Jump to content
Planeta.Ge

Wikileaks: ანქვაბი და ბაღაფში საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მზად იყვნენ


Recommended Posts

Wikileaks-ი აფხაზეთის შესახებ მასალების გამოქვეყნებას აგრძელებს. Aამჯერად, საიტი საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის ხელთ არსებულ ინფორმაციებს აქვეყნებს. მასალები 2005 წლის დროინდელია და ამჯერად, ტეფტისა და აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრისა და საუბრის დეტალებს ეხება.

 

 

ტეფტის თქმით, ანქვაბი მზად იყო აფხაზურ და ქართულ მხარეებს ეკონომიკური თანამშრომლობა გაეფართოვებინათ, რაც მას მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვის ერთ-ერთ საშუალებად ესახებოდა. ტეფტის თქმით, ანქვაბი ამ კონტექსტში, საქართველოსთან რკინიგზისა და სხვა ეკონომიკურ პროექტებში თანამშრომლობაზე საუბრობდა.

 

აფხაზეთის მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობა კი ასე გამოიყურებოდა:

 

„პრემიერ-მინისტრ ანქვაბის თქმით, აფხაზეთის ბიუჯეტიდან, რომელიც 25, 7 მილიონ დოლარს შეადგენს, 25% თავდაცვაზე იხარჯება. საუბრისას ანქვაბმა აღნიშნა, რომ ციტრუსების ექსპორტი 110 000 ტონიდან 35 000 ტონამდე შემცირდა. მისი თქმით, ეს სერიოზულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ანქვაბის ინფორმაციით, რუსეთის ინვესტიციებმა აფხაზეთის ეკონომიკაში შეადგინა: 25 მილიონი დოლარი ციტრუსების მეურნეობაში, 15 მილიონი ღვინის წარმოებაში და 25,6 მილიონი სოხუმიდან ჩრდილოეთით საავტომობილო გზის მშენებლობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსები აფხაზეთის 26 000 მოქალაქეს (საერთო 51 000-დან) 1 მილიონ დოლარამდე პენსიას უხდიან.”

 

Wikileaks-I, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ ჯონ ტეფტის მოხსენების დეტალებზეც წერს. აღნიშნულ დოკუმენტში, სერგეი ბაღაფშის საქართველოსთან დამოკიდებულებაზეა საუბარი, რომლის თანახმადაც ბაღაფში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა საქრთველოს ხელისუფლებასთან და რუსეთის გვერდის ავლით ევროპაზე გასულიყო.

 

Wikileaks-ი წერს, რომ ტეფტს, აფხაზურ და ქართულ მხარესთან შვეციაში შეხვედრის შთაბეჭდილებები გაუზიარა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ, რომლმაც აღნიშნა, რომ აფხაზეთის დელეგაციის ზოგიერთი წევრი გასაოცრად კონსტრუქციული აღმოჩნდა თავის იდეებში, ისინი ღია იყვნენ მომავალი დიალოგისათვის და საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებისათვის.

 

საიტი პიტერ სემნებისა და ბაღაფშის პარიზში შეხვედრის შესახებაც წერს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ბაღაფშმა განუცხადა სემნებს, რომ ის დაინტერესებულია, რათა აფხაზეთი ღია იყოს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის; ის მიესალმებოდა პროცესში ევროკავშირის ჩართვას, განსაკუთრებით ეკონომიკური პროექტების განვითარებაში. მანვე განუცხადა სემნებს, რომ შიდაპოლიტიკური სიტუაცია აფხაზეთში ძალიან რთულია და აუცილებელია, მმართველმა ელიტამ დასავლეთთან ურთიერთობაში გარკვეული პირადი სარგებელი დაინახოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Wikileaks-I, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ ჯონ ტეფტის მოხსენების დეტალებზეც წერს. აღნიშნულ დოკუმენტში, სერგეი ბაღაფშის საქართველოსთან დამოკიდებულებაზეა საუბარი, რომლის თანახმადაც ბაღაფში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა საქრთველოს ხელისუფლებასთან და რუსეთის გვერდის ავლით ევროპაზე გასულიყო.

