mrgogi Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 Wikileaks-ი აფხაზეთის შესახებ მასალების გამოქვეყნებას აგრძელებს. Aამჯერად, საიტი საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის ხელთ არსებულ ინფორმაციებს აქვეყნებს. მასალები 2005 წლის დროინდელია და ამჯერად, ტეფტისა და აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრისა და საუბრის დეტალებს ეხება. ტეფტის თქმით, ანქვაბი მზად იყო აფხაზურ და ქართულ მხარეებს ეკონომიკური თანამშრომლობა გაეფართოვებინათ, რაც მას მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვის ერთ-ერთ საშუალებად ესახებოდა. ტეფტის თქმით, ანქვაბი ამ კონტექსტში, საქართველოსთან რკინიგზისა და სხვა ეკონომიკურ პროექტებში თანამშრომლობაზე საუბრობდა. აფხაზეთის მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობა კი ასე გამოიყურებოდა: „პრემიერ-მინისტრ ანქვაბის თქმით, აფხაზეთის ბიუჯეტიდან, რომელიც 25, 7 მილიონ დოლარს შეადგენს, 25% თავდაცვაზე იხარჯება. საუბრისას ანქვაბმა აღნიშნა, რომ ციტრუსების ექსპორტი 110 000 ტონიდან 35 000 ტონამდე შემცირდა. მისი თქმით, ეს სერიოზულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ანქვაბის ინფორმაციით, რუსეთის ინვესტიციებმა აფხაზეთის ეკონომიკაში შეადგინა: 25 მილიონი დოლარი ციტრუსების მეურნეობაში, 15 მილიონი ღვინის წარმოებაში და 25,6 მილიონი სოხუმიდან ჩრდილოეთით საავტომობილო გზის მშენებლობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსები აფხაზეთის 26 000 მოქალაქეს (საერთო 51 000-დან) 1 მილიონ დოლარამდე პენსიას უხდიან.” Wikileaks-I, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ ჯონ ტეფტის მოხსენების დეტალებზეც წერს. აღნიშნულ დოკუმენტში, სერგეი ბაღაფშის საქართველოსთან დამოკიდებულებაზეა საუბარი, რომლის თანახმადაც ბაღაფში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა საქრთველოს ხელისუფლებასთან და რუსეთის გვერდის ავლით ევროპაზე გასულიყო. Wikileaks-ი წერს, რომ ტეფტს, აფხაზურ და ქართულ მხარესთან შვეციაში შეხვედრის შთაბეჭდილებები გაუზიარა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ, რომლმაც აღნიშნა, რომ აფხაზეთის დელეგაციის ზოგიერთი წევრი გასაოცრად კონსტრუქციული აღმოჩნდა თავის იდეებში, ისინი ღია იყვნენ მომავალი დიალოგისათვის და საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებისათვის. საიტი პიტერ სემნებისა და ბაღაფშის პარიზში შეხვედრის შესახებაც წერს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ბაღაფშმა განუცხადა სემნებს, რომ ის დაინტერესებულია, რათა აფხაზეთი ღია იყოს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის; ის მიესალმებოდა პროცესში ევროკავშირის ჩართვას, განსაკუთრებით ეკონომიკური პროექტების განვითარებაში. მანვე განუცხადა სემნებს, რომ შიდაპოლიტიკური სიტუაცია აფხაზეთში ძალიან რთულია და აუცილებელია, მმართველმა ელიტამ დასავლეთთან ურთიერთობაში გარკვეული პირადი სარგებელი დაინახოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 რამდენი შანსი გავუშვით?