Jump to content
Planeta.Ge

ივანაშვილის საჩუქარი პუტინს


Recommended Posts

გუშინ, კრემლის დიქტატორმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დაბადების 59–ე წლისთავი იზეიმა. მომავალ პრეზიდენტს, ამ თარიღს კარის პირადი ლაქიები და ავტორიტარიზმის კლანჭებში მოქცეული, დატერორებული რუსული საზოგადოება დიდი ზარ–ზეიმით ულოცავს. თუმცა, მეორე, მცირე ნაწილი და პროგრესული მსოფლიო, გუშინვე, იმპერიალისტური რეჟიმის მსხვერპლს, მამაც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებდა, რომლის სასტიკი მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა.

 

ამ წლების განმავლობაში, ანა პოლიტკოვსკაია ოპონენტების წინააღმდეგ კრემლის მოქმედების და მხეცური მეთოდების სიმბოლოდ იქცა. თავად კაცთმუძულე პუტინს კი, როგორც ცნობილია, ასეთი შავი ფერის „სიმბოლოები“ მეტად უყვარს. როგორც ამბობდნენ, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის პუტინის დაბადების დღისათვის დამთხვევა, სულაც არ ყოფილა უბრალო შემთხვევითობა. კრემლის „კაგებეშნიკ“ მეთაურს ეს „საჩუქარი“ მისმა დაქირავებულმა ქილერებმა „სიყვარულით“ მიუძღვნეს.

 

ეფ–ეს–ბე–სგან კარგად დამუშავებული „ფანკლუბი“, რუსეთის ფაქტობრივ „მონარქს“ საქართველოშიც რომ ჰყავს, დიდი ხანია ვიცით. გუშინვე, პუტინის მორიგ დაბადების დღეს, საქართველოში „დიდი მოვლენა“ მოხდა. ბიზნესმენმა ბიძინა ივანაშვილმა სისხამ დილიდანვე განცხადება გაავრცელა და საკუთარი ამბიციებისა და გეგმების დემონსტრირება ზარ–ზეიმით მოახდინა. ამ განცხადების ღია და ფარული ტექსტები უკვე ყველასათვის ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებაში მწვერვალების დაპყრობას უმიზნებს. „კარიერის“ დაწყებისათვის კი მართლაც ფრიად საინტერესო თარიღი შეარჩია და სიმბოლურად ისე გამოვიდა, რომ, ფაქტობრივად, პუტინს საჩუქრად სრულიად საქართველო მიუძღვნა.

 

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში ბევრს აინტერესებდა, რატომ შეარჩია ივანაშვილმა მაინცდამაინც 7 ოქტომბერი, დღე, როდესაც საქართველოში, თავისი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჩამოდიოდა. პოლიტიკური პიარის ყველაზე ელემენტარული კანონით, ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის გვერდით, განცხადების მაინცდამაინც ამ დღეს გავრცელება არალოგიკური ჩანდა, რადგან ამ მოვლენას, მეორე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მნიშვნელოვნად გადაფარავდა.

 

ლოგიკურად, ჩნდება კითხვა: მილიარდერს, რომელიც წლების განმავლობაში ფულებს როგორც ირკვევა, ართცუ სრულიად უანგაროდ ფანტავს, სასწრაფო წესით დაქირავებულმა „კარმა“, რომელიც ამ გამოსვლას „ღრმად და საფუძვლიანად“ ამზადებდა, რატომ არ ურჩია თარიღის სხვა დროისათვის გადატანა? როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე მაღლა გუშინდელი დღის „საკრალური მნიშვნელობა“ დადგა, რაც პუტინის დაბადების დღეს ეხებოდა. ივანაშვილის პოლიტიკური კარიერა, სწორედ ამ დღეს, ამ საჩუქრით უნდა დაწყებულიყო, რომელიც რუსეთში გამდიდრებული ქართველი მეწარმის სავარაუდო პოლიტიკურ კუმირს, კიდევ ერთხელ დაანახებდა მარიონეტი ბიზნესმენის განუზომელ სიყვარულს და ერთგულებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ, კრემლის დიქტატორმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დაბადების 59–ე წლისთავი იზეიმა

