Beso Beria Posted October 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2011 ”Civis Romanus Sum” – ”მე რომის მოქალაქე ვარ!” - ამ სიტყვებს რომის იმპერიის ნებისმიერ კუთხეში გაიძახოდნენ ადამიანები იმის იმედით, რომ მათ უფლებებს პატივისცემით მოეპყრობოდნენ, ხოლო თუ მათ უფლებებს შელახავდნენ, ამის ჩამდენი დაისჯებოდა. რომის მოქალაქეობა გულისხმობდა სერიოზულ პასუხისმგებლობებს (ანუ – სამოქალაქო უფლებებს) – ჯარში სამსახურს, გადასახადების გადახდას, არჩევნებში მონაწილეობას და არჩევის უფლებას. და ამავე დროს სერიოზულ მფარველობასაც იმპერიის მხრიდან (პირად უფლებებს) – ხოლო უპირველესი მათ შორის იყო – სამართლიანი სასამართლოს უფლება! სადაც არ უნდა ყოფილიყო რომის მოქალაქე, ვისაც არ უნდა დაეპატიმრებინა იგი, და რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მას ჰქონდა თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქის უფლების დამრღვევი რომის კანონით უმკაცრესად გასამართლდებოდა. რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯა ღალატისათვის შეიძლებოდა, მაგრამ ამ მუხლით მისი გასამართლება მხოლოდ რომში უნდა მომხდარიყო. პავლე მოციქული, პალესტინაში დააპატიმრეს და ღალატის ბრალდებით უნდოდათ სიკვდილით დაესაჯათ. პავლემ, რომელიც რომის იმპერიის ერთგულ დამცველად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, დაუყონებლივ განაცხადა – რომის მოქალაქე ვარ და მსურს კეისრის სასამართლომ რომში გამასამართლოსო! და მართლაც, ორი თვის განმავლობაში მიჰყავდათ ტუსაღი და რომში არა მარტო გაასამართლეს, არამედ გაამართლეს კიდეც. სიცოცხლის უფლება არ იყო ისე მკაცრად გარანტირებული რომის მოქალაქისათვის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება! რომის თავისუფალ მოქალაქეს სასამართლოს გარდა ვერავინ შეუზღუდავდა მის თავისუფლებას – ვერც მაგისტრი, ვერც რომს დაქვემდებარებული სამეფოების და ტერიტორიების ადგილობრივი ტირანები, და ვერც მოვალეები, თუ მოქალაქის მიერ მოთხოვნილი სასამართლო მას გამამტყუნებელ განჩინებას არ მიიღებდა. ამიტომ, როგორც კი მის მიმართ უკანონო მოპყრობას წააწყდებოდა, რომის ნებისმიერი მოქალაქე მაშინვე ხმამაღლა გაჰყვიროდა ამ მაგიურ სიტყვებს – Civis Romanus Sum – და ამის გაგონებაზე ნებისმიერმა უზურპატორმა და მოძალადემ იცოდა, რომ მისი ძალადობის წინააღმდეგ ძლევამოსილი იმპერიის სამართალი იდგა. სიცილიის კორუმპირებულ გუბერნატორ ვერესს, რომელმაც უცხოური გვარის მდიდარი ადამიანი თითქოსდა ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა და მისი ქონება მიისაკუთრა, ციცერონმა ბრალი დასდო უკანონობის აღსრულებაში და ძალადობაში მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ეს ადამიანი, როცა მას სახრჩობელისკენ მიათრევდნენ, მთელი ძალით გაჰყვიროდა – ”მე რომის მოქალაქე ვარ! მოვითხოვ სამართლიან სასამართლოსო!” როცა გაირკვა, რომ მოკლული მართლაც რომის მოქალაქე იყო, გუბერნატორი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯის შიშით იგი ქვეყნიდან გაიქცა. მას მერე დიდი დრო გავიდა. რომის გარდა, იყვნენ და არიან იმპერიები, რომლებიც წინაც და დღესაც ახერხებდნენ თავისი მოქალაქეების უფლებების მსოფლიოში დაცვას. მაგ. 1850 წელს სწორედ იმ ლოზუნგის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრმა და იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა პალმერსტონმა ათენში გიბრალტარის მოქალაქე მდიდარი ებრაელის დონ პასიფიკოს სახლზე თავდასხმისათვის, რომელშიც