Jump to content
Planeta.Ge

სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან


Recommended Posts

 

წარსულში, ეკლესია ხალხს ცეცხში წვავდა, დევნიდა, ქონებას ართმევდა და ამას ღვთის სახელით აკეთებდა. დღეს კი, როცა ეკლესიას თავისი კალთები თამამად აქვს გაფართოებული დედამიწის კიდით-კიდემდე, ვერ კმაყოფილდება სიმდიდრითა და ძალაუფლებით. მაშინ როცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში მილიონობით ლარს ღებულობს, ვერ კმაყოფილდება და გლეხების უფლებების ფეხქვეშ გათელვასაც კი ბედავს.

 

ამ დროს, საზოგადოება მიჩუმებულია. არავის სურს ხმის ამოღება და თავის შეწუხება. ზოგს ეშინია ხმა რომ ამოვიღო სექტანტად გამომაცხადებენ და მომიძულებს საზოგადოებაო.

 

იმდენს კი ვერ ხვდებიან ადამიანები რომ გლეზებსი უფლებების დაცვით, თავიანთ უფლებებს დაიცავენ. თუ ხმას არ ამოიღებს ხალხი, მოვა დრო როცა ეკლესია ძალადობას არა მარტო გლეხებზე, არამედ საზოგადოების სხვა ფენებზეც განახორციელებს.

 

ასე რომ თითოეულ ადამიანზეა დამოკიდბეული, რა ქვეყანას ავაშენებთ. მონათფლობელურ-ბატონყმურს, თუ თანასწორუფლებიან-დემოკრატიულს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 89
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

Beso Beria     შენს მიერ დაწერილ დემაგოგიურ, შეურაცხმყოფელ და დეზინფორმაციებით სავსე პოსტებს არ გამოვეხმაურები რომ თემას არ გადავუხვიო. ასე რომ დავუბრუნდეთ თემას და ყველას ვანახოთ მართლმადიდებელი ეკლე

Beso Beria

აზრი თქვენ ან სიტყვა ეკლესიის ეტიმოლოგია არ იცით, ან მიზანმიმართულად ცდილობთ ცალკეული უღირსი ეპისკოპოსი მთლიანად ეკლესიის სახედ წარმოაჩინოთ, ალავერდის ეპარქიის წინამძღოლი ვინმე დავით მახარაძე ისეთივე

აზრი

mama   ზუსტად წერ ყველაფერს. თუ სადმე ოდესმე კაი მომხდარა ქართველი ერის ისტორიაში, ყველაფერს ეკლესიას და მართლმადიდებლობად წოდებულ რელიგიურ მიმდინარეობას მიაწერენ ხოლმე. მტრის ხატის შემქნის სპეციალისტ

აზრი

მაშინ როცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში მილიონობით ლარს ღებულობს, ვერ კმაყოფილდება და გლეხების უფლებების ფეხქვეშ გათელვასაც კი ბედავს.

საეკლესიო ყმებად უნდათ აქციონ გლეხები

არც ერთი სხვა რელიგია და არც სექტა ისე არ ავიწროვებს და არც საცინად იგდებს ხალხს როგორც მართლმადიდებლობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

არც ერთი სხვა რელიგია და არც სექტა ისე არ ავიწროვებს და არც საცინად იგდებს ხალხს როგორც მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლობა? იქნებ სასულიერო პირებს გულისხმობდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

მართლმადიდებლობა? იქნებ სასულიერო პირებს გულისხმობდი?

 

 

ხო რათქმაუნდა თვითონ რელიგიასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს

მაგრამ სასულიერო პირების ინტერპრეტაცია და მათი სწავლება ნამდვილად საშინელებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებლობა? იქნებ სასულიერო პირებს გულისხმობდი?

alex

 

ორივეს! მართლმადიდებლობას შეადგებს არა მხოლოდ მცნებები და სწავლებები, არამედ მაგ სწავლებები შემთხზველი მამაოები (ე.წ. სასულიერო პირები) რომლებიც მართლმადიდებლობად წოდებული რელიგიური მიმდინარეობის ნაყოფს წარმოადგენენ.

 

კიდევ თუ გაქვს დამატებითი კითხვები დასვი და გიპასუხებ, ოღონდ აზრიანი კითხვები დასვი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი იქნებოდა მერე მხარის აზრიც მოგვესმინა რა ხდება

Augustus

 

სათქმელი არაფერი ჰქონდა ეკლესიის მხარეს თორემ იქ მისულ ჟურნალისტებს ორ სიტყვას მაინ ეტყოდნენ. ის თუ რა ხდება, ზემოთ დადებულ ვიდეოში ბრწყინვალედაა გადმოცემული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სათქმელი არაფერი ჰქონდა ეკლესიის მხარეს

თქვენ ან სიტყვა ეკლესიის ეტიმოლოგია არ იცით, ან მიზანმიმართულად ცდილობთ ცალკეული უღირსი ეპისკოპოსი მთლიანად ეკლესიის სახედ წარმოაჩინოთ, ალავერდის ეპარქიის წინამძღოლი ვინმე დავით მახარაძე ისეთივე ეკლესიაა როგორც თქვენ "სიმართლის მღაღადებელი", ამიტომ ცალკეული განსაკვეთად გამზადებული ეპისკოპოსის უღირსი საქციელით აპელირებას მოეშვით და საზოგადოებას ჯერ ის აუხსენით, რომ სანამ გლეხები პრეტენზიას გამოთქვამდნენ ამ "ქვეწარმავლის" მიმართ მანამდე თავად მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებამ მიმართა საპატრიარქოს მის განსაკვეთად. აგერ წერილიც:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II _ს

წმიდა სინოდს

 

“სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.” ამინ!