ვა არ ყოფილა მთლად მოხუცი. იმედია, 60 წლისთავისთვის შეუსრულებს მიშას ყვერებით ჩამოკიდებას, თუ არა და ჩემ თვალში ფუფლოშნიკი იქნება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვა არ ყოფილა მთლად მოხუცი. იმედია, 60 წლისთავისთვის შეუსრულებს მიშას ყვერებით ჩამოკიდებას, თუ არა და ჩემ თვალში ფუფლოშნიკი იქნება

ვერ შეუსრულებს და FუFლოვჩიკი გახდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონო სოფო ქავთარაძე, თქვენ ხართ Y.. :givi:

 

გუშინ, კრემლის დიქტატორმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დაბადების 59–ე წლისთავი იზეიმა. მომავალ პრეზიდენტს, ამ თარიღს კარის პირადი ლაქიები და ავტორიტარიზმის კლანჭებში მოქცეული, დატერორებული რუსული საზოგადოება დიდი ზარ–ზეიმით ულოცავს. თუმცა, მეორე, მცირე ნაწილი და პროგრესული მსოფლიო, გუშინვე, იმპერიალისტური რეჟიმის მსხვერპლს, მამაც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებდა, რომლის სასტიკი მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა.

 

რა გლეხები ხართ თქვენი .....

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მინდა, რომ ბიძინა დამოუკიდებელი ფიგურა იყოს და არა კრემლის მარიონეტი.

მაგრამ თუ იგი კრემლთან კავშირშია მით უარესი ყურცქვიტასთვის.

ანუ ბიძინას გააქტიურების სამი ვრიანტია:

1. ყურცქვიტასთან შეთანხმებით ახალი ფრუსტრაციის გამოწვევა

2.კრემლთან შეთანხმებით ხელისუფლების აღების მცდელობა

3.დამოუკიდებელი მცდელობა ხელისუფლებაში მოსვლის

 

 

მე მინდა მე-3 იყოს, თუმცა ავღნიშნავ, რომ ყურცქვიტასთვის და მისი რეჟიმისთვის დამღუპველი იქნება მე-2 და მე-3 ვარიანტიც. უბრალოდ მე-2-ს შემთხვევაში სახელმწიფოებრიობაც იზარალებს. ორივე შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნება რას იზამს უბრალო ხალხი. ახლა მართლა ხალხზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი.

 

თუ პირველი ვარიანტია ეს მალე გამოჩნდება და ბიძინა სამუდამოდ დასამარდება ქართველებისთვის!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირდაპირ ვიტყვი რა, თუკი ღრუსეთის ინტერესში შედის რომ საქ. სათავეში მოვიდეს ივანიშვილის ან ვასაძის მსგავსი ადამიანები მაშინ მე პირველი კრემლისტი გავხდები :givi: (ისედაც მევასება ღრუსები, ოღონდ კრემლის დდდ-სსსსს)

 

მაგრამ ეჭვი მეპარება, სამწუხაროდ ღრუსეთის სათავეში ანტიქართულად განწყობილი ძალები არიან,

აქედან გამომდინარე მათ ამერიკის მარიონეტი სააკაშვილი ურჩევნიათ ხელისუფლებაში, ასე უფრო ადვილია საქ მიჩმორება :user:

არ მჯერა მე რომ რაღაც კარგი მოხდება ჩვენს თავს, არ ვიმსახურებთ ნორმალურ ხელისუფლებას :user:

 

დარწმუნებული ვარ რა, თუკი ივანიშვილ ვასაძეს მსგავს ადამიანებზე გააკეთებს ღრუსეთი აქცენტს, ეს იმას ნიშნავს რომ აფხაზიას და სამხ. ოსეთს გვივაზვრატებენ :yes:

ოღონდ პირდაპირ არა, ნელ-ნელა,

 

მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებებია, ამერიკა ვერ შეელევა იმ ტერიტორიებს რომელსაც აკონტროლებს საკუთარი მარიონეტის ხელით

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანამშრომელი

2.კრემლთან შეთანხმებით ხელისუფლების აღების მცდელობა

 

 

 

 

თანახმა ვარ !

