Jump to content
Planeta.Ge

სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან


Recommended Posts

mama

 

გარეჯის მამათა მონასტერში მიავლინეს

mama

 

ხომ ხედავ, კაცზე რომელზეც თავად ამბობენ მართლმადიდებლები რომ უვარგისი და უღისრი ეპისკოპოსიაო გლეზებს რომ აწიოკებს და ცხოვრებას უმწარებსო, ოდესღაც მიბვლინებაშიც კი გაუშვია ეკლესიას. როგორც გამომჟღავნდა, მივლინების შემდეგ ძალები აღუდგენია-მოუკრეფია და ახლა კახელ გლეხებს დაერია. ამ დროს, 14 წლის წინ დაწერილი წერილი, ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩა.

 

მეტს რას უნდა მოელოდეს კაცი მართლმადიდებელი ეკლესიისგან? არც არაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 89
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

Beso Beria     შენს მიერ დაწერილ დემაგოგიურ, შეურაცხმყოფელ და დეზინფორმაციებით სავსე პოსტებს არ გამოვეხმაურები რომ თემას არ გადავუხვიო. ასე რომ დავუბრუნდეთ თემას და ყველას ვანახოთ მართლმადიდებელი ეკლე

Beso Beria

აზრი თქვენ ან სიტყვა ეკლესიის ეტიმოლოგია არ იცით, ან მიზანმიმართულად ცდილობთ ცალკეული უღირსი ეპისკოპოსი მთლიანად ეკლესიის სახედ წარმოაჩინოთ, ალავერდის ეპარქიის წინამძღოლი ვინმე დავით მახარაძე ისეთივე

აზრი

mama   ზუსტად წერ ყველაფერს. თუ სადმე ოდესმე კაი მომხდარა ქართველი ერის ისტორიაში, ყველაფერს ეკლესიას და მართლმადიდებლობად წოდებულ რელიგიურ მიმდინარეობას მიაწერენ ხოლმე. მტრის ხატის შემქნის სპეციალისტ

აზრი

წადი ახლა და ამობეჭდე ის წერილი რომელიც 14 წლის წინ მიწერეს საპატრიარქოს

უკეთესი წერილი უნდა ამოგიბეჭდო ეხლავე :givi: რომ ყველამ დაინახოს როგორი წაბილწული ავადმყოფის იდეოლოგიის გამავრცელებელი ხარ და ყველა მიხვდეს რატომაც ცდილობ ეკლესიას ცილი დასწამო.

ნიკოლოზ ვარი

 

"მე ვარ თავისუფალი მასონი"

 

ჩ. ტ. რასელის ცხოვრებისა და "შემოქმედების" მრავალი მკვლევარი, როგორც აშშ-ში, ასევე დასავლეთ ევროპაში, ყურადღებას აქცევს მის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა 1913 წელს, ყოფილ მასონურ ტაძარში (სავარაუდოდ, ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები 35 ქვეყნიდან) და რომელშიც მან თქვა ის სიტყვები, რომლებიც სათაურად დავუდეთ წინამდებარე პუბლიკაციას - "მე ვარ თავისუფალი მასონი" (I am a Free Mason):

 

"I am very glad to have this particular opportunity of saying a word about some of the things in which we agree with our Masonic friends, because we are speaking in a building dedicated to Masonry, and we also are Masons. I am a Free Mason." Charles Taze Russell (The Temple of God-Pastor Russell page 120).

 

"მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვთქვა ორიოდ სიტყვა საგნებზე, რომელთა შესახებაც თანხმიერნი ვართ ჩვენს მასონ მეგობრებთან, რადგან ვლაპარაკობთ იმ ტაძარში, რომელიც ეძღვნება მასონობას. ჩვენც მასონები ვართ; მე ვარ თავისუფალი მასონი; ...თუკი შევძლებ ვატარო ჩემი უღელი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ეს არის ის, რისი თქმაც აგრერიგად უყვართ ჩვენს მასონ ძმებს და რაც ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი და აღიარებული მასონები არიან".

