Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანაშვილის სოლოლაკის სასახლე შესაძლოა დაანგრიონ


Recommended Posts

მიტაცებული მიწის ნაკვეთი და გარდაცვლილი მეუღლე - ბიძინა ივანაშვილის უცნაური სრა-სასახლე, სოლოლაკში, შესაძლოა დაანგრიონ. იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდა, რომ ივანაშვილმა, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მისი სოლოლაკის „ხუხულაა“ დამაგრებული, მიიტაცა, გამორიცხული არაა, რომ რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი თბილისული „ჭერის“ გარეშე დარჩეს... მის წარმომადგენლებს კი „ვირის აბანო“ ახეხინონ...

 

„პრესა.ჯი“-მ სენსაციური ინფორმაცია მოიპოვა... მოქალაქე აცხადებს, რომ მას, ივანაშვილის კომპანიამ კუთვნილი მიწის ნაკვეთი წაართვა, რის გამოც მისი მეუღლე ნერვიულობისგან გარდაიცვალა... საქმე ეხება ივანაშვილის უცნაურ სრა-სასახლეს სოლოლაკში, რომელიც ქალბატონ მარინა იაკობიშვილის (გოგილაშვილის) განცხადებით, სწორედ მის კუთვნილ ტერიტორიაზეა აშენებული...

 

„მიწის ნაკვეთი, რომელიც ბიძინა ივანაშვილის კომპანიამ წაგვართვა ტექ-ბიუროში ისევ ჩემ მეუღლეზეა გაფორმებული. ამ ტერიტორიაზე იყო სასაუზმე „სოლოლაკი“, - აცხადებს ქალბატონი მარინა.

 

- როგორ და ვინ წაგართვათ მიწის ნაკვეთი?

 

- ეს ამბავი 1998 წელს მოხდა. როცა ამ საკითხზე სასამართლო პროცესი დავიწყეთ, ყადაღა დავადეთ იმ ტერიტორიას და შიდა მშენებლობა ავკრძალეთ. მაშინ, „ქართუ ბანკმა“ გასცა საბანკო გარანტია. ამის შემდეგ კი, მოსამართლემ მოხსნა ყადაღა. მაშინ მერიაც მხარე იყო. მერიამ ივანაშვილის კომპანიას - „ინტერ სერვისს“ უთხრა, რომ შენი მოვალეობა და ვალდებულება იყო შესასრულებელი და უკანონოდ მოიქეციო...

 

- „ინტერ სერვისი“ ივანაშვილის კომპანიაა?

 

- დიახ. მათ პროცესები წაგებული ჰქონდათ და ყადაღადადებული ნაკვეთები გადააფორმეს... მაშინ თბილისის მერი ვინ იყო არ მახსოვს, მაგრამ მერიის დადგენილებაში, როცა მიწა გაიცა იჯარით, დოკუმენტს პრემიერი აწერდა ხელს.

 

- გია შერაძე?

 

- არა, სხვა იყო. ჩვენ, როცა ეს უკანონობა მოხდა, ბიძინა ივანაშვილის წარმომადგენელს შევხვდით და ავუხსენით სიტუაცია. ვუთხარით, რომ ამ მიწის ნაკვეთს ივანაშვილი უკანონოდ ფლობდა. უთხრეს თუ არა მას ამ საქმის შესახებ ეს უკვე აღარ ვიცი...

 

- თქვენ ფიქრობთ, რომ 12 წლის განმავლობაში ივანაშვილმა ვერ შეიტყო იმის შესახებ რომ თქვენი კუთვნილი ქონება აქვს მიტაცებული?

 

- იცით რა არის? შეიძლება იცის, მაგრამ მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია. ან იცის მაგრამ...

 

- დღევანდელი საბაზრო ღირებულებით, რა თანხას შეადგენს თქვენი მიწა, რომელიც გეკუთვნოდათ და რომელიც თქვენი განცხადებით, ივანაშვილის კომპანიამ მიიტაცა?

 

- სულ 415 კვადრატი გვეკუთვნის. ახლა არ ვიცი რა არის ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება.

 

- დაახლოებით რა თანხის რაოდენობისაა?

 

- მაშინდელი საბაზრო ღირებულება დაფიქსირებული იყო და 12 წლის შემდეგ ყველაფერი გაძვირდა. მე თანხაც არ დამისახელებია არასდროს, ვამბობდი, რომ ივანაშვილმა დაასახელოს თანხა, შეაფასონ და ისე გადამიხადოს-მეთქი. თუმცა, ამ დრომდე არავის არაფერი მოუცია ჩემთვის...