 

ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰყავდეს სულიერი მამა და მოძღვარი, ჩვენც გვაქვს პატივი ვიწოდებოდეთ თქვენი უწმიდესობის ერთგულ შვილებად. სწორედ მამაშვილობის ამ გრძნობამ გაგვაბედინა თქვენი ყურადღების მოპყრობა და ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება წერილობით მოგმართავთ ჩვენს გასაჭირზე: ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, მუდამ თქვენდამი სიყვარულით განწყობილნი და ერთგულებით მლოცველნი, თქვენს მიერ ნაკურთხნი და თქვენი ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, თქვენს მიერ მადლით აღვსილნი, ყოველთვის დიდი რწმენით და სასოებით ვემსახურებოდით და ვემსახურებით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ ალავერდის ეპარქიაში მრევლს. საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მრავალრიცხოვანი მრევლის ერთგულება რწმენისადმი, ჩვენი ტაძრებისა და ტრადიციებისადმი, მათი მღვდელმსახურებისადმი. ეპარქიის მღვდელთა შორის მუდამ იყო ქრისტესმიერი სიყვარული, ერთმანეთისადმი ძმობა, თანადგომა და თანაგრძნობა, ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა გაუგებრობის ან დაპირისპირების სულ უმნიშვნელო გამოვლენაც კი. ყოველივე ზემოთქმული იყო ეპარქიის ღირსეულ მღვდელმთავართა ყველასადმი ჭეშმარიტად მამობრივი მზრუნველობის, ყველასადმი ერთნაირი სიყვარულის, სამართლიანი მოთხოვნის შედეგი.

ეს ყველაფერი იყო და სამწუხაროდ აღარ არის, აღარ არის მას შემდეგ, რაც ეპარქიას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი დავით მახარაძე. მან ერთბაშად, მოსვლისთანავე ხელი მიჰყო ადგილობრივი მღვდლების დევნასა და შევიწროებას. მისი ქცევისა და ურთიერთობის წესი არაფრით არ ესადაგება ეკლესიის როგორც კანონიკურ, ისე ტრადიციულ წესებს, რაშიც ენერგიულად იყენებს თავის მიერ ჩამოყვანილ და ადგილზე გაფართოებულ ” ერთგულ მსახურთა” მცირე გუნდს. ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე უნდობლობას გვიცხადებს მღვდლებს და მრევლს. ეკლესიაში ამკვიდრებს ურთიერთდაპირისპირებას და სიძულვილს, მიმართავს შანტაჟს, დაშინებას, ეკონომიკურ ზემოქმედებას. აშკარად ავადმყოფური განდიდების მანიით შეპყრობილი, ვეღარ არჩევს კეთილსა და ბოროტს, კარგსა და ავს, ჭეშმარიტსა და მცდარს, რითაც დაღუპვის პირამდე მიიყვანა ეკლესიის მსახურთა საქმიანობა, ათეულ წლობით სათუთად მოვლილი და შენახული, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, კომუნისტურ რეპრესიებს გადარჩენილი, ღვთისა და მრევლის წინაშე პირნათელი ალავერდის ეპარქია.

მთელი ოთხი წლის მანძილზე ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება ყოველნაირად ვცდილობდით ადგილზე მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი. ვუფრთხილდებოდით როგორც ეპარქიის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის სახელს და ავტორიტეტს, მივდიოდით ყოველგვარ დათმობაზე, მიტევებაზე, შერიგებაზე, ურთიერთგაგებაზე, მაგრამ ყველაფერი ეს ერთი ასად უკუღმა გვიბუნდებოდა. ეპისკოპოსი დავით მახარაძე უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით აგრძელებდა თავის პირადი მიზნების განხორციელებას. არა და არ დაგვადგა საშველი. მისმა გაუთავებელმა და დაუოკებელმა მოქმედებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ამიტომ დღეს თავს ვალდებულად ვთვლით და უფლებას ვაძლევთ უმორჩილესად მოგმართოდ თქვენ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს და წმიდა სინოდს – გამოვიტანოთ სააშკარაოდ თქვენს წინაშე, თუ რა მდგომარეობაა ალავერდის ეპარქიაში უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე. მოკლედ, სულ რამდენიმე მაგალითით, შევეცდებით წარმოგიდგინოთ შექმნილი ვითარება.