 

"მაშ ასე, მეც თავისუფალი და აღიარებული მასონი ვარ. მეტიც, ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი მასონები ვართ, თუმცა მთლად ისეთები არა, როგორიც ჩვენი მასონი ძმები. ჩვენ არ გვაქვს მათთან განხეთქილება. მე არ მაქვს არავითარი განზრახვა ვილაპარაკო რამე მასონთა წინააღმდეგ და მეტიც, შემიძლია მადლობითაც კი აღვნიშნო, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტად განსაზღვრული ჭეშმარიტებანი, რომელსაც ჩვენი მასონი ძმებიც იზიარებენ. მე ზოგჯერ ველაპარაკები მათ ამის შესახებ, ისინი კი მეკითხებიან, თუ საიდან ვიცი ეს ყოველივე? ჩვენ ვვარაუდობდით, რომ არავის ძალუძს იცოდეს ამ საგანთა შესახებ მათ გარდა, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ჩვენი უმაღლესი ცოდნა. ... განა არ ფლობენ ჩვენი მასონი ძმები ქრისტეს შესახებ გარკვეულ ცოდნას და მათ შესახებაც, ვისაც ტაძრის რაინდებს ანუ ტამპლიერებს უწოდებენ? ჩვენ კი მათაც აღვემატებით!"

 

"მე ურთიერთობა მქონდა დიდ ოსტატთან, მუშასთან, თვით უფალთან და სულიწმიდისგან მაქვს საიდუმლო ინფორმაცია და ინსტრუქცია, რომელიც ეხება იმას თუ რას ლაპარაკობს ბიბლია და ყოველივე ეს სრული ჭეშმარიტებაა! მე მჯერა ყოველივე ამისა. მასონ ძმებთან ვლაპარაკობდით ტაძარსა და მის მნიშვნელობაზე, თუ ვინ არის ნამდვილი მასონი და რას ნიშნავს დიადი პირამიდა, ემბლემა რომელსაც ისინი ასე ხშირად იყენებენ... და მათ უკვირდათ... ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ თავისუფალი და აღიარებული მასონობის მოწოდება _ ბიბლიური მასონობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მაშ ასე, თქვენც და მეც, როგორც ქვე-მასონები, ველოდებით ჩვენი ოსტატის დაბრუნებას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა ამ ტაძრის, ანუ ეკლესიის საიდუმლო მშენებლობას".

 

"...ჩვენ უნდა ვიდოდეთ უმაღლესი საფეხურებისკენ, რადგან ის, ვინც პირველ საფეხურზეა პრაქტიკულად უცოდინარია"... მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია. სულიერი ხედვა და სულიერი წინამძღოლობა მხოლოდ ღვთაებრივ მასონობას გააჩნია, მხოლოდ მას ძალუძს წვდომა იმ საგნებისა, რომლებიც თავისუფლად გვეძლევ. ეს არის ის, რაც თავისუფლად ეძლევა მხოლოდ ერთ კლასს და სხვებისთვის როდია ხელმისაწვდომი".

 

ანუ, ჩარლზ ტეიზ რასელი აღიარებს, რომ დაკავშირებული იყო იმ ანტიქრისტეანულ, საიდუმლო ორგანიზაციასთან, რომელსაც დასაბამი მიეცა ტაძართა მშენებლობის შუასაუკუნეობრივ ტრადიციებში.

 

ზემოთდასახელებული სტატია გამოქვეყნებული იყო საზოგადოების: "INTERNATIONAL BIBLE STUDENTS ASSOCIATION, Brooklyn, New York, U.S.A" (რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს იეღოვას მოწმეთა მთავარი კორპორაციის: WATCH TOWER BIBLE AND TRACT SOCIETY OF PENNSYLVANIA) სპეციალურ ბეჭდვით გამოცემაში სახელწოდებით: "პასტორ რასელის საუბარი _ "ღმრთის ტაძარი" (იხ. ამ გამოცემის 120-127 გვერდები. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: http://www.exjws.net/museum/masonry.htm).

 

გვ. 120, 121, 122, 123, 124, 125, 126-ე გვერდზე იყო ილუსტრაცია და გვ. 127 (აქ დევს მთლიანი ფაილი).