საბერძნეთის მინისტრის შვილებიც მონაწილეობდნენ, საბერძნეთს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადა! 8 კვირიანი ბლოკადის შემდეგ საბერძნეთის მთავრობამ სერიოზული კომპენსაცია გადაუხადა დონ პასიფიკოს, რაზეც კმაყოფილმა პალმერსტონმა ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა, ხომ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ბრიტანეთის იმპერიის მოქალაქის მიმართ ხელშეუხებლობის რომაული პრინციპი Civis Romanus Sum დღესაც მოქმედებსო! ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა დიდი იმპერიები, ასევე მტკივნეულად რეაგირებს მისი მოქალაქეების უფლებების შელახვაზე და ამერიკელები ამას კმაყოფილებით აღნიშნავენ. საკმაოდ პოპულარულ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ 1980 წლის არჩევნების პირწმინდად წაგება რონალდ რეიგანთან სწორედ ირანის მიერ აშშ-ის საელჩოს აღების და მძევლების აყვანაზე კარტერის ადმინისტრაციის უსუსური რეაქციას (მძევლების განსათავისუფლებელი ოპერაციის სრულ კრახს) უკავშირდებოდა. ირანელებმა მძევლები რეიგანის ინაგურაციიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს და აიათოლა ჰომეინიმ მთელ მსოფლიოს განუცხადა, ეს ჩვენ დავამარცხეთ ამერიკის პრეზიდენტი კარტერიო. ასევე ალბათ არასოდეს აპატიებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს მისი თანამოქალაქეები იმას, თუ როგორ დაუთმო მან კადაფის დაჟინებულ მოთხოვნებს და დიპლომატიური დივიდენდების მისაღწევად გაანთავისუფლა ლიბიელი ტერორისტი, რომელმაც 250 უდანაშაულო ადამიანი შოტლანდიური ლოკერბის თავზე ”პან ამერიკენის” თვითმფრინავში ააფეთქა. ისრაელი იმპერია არაა, მაგრამ უმკაცრესად ეკიდება საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში. ამის მაგალითები მრავლადაა, როცა ისრაელი ლამის ომის დაწყებაზეც კი წასულა თავისი ერთადერთი მოქალაქის თავისუფლების თუ სიცოცხლის დასაცავად. და ალბათ ეს მაგალითები კიდევ უფრო გამდიდრდება – თუნდაც იმ ფასის დემონსტრირებით, რაც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაიხადოს ისრაელი ბიზნესმენების უკანონო დაპატიმრების და უსამართლო სასამართლოს გამო. ამავდროულად, ამ ქვეყნების სასამართლო სისტემა , რომელიც იდეალური ვერ არის და ვერც იქნება, მაინც აბსოლუტურ უმრავლესობაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკთა თვითნებობებისაგან, მათ საკუთრების უფლებას, მათ ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებას… ანუ, პიროვნული უფლებების პატივისცემის მოთხოვნა, რასაც ეს იმპერიები თავის მოქალაქეებთან მიმართებაში სხვა ქვეყნებს ავალდებულებენ, საშინაო გარემოშიც ანალოგიურად ვრცელდება. არიან სხვა ტიპის ქვეყნები, რომელთა ხელისუფალნიც, განსხვავებით ზემოთჩამოთვლილთაგან, მხოლოდ არჩევითად ახორციელებენ მოქალაქის უფლებების დაცვას – ქვეყნის გარეთ ისინი გააფთრებით იცავენ თავისი თანამემამულეების უფლებებს (განსაკუთრებით, თუ ეს ”თანამემამულეები” სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან – მაგალითად ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში), მაგრამ საშინაო ასპარეზზე თავად გვევლინებიან ამავე მოქალაქეების უფლებათა მასიური დარღვევების ავტორებად. ამის მაგალითები მრავლადაა – ”კურსკის” და ”კომსომოლეცის” ტრაგედიების გამოძიებისა და ”ნორდ-ოსტისა” თუ ბესლანის შტურმიდან – ანნა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, პოლ ხლებნიკოვის, ეკატერინა ბაბურინას, მაგომედ ევლოევის და უფლებადამცველების მკვლელობებამდე და მიხეილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევის დაუსრულებელ პატიმრობამდე. რუსეთის კრედო განსხვავებულია რომაულისაგან და, ალბათ, ყველაზე უკეთ, ამ დევიზით გამოიხატება: “Бей своих, чтоб чужие боялись!” ზუსტად ანალოგიურია სხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიდგომებიც – ირანი, სირია, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, კამბოჯა, მიანმა, უზბეკეთი… მათი პატრიოტიზმი ტოტალიტარულია – ანუ მხოლოდ საგარეო სურნელი დაჰკრვს – როცა საკუთარი მოქალაქეების დაცვას მხოლოდ სხვა ქვეყნებისაგან ითხოვენ და საკმაოდ აგრესიულადაც. ხოლო საშინაო მომხმარებაში ტანკებით ასობით მოქალაქის დახოცვა, თუ რეჟიმისადმი არალოიალური ოჯახის წევრების ჯგუფური გაუპატიურებები – ”ნორმალური” საქციელია და ”პატრიოტიზმს ამაგრებს”! და მაინც, დიდხანს რომ არ ვიტირო სხვისი მკვდარი (სამართალს და სამართლიანობას ვგულისხმობ ზოგადად), მინდა იმ უნიკალურ შემთხვევას დავუბრუნდე, რასაც ”დემოკრატიული სინგაპური” და ”კავკასიის შვეიცარია” აქვს შერქმეული მისი უზურპატორისაგან . ესაა საქართველო – პარადოქსების ქვეყანა. თუ პირველი ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ აცხადონ ამაყად თავისი მოქალაქეობა, ხოლო მეორე ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს – მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველო ის უნიკალური შემთხვევაა, როცა, ამჟამად, ჩემი ღრმა რწმენით, მოქალაქემ თავისი მოქალაქეობა ყველგან და ყოველთვის უნდა დამალოს! სანამ რეჟიმდაცველთა მხრიდან ქვების წვიმა არ წამოსულა და არ ჩავუქოლივართ, შევეცდები ავხსნა ამ ჩემი უაღრესად "ანტიპატრიოტული" მოწოდების მიზეზი. (აქვე მინდა დავამატო, რომ ”მე ქართველი ვარ” დღემდე ამაყად ჟღერს, როგორც ქართველი ხალხის და ეროვნული კულტურის გამოხატულება და არა – ქართული სახელმწიფოსი) რა დაცვას ჰპირდება საქართველოს მოქალაქეობა მის პატრონს საზღვარგარეთ? პრაქტიკულად ნულოვანს. არამცთუ ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ კარგად გვახსოვს, რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ თავისი დიპლომატიც კი – გიგა მახარაძე – უყოყმანოდ გაუშვა ამერიკულ ციხეში, მაშინ როცა დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენების საშუალება ჰქონდა, რათა ამერიკის მთავრობის მიმართ ლოიალობა დაემტკიცებინა. ხოლო აბსოლიტურად სიმეტრიულ შემთხვევაში, როცა ბულგარელი დიპლომატის მანქანამ თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, პირიქით, ყველაფერი გააკეთა, რომ დამნაშავე ჩუმად გაეპარებინა თბილისიდან. საქართველოს მოქალაქის შევარდნაძის დროინდელი უუფლებობა სააკაშვილის ხელისუფლებამ კუბში აიყვანა! ვინმეს გახსენდებათ შემთხვევა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინტერესები აქტიურად დაიცვა? სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ დემონსტრაციულად ფეხზე დაიკიდა? თურქეთის ციხეებში გამომწყვედეული ქართველები, რომელთა საქმეების და ციხეში არაადამიანური ყოფის პირობები საქართველოს საერთოდ არ ადარდებს? მალააზიის მიერ ნარკოვაჭრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენის მოლოდონში მყოფი ორი ქართველი ქალი, რომელთა საქმის შესახებ გრიგოლ ვაშაძე პერმანენტულად ვერ ახერხებდა მალააზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას? კადაფის რეჟიმის მიერ დატყვევებული გემის ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მხოლოდ მერე გაახსენდა საქართველოს, რაც მათ ტყვეობიდან თავისით გაქცევა მოახერხეს? უკრაინის მთავრობის მიერ უკანონო მოპყრობის არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ აეროპორტში უმიზეზოდ დეპორტს უკეთებდნენ და უკან აბრუნებდნენ?.. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობა გამეხებით ისვრის ბრალდებებს და მთელ მსოფლიოში ხმამაღლა ამხელს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დამრღვევს, ეს მაშინ, თუ ეს დამრღვევი რუსეთია. ნება მიბოძეთ, ჩავთვალო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის მთავარი მისი მოქალაქეების უფლების დაცვა კი არ არის, არამედ რუსეთისთვის სილის გაწვნის შანსის არგაშვება და ძალიან ბედნიერია, როცა რუსეთი ამ შანსს საკმაოდ ხშირად აძლევს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა უსუსურად ჩააფლავა საქართველომ ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიც დაეცვა და რუსეთიც სამაგალითოდ გაემათრახებინა, როდესაც თინა ბურჯალიანის მიერ ფართოდ რეკლამირებული საქართველო-რუსეთის საჩივარი ჰააგაში ”შეცდომით” სხვა სასამართლოში შეიტანა, მივხვდებით, რომ ამ ერთეულ შემთხვევებშიც კი, როცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ხმის ამოღებას გადაწყვეტს, ის ამას ისე უნიათოდ და არაპროფესიონალურად აკეთებს, რომ ირონიის მეტს ვერაფერს იმკის… მაგრამ დავბრუნდეთ საშინაო ასპარეზზე და იქნებ ნათელი გახდეს., რატომ ”ვერ” იცავს საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე… ბოლო-ბოლო, გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ ხოლმე საზღვარგარეთ თავისი სიმართლის და სამართლის დაცვა. უბედურება იმაშია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიო ტერორისტებისგან, უცხოეთის უსამართლო სასამართლოებისაგან თუ კორუმპირებული პოლიციელებისაგან, ან თუნდაც – მტრული რეჟიმებისაგან გაცილებით იშვიათად ემუქრებათ საკუთარი უფლებების ამაზრზენი დარღვევა, ვიდრე თავად საქართველოს ხელისუფლებისაგან! საქართველოს უბრალო მოქალაქეს (არ გაგიკვირდეთ, რომ საქართველოში თუ ვინმეს უფლებებია დაცული, სწორედ რომ ”ბრალიანი” მოქალაქეების) ემუქრება: ა) 1 წელი ციხე – 35-ლარიანი ნახევრადდამპალი ფიცრის მოპარვისათვის ბ) 8 წელი ციხე – 4 ცალი ავტოსაბურავის მოპარვისათვის გ) 9 წელი ციხე – საშუალო ზომის გოჭის მოპარვისათვის… მაგრამ დავანებოთ თავი იმ შემთხვევებს, როცა საქმე ქურდების მიმართ გამოტანილ სასჯელის უაზრო სიმკაცრეს ეხება… საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება: - მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობა (90 დღემდე) ნებისმიერ მცირე დარღვევაზე, რასაც თუნდაც მხოლოდ ერთი პოლიციელი ”დააფიქსირებს”, მიუხედავად იმისა, თუკი ათობით მოწმემ და ვიდეოკამერამაც კი სულ სხვა რამ დააფიქსირა; - ის, რომ მის მიერ არჩეული ადვოკატი მას ვერ მონახავს, რადგან ძალოვანი სტრუქტურები პატიმრის ადვოკატთან დაუყონებლივი შეხვედრის უფლებას ყოველნაირად ზღუდავენ და მერე მას სახაზინო ადვოკატს მიუჩენენ, რომლის ერთადერთი ამოცანა ის იქნება, რომ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოაწერინოს და საპროცესო შეთანხმების მასშტაბებზე იჩალიჩოს; - განუსაზღვრელი მასშტაბის ჯარიმა, თუ მისი ბიზნესი ვიღაცას თვალში მოუვიდა, ან თუ უბრალოდ მისი რაიონის საგადასახადო ინსპექცია თვიურ გეგმას ვერ ასრულებს; - დაპატიმრება და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ შემთხვევით პოლიციის მაღალჩინოსნის საცოლის ან ცოლის ტელეფონზე გაუშვა ზარი; - ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება და შესაბამისი მუხლით დაპატიმრება, ან დევნა-დაპადიეზდება, თუ იგი მთავრობის ნაცვლად ოპოზიციის მხარდაჭერას გადაწყვეტს, ან თუნდაც საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას შეეცდება საპროტესტო მიტინგის ორგანიზებით; - დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, თუ იგი მიტინგზე მივა დროშით, ან ჩანთაში ექნება დეზოდორი თუ მინერალური წყლის ბოთლი, რომელიც ”კანონმა” შეიძლება თავდასხმის საგნად შერაცხოს; - უსაზღვრო ძალადობა და დემონსტრაციული სისასტიკე პოლიციის მხრიდან, თუ პოლიცია მიტინგის დარღვევის ბრძანებას მიიღებს (რაც სულ არ არის ძნელი დღევანდელი საქართველოს პირობებში); - პოლიციელის ტყვია, თუ პოლიციელის მოთხოვნით მანქანა არ გააჩერა, და კრიმინალის სახელი სიკვდილის შემდეგ, თუ პოლიციელმა თავის გამართლების მიზნით მისი გვამის გვერდით იარაღის დადება გადაწყვიტა; - კანონიერი გზით შეძენილი ქონების კონფისკაცია, დანგრევა ან იძულებითი ჩუქება მთავრობისათვის, თუ ამ უკანასკნელს ასე მოუნდა; ეს ყველაფერი ნოტარიულად ღამის საათებში გადაფორმდება, რადგან საქართველოში უკანონო გარიგებების გასაფორმებლად ნოტარიუსები ღამით მუშაობენ; - ბინძური პასკვილების და ვიდეოფილმების გადაღება (პოლიციის მაღალჩინოსნების, ან სულაც მინისტრების დაკვეთით და სცენარისტობით) და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებით ტირაჟირება, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებში – ჯაშუშის იარლიყიც, თუ მოქალაქემ რაიმე ისეთი ფაქტი დაინახა, გადაიღო ან გამოაქვეყნა, რაც ხელისუფლების ბინძურ და ამორალურ სახეს ამჟღავნებს; ასეთ დროს უკეთეს შემთხვევებში ემუქრება საპროცესო გარიგება, რომელიც იმის მუქარას შეიცავს, რომ თუ იგი როდესმე ამ საქმეზე ხმას ამოიღებს, მას დაუყონებლივ დააპატიმრებენ; - სამუდამო პატიმრობა, თუ მან პოლიციელს ან პოლიციელის ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მიაყენა; - თუ იგი ციხეში აღმოჩნდა, უკეთეს შემთხვევაში – შიმშილი და გაუსაძლის სივიწროვეში ყოფნა, ხოლო საკმაოდ ხშირად – ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წამება, ტუბერკულოზით ავადობა და ნაადრევად სიკვდილი; - სამუშაოს დაკარგვა, თუ მან თავისი ლოიალობა ვერ დაუმტკიცა მმართველ რეჟიმს, ან ისედაც, თუ მმართველი რეჟიმი საკუთარი მოგების გაზრდას მისი სამუშაო ადგილის შემცირების ხარჯზე გადაწყვეტს; - კიდევ ბევრი რამ დაემუქრება, რასაც ნაციონალური მოძრაობის უსინდისო მამები და დედები, ან მის მიერ გამოზრდილი ლეკვები მალე დამატებით მოიფიქრებენ, რათა საკუთარი კეთილდღეობა ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე გაზარდონ. საქართველოში დღეს ოფიციალური სტატისტიკით 24,000 პატიმარია (არაოფიციალური მონაცემებით – 30,000-ზე მეტი). საქართველო, 100,000 მოსახლეზე პატიმართა ოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შედის. როგორც ზაზა შათირიშვილის ზემოთნახსენებ ინტერვიუში იყო აღნიშნული, ამდენივე პატიმარი იყო 1934-38 წლების პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში, სადაც 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. შესადარებლად ისიც შეიძლება ითქვას, რომ 2002 წელს საქართველოში 10,000-ზე ნაკლები პატიმარი იყო! გარდა ამისა, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პირობითი სასჯელი