიზაცია და იმის დანახვა, რომ ამ პიროვნებას შეუძლია ყველაზე ლამაზი დაპირების რეალობად ქცევაესე დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ,,,, ეხლა შევამჩნიე , რომ ახალი მომხმარებელი ხართ..კეთილი იყოს თქვენი პოსტები პლანეტაზე.. ის უანგაროდ გასცემს, უანგაროდ გაცემა კი დიდსულოვან ადამიანებს ძალუძთ მხოლოდ. ესეთები არ გვინდა ოღონდ... Edited October 31, 2011 by laci Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 direისე ერთი ორი ტყვე ქალი წამოიყოლე ქე რომ პლაკატებით აგვიკელი იმას რომ სჯობდნენ ოღონდმე ეროვნულ პროდუქციას ვუწევ პოპულარიზაციას. თუ არა რუსებს იმაზე უკეთესი, რომ არ გამოელევათ ვიცი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted October 31, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 laciესე დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ,,,,დარწმუნებული არც მე გახლავარ, მე უბრალოდ ჩემს კონკრეტულ სუბიექტურ აზრს გამოვთქვავ, პიროვნებისა და პოლიტიკური პარტიის მიმართ, გიზიარებთ ჩემს სიმპათიებს, რომელსაც ზემოთაღნიშნულთა მიერ საქმით გამყარებულ არგუმენტებზე დაყრდნობით ვაფიქსირებ, მომავალში ვინ რას იზავს და როგორ მოიქცევა ამის განჭვრეტა, რომ შემდეძლოს, ეხლა მინიმუმ თეთრი სახლიდან უნდა ვპოსტავდე, ბარაკ ო ბამას მრჩეველის ამპლუაში.ეხლა შევამჩნიე , რომ ახალი მომხმარებელი ხართ.. კეთილი იყოს თქვენი პოსტები პლანეტაზე..გმადლობთ გულთბილი დამოკიდებულებისათვის, იმედია ჩემი აქ ყოფნით უმნიშვნელო წვლილს შევიტან ფორუმის განვითარება-პოპულიზაციაში.ესეთები არ გვინდა ოღონდესეთები?უანგაროდ გაცემა კი დიდსულოვან ადამიანებს ძალუძთ მხოლოდ. როგორ ფიქრობთ, არის რაიმე ამ წინადადებაში საეჭვო ან ალოგიკური? თუ თქვენ უშუალოდ ბატონი ბიძინას უანგაროდ გაცემის ასპექტში შეგაქვთ ეჭვი, გეტყვით რომ ის ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ, ე.შევარდნაძის დროს ეხმარებოდა ხალხს, რა ამოძრავებდა მაშინ? განდიდების მანია? პრეზიდენტობის სურვილი? თუ ბუნებითი ქველმოქმედების უნარი? მე უკანასკნელი უფრო მგონია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 Beso Beriaვისთვის ბატონი, ვისთვის კვახი, ყველასათვის ვერ იქნები "კარგი".და რატომ უნდა იყოს კარგი ყველასთვის? ანუ თუ "ბატონ" ბიძინას არ დავუძახებთ კარგი ვეღარ იქნება? ასე გული სტკივა როდესაც უბრალო ფორუმზე უბრალოდ ბიძინად მოიხსენიებს უბრალო ხალხი? თუ მაინც და მაინც კომუნისტური მლიქვნელობაა საჭირო? არ ვიცი არ ვიცი...ეს მსუბუქად რომ ვთქვათ არის ტყუილი, სიტყვა "ჩვენთვის"-ში, თუ საკუთარ თავს გულისხმობთ შეიძლება არ მოუცლია, მაგრამ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებაზე უამრავი ადამიანი საუბრობს.