Jump to content
Planeta.Ge

მე ქრისტეს ვირჩევ . .


Recommended Posts

დღეს, 2011 წლის პირველი აგვისტოდან, ძალაში შედის ახალი ტიპის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (ბიომეტრული პასპორტი წარმოადგენს ჩვეულებრივ პასპორტს, რომელსაც დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი, ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. ბიომეტრული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. სპეციალურად, ბიომეტრული პასპორტებისათვის შემუშავებულია ICAO სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ქვეყანა რომელსაც გააჩნია ბიომეტრული პასპორტი.)

 

 

 

ამჟამად დაწყებულია მრავლად, მითქმა - მოთქმა ამის შესახებ.. ვიღაც ამბობს: „ეს ის არ არის, რომელზეც მოციქული გვაფრთხილებსო“; სხვა იტყვის: „ყდაში ჩატანებულ მიკროჩიპში ზის ეშმაკი, რადგან 666 ამ ციფრებით არის კოდირებულიო"

 

- მე კი, ზოგიერთთაგან ერთ - ერთი ასე ვიტყოდი: „ არც ამ ახალი ტიპის ბარათებში ზის ეშმაკი, რომელიც წინამორბედია განვითარებული მიკროჩიპისა და არც თავად იმ განვითარებულ მიკროჩიპში, როცა შემოვა მოხმარებაში. “

 

 

 

პავლეს ეპისტოლენი - გალატელთა მიმართ

 

თავი მეხუთე

„ თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. “

 

 

 

რაკი ვიცით, რომ თავისუფალი არსებები ვართ, ალბათ მოგეხსენებათ რომ მაცდურმაც იცის ეს. თუკი არ ვიქნებოდით თავისუფლები, მაშინ არც მას შეერქმეოდა მაცდური, ვინაიდან არ დასჭირდებოდა ჩვენი ცდუნება. პასპორტის ან სამომავლო, აპოკალიპსური ჩიპის მიღება კი არა, არჩევანია მთავარი.

 

სულ მცირე დროში მოქალაქეებს, რომლებიც არ მიიღებენ ამ ბარათებს, აღარ შეეძლებათ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სარგებლობა ბანკით თუ სხვა სამოქალაქო უფლებებით, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან იქნება დაკავშირებული და ბოლოს საკვების შეძენის შეუძლებლობა, რომელიც საბოლოო დარტყმა იქნება საბრალო, გატანჯული ადამიანისთვის.. ყველაფერი ახალი ტიპის ბარათებზე იქნება მიმბმული და გეტყვიან: „არ იქნებით რობოტები და იტანჯეთ მაშინ, თქვენი ნებაა“..

 

არჩევანი შენზეა!

 

მე, ქრისტეს ვირჩევ!

 

 

მათეს სახარება

 

თავი მეოთხე

 

1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.

 

2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

 

3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.

 

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.

 

 

მე, როგორც ამ განყოფილების მოდერატორი, ვალდებული ვარ გავაფრთხილო იუზერები, რომ ზევით წითლად მონიშნული ტექსტი სიცრუეა.

Saturn

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

სულ მცირე დროში მოქალაქეებს, რომლებიც არ მიიღებენ ამ ბარათებს, აღარ შეეძლებათ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სარგებლობა ბანკით თუ სხვა სამოქალაქო უფლებებით, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან იქნება დაკავშირებული და ბოლოს საკვების შეძენის შეუძლებლობა, რომელიც საბოლოო დარტყმა იქნება საბრალო, გატანჯული ადამიანისთვის.. ყველაფერი ახალი ტიპის ბარათებზე იქნება მიმბმული და გეტყვიან: „არ იქნებით რობოტები და იტანჯეთ მაშინ, თქვენი ნებაა“..

:nekro: :nekro: :nekro:

 

ეს რომელი კინოს ყვები, შვარცნეგერი რომ თამაშობს იმას??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს, 2011 წლის პირველი აგვისტოდან, ძალაში შედის ახალი ტიპის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (ბიომეტრული პასპორტი წარმოადგენს ჩვეულებრივ პასპორტს, რომელსაც დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი, ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. ბიომეტრული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. სპეციალურად, ბიომეტრული პასპორტებისათვის შემუშავებულია ICAO სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ქვეყანა რომელსაც გააჩნია ბიომეტრული პასპორტი.)

 

 

ამჟამად დაწყებულია მრავლად, მითქმა - მოთქმა ამის შესახებ.. ვიღაც ამბობს: „ეს ის არ არის, რომელზეც მოციქული გვაფრთხილებსო“; სხვა იტყვის: „ყდაში ჩატანებულ მიკროჩიპში ზის ეშმაკი, რადგან 666 ამ ციფრებით არის კოდირებულიო"

 

- მე კი, ზოგიერთთაგან ერთ - ერთი ასე ვიტყოდი: „ არც ამ ახალი ტიპის ბარათებში ზის ეშმაკი, რომელიც წინამორბედია განვითარებული მიკროჩიპისა და არც თავად იმ განვითარებულ მიკროჩიპში, როცა შემოვა მოხმარებაში.

Lev!

 

თუ ფიქრობ რომ ეშმაკი არ ზის პასპორტში ან პასპორტში ჩაყენებულ ჩიპში, საგანგაშოც არაფერი გქონია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lev!

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.

ჰოო? აბა პური ჩვენი არსობისა მოგვეცო რაღად სთხოვ?