აქვთ მისჯილი, სავარაუდოდ 25,000-50,000-ია (ზუსტი სტატისტიკა მთავრობის მიერ იმალება!), ხოლო ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემებით მხოლოდ 2010 წელს საპროცესო გარიგებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 112 მილიონი ლარი შევიდა! საპროცესო გარიგებების მახინჯ პრაქტიკაზე საქართველოს ახლახანს მიუთითა ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამარბერგმა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი… ამ მითითებიდან ერთ კვირაში ხელისუფლებამ ”ფოტო-ჯაშუშების” სკანდალური საქმე სწორედ საპროცესო გარიგებით ”ჩაფარცხა”… ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფოს მოპყრობა ლტოლვილების მიმართ. იმდენი უსამართლობა, უკანონობა და ზოგადად არაადამიანურობა დაფიქსირა საქართველოს ხელისუფლებამ ამ მრავალჭირგადატანილი ადამიანების მიმართ, რომ არა მგონია, მორალური უფლება ჰქონდეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ რუსეთის მხრიდან ქართველი ლტოლვილების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე იალაპარაკონ და საჩივრები წერონ. როდესაც თავად ავეჯის გადასატანი უფანჯრო ”კუნგით” ამგზავრებ ქალებს და ბავშვებს 6-7 საათიანი მგზავრობით გადასახლების ადგილზე, არავითარი მორალური უფლება არ გაქვს, მტრული სახელმწიფოს მთავრობას შენი დევნილების ”სკოტოვოზებით” გამოყრაზე მიუთითო!. და აი, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე – რატომ ვერ მოიგო ჰააგაში სასამართლო საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ! იმიტომ, რომ იქ არ შეიტანა, სადაც უნდა შეეტანა სარჩელი! და რატომ ვერ მიხვდა ქართული იურისპრუდენცია, რომელ სასამართლოში უნდა შეეტანათ სარჩელი? ნინო კალანდაძისგან კიდევ დავიჯერებდი ასეთ უმეცრებას, მაგრამ თინა ბურჯალიანი არ უნდა იყოს ასეთი დაბდური!! საქმე იმაშია, რომ იქ რომ შეეტანათ, სადაც ჯერ არს, ის სასამართლო მარტო რუსეთის მიერ განხორციელებულ დარღვევებს კი არ განიხილავდა 2008 წელს ლტოლვილი მოსახლეობის მიმართ – არამედ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ უკანონობებსაც! ამიტომაც ”ქეც შეიტანეს” ჰააგაში და ”არც შეიტანეს” – ანუ იქ შეიტანეს, საიდანაც იცოდნენ, საქმის აღძვრაზე უარს მიიღებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, არც მათ პირშავობებს გამოიძიებდნენ! ამით არის განპირობებული ჩემი ეს "ანტიპატრიოტული" მოწოდება – სანამ ეს მთავრობა ბოგინობს საქართველოში, აზრი არა აქვს იმის საჯაროდ განცხადებას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ – საზღვარგარეთ არც უფრო მოგვისმენენ, არც უფრო დაგვაფასებენ… პირიქით, შეიძლება დაგვცინონ, როგორც არშემდგარი ქვეყნის წარმომადგენელს, სადაც პირველი პირი ჰალსტუხჭამია ცრუპენტელა ავანტიურისტია, ხოლო მთავრობა – უსინდისო ყურუმსაღების ბანდა… შინ ძახილს კიდევ მით უფრო არ აქვს აზრი, რადგან არავინ ისეთ კარგ სამიზნეს არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისათვის, როგორც საქართველოს მოქალაქე! ხომ გახსოვთ, ვინ გადარჩა ფოტორეპორტიორების სკანდალის დროს ? – შაჰ აივაზოვი! რატომ გადარჩა? – იმიტომ, რომ უცხოეთის სააგენტოს შტატიანი (sic!) თანამშრომელია! ხოლო თუ უცხოეთის მოქალაქე იქნებოდა, ვერც კი დააკავებდნენ საერთოდ! შეცდომაა: ”საქართველოს სახელმწიფო შედგა!”სწორია: ”საქართველოს სახელმწიფო შესდგა!” ალბათ ყველასთვის გასაგებია, ვის შესდგა ეს სახელმწიფო – საქართველოს მოქალაქეებს.