 

რასელის სიტყვების მნიშვნელობა რომ გავიგოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ შენობა, რომელშიც ჩ. რასელი 1913 წელს სიტყვით გამოვიდა, საგუშაგო კოშკის (Watch Tower) საზოგადოებამ მასონური ორგანიზაციებისგან შეიძინა. ამიტომაც ამბობს რასელი, რომ ეს შენობა ოდესღაც იყო მასონთა ტაძარი (თუმცა ის უკვე აღარ იყო ასეთი რასელის მიერ სიტყვის წარმოთქმის მომენტში). შემდეგ, მისი სიტყვა გრძელდება იმავე ბუნდოვან სტილში: რასელი ამბობს, რომ ყველანი, ვინც მოვიდა ამ დარბაზში _ მასონები, და თვითონაც _ არიან თავისუფალი მასონები. გამოსვლის პროცესში, ის უკვე განმარტავს ამ მტკიცებულების მნიშვნელობას და აჩვენებს თუ რა ანათესავებს რასელსა და საგუშაგო კოშკს მასონებთან და "ჭეშმარიტების" წვდომის მათეულ მეთოდებთან.

 

აღსანიშნავია, რომ თავისი პუბლიკაციების "შესალამაზებლად" ჩ. ტ. რასელი იყენებდა მასონურ სიმბოლოებს, მაგრამ მხოლოდ "შესალამაზებლად"? აშკარაა, რომ ის მასონურ სიმბოლიკას იყენებდა, როგორც უფლებამოსილი პირი. მოდი, ვიხილოთ ამგვარი "შელამაზების", უფრო სწორედ კი, "კანონიერი" გამოყენების, რამდენიმე ნიმუში. მაგალითად, "საგუშაგო კოშკის" გარეკანზე 1891 წლიდან 1931 წლამდე გამოისახებოდა "ჯვარი და გვირგვინი" (წიგნი "Возвещатели царства", стр. 200). იხილეთ, მაგალითად, ამ ჟურნალის 1928 წლის გამოცემის გარეკანი, რომლის ზედა, მარცხენა კუთხეში გამოსახულია ეს მასონური სიმბოლო.

http://s014.radikal.ru/i327/1111/85/90090d4fd0b3.jpg

როგორც იეღოვას მოწმეთა ამავე პუბლიკაციაშია ნათქვამი, "ბიბლიის მკვლევარები (ასე იწოდებოდნენ იეღოველები 1931 წლამდე), სხვათაგან განსხვავების ნიშნად, დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ ჯვარსა და გვირგვინს". განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში... აი, ამ "ნიშნისა და გულსაბნევის (ბროშის)" (ასე უწოდებდნენ მას თვით იეღოვას მოწმეები "საგუშაგო კოშკის" ერთ-ერთ გამოცემაში (01.01.2000)) გამოსახულება, რომელიც აღებულია წიგნიდან "Возвещатели", გვ. 200.

http://s017.radikal.ru/i414/1111/38/69a3d35729c3.jpg

ეხლა იგივე "ბროში" შეადარეთ ტეხასელ მასონთა სამკერდე ნიშანს:

http://s017.radikal.ru/i436/1111/b2/a0b1ea78d672.jpg

სახეზეა სრული იდენტურობა. ლაპარაკიც კი არ შეიძლება რაიმე დამთხვევაზე ან "შელამაზებაზე". მეტიც, შესაძლოა იმ დასკვნამდეც კი მივიდეს კაცი, რომ იეღოვას მოწმეები და ტეხასელი მასონები არიან ერთი და იგივე ორგანიზაციის წევრები!

 

თვით მასონები აღიარებენ, ეს სიმბოლო (გვირგვინი და ჯვარი) ეკუთვნის იორკისა და შოტლანდიური წესის მასონ-ტამპლიერებს.

 

"The Cross and Crown may be said to be confined almost exclusively to the historical degrees in Masonry as exemplified in the various orders of knighthood of York and Scottish rites. In Gaul we find the cross to have been a solar symbol when it had equal arms and angles; to the Phoenicians it was an instrument of sacrifice to their God, Baal; and to the Egyptians, the crux ansata was his symbol of eternal life" (Ray V. Denslow, Masonic Portraits, Transactions of this Missouri Lodge of Research, vol. #29, p.7---emphasis in the original).