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 (edited) Wikileaks-I, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ ჯონ ტეფტის მოხსენების დეტალებზეც წერს. აღნიშნულ დოკუმენტში, სერგეი ბაღაფშის საქართველოსთან დამოკიდებულებაზეა საუბარი, რომლის თანახმადაც ბაღაფში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა საქრთველოს ხელისუფლებასთან და რუსეთის გვერდის ავლით ევროპაზე გასულიყო. არ არიან აფხაზები რუსების ყურმოჭრილი მონები, როგორც ეს წარმოედგინა ქართულ საზოგადოებას წლების განმავლობაში, არც ჩვენთან უერთიერტობაზე იტყვიან უარს გააჩნია ვინ და როგორ დაელპარაკება, რას შესთავაზებს,აფხაზები როგორც ნამდვილი კავკასიელები აფასებენ ადამიანში ისეთ თვისებებს, რომლის დეფიციტს განიცდის ჩვენი ხელისუფლება, ნაცმოძრაობა და ზოგადად სააკაშვილის მომხრეები,არ ევასებათ აფერისტები და პიარისტები, არც ცრუ დაპირებებით, არც ვირტუალური მომავალი ბედნიერებით მოიტყუებენ თავს,მიშას და ბოკერიას მაგვარ არსებებს ვერ აღიქვამენ სერიოზულად, ნაცმოელებმაც კარგად იციანი რომ აფხაზებთან დიალოგით ვერაფერს გახდებიან ამიტომაც ამბობენ უარს და იტყვიან კიდევაც მომავალში, თუმცა ფორმალურად შეიძლება მზადყოფნა გამოთქვან Edited September 22, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 ანქვაბს ქართველები არ ძულდა ,ისე გამიკვირდა ეგ რო აირჩიეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 საინტერესოა, მაგრამ სანამ ესეთი (კგბ-შნიკური) ხელისუფლებები გვყავს, ესეთ შანსებს ყოველთვის გაუშვებენ ხელიდან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 არ ევასებათ აფერისტები და პიარისტები, არც ცრუ დაპირებებით, არც ვირტუალური მომავალი ბედნიერებით მოიტყუებენ თავს,აბა მაშინ მაგარი ხალხი ყოფილა, რას ერჩით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 (edited) Wikileaks ვეღარ გავიგე ხან ამ ვიქილიკს არ უნდა ენდოს არავინო ხან ენდობიან Edited September 22, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 ის რომ ომამდე აფხაზები გვეუნებოდნენ,ჩვენ დაგველაპარაკეთ და რუსებს და დასავლეთს თავი დაანებეთ,ვიკილიქსის გარეშეც ვიცი.მაგრამ სამწუხაროდ ჩვენში გამეფებულმა სტეროტიპმა:" აფხაზებს ვინ რას ეკითხება,ყველაფერს რუსეთი წყვეტს" კარგი არაფერი არ მოგვიტანა.მთლად კარგი შედარება არაა,მაგრამ რუსებსაც იგივე მიდგომა ქონდათ ლიბიელი აჯანყებულების მიმართ: "მაგათ ვინ რას ეკითხებად ყველაფერს ნატო წყვეტს".შედეგიც მიიღეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 lasha_aloრამდენი შანსი გავუშვით?! გახსოვთ რუსეთის ახალდანიშნული ელჩის სიტყვები-ნეიტრალიტეტის შემთხვევაში დაგეხმარებით ტერიტორიების დაბრუნებაშიო.ტიპმა ორ სხვადასხვა შეხვედრაზე გაიმეორა ეგ სიტყვები. არადა ახალი ჩამოსული იყო და ისე ნა ვოზდუხ ამ სიტყვებს არ იტყოდა. აქ კი ატყდა პროპაგანდა არიქა ნეიტრალიტეტი პრორუსულობას ნიშნავსო და აგენტები გვიძახეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 ეხ ეს რა დანაკლისი განგვიცდია ბაღაბშის სახით და ჩვენ ეხლა მივხვდით.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 აბა მაშინ მაგარი ხალხი ყოფილა, რას ერჩით.ვინ ერჩის რო, მართლა მაგარი ხალხია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2011 სერიოზულად გჯერათ ერთი მაინც აფხაზი ან მითუმეტეს აფხაზთა ჯგუფი რუსეთის გვერდის ავლით საქართველოსთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე სურვილს გააჟღერებდა?მართლა რას არ გაიგებ კაცი ფორუმებზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.