 

ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ამ საქმეს შეეწირა. არ ჰყიდდა ამ ნაკვეთს. ივანაშვილის ხალხთან შეხვედრაზე იყო, იქიდან განერვიულებული მოვიდა და ძილში გარდაიცვალა 36 წლის კაცი, სიცოცხლე მოუსწრაფეს...

 

- რატომ დაიბარეს თქვენი მეუღლე ივანაშვილის წარმომადგენლებმა? მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სურდათ მოლაპარაკება?

 

- კი. ამბობდა, რომ მყიდველები არიან, მაგრამ მე ამ მიწას არ გავყიდიო. არ ვიცი ზუსტად (სახელი და გვარი) ვის შეხვდა. „ინტერ სერვისის“ წარმომადგენლებთან გაიმართა ეს შეხვერდა.

 

- რა მოხდა შეხვედრაზე, არ იცით?

 

- არა, ზუსტად არ ვიცი. „ქართუ ბანკშის“ მივედი, იმ მიწის ნაკვეთის საკუთრების მოწმობა მივეცი და ავუხსენი სიტუაცია... თუმცა, ყურადღება არავინ მომაქცია. მხოლოდ ერთხელ დამიბარეს და სამსახური შემომთავაზეს. რაში მჭირდებოდა მე მათი სამსახური?...

 

- როდესაც თქვენი მეუღლე იმ შეხვედრიდან დაბრუნდა, მოახერხეთ მასთან გასაუბრება?

 

- არა არ მისაუბრია. მე მხოლოდ ერთ რამ ვიცი. ჩემმა მეუღლემ ორი კვირით ადრე გამომართვა ამ მიწის ნაკვეთის საბუთები, მაგრამ როცა გარდაიცვალა, მისმა ორმა ამხანაგმა მკითხა - საქმე როგორ გადაწყდაო. გაკვირვებულმა ვკითხე - რა საქმე მეთქი? მითხრეს, ამ ობიექტთან დაკავშირებით გიამ თქვა, რომ ვერ გამიგია რა ხდება, საბუთებია შეცვლილიო.

 

ვიჩივლეთ ჩვენ და პროცესის მიმდინარეობის დროს, ოთხი ყალბი საბუთი ვნახეთ. დოკუმენტაცია მართლაც იყო გაყალბებული. მანამდე კი, ერთხელ გიამ მითხრა, თუ რამე მოხდება, საქმეს შენ მიხედეო... მაშინ, ისეთ ცუდ ხასიათზე მოვიდა იმ შეხვედრიდან, ბავშვებსაც კი არ დალაპარაკებია.

 

- რა ერქვა თქვენ მეუღლეს?

 

- გიორგი გოგილაშვილი. ჩემი მეუღლე „სამადლოს“ დირექტორი იყო. ამავე დროს ოთხი ობიექტი ჰქონდა პრივატიზირებული და ერთ–ერთი იყო სასაუზმე „სოლოლაკი“.

 

- თუ მიმართეთ ვინმეს დასახმარებლად?

 

- სხვადასხვა გაზეთებს მივმართე. თუმცა, დაბლოკეს...

 

პ.ს.: ეს სატელეფონო საუბარი „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტსა და ქალბატონ მარინა იაკობიშვილს (გოგილაშვილს) შორის შედგა. სატელეფონო საუბრის დროს ქალბატონი მარინა შეგვპირდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდადო ოფისში, გვაჩვენებდა დოკუმენტებს და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიდა ამ თემაზე, მანამდე კი თავის ადვოკატს გაესაუბრებოდა.

 

ჩვენ კი, მივეცით პირობა, რომ იქამდე, ვიდრე ქალბატონი მარინა უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდიდა და ჩვენთან არ მოვიდოდა, ამ საუბრის ჩანაწერს არ გამოვაქვეყნებდით.

 

თუმცა, ქალბატონი მარინა აღარ გამოჩენილა, როდესაც ჩვენ მას დავურეკეთ და არმოსვლის მიზეზი ვკითხეთ, გვითხრა, ჯერ სასამართლო პროცესები დასრულდეს და მერე მოგცემთ ინტერვიუსო. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქალბატონმა მარინამ ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა და შეხვედრა გაურკვეველი დროით გადადო. შესაბამისად, ჩვენი პირობაც გაუქმდა...

 

იმის გამო, რომ ჩვენი აზრით, ეს თემა ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, საჭიროდ ჩავთვალეთ ამ სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება.

 

ვიმედოვნებთ რომ შესაბამისი ორგანოები ამ თემით დაინტერესდებიან და ივანაშვილს, თუ მას მართლაც აქვს მიტაცებული სხვისი ქონება, ქალბატონ მარინას სასარგებლოდ სოლიდური და სამართლიანი კონპენსაციის გადახდა მოუწევს...