:yes:

არ არიან აფხაზები რუსების ყურმოჭრილი მონები, როგორც ეს წარმოედგინა ქართულ საზოგადოებას წლების განმავლობაში, არც ჩვენთან უერთიერტობაზე იტყვიან უარს გააჩნია ვინ და როგორ დაელპარაკება, რას შესთავაზებს,

აფხაზები როგორც ნამდვილი კავკასიელები აფასებენ ადამიანში ისეთ თვისებებს, რომლის დეფიციტს განიცდის ჩვენი ხელისუფლება, ნაცმოძრაობა და ზოგადად სააკაშვილის მომხრეები,

არ ევასებათ აფერისტები და პიარისტები, არც ცრუ დაპირებებით, არც ვირტუალური მომავალი ბედნიერებით მოიტყუებენ თავს,

მიშას და ბოკერიას მაგვარ არსებებს ვერ აღიქვამენ სერიოზულად, ნაცმოელებმაც კარგად იციანი რომ აფხაზებთან დიალოგით ვერაფერს გახდებიან ამიტომაც ამბობენ უარს და იტყვიან კიდევაც მომავალში, თუმცა ფორმალურად შეიძლება მზადყოფნა გამოთქვან

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა, მაგრამ სანამ ესეთი (კგბ-შნიკური) ხელისუფლებები გვყავს, ესეთ შანსებს ყოველთვის გაუშვებენ ხელიდან...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ევასებათ აფერისტები და პიარისტები, არც ცრუ დაპირებებით, არც ვირტუალური მომავალი ბედნიერებით მოიტყუებენ თავს,

აბა მაშინ მაგარი ხალხი ყოფილა, რას ერჩით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Wikileaks

 

ვეღარ გავიგე ხან ამ ვიქილიკს არ უნდა ენდოს არავინო ხან ენდობიან

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რომ ომამდე აფხაზები გვეუნებოდნენ,ჩვენ დაგველაპარაკეთ და რუსებს და დასავლეთს თავი დაანებეთ,ვიკილიქსის გარეშეც ვიცი.მაგრამ სამწუხაროდ ჩვენში გამეფებულმა სტეროტიპმა:" აფხაზებს ვინ რას ეკითხება,ყველაფერს რუსეთი წყვეტს" კარგი არაფერი არ მოგვიტანა.

მთლად კარგი შედარება არაა,მაგრამ რუსებსაც იგივე მიდგომა ქონდათ ლიბიელი აჯანყებულების მიმართ: "მაგათ ვინ რას ეკითხებად ყველაფერს ნატო წყვეტს".შედეგიც მიიღეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რამდენი შანსი გავუშვით?!

 

 

გახსოვთ რუსეთის ახალდანიშნული ელჩის სიტყვები-ნეიტრალიტეტის შემთხვევაში დაგეხმარებით ტერიტორიების დაბრუნებაშიო.

ტიპმა ორ სხვადასხვა შეხვედრაზე გაიმეორა ეგ სიტყვები. არადა ახალი ჩამოსული იყო და ისე ნა ვოზდუხ ამ სიტყვებს არ იტყოდა. აქ კი ატყდა პროპაგანდა არიქა ნეიტრალიტეტი პრორუსულობას ნიშნავსო და აგენტები გვიძახეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ ეს რა დანაკლისი განგვიცდია ბაღაბშის სახით და ჩვენ ეხლა მივხვდით.. :givi: :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა მაშინ მაგარი ხალხი ყოფილა, რას ერჩით.

ვინ ერჩის რო, მართლა მაგარი ხალხია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზულად გჯერათ ერთი მაინც აფხაზი ან მითუმეტეს აფხაზთა ჯგუფი რუსეთის გვერდის ავლით საქართველოსთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე სურვილს გააჟღერებდა?

მართლა რას არ გაიგებ კაცი ფორუმებზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...