 

ამიტომაც, არსებობს მოსაზრება, რომ ჩ. ტ. რასელმა, ამ ორდენში, რომელის გავრცელებული იყო აშშ-ში მიაღწია ყველაზე მაღალ გრადუსებს ანუ განდობის საფეხურებს. შეხედთ ტამპლიერთა ორდენის იორკის რიტუალის მასონური სტრუქტურის ქვემოთ მოტანილ გრაფიკს (http://www.theforbiddenknowledge.com/hardtruth/masonic_structure.jpg).

 

გრაფიკიდან ჩანს, რომ განდობის 32-ე და 33-ე საფეხურები (გრადუსები) არის სწორედ "ჯვარი და გვირგვინი".

http://s49.radikal.ru/i123/1111/da/d977e58789ee.jpg

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ იეღოვას მოწმეთათვის წარმოუდგენელი დასკვნა, კერძოდ, ის, რომ: ჩარლზ ტეიზ რასელი იყო აშშ-ს მასონთა იორკის რიტუალის ყველაზე მაღალი განდობის მქონე ტამპლიერი; თუ არადა, როგორ შეეძლო მას გამოეყენებინა ეს ემბლემა? უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში, იმ პერიოდში უკვე არსებობდა სასაქონლე ნიშნისა და საავტორო უფლებების ცნებები და ისეთი მძლავრი ორგანიზაცია, როგორიც იყო ამერიკული მასონობა არავის მისცემდა ვიღაც თვითმარქვიას საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა მათი უმაღლესი განდობის აღმნიშვნელი სიმბოლო.

 

ეს საკითხი კიდევ უფრო ღრმა შესწავლას იმსახურებს, მაგრამ, რასელის პირადმა მტკიცებამ, რომ ის არის "თავისუფალი ქვისმთლელი" (ანუ მასონი) და მის მიერ გამოყენებულმა მასონურმა სიმბოლიკამ საფუძველი მისცა ვარაუდს, რომ ის იყო 32 ან 33 საფეხურის მასონი.

 

მეტიც, ასეთი მტკიცება ეთანხმება ისტორიულ ფაქტებსაც და შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ გააჩნდა რასელის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც დღეს "იეღოვას მოწმეებს" უწოდებენ, ანტიქრისტიანული მიმართულება; თუ რატომ ცდილობდა მასონი რასელი უფალ იესუ ქრისტეს დამცირებას და ჩამოჰყავდა იგი მთავარანგელოზ მიქაელის რანგში; რატომ გააჩნდა მასონ რასელს მძლავრი მიდრეკილება ისეთი ოკულტური საგნებისადმი, როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები; რატომ უყვარდა მას ასე ციფრების მაგია და მომავლის წინასწარმეტყველება.

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყოველივე ხდებოდა ერთი უბრალო მიზეზის გამო (და სხვა ვარიანტი აქ გამორიცხულია), _ მასონი რასელი ასრულებდა საკუთარი ბოსების შეკვეთას და მისი მტკიცებულებები დაფუძნებული იყო იმ "ჭეშმარიტებებზე", რომლებიც ჩაუნერგეს მას მისმა მასონმა მოძღვრებმა.

აზრი

მიდი ეხლა და მიყარე კაკალი :givi:

Edited by Beso Beria
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

 

 

შენს მიერ დაწერილ დემაგოგიურ, შეურაცხმყოფელ და დეზინფორმაციებით სავსე პოსტებს არ გამოვეხმაურები რომ თემას არ გადავუხვიო. ასე რომ დავუბრუნდეთ თემას და ყველას ვანახოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ვაჟკაცობანი:

 

 

 

 

წარსულში, ეკლესია ხალხს ცეცხში წვავდა, დევნიდა, ქონებას ართმევდა და ამას ღვთის სახელით აკეთებდა. დღეს კი, როცა ეკლესიას თავისი კალთები თამამად აქვს გაფართოებული დედამიწის კიდით-კიდემდე, ვერ კმაყოფილდება სიმდიდრითა და ძალაუფლებით. მაშინ როცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში მილიონობით ლარს ღებულობს, ვერ კმაყოფილდება და გლეხების უფლებების ფეხქვეშ გათელვასაც კი ბედავს.