ნუ რატომრაც დიდი ეჭვი მეპარება რომ თუნდაც ამ ფორუმზე მპოსტავთათვისაც ( ისევე როგორც ჩემთვის ) არ მოუცლია და კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ. თვითკმარი ადამიანებისთვის არაა საკმარისი სხვა ვინმეს მეცენატობა. თავისთავად ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ მე დიდად არ მანაღვლებს რამდენად გულუხვია ეს კაცი. მე ის უფრო მაინტერესებს ამ გულუხვობაში რას ითხოვს თუკი ამაში კრიტიკის ვერ ატანა, ბატონოთი მოხსენიება იქ სადაც ამის აუცილებლობა არაა და საერთოდ კერპთაყვანისმცემლობაა აუცილებელი, მაშინ მე პას მსგავსი ლექსიკით თუ აპირებთ ჩემთან დიალოგს დიალოგი არ შედგება. თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ბიზნესმენი მაინც რომელმაც საკუთარი ინიციატივით თუნდაც ერთი უფასო საავადმყოფო ააშენა და გახსნა?კერძოდ რა ლექსიკა იგულისხმება? მეგობარო ხომ არ გავიწყდება რომ ინტერნეტ ფორუმზე ხარ? თუ აპრიორი აკრძალულია იმ ადამიანზე შაყირი რომელსაც პრეზიდენტობა უნდა? ნუ მაშინ კიდევ ერთხელ მე მაპატიეთ მაგრამ საპრეზიდენტო კაცი არ ყოფილა. თვით ოდიოზური მიშმაკაკებიც კი არ ითხოვენ თავის უდავო ბელადზე ასეთი ღრმა მოწიწებით საუბარს... ბიზნესმენიც კი მახსოვს. აწ უკვე გარდაცვლილია... იმასაც ეგრე უცბად შეუყვარდა ქვეყანა სხვათა შორის ჯვარი სწერია ბიძინას, არ გეგონოს მე ეგ მინდოდეს. უბრალოდ გაურკვეველ ემოციებს ვერ ვიტან ალბათ შიში მაქვს ქვეცობიერი იმის მიმართ რასაც ვერ ვიგებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 qutaiseliმე ეროვნულ პროდუქციას ვუწევ პოპულარიზაციას. თუ არა რუსებს იმაზე უკეთესი, რომ არ გამოელევათ ვიციqutaiseliკაი ჯანდაბას... უგოვორილ :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 თუ თქვენ უშუალოდ ბატონი ბიძინას უანგაროდ გაცემის ასპექტში შეგაქვთ ეჭვი, გეტყვით რომ ის ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ, ე.შევარდნაძის დროს ეხმარებოდა ხალხს, რა ამოძრავებდა მაშინ? განდიდების მანია? პრეზიდენტობის სურვილი? თუ ბუნებითი ქველმოქმედების უნარი? მე უკანასკნელი უფრო მგონია. საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და არც ბძის ქვემოქმედებაში შემაქვს ეჭვი,,ვუსურვებ დიდი ხანი აკეთოს სიკეთე,, მაგრამ ამის თავზე მოხვევა არ მიყვარს,,ააქვს და აკეთებს გასაკვირი და აღსაფრთოვანებელი არაფერია.. აღსაფრთოვანებელი -სწორად დავწერე?direთუ იცი? ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 laciაღსაფრთოვანებელი -სწორად დავწერე?direთუ იცი? ?გამიჭირდება პასუხი მემ ისე კი ბიძინას მომხრის მოსაზრება საინტერესო იქნებოდა ჩვენს ცინიზმზე და თუ ჩვენ გაგვიძლო... წუგზარი და გოკას ხომ საერთოდ ჰაერში გაპარსავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 წუგზარი და გოკას ხომ საერთოდ ჰაერში გაპარსავს 100% Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 რესპუბლიკურ პარტიას რომ ნაციონალურ პარტიასთან თუნდაც მიზერული ინტერესები აკავშირებდესინტერესები კი არ აკავშირებთ, თვისებები აკავშირებთ. ერთნაირები არიან. მიშამ მართალი თქვა ერთხელ, თინა არის ბოკერია კაბაშიო ეგეთი სიმართლე მაგ კაცს არ უთქვამს მგონი არასოდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.