1993 წლის სექტემბერში, თელავის ღვთაების ტაძარში (რეზიდენციაში), პირველად შემობიჯებისთანავე, მეუფე დ. მახარაძემ, მისალმებისას ეკლესიის დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს პირდაპირ განუცხადა: ” საორწილე აქ არაფერია, ყველაფერი ჩამაბარეო”. აქვე გამოაცხადა ღვთაების ტაძარი დედათა მონასტრად. დეკანოზმა მოკრძალებით განუმარტა ამ აზრის მიზანშეუწონლობა, რასაც ეპისკოპოსმა ყურიც არ ათხოვა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა უარი ათქმევინა ამ განზრახვაზე. მეორე დღეს, საღამო ხანს, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ სახლში მიაკითხა დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს ორი მანქანით, მოსთხოვა სასწრაფოდ ღვთაების ტაძრის შემოსავლების მისთვის გადაბარება. ეპისკოპოსს ზურგს უმაგრებდნენ მეორე მანქანაში მყოფი კბილებამდე შეიარაღებული მხედრიონელები. იარაღის ძალის დემონსტრირებით, მხედრიონელების დახმარებით ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ ხელში ჩაიგდო თელავის ღვთაების ტაძრის წინამძღვრობა. ასეთ სიტუაციაში ტაძრის ”გადაბარებამ” მეტად არასასიამოვნო და გაუგებარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ყველა. ეს იყო მხედრიონის თარეშის ხანა, ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ვიდრე ერთ-ერთ საეპარქიო კრებაზე, მიუხედავათ სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობისა, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ გამოიტანა დადგენილება ყოველ ტაძარზე სამი მხედრიონელის მიმაგრების შესახებ. ამ დადგენილებას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტი: მხედრიონელები, მეუფე დ. მახარაძის დავალებით ცემა-ტყეპით გაუმასპინძლდნენ ალავერში მოსულ მლოცველებს: ქალებს, კაცებსა და ბავშვებს, ეპისკოპოსი კი მეორე დღეს ამით თავს იწონებდა და იძახდა: ”ეს სჯულის კანონით მიღებულიაო”. სულ მალე, მხედრიონელებმა, რომლებმაც ჯერ შეურაცხყვეს აწყურის წმ. გიორგის ტაძარი, რადგან აღსავლის კარით შევიდნენ საკურთხეველში და როცა ვერაფერი იპოვეს, ძარცვის მიზნით, სოფ. რუისპირში თავს დაესხნენ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის ოჯახს, მისმა მეუღლემ მომხვდურებს განუცხადა, რომ ეკლესიას, მღვდლის ოჯახს ასე არ უნდა მოქცეოდნენ, რაზეც მხედრიონელთა უფროსმა პირდაპირ უპასუხა: ამაზე ჩვენ მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევა გვაქვსო. ეპისკოპოს დ. მახარაძის მხედრიონთან ალიანსის კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ მხედრიონის წევრების დაპატიმრების შემდეგ, მრევლში აგროვებდა ხელმოწერებს მათი შეწყალების მოთხოვნით.

დამნაშავეთა სამყაროსთან ეპისკოპოს დ. მახარაძის საეჭვო ურთიერთობებზე მეტყველებს ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული 5 ტონა შაქრის ფხვნილის შუამთის მონასტრიდან ყაჩაღური გატანის ფაქტიც, თუ არა ჩვენი ჩარევა, ეპისკოპოსი ამაზე საქმის აღძვრასაც კი არ აპირებდა. შემდგომ, დეკანოზ ბარნაბა წვერიკმაზაშვილისადმი მტრულად განწყობილმა მეუფემ სცადა, მისთვის დაებრალებინა ეს სამარცხვინო ქურდობა. ყურადსაღებია ის, რომ ამ დროს შუამთის მონასტერს თავს აფარებდა ორი საერთაშორისო ძებნაში მყოფი დამნაშავე, ვითომდა სულის განსაწმენდელად.

როგორს ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ იმთავითვე განაცხადა: ” აქ საორწილე არაფერიაო” და რასაც დღეს ასე ხსნის: ” მაშინ ძალიან მიჭირდაო”, ვერცხლისმოყვარეობის სენით შეპყრობილმა მოახდინა ტაძრების სამეურნეო- საფინანსო საქმეების სრული მონოპოლიზაცია, შემოიღო ჩვენს დროში საქართველოს საეკლესიო პრაქტიკაში უპრეცენდენტო მოვლენა—ალავერდის ეპარქიის ეკლესია- მონასტრების ცენტრალიზაცია. მიუხედავად მღვდელმსახურთა წინაარმდეგობისა, მეუფემ მაინც თავისი გაიტანა, ეპარქია ”ახალ სისტემაზე” გადაიყვანა. რის განსახორციელებლადაც იყენებდა, როგორც თვითონ უწოდებს—ექსპერიმენტს: ყოველ საეპარქიო კრებაზე მღვდლების ერთი ტაძრიდან მეორეში სისტემატიურ გადაყვან- გადმოყვანას, დანიშვნა-განთავისუფლებებს, ურთიერთდაპირისპირებების შექმნას, მღვდლების ავტორიტეტის შელახვას.