 

ამ დროს, საზოგადოება მიჩუმებულია. არავის სურს ხმის ამოღება და თავის შეწუხება. ზოგს ეშინია ხმა რომ ამოვიღო სექტანტად გამომაცხადებენ და მომიძულებს საზოგადოებაო.

 

იმდენს კი ვერ ხვდებიან ადამიანები რომ გლეზებსი უფლებების დაცვით, თავიანთ უფლებებს დაიცავენ. თუ ხმას არ ამოიღებს ხალხი, მოვა დრო როცა ეკლესია ძალადობას არა მარტო გლეხებზე, არამედ საზოგადოების სხვა ფენებზეც განახორციელებს.

 

ასე რომ თითოეულ ადამიანზეა დამოკიდბეული, რა ქვეყანას ავაშენებთ. მონათფლობელურ-ბატონყმურს, თუ თანასწორუფლებიან-დემოკრატიულს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

აზრი

ორივე არღვევთ რელიგიის განყოფილებაში მოქმედ წესებს. კერძოდ პუნქტებს:

2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას;

და

2.8. ფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა და ა.შ.);

 

"რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების წესები

 

 

პირველ ჯერზე გაძლევთ სიტყვიერ გაფრთხილებას. გაგრძელების შემთხვევაში შეგეზღუდებათ ფორუმზე პოსტვის საშუალება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ვინ გითხრათ რომ არ უგდებს? მაგ წერილის შემდეგ ეგ ეპისკოპოსი 3 წლის განმავლობაში გარეჯის მამათა მონასტერში მიავლინეს "სინანულის ლოცვისთვის" ეპისკოპოსისთვის ეს არის საეკლესიო კანონიკით განსაზღვრული სასჯელი, ამ ვაჟბატონს ალბათ უნდა რომ ჩამოახრჩონ, უაზროდ რომ წერს აქ რაღაცეებს და თან არც კი იცის ბოლომდე საქმის ვითარება, როგორც ჩანს არ არის მსგავსისაეკლესიო სასჯელები საკმარისი რადგან კვლავაც განაგრძობს უღირს საქციელს,

ჩამოახრცონ რა პრობლემაა? არაა ღირსი თუ??

შენი ნათქვამიდან ვიგებთ რომ არსებული "კანონმდებლობა" არაეფექტურია(საარჩევნო კოდექსივით)

ჯერ "კანონებია" გადასახედი და დასახვეწი . . . . . .

მე ხოარ შევცვლი კანონობს???ნეტა ვისი საქმეა(ეკლესიის ხოარა)??

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

:givi: გინდა იმ ეპისკოპოსის ფოტოსაც მოგცემ მაგ გლეხებს რომ აწიოკებს, ყველა პოსტზე დადე ხოლმე წარწერით "ვინ გვაწიოკებს" :givi:

ერთი მოკრძალებული კითხვა

ეპისკოპოსად გახდომამ უბიძგა გარეწრობისკენ, თუ გარეწარი გახდა ეპისკოპოსი??????

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ორივე არღვევთ რელიგიის განყოფილებაში მოქმედ წესებს.

მე არ ვარღვევ და თუ ვარღვევ მიმითითეთ, მაშინ სად დავარღვიე და რომელი წესი? მე კი უკვე მიგითითეთ შესაბამის განყოფილებაში სადაც თავხედურად დაირღვა რელიგიის განყოფილების წესები და თქვენი მხრიდან რეაგირება არის 0, სიტყვიერი გაფრთხილება არ შველის ასეთი კატეგორიის დარღვევებს. ამიტომ ადმინისტრაციას შევატყობინებ როგორც ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას.

mama

ჩამოახრცონ რა პრობლემაა? არაა ღირსი თუ??