 

 

რუ: http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=9848

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჰა მეორე ტესტი ბიძინასთვის :)

პირველი ტესტი - მოქალაქეობა ( მადლობა ეკა ბესელიას ) პირნათლად წააგო :)

ესეც მეორე ტესტი, აბა ვნახოთ რამდენად ეყოფა ჭკუა და ხელგაშლილობა რომ ეს საქმე ჩაფარცხოს :)

თუკი სახლი დაუნგრიეს იმის გამო რმო გაღორდა და ფული ვერ გაიღო... მაშინ სლე ყოფილა :)

და გირჩევთ თქვენც სეეგუოთ ამ აზრს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოთა განათლება მიღებული მიშიკო ისეთი გულღძო კაცია სახლსაც დაუნგრევს და რომ მიუშვა ბავშვებსაც შეუჭამს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მოიცადე და რომ აფინანსებდა მაშინ არ იცოდა? :))

ამიტომ გადასარევად იცოდა სად ყოფდა თავს.

ახლა ვნახოთ გაუძლებს შეტევებს და არ გაღორდება თუ ვერ :))

თუ ვერ გაუძლო ამ შეტევებს, მაშინ ჩათვალე რომ ეგ კაცი ჭუჭუ ყოფილა და ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.

გადაუხადოს ერთი ორი ლიმონი იმ ქალს და გააჩუმოს. თუ ვერ შესძლო საკუთარი ჟმოტობის გადაწონვა, მაშინ ჩათვალე რომ არცევნებშიც არაფერი ესაქმება :)

ვერ მიხვდება რამდენი ფული სჭირდება ამ მონსტრის დამარცხებას :) და შესაბამისად ჩაისვრის ( ა ლია ბადრი ) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

გადაუხადოს ერთი ორი ლიმონი იმ ქალს და გააჩუმოს.

აძლევდა 2 ლიმონს ამ ოჯახს რაღაც ხუხულაში - მეტი უნდოდათ

ნუ ესე ამბობენ ვიღაცეები - არადა ძალიან ბევრ მოსახლეს სწორედაც გადაუხადა

 

თანამშრომელი

პრესაგეს კითხულობ?

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გააქტიურდა ვანოს ხალხი...

 

დავადგინეთ ჯერ თუ ვერა, რატომ "მოვიდა" ივანიშვილი პოლიტიკაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავადგინეთ ჯერ თუ ვერა, რატომ "მოვიდა" ივანიშვილი პოლიტიკაში

 

ჯერ მთლად ვერა, ადრეა , ორი განცხადების შემდეგ დასკვნების გაკთება შეუძლებელია..:)

 

 

მაგრამ მე მგონია, რომ ნაცების ჩასანავლებლად გამოჩნდა , მათივე ნებართვით..:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ მთლად ვერა, ადრეა , ორი განცხადების შემდეგ დასკვნების გაკთება შეუძლებელია..:)

 

 

მაგრამ მე მგონია, რომ ნაცების ჩასანავლებლად გამოჩნდა , მათივე ნებართვით..:

ვითომ?

 

მე მგონია, რომ მათი პოზიციების გასამყარებლად მოვიდა...

 

ბევრ ადამიანს ვისაც კი ჯერ იმედის ნაპერწკალი შერჩენია, იმასაც ჩაუქრობენ და მერე იქნება წყვდიადი და უკუნი საქართველოში...

ანუ ნაციკების გრიალი...

 

ღმერთმა ქნას ვცდებოდე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონია, რომ მათი პოზიციების გასამყარებლად მოვიდა

 

ხო მეც ეგ ვიგულისხმე,,უბრალოდ ვერ გადმოვეცი გამართულად..:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მეც ეგ ვიგულისხმე,,უბრალოდ ვერ გადმოვეცი გამართულად..:)

ცუდია...

ნამეტანი ცუდი...

 

თუ მასეა, დროა ვიზის საჩალიჩოდ გარბოდეს ხალხი, სანამ ჭიშკარი ღიაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამეტანი ცუდი...

ვიცი ,რომ ძალიან ცუდია, ნეტავ არ იყოს ისე რასაც ვფიქრობ..

 

დროა ვიზის საჩალიჩოდ გარბოდეს ხალხი, სანამ ჭიშკარი ღიაა...

მაგის საშუალებასაც რო აძლევენ , საშინელებაა..

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ხოოოდა... :)) ისწავლოს რომ ყველასთან უნდა შეეძლოს მოლაპარაკება.

თორემ 5იანებმაც ეგრე დაიწყეს.

ყველა თანახმა იყო და ერთი ყაყანებდა და იმ ერთის დედაცო. მერე 8 კი 2 არა და 2-ის დედაც. 7-3, 5-5. დღეს კი მე ასე მინდა და 3 მილიონის დედაცამდე მივედიტ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...