იმ დევიზით, რომ ებრძვის ”საპატრიარქოს მაფიას”, გააუქმა საპატრიარქოსთან ანგარიშგების და ურთიერთობის მანამდე არსებული წესი. აკრძალა საპატრიარქოსთან ჩვენი ყოველგვარი უშუალო ურთიერთობა. გზა გაუხსნა ბაზრის ( კერძო წარმოების) სანთელს. როდესაც ეს ფაქტი ვამცნეთ უწმიდესს და უნეტარეს პატრიარქს, მეუფე დ. მახარაძე უფრო მეტ დაუძინებელ მტრად გვექცა. მიგვაჩნია, რომ მის მიერ საქართველოს საპატრიარქოში წარდგენილი ყოველგვარი საფინანსო ინფორმაცია არის საეჭვო და შესამოწმებელი.

რაკი მაინც ვერ მოახერხა ტაძრიდან ტაძარში მღვდლების ამდენი გადაყვან- გადმოყვანით ( რასაც დეკანოზმა ევსტათი ბელადიძემ ’’ფსიქოლოგიური ომი’’ უწოდა), ტაძრების წინამძღვრებად თავისი სასურველი პირების დანიშვა—თვითონ შეითავსა ყველა ტაძრის წინამძღვრობა. მღვდლებს ჩამოერთავათ უფლება და საშუალება იზრუნონ თავიანთი ტაძრების კეთილდღეობაზე. მთლიანი შემოსავალი ’’ბედნიერი’’ მეუფე დ. მახარაძის ქისაში მიჩხრიალებს. ყველა ტაძრის ნებაყოფილობითი შემოწირულობების ყუთების გასაღებებიც კი საკუთარ ჯიბეში მოაქცია, რომ ყოველივე თავის გავლენის ქვეშა და ზემოქმედებაში ამყოფოს. სამღვდელოება ჩამოაცილა საპატრიარქოს, იქამდე მივიდა, რომ ყოველ ქრისტიან-მართლმადიდებელ ქართველთა უპირველეს სულიერ მოძღვართან, უწმიდესთან და უნეტარესთან მისვლას, გულისტკივილის თუ აღსარების თქმასაც კი გვიშლის, თვითონ აღსარების საიდუმლოს მიღებას მისცა დაკითხვა- დასმენის ხასიათი და მნიშვნელობა. საეპარქიო კრებებზე და ცალკეული შეხვედრებისას მაგნიტოფონით ახდენს ჩვენი საუბრების ჩაწერას.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი მეტად უარყოფით ზეგავლევას ახდენს ეპარქიის მღვდელთა, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ყოფაზე, რა თქმა უნდა ეპისკოპოსთან დაახლოებული ვიწრო წრის გამოკლებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეპისკოპოს დ. მახარაძის ხელმძღვანელობით და ხელის შეწყობით ალავერდის ეპარქიაში არაფერი მნიშვნელოვანი და ღირსეული არ შექმნილა. მისმა მისიონერულმა ნაღვაწმა, ვითომდა ეკლესიურმა მსვლელობებმა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, მთათუშეთში, არავითარი სასიკეთო ნაყოფი არ გამოიღო, ვინაიდან ამ ყველაფერს თან ახლდა ეპისკოპოსის ახლობლების მხრიდან უზნეო საქციელი, ლოთობა და გაუპატიურება. ამ მოვლენებმა მხოლოდ ავტორიტეტი შეულახეს ეკლესიის მსახურთ.

ვხედავდით რა, რომ მეუფე დავით მახარაძეს არ ჰყოფნიდა არც სულიერება, არც ცოდნა და გამოცდილება, ჩვენ ყველამ, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე არაერთხელ ვცადეთ გვერდში დავდგომოდით და როგორმე სწორად წარგვემართა საერთო საქმე, მაგრამ მისგან ყოველთვის, პირდაპირ და ზურგსუკან, ვერაგულ და დაუმსახურებელ პასუხს ვიღებდით. ამის შედეგია ოთხი სასულიერო პირის გაძევება- გაქცევა ეპარქიიდან.