ყურცქვიტა მაგრად არ მევასება რბილად, რომ ვთქვა. ეს ყველამ იცის.

მაგრამ ამიხსენი რუსეთთან ერთად მისი გაგდება რაში გვაწყობს?

მართლა მაინტერესებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

 

მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას დასავლეთის, მუსლიმური სამყაროს და ჩინეთის ალტერნატივა,

სად უნდა ვნახოთ ჩვენი ადგილი, მე ასეთ ადგილს რუსეთთან ვხედავ, ოღონდ, ეს უნდა გააცნობიეროს ქართულმა ეთნოსმა, ეს უნდა მოხდეს გაცნობიერებულად ყოველგვარი ძალადობისა და ტყუილების გარეშე,

არ ვიცი ეს მოხდება თუ არა, ალბათ არ მოხდება, უბრალოდ ეს ჩემი სურვილია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ლოგიკურად, ჩნდება კითხვა: მილიარდერს, რომელიც წლების განმავლობაში ფულებს როგორც ირკვევა, ართცუ სრულიად უანგაროდ ფანტავს, სასწრაფო წესით დაქირავებულმა „კარმა“, რომელიც ამ გამოსვლას „ღრმად და საფუძვლიანად“ ამზადებდა, რატომ არ ურჩია თარიღის სხვა დროისათვის გადატანა? როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე მაღლა გუშინდელი დღის „საკრალური მნიშვნელობა“ დადგა, რაც პუტინის დაბადების დღეს ეხებოდა. ივანაშვილის პოლიტიკური კარიერა, სწორედ ამ დღეს, ამ საჩუქრით უნდა დაწყებულიყო, რომელიც რუსეთში გამდიდრებული ქართველი მეწარმის სავარაუდო პოლიტიკურ კუმირს, კიდევ ერთხელ დაანახებდა მარიონეტი ბიზნესმენის განუზომელ სიყვარულს და ერთგულებას...

ვაუ!!!!! :D

რა "რეალტივიური" დასკვნაა

 

დონაძე ხარ, ფრიდრიხ?

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დონაძე ხარ, ფრიდრიხ?

:givi:

ვაცადოთ ცოტა ბიძინას 2 კვირა მაინც ვაცადოთ და ძირითადი დასკვნები მერე იყოს. ჩემი აზრი ასეთია.

12-14 ოქტომბერი საინტერესო იქნება.

ისე კარგი იქნება ისეთი ხელისუფლება მოვიყვანოთ ვინც თვითონ იზრუნებს ქვეყანაზე და სხვისი შემყურე არ იქნება.

 

 

ლექსი ინტონაციური პოეზიის შედევრი:

 

ბრმა ნაწლავი ამომკვეთეს

გამიკეთეს ნარკოზი,

ჩვენ თავს ჩვენ თუ არ მივხედავთ

ჩვენ გვიშველის სარკოზიიი?

:givi:

Edited by qutaiseli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ჩვენ გვიშველის სარკოზიიი?

:givi:

საფრანგეთში სახელმწიფოს მეორე კაცად სარკოზის მეტოქე სოციალისტი აირჩიეს.

სარკოზის უნდა შველა, თორემ იმის შველის იმედი ვისა აქვს? :givi:

ის გამახსენდა. პუტინთან რომ იყო სარკოზი მოლაპარაკებაზე და თავის ცოლთან დაალაპარაკა ტელეფონით "ცოლს შევპირდიო და უარს ნუ მეტყვითო" :givi: ეგ საჩუქრებზე თუ გავაგრძელებთ ლაპარაკს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

ვაუ!!!!! :D

რა "რეალტივიური" დასკვნაა

 

დონაძე ხარ, ფრიდრიხ?

:D

ფრიდრიხი არ უთითებს სტატიის ავტორებს, თუ გაინტერესებთ აგუგლეთ :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ფრიდრიხი არ უთითებს სტატიის ავტორებს, თუ გაინტერესებთ აგუგლეთ

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=9676 :brr: :read:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...