ჩამოხრჩობაზე თუ მიდგა ეგრე რასელი საერთოდ მიწიდან არის ამოსათხრელი და სანაგვეზე გადასაგდები, იმიტომ რომ ფერმერებისა და გულუბრყვილო ხალხიაგან წურბელასავით ამოწოვილი კაპიკებით მილიონერი გახდა, ჰო და აგდებს ვინმე? პირიქით აგერ მასონმა ძმებმა, საფლავთან საპატიო მასონური მონუმენტიც აუგეს, მისი საოცნებო პირამიდა :givi: ალავერდის ეპარქიას აქვს კერძო საკუთრებაში მიწები და იმ მიწებზე ვერც გლეხი შევა და ვერც თავადი, თუ მესაკუთრემ არ მოინდომა, იმიტომ რომ კერძო საკუთრებას კანონი იცავს.

შენი ნათქვამიდან ვიგებთ რომ არსებული "კანონმდებლობა" არაეფექტურია(საარჩევნო კოდექსივით)

ჯერ "კანონებია" გადასახედი და დასახვეწი . . . . . .

არსებული საეკლესიო სამართალი კი არ არის არაეფექტური, ის სასულიერო პირია უვარგისი და მის ბედს და მომავალს ეკლესია გადაწყვეტს, ან არ გადაწყვეტს, ეს მხოლოდ ეკლესიის საქმეა, ვისაც არ მოსწონს სასამართლოს გზა იცის, მაგრამ იმ სასამართლოშიც ვერაფერს გახდება იმიტომ რომ ის მიწები კერძო საკუთრებაა და ჩემს კერძო საკუთრებაში მინდა გლეხს ავუკრძალავ შესვლას და მინდა პრეზიდენტს.

მე ხოარ შევცვლი კანონობს???

შენ არ, კი არა, ვერ შეცვლი.

ნეტა ვისი საქმეა(ეკლესიის ხოარა)??

:yes:

 

ეპისკოპოსად გახდომამ უბიძგა გარეწრობისკენ, თუ გარეწარი გახდა ეპისკოპოსი??????

ეს კითხვა მე არ მეხება და ვერ გიპასუხებ, პირადად მას უნდა დაუსვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

მე არ ვარღვევ და თუ ვარღვევ მიმითითეთ, მაშინ სად დავარღვიე და რომელი წესი?

აი ამ პოსტებით დაარღვიე:

კრუნჩხვებში არ ჩამივარდე

პარანოია გჭირს? ეს რა დღეში ყოფილხარ, რომ მცოდნოდა საერთოდ არაფერს დაგიწერდი

მიდი მიდი გამოიძინე ეხლა და დილით რომ ადგები სოდა გამოივლე

უაზროდ ბჟუტურობს აქ რაღაცას

 

აი ეს წესი:

2.8. ფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა და ა.შ.);

 

 

ამ პოსტით:

რასელი საერთოდ მიწიდან არის ამოსათხრელი და სანაგვეზე გადასაგდები

 

კი ეს წესი ირღვევა:

2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების....

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაგ სიტყვების მნიშვნელობებს გადახედეთ ლექსიკონში და მიხვდებით რომ არც ერთი არ არის შეურაცხმყოფელი.

ეაც შეეხება ამას:

რასელი საერთოდ მიწიდან არის ამოსათხრელი და სანაგვეზე გადასაგდები

 

 

კი ეს წესი ირღვევა:

2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების....

ჯერ ეს ერთი, ეს ყველაფერი მას შემდეგ დავწერე რაც თქვენ მოგმართეთ და ასე რომ იმ მიმართვას არ ეხებოდა და მაშინ ეს პოსტი არ არსებობდა, ეხლა მეორე, თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ რომელი რელიგიის ორგანო ან ხელმძღვანელი პირია რასელი? დამისახელეთ აბა რომელი რელიგიის? ასეთი რელიგია არ არსებობს, სადაც ვინმე შარლატანი ჩ.ტ.რასელი ხელმძღვანელი იქნებოდა. ასე რომ სექტანტების დამცავი მუხლი დაამატეთ წესებში ან და შარლატან სულწაბილწულ კაცს რომ იმას ვუწოდებ რაც იყო ნუღარ მეუბნებით რომ ამით თურმე რელიგიის წინამძღოლს შევურაცხყოფ, ვინაიდან შარლატანი რასელი რელიგიას კი არა გზააცდენილთა სექტას ხელმძღვანელობდა და საწყალი ხალხის ჯიბეებში აფათურებდა ხელებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ეს კითხვა მე არ მეხება და ვერ გიპასუხებ, პირადად მას უნდა დაუსვა.