ყოვლად გაუგებარია და გაუმართლებელი ეპისკოპოს დ. მახარაძის აშკარა მტრული დამოკიდებულება ხალხის, მორწმუნე მრევლის საეკლესიო და საერო ტრადიციებისადმი. რამაც მთლიანად გააოგნა ხალხი და მრავალი მორწმუნე სრულიად ჩამოსცილდა ეკლესიას, დაიფანტა ძველი მრევლი. მაგალითად ტაძარში მლოცველებს აუკრძალა ღამისთევა, არ მიიღო საზიარებლად ამაღლების დღესასწაულზე სოფლებიდან ჩამოსული, მარხვაგამოვლილი მორწმუნეები, თანამზრახველთა დახმარებით სასაცილოდ აიგდო და ტაძრიდან გააძევა ისინი.. კერპთაყვანისმცემლობად მიაჩნია სადღესასწაულოდ მოსულ მლოცველთა მიერ საკლავის დაკვლა და მხიარულება. ყოველთვის ცდილობს ასეთ მოვლენები წარმოაჩინოს უარყოფითად, მისცეს მათ საწინააღმდეგო ახსნა, დაინახოს ყველაფერში მხოლოდ ცუდი და მიუღებელი. უფრო მეტიც, ეპისკოპოსი სთესავს ერთა შორის, ეკლესიათა შორის, სარწმუნოებათა შორის მტრობას, განხეთქილებას, დაპირისპირებას, იყენებს ცილისწამებებს და ჭორებს, ქონდრისკაცისეულ შანტაჟებს, მდაბიო, უმეცარ გამოსვლებს ტელევიზიით და ყოველივე ამას საფუძვლად უდებს თავის უსუსურ, აკვიატებულ წარმოდგენებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკაზე. შემოკრებილი ამალის გუნდრუკის კმევით, მთელი თავისი ქმედებით, სპობს და ბოლოს უღებს ყოველივე იმას, რასაც პირველი თვითონ უნდა იცავდეს, უფრთხილდებოდეს და მზრუნველობდეს. ყოველივე ამის კიდევ ერთი დადასტურება და მაგალითია ივნისის თვეში გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან ჩამოსული დელეგაციის ვიზიტის დროს ეპისკოპოს დ. მახარაძის ცილისწამებები დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის მიმართ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატივმოყვარეობა და განდიდების მანია, გამოუცდელობასთან ერთად, ამპარტავანს ხდის ეპისკოპოს დ. მახარაძეს, რაც თავისთავად ხელს უშლის მას სწორად წარმართოს თავისი საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ამასწინად საპატრიარქოს მიერ საგანგებოდ გამოცხადებული სამდღიანი მარხვისა და წირვის შესახებ ინფორმაცია მან არ გააცნო ეპარქიის მღვდელმსახურებს. იმარხულეს და წირვა აღავლინეს მხოლოდ მეუფესთან დაახლოებულმა პირებმა, დანარჩენებს კი ამის შესახებ შეგნებულად არ შეგვატყობინეს. ჩვენს ეპარქიაში წირვისათვის საჭირო სებისკვერს ყველა ტაძარში ეპისკოპოსის მთავარხუცესი არიგებს, ასე რომ მეუფის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ტაძარში როდის და რამდენჯერ აღსრულდება წირვა-ლოცვა. რატომ არ მოგვიტანეს ასეთ უმნიშვნელოვანესი დღისათვის სებისკვერი, რატომ არ გაგვაფრთხილეს გამოცხადებული მარხვის შესახებ? იმიტომ, რომ მრევლისა და ხალხის თვალში დავემცირებინეთ. თელავი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ჭორი და მართალი სწრაფად ვრცელდება; თვითონ იმარხულეს, ილოცეს, ხალხის წინაშე ღვაწლმოსილნი გამოჩნდნენ, ხოლო ჩვენ შერცხვენილნი, უმარხველნი, ულოცველნი და თავსლაფდასხმულნი, საქმის მოღალატენი უნდოდათ წარმოვეჩინეთ ხალხის თვალში; აი, რა მეთოდებით გვთრგუნავენ და გვასწორებენ მიწასთან. ესეც ჩვენი ეპისკოპოსის აზროვნების და მოქმედების დამახასიათებელი ნიმუშია.

აგრეთვე არავინ იცის, ვის და რას ემსახურება ალავერდის ეპარქიასთან მეუფის მიერ შექმნილი შ. პ. ს. ‘’კიპარისი’’.

საზოგადოებაში და მორწმუნეთა შორის გაუგებრიბასა და არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს მისი ლტოლვა შუამთის დედათა მონასტრისადმი, სადაც დღისით თუ ღამით, თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. მონასტერში არ არის არჩეული წინამძღვარი, ესეც თვითონ შეითავსა, წირვა- ლოცვები ტარდება ბერძნული წესის მიხედვით. ეპისკოპოსის ყოველი დაბრუნებას თელავში, ღვთაების მონასტერში მეფის შესაფერისი ზარ- ზეიმით ხვდებიან მისი გუნდის წევრები.

უნდა ითქვას, რომ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან ჯდომა და ქალაქში განავარდება მისთვის მეტად სასიამოვნო საქმიანობაა. იყო შემთხვევა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, 4 მგზავრით იყალთოს მონასტრის გზაზე გადააკოტრიალა ავტომანქანა ’’ნივა’’. ღვთის წყალობით ყველანი გადარჩნენ. ჩვენ მაშინაც ვურჩიეთ, რომ მთვრალი აღარ დამჯდარიყო საჭესთან.

როგორც ამ ოთხმა წელმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, ეპისკოპოს დავით მახარაძეს მისი პიროვნული თვისებები: პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნემა, შური, სიძულვილი, ამასთან მცირე ცოდნა და გამოუცდელობა ხელს უშლის იცხოვროს და იღვაწოს მისი მაღალი წოდებისა და საპატიო სამსახურის შესაფერისად, ღირსეულად. ამიტომაც სჭარბობს მის საქმიანობაში საეო ცხოვრებაში დამკვიდრებული სამსახურებრივი ურთიერთობის მანკიერი და მახინჯი მეტოდები და ხერხები. ხელქვეითთა მიმართ მისი დამოკიდებულება განპირობებულია არა სიყვარულით, სათნოებით, მამობრივი მზრუნველობით, ურთიერთგაგებით, მიტევებით არამედ დესპოტის სიძულვილით, უსიტყვო მონური მორჩილებით, ლაქიობის, პირმოთნეობის დასაგმობი პრინციპებით.

ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა. გაიხლიჩა სამღვდელოება, დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. საეპარქიო კრებებზე მუდმუვად დაძაბული ატმოსფეროა, უნდა ითქვას, რომ ეს კრებები უფრო სასამართლო სხდომებს ჰგავს. შექმნილი სიტუაცია სასწრაფო განმუხტვას მოითხოვს.

თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ კახელები მომთმენი ხალხი ვართ, ღვთის წინაშე მოსათმენი მოვითმინეთ, დასათმობი დავთმეთ, მისატევებელი მივუტევეთ, არა ერთხელ, არამედ ათასჯერ, მაგრამ ყოველივე ამან კეთილი ნაყოფი არ გამოიღო, ყოველივე უარესისაკენ წავიდა. აქ არის ერთი უპირველესი და უმთავრესი გარემოება, რომელიც ჩვენს გაჭირვებას გაუსაძლისს ხდის: მიუხედავად იმისა, რომ მეუფე დ. მახარაძემ ბევრი რამ დაგვაკარგინა და ბევრიც დაგვათმობინა, მთავარი მაინც ის არის, რომ ურთიერთსიყვარული, ურთიერთნდობა, ურთიერთპატივისცემა აღარ არის და რაც ყველაზე გულსატკენია არა გვყავს სულიერი მამა და მოძღვარი, გზის მანათობელი და სულის მესაიდუმლე. სამწუხაროდ მეუფემ ეს ვერ შეძლო. იგი ჩვენ არ გვენდობა ( ამას ყველას გასაგონად გვეუბნება). ვეღარც ჩვენ ვენდობით მას. ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია, რომ მეუფეს აღსარება ჩავაბაროთ და შენდობა და პატიება გამოვთხოვოთ, რადგან ან ამ აღსარების მონებად გვაქცევს ან ხალხში წამოგვაძახებს განდობილ საიდუმლოს! დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები! ვერც მის მთავარხუცესებს ჩავაბარებთ აღსარებას გასაგები მიზეზების გამო.

ასე, რომ თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ უმამოდ დარჩენილთ, დაობლებულთ და გზააბნეულთ სხვა არა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოგმართოთ თქვენ--- ჩვენს დიდი მამას, ერის სულიერ მამას და გთხოვოთ შეწყალება.

ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს შესაბამისი ციტატები წმიდა წერილიდან თუ სჯულის კანონიდან, თქვენს უწმიდესობას ერთიც და მეორეს ჩვენზე უკეთესად მოეხსენება. ჩვენი ერთადერთი სურვილია ალავერდის ეპარქიას დაუდგინოთ ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც გაამთლიანებს, გააერთიანებს გახლეჩილ ეპარქიას, გაგვიწევს მამობას, რომელიც გასწმედს ჩვენს სულებს ცოდვებისაგან.

ამიტომ უმორჩილესად მოგმართავთ თხოვნით, თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს- პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე წმიდა სინოდს, რომ ’’უნაყოფო ხე მოიკვეთოს’’, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილების მეოხებით, კვლავ ძველებურად ღვთისადმი ერთგულებით და სიყვარულით, ლოცვითა და ვედრებით, ჩვენი ყოველდღიური გულწრფელი მსახურებით, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნად ყველაზე წმიდა და დიდ საქმეში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამსახურში.

იმედი გვაქვს, რომ თქვენი უწმიდესობა შეუნდობს თავის ცოდვილ და მასთან ერთგულ შვილებს და ჩვეული სიბრძნით გამოიყვანს სულიერი გაჭირვებიდან.

 

ჩვენთან არს ღმერთი.

 

დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი

დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი

დეკანოზი ევსტათი ბელადიძე

დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი

დეკანოზი ბარნაბა წვერიკმაზაშვილი

დეკანოზი დავით მოსიაშვილი

მღვდელი ზენონ მანოშვილი

მღვდელი ელისე ბურდული

მღვდელი ფარნაოზ მარგალიტაშვილი

მღვდელი ისააკი

აი ასეთია ობიექტური რეალობა და თქვენ კი ნაცვლად იმისა, რომ რეალობა გაახმოვანოთ ეკლესიას სწამებთ ცილს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

თქვენ ან სიტყვა ეკლესიის ეტიმოლოგია არ იცით,

Beso Beria

 

მკითხაუბას მოეშვი და ეკლესიის სამარცხვინო ქმედებაზე ორი სიტყვა დაწერე ან დემავგოგიას თავი დაანებე. არ გამოგივა(თ) მართლმადიდებლად წოდებული რელიგიის მიმდევრებს თვალებში ნაცრის შეყრა მთელი საქართველოსთვის! ეს ჩემგან დაიმახსოვრეთ და თქვენს თანამორწმუნეებსაც გადაეცით.

 

 

 

 

ან მიზანმიმართულად ცდილობთ ცალკეული უღირსი ეპისკოპოსი მთლიანად ეკლესიის სახედ წარმოაჩინოთ, ალავერდის ეპარქიის წინამძღოლი ვინმე დავით მახარაძე

ისევ მკითხაობ. ან ის ან ეს. იქნებ ის ან იქნებ ეს?