და ისიც ადვილი მისახვედრია, რით შესდგა – პოლიციური სპეცნაზის ჩექმებით და უკანონო სასამართლო სისტემით. სწორედ ეს რეჟიმია მთავარი წინააღმდეგობა იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეობის სარგებელი იგრძნონ!ხოლო სანამ ეს არ მოხდება, საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ შედგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2011 Beso Beriaგამარჯობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2011 Beso Beria, გამარჯობა! შენ სოლომონ თერნალი ხარ? ;)http://www.presage.tv/?m=politics&AID=6205 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beso Beria Posted October 30, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2011 DonCaredoგამარჯობაგამარჯვება.Lo Jankoგამარჯობაგამარჯვება.შენ სოლომონ თერნალი ხარ?არა, რატომ მეკითხებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 აქაც პრესა .გე ????? ეს რა ჭირია ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 თუ პირველი ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ აცხადონ ამაყად თავისი მოქალაქეობა, ხოლო მეორე ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს – მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველო ის უნიკალური შემთხვევაა, როცა, ამჟამად, ჩემი ღრმა რწმენით, მოქალაქემ თავისი მოქალაქეობა ყველგან და ყოველთვის უნდა დამალოს! სანამ რეჟიმდაცველთა მხრიდან ქვების წვიმა არ წამოსულა და არ ჩავუქოლივართ, შევეცდები ავხსნა ამ ჩემი უაღრესად "ანტიპატრიოტული" მოწოდების მიზეზი. (აქვე მინდა დავამატო, რომ ”მე ქართველი ვარ” დღემდე ამაყად ჟღერს, როგორც ქართველი ხალხის და ეროვნული კულტურის გამოხატულება და არა – ქართული სახელმწიფოსი)მართალი ბრძანდებით ბატონო ჩემო. უბრალოდ ობიექტურობაც არ დავივიწყოთ 1. ჩვენ არ გვაქვს არც ადამიანური, არც ფინანსური და არც სამხედრო რესურსი რომ ისე დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები როგორც ამას თქვენს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნები ანხორციელებენ. ეს რაღა თქმა უნდა არ ამართლებს იმ სრულიად ბოდიში და "პოხუიზმს" რასაც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი საზღვარგარეთული წარმომადგენლობები სჩადიან. სრული მარაზმი და კატასტროფაა. ასე რომ ნუ შევედრებით. ვიყოთ ობიექტურნი.2. რაც შეეხება სასამართლოს, და აგვისტოს მოვლენებს... ამაში არ დაგეთანხმებით. მე ვადანაშაულებ ჩვენს ხელისუფლებას იმაში რომ არიან უმეცარი იდიოტები და წამოიწყეს ომი რომელიც აპრიორი წაგებისთვის იყო განხწირული. ვადანაშაულებ იმაშიც, რომ - კარგი. არ გადადგა ეს კაცი, ჯანდაბას. მაგრამ დრო როდესაც მოზდის წასვლის, მაინც არ მიდის. მაგრამ ვერანაირად ვერ დავადანაშაულებ იმაში რომ მათ არ დადეს დასკვნა რომ ჩვენი ( ამ შემტხვევაში ხელისუფლება და ჩვენ, ანუ ყველა დანარჩენნი, ერთნაირად აღვიქმებით საზღვარგარეთ და მით უმეტეს საერთაშორისო ინსტიტუტებში) ქმედებები ამართლებს ამ ტერიტორიების აღიარებას. და მესამე რეალურად სამართალი არსებობს. და რომის მოქალაქეებიც არიან დიახ დიახ. სწორედაც რომ საქართველოში უბრალოდ პირადობის მოწმობაში არსებული ჩანაწერი ამისათვის არასაკმარისია მას აუცილებლად უნდა ახლდეს შსს-ს, პროკურატურის ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის "ქსივა" აი ამ შემტხვევაში, კანონი და მისი აღმასრულებელი, საოცრად ჰუმანურნი და სამართლიანი ხდებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.