სხვები ხო გეხებოდა???

ამ კითხვას იმიტო არიდებ თავს რო შენთვის და შენი ეკლესიისთვის სასურველი პასუხი ვერ მოიფიქრე,

ფაქტია რო გარეწარია და მერე გახდა თუ მანამდეც გარეწარი იყო მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

სხვები ხო გეხებოდა???

ჰო სხვები მეხებოდა.

ამ კითხვას იმიტო არიდებ თავს რო შენთვის და შენი ეკლესიისთვის სასურველი პასუხი ვერ მოიფიქრე,

არანაირად, უბრალოდ არ ვიცი როდის გახდა გარეწარი ეგ კაცი, რომ ვიცოდე გიპასუხებდი.

ფაქტია რო გარეწარია

კიი არის.

და მერე გახდა თუ მანამდეც გარეწარი იყო მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს

მართალი ხარ არა აქვს მნიშვნელობა, ჰო და თუ მნიშვნელობა არ აქვს რაღად მეკითხები?

მე აქ იმ ეპისკოპოსის დამცველი კი არ ვარ, ბოდიში და სულ ერთ ადგილზე მახატია ის ეპისკოპოსი თავისი ცოდვებიანად, მე აქ სხვა რამის გამო დავპოსტე, იმიტომ რომ დავინახე ეს პატივცემული, როგორ მზაკვრულად ცდილობდა ერთი უღირსი მღვდლის საქციელით მთლიანი ეკლესიისთვის მოეცხო ჩირქი, მაგრამ ვერ ჩაეტია ფეხი, რაც შეეხება უღირსებსა და შარლატანებს საკუთარ სექტაში მრავლად ჰყავს და იმათ უმსგავსობებზე ისაუბროს თუ ობიექტურია, მორწმუნე ადამიანად რომ მოაქვს აქ თავი, აქ მაინც დაბალმა იერარქმა შესცოდა და მაგათი სექტის მმართველი კორპორაციიდან ერთ ერთი რომ საუბრობს მაგათი სექტის სიბილწეებზე ეგ არაფერი? ხომ დავწერე ზემოთ ეს იგივეა რომის პაპმა რომ კათოლიციზმი დაგმოს, ჰო და ამხელა ხინჯი აქვთ სექტაში და სხვის ბეწვებს დასდევენ, ამიტომ დირეებიც უნდა დაუდო ხოლმე რომ არ დაავიწყდეთ საკუთარი სექტის წარსული და მიქარვები. სანამ სხვაზე დაიწყებენ ცილისწამებანარევ ვითომ სიმართლის ღაღადს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

პარადოქსიც მაგაშია ვინც ხვდება რო უვარგისი და შესაცვლელია იმას შეცვლის ძალა არ შესწევს, ხოლო იმას ვისაც შეუძლია შეცვლა მიხვედრის უნარი(ღმერთმა სხვადასხვა ნიჭით დაგვაჯილდოვა ადამიანები