 

სერიოზულ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე თქვენი სახით. თუ რატომ, ეხლავე მოვახსენებ ფორუმის მომხმარებელს რომ თქვენს "ლამაზ" დემაგოგიას გასაქანი არ მივცე. :)

 

შენ ამბობ, რომ ერთი ცალკეული ვინმე (ამ შემთხვევაში) დავით მახარაზე უღირსი ეპისკოპოსიაო და მის მიერ განხორციელებული უღირსი საქციელის გამო, მთელი ეკლესია არ უნდა მოიაზროთ მასეთადო.

 

თქვენ "დალოცვილის" შვილებო თქვენა, მაგ თქვენ ეკლესიაში რომ ბლომ-ბლომად გყავთ მასეთი უღირსი ეპისკოპოსები მაგას რა ვუყოთ?! რომ გამიშვანშვალე ეგ ვითომ მსუქანი წერილი, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დავით მახარაძის უღირსობა გინდა დაამტკიცო, ის რატომ არ მოაყოლე ბოლოში, რომ ეგ მსუქანი წერილი 14 წლის წინ მისწერეს თქვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეგ ეპისკოპოსი ისევ თავის "ღირსეულ" სკამზე ზის. ჰა? რატომ არაფერი იღონა შენმა წმინდა ეკლესიამ მაგ "უღირსი" ეპისკოპოსის "წმინდა" ეკლესიიდან მოსაშორებლად? ჰა? 14 წელი გავიდა მაგ წერილის დაწერიდან! თუ იმის თქმა გსურს რომ ეკლესია წმინდაა და ერთეულები არიან უღირსები, მაშინ ეგ ერთეულები ეკლესიაში აღარ უნდა გყავდეთ! 14 წლის წინ დაწერილი წერილით ეკლესიის გაწმინდავებას რომ ვერ შეძლებ, ამდენს თუ აანალიზებ?

 

და ბოლოს, ცნობისათვის: ქართული სიტყვა ეკლესია ბერძნული სიტყვიდან "ეკკლესია" (ბერძნ: ἐκκλησία) მომდინარეობს და ნიშნავს მორწმუნეთა კრებულს. ხოდა, როცა მორწმუნეთა კრებულში მასეთი უღირსი ეპისკოპოსები და მამაოები აღარ გეყოლებათ, მაშინ გექნებათ სუფთა ეკლესია (მორწმუნეთა კრებული), ხოლო სანამ მასეთი უღირსებითაა სავსე ეკლსიას (მორწმუნეთა კრებული), მანამდე პრეტენზია ნუ გაქვს იმაზე რომ ეკლესია არაფერ შუაშია და მხოლოდ ცალკეული ვინმეები არიან ცუდებიო. ეგ ალიბაბა კამფეტი, საბავშვო ბაღში შეგიძლია დაურიგო მათ, ვინც ფიქრობ რომ დაგიჯერებს. ამ ფორუმზე კი მხოლოდ ისეთი ხალხი არ შემოდის და არ წერს, ვინც მაგ თქვენს ეკლსიაში მივა და დაზომბირებული თავს დაუქნევს "ღირსეულ" მამაოებს, ხო მასეა მასეაო.

 

ახლა წადი და 14 წლის წინ დაწერილი წერილი (ზუსტად თუ ვიტყვით 1997 წლის 14 აგვისტოს მიწერილი), ამობეჭდე და შენს ეკლესიას ხელახლა მიუტანე და უთხარი, ჩემო წმინდა ეკლესიავ, ე უღირსი მამაო ეპისკოპოსად რომ გვყავს, 14 წლის მანძილზე რით ვერ განკვეთეთ, განსაკვეთად გამზადებულია უკვე რახანიათქო, ხომ არ იწონებთ მის უღირსობასთქო. თუ არ იწონებთ ამდენი წელი რას ელოდებითთქო. აი ასე უნდა მოიქცე და არა ისე, როგორც ამ ფორუმზე მოიქეცი. ;)

 

აბა შენ იცი, წარმატებებს გისურვებ(თ) თქვენი ეკლესიიდან უღირსი ხალხის გაწმენდით! თუმცა, 14 წელია ერთი "უღირსი" ეპისკოპოსისთვის ვერ მიუხედია თქვენს წმინდა ეკლესიას და დანარჩენზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია!

 

 

 

 

პ.ს.

არა რაა, ეს მაგარი იყო:

ცალკეული განსაკვეთად გამზადებული ეპისკოპოსის უღირსი საქციელით აპელირებას მოეშვით და საზოგადოებას ჯერ ის აუხსენით, რომ სანამ გლეხები პრეტენზიას გამოთქვამდნენ ამ "ქვეწარმავლის" მიმართ მანამდე თავად მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებამ მიმართა საპატრიარქოს მის განსაკვეთად. აგერ წერილიც:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II _ს

წმიდა სინოდს

 

“სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.” ამინ....

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ეს ჩემგან დაიმახსოვრეთ და თქვენს თანამორწმუნეებსაც გადაეცით

ნამდვილად არ მეგონა თუ ჩემი პოსტი თქვენს გამწარებას გამოიწვევდა, დაწყნარდით, სკამიდან ჩამოდით და ისე ისაუბრეთ.

ის რატომ არ მოაყოლე ბოლოში, რომ ეგ მსუქანი წერილი 14 წლის წინ მისწერეს თქვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეგ ეპისკოპოსი ისევ თავის "ღირსეულ" სკამზე ზის.