საეკლესიო სამართალი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დგინდება და შესაბამისად იცვლება, არსებობს ადგილობრივი კანონიკაც, მაგრამ ამას წმინდა სინოდი ადგენს, ეგ ეპისკოპოსი 3 წელი გარეჯის მონასტერში მიავლინეს, ეს იცი რას ნიშნავს? დაახლოვებით ასეთი რაღაცაა, კომუნისტებს რომ მაგადანში გადაესახლებინე, ვინაიდან იმ ხრიოკში ანაფორით მხართეძოზე კი არავინ წამოგაწვენს იქ რომ, სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო ქვებს ათრევდა კილომეტრობით პაპანაქება უდაბნოში და ხან საქონლის მწყემსად იყო, ხან მრეცხავად და ხან ვირის მუშად თან პლიუს ამას 6 საათიანი ლოცვის რეჟიმი ქონდა დადგენილი დაჩოქილი, მიდი აბა 10 წუთი იდექი დაჩოქილი ლოცვა არ გინდა ისე, მუხლები რომ დაგისივდება მერე მიხვდები რეებიც გადაიტანა, აი ასეთ პირობებში იყო, მშიერ მწყურვალი, რაც შეეხება იმ მიწებს სადაც გლეხებს არ უშვებენ არის კერძო საკუთრება, "სახელმწიფოსაგან ნაყიდი კერძო საკუთრება" შენ შენს კერძო საკუთრებაში შეუშვებ სხვას? უფლებას მომცემ რომ შენს სახლში ვიცხოვრო? არა ხომ? აი ვთქვათ მე ვიყიდე ხვალ ის მიწები, გავაფორმე საპატრიარქოსთან ნასყიდობის ხელშეკრულება და ვიყიდე, იქ გლეხი კი არა ჭიანჭველა ვერ შევა, თუ მე არ მივეცი ნება, ეგ ვაჟბატონი კი გლეხების იმედად ცდილობს აქ რაღაც ცილისწამება შეთითხნოს, თან დარწმუნებული ვარ არც კი მოუსმენია რას ამბობენ ის გლეხები, ტაძრის ეზოდან გაგვყარა ღამის სათევად მისულებიო ურცხვად რომ იძახიან, ერთხელ დაესწარი ალავერდობას და მერე ნახავ რა სიბილწეებსაც ჩადიან იმ ეზოში, ლოთობენ იქვე ფსავენ, ღრეობა ჩხუბი დაჭრები და თელაველი ბოზების ფეხის აშვერები, ასეთ რამეს ეკლესია ვერ დაუშვებს საკუთარ კედლებში და ეზოდან გაძევება კი არა რომ არ გადაამტვრიეს ბეჭებზე კვერთხი არ გიკვირს? მიდი რა ერთხელ ალავერდობაზე ადი ამ ტაძარში და ნახავ ახმეტელ რქიანებს და თუშ ვიკინგებს რა დღეში აგდებენ იქაურობას ორ ჭიქას რომ დალევენ და ტვინი და მძღნერი ერთმანეთში აერევათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

მაგ სიტყვების მნიშვნელობებს გადახედეთ ლექსიკონში და მიხვდებით რომ არც ერთი არ არის შეურაცხმყოფელი

მე ვთვლი რომ თუ ადამიანს უწოდებ პარანოიკს, ეუბნები რომ კრუნჩხვებში ვარდება, ეს არის შეურაცხყოფა და განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება დაისჯება, რადგან სიტყვიერად უკვე გაფრთხილებული ხარ. რაღა თქმა უნდა გასაჩივრებაც შეგიძლია ადმინისტრაციასთან.

რაც შეეხება იმას თუ რომელი რელიგიური მიმდინარეობის ხელმძღვანელი იყო რასელი, ამაზე აზრი გიპასუხებს ვრცლად :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რაც შეეხება იმას თუ რომელი რელიგიური მიმდინარეობის ხელმძღვანელი იყო რასელი,

იმ წესებში რელიგიური მიმდინარეობები არ არის აღნიშნული, აღნიშნულია მხოლოდ კონფესიები და ძირითადი რელიგიები, და გინდაც რელიგიური მიმდინარეობებიც იყოს აღნიშნული, ვინ მიანიჭა ამ უბადრუკ სექტას რელიგიური მიმდინარეობის სტატუსი? ვინ აღიარა ეს სექტა რელიგიურ მიმდინარეობად? თავად იძახიან ალბათ აქ არა? ხალხს ატყუებენ რელიგიური მიმდინარეობა ვართო :givi: ვაი ვაი :givi: თვითონ ხომ არ იღიარეს საკუთარი თავები, რელიგიურ მიმდინარეობად? :givi:

 

Saturn

მე ვთვლი რომ თუ ადამიანს უწოდებ პარანოიკს

პარანოიკი არ მიწოდებია.

Saturn

ეუბნები რომ კრუნჩხვებში ვარდება

და არც ამას არ ვეუბნები.

მე ვთვლი

კიდევ რეებს თვლი ჩამოწერე რომ გავითვალისწინო, თორემ მე მხოლოდ საზოგადოდ აღიარებული შეურაცხმყოფელი ტერმინების შესახებ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...