და რა თქვენი საქმეა? ჰა? ჰააა? :givi:

რატომ არაფერი იღონა შენმა წმინდა ეკლესიამ მაგ "უღირსი" ეპისკოპოსის "წმინდა" ეკლესიიდან მოსაშორებლად? ჰა?

და რა თქვენი საქმეა ჰა? ჰაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ნამდვილად არ მეგონა თუ ჩემი პოსტი თქვენს გამწარებას გამოიწვევდა, დაწყნარდით, სკამიდან ჩამოდით და ისე ისაუბრეთ.

Beso Beria

 

შენ როგორც ჩანს მკითხავი ხარ, ოღონდ ცუდი მკითხავი, რადგან სკამი არაფერ შუაშია ჩემ პოსტებთან. სკამზე შენი ეკლესიის წევრებს უყვართ ასვლა და იქიდან ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხი.

 

 

 

და რა თქვენი საქმეა? ჰა? ჰააა?

და რა თქვენი საქმეა ჰა? ჰაა?

რამდენი ნაძირალა გაამწარებს უბრალო გლეხს, ყველა ნამდვილი ქართველის საქმეა! 14 წლის წინ საპატრიარქოსთვის, ილია ვტაროისთვის და სინოდისთვის მიწერილი წერილი რომ ძაღლადაც არ ჩააგდო შენმა "წმინდა" ეკლესიამ ფაქტია. ის ეპისკოპოსი რომელიც თქვენი ეკლესიის საპატიო წევრია, ქართველ გლეხობას სისხლს უშრობს და იგივე ეკლესია კი რომლის წევრებიც სისაძაგლეს ჩადიან, გაყუჩებულია.

 

წადი ახლა და რამე სასიკეთო საქმე ნახე, ეკლესიის წმინდანად გამოყვანის ნაცვლად, რამე ისეთი აკეთე, რომ იმ გლეხების უფლებები კიდევ არ გათელოს ფეხით თქვენმა "წმინდა" ეკლესიამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კარგი ნუ აკაკანდი შენი ჭირიმე კვერცხი არ დაგვიდო აქ :givi:

რამდენი ნაძირალა გაამწარებს უბრალო გლეხს,

მაგ ნაძირალის შესახებ იციან და თავად მიხედავენ შენ რატომ კრიახობ, გლეხებმა დაგიქირავეს ადვოკატად?

14 წლის წინ საპატრიარქოსთვის, ილია ვტაროისთვის და სინოდისთვის მიწერილი წერილი რომ ძაღლადაც არ ჩააგდო შენმა "წმინდა" ეკლესიამ ფაქტია.

და შენი რა საქმეა ჰაა? ჰაა? :givi:

ის ეპისკოპოსი რომელიც თქვენი ეკლესიის საპატიო წევრია,

შენ რა იცი მუთაქებს უსწორებ ხოლმე? :givi:

არამკითხე მოამბესავით ნუ ეჩხირები იქ სადაც შენი საქმე არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მაგ ნაძირალის შესახებ იციან და თავად მიხედავენ შენ რატომ კრიახობ, გლეხებმა დაგიქირავეს ადვოკატად?

 

და შენი რა საქმეა ჰაა? ჰაა? :givi:

Beso Beria

 

მაგ (როგორც შენ უწოდებ) "ნაძირალა" ეპისკოპოსი ჯერ კიდევ 14 წლის წინ ამხილეს არაკაცობაში და მაგ თქვენმა ვითომ წმინდა ეკლესიამ არაფერი არ იღონა ნაძირლების ეკლესიიდან მოსაშორებლად. ასე რომ თქვენი ეკლესია მისთანა "ნაძირლებისგან" რომ შედგება, მაგას ვერც კი ხვდები. ამ დროს დგახარ და კაკანებო წერ. თავხედობ და ინტრიგობ. სხვას მაინც ვერაფერს იზამდი მას შემდეგ რაც არ გამოგივიდა 14 წლის წინანდელი წერილით თქვენი ვითომ ქრისტიანული "ეკლესიის" წმინდანად გამოყვანა. :)

 

აკი მოგწერე, ეგ ზღაპრები საბავშვო ბაღში მოუყევი შენს თანამორწმუნეებს, იქნებ დააჯერო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

"ნაძირალა" ეპისკოპოსი ჯერ კიდევ 14 წლის წინ ამხილეს არაკაცობაში და მაგ თქვენმა ვითომ წმინდა ეკლესიამ არაფერი არ იღონა

და შენი რა საქმეა ჰაა? ჰაა? :givi:

ასე რომ თქვენი ეკლესია მისთანა "ნაძირლებისგან" რომ შედგება,

ამაზე როგორც მინიმუმ ვორნს მიიღებ, გპირდები :givi:

ამ დროს დგახარ და კაკანებო წერ.

ჰო კაკანებ, თან გამწარებული და მეშინია კვერცხი არ დაგვიდო აქ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

 

ახლა რამდენიც გინდა წერე შენი რა საქმეაო. იმ გლეხებს რომ სიცოცხლე გაუმწარა შენი ეკლესიის წევრებმა, აბა ვისი საქმეა? შენი? შენი "წმინდა" ეკლესიის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...