პ.ს პასპორტში შემძვრალ ეშმაკს რაც შეეხება ეს ყველაფერი წვეროსნების ფანატიზმის პიკია, სხვა არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lev!

 

ჰოო? აბა პური ჩვენი არსობისა მოგვეცო რაღად სთხოვ?

უცნობი

 

და სად ამოიკითხე პური არ გჭირდებათ და არ ითხოვოთო?

 

პ.ს პასპორტში შემძვრალ ეშმაკს რაც შეეხება ეს ყველაფერი წვეროსნების ფანატიზმის პიკია, სხვა არაფერი.

ხო, ამას მართალს ამბობ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

და სად ამოიკითხე პური არ გჭირდებათ და არ ითხოვოთო?

აი აქ:

"არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით"

ხო, ამას მართალს ამბობ

ჰო აბა რაა, გამოვიდნენ ეს ქორეპისკოპოსები თუ არწივეპისკოპოსები და ისედაც დაბნელებულ ხალხს უფრო აბნელებენ აგიჟებენ და ასირებენ, პირზეღუჟმორეული სახეები, მდრტვინავნი არიქა გვბეჭდავენის მაძახებლები გიჟები არიან და მაგათი ადგილი ეკლესიაში კი არა ფსიქიატრიულშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

აი აქ:

"არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით"

Ucnobi

 

მანდ არ წერია პური არ ითხოვოთო, საიდან დაასკვენი ეგ. :) მანდ ნათქვამია რომ მხოლოდ პურით ვერ ცოცხლობს კაციო, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვითო.

 

ჰო აბა რაა, გამოვიდნენ ეს ქორეპისკოპოსები თუ არწივეპისკოპოსები და ისედაც დაბნელებულ ხალხს უფრო აბნელებენ აგიჟებენ და ასირებენ, პირზეღუჟმორეული სახეები, მდრტვინავნი არიქა გვბეჭდავენის მაძახებლები გიჟები არიან და მაგათი ადგილი ეკლესიაში კი არა ფსიქიატრიულშია.

მაგაში გეთანხმები ხო. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მანდ არ წერია პური არ ითხოვოთო, საიდან დაასკვენი ეგ.

პური არ ითხოვოთო არ წერია და არც ასეთი დასკვნა გამიკეთებია, უბრალოდ შენ ვერ გაიგე მე რას ვიძახდი, ზემოთ პიროვნება წერდა რომ ღვთის პირიდან მომდინარე სიტყვებით ცოცხლობსო კაცი, ჰო და შევეკითხე აბა პურს რაღად თხოვ მეთქი? ფაქტია რომ პურის გარეშე ვერ იცოცხლებ დიდი დიდი 40 დღე გაქაჩო მერე მოკვდები და ეგ იქნება.

 

მანდ ნათქვამია რომ მხოლოდ პურით ვერ ცოცხლობს კაციო, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვითო.

ესეც არასწორია, იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან მხოლოდ პურით ვინც ცოცხლობს, მაგალითად ათეისტს საერთოდ არ აინტერესებს ღვთის პირიდან მომდინარე სიტყვები, მაგრამ მხოლოდ პურით ისე კოხტად ცოცხლობს რომ ძალიან მშვენივრად.

თუ ფიზიკური სხეულის სიცოცხლეზე მიდგა საქმე, მაგრამ როდესაც საქმე მარადიულობაში სიცოცხლეს ეხება აქ ქრისტე ამბობს რომ ღვთის სიტყვებია ის საკვები რითაც მარადიული სიცოცხლე შესაძლებელიაო.

მაგაში გეთანხმები ხო

შენ რომ მეთანხმები ეს კარგია, მაგრამ ბევრისთვის ეგ "გიჟები" ავტორიტეტები არიან, ხალხის მასა ბრმად ენდობა ასეთ ფანატიკოსებს, არადა თავად მაგათშიც არიან პიროვნებები რომლებიც ამბობენ რომ ეს პასპორტები არ არის არანაირი საფრთხის შემცველი, ან რა საფრთხეს უნდა შეიცავდეს აბა პასპორტი მითხარი აბა? როგორ უნდა შეძვრეს ეშმაკი პასპორტში? ეს რა მარაზმია და რა გაუნათლებლობაა?

რა ანტიქრისტეს ნიშანი? რის სამი ექვსიანი? სულ გაგიჟდნენ სულ გადაგვარდნენ?

დგანან და გადაავსეს ინეტ სივრცე ამ მარაზმით ამ ავადმყოფური ფანატიზმით, მერე კიდევ იძახიან ნატოში რატომ ვერ შევდივართო, არავინ არ მიგასუნინებს იმ საზოგადოებაში ასეთი ავადმყოფური ფანატიზმით გაჟღენთილი მსოფლმხედველობით.

უგუნურები, უტიფრები და ბოროტები არიან და ასეთ მასას კიდევ ეს წვეროსანი იქედნეთა ნაშობები აგიჟებენ ძალად, ძეგლის წერა კი არა უნდა დაიჭირო ასეთი ვაჭრუკანები და პეტრე პირველივით ცულით უნდა დაპარსო წვერები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ზემოთ პიროვნება წერდა რომ ღვთის პირიდან მომდინარე სიტყვებით ცოცხლობსო კაცი, ჰო და შევეკითხე აბა პურს რაღად თხოვ მეთქი? ფაქტია რომ პურის გარეშე ვერ იცოცხლებ დიდი დიდი 40 დღე გაქაჩო მერე მოკვდები და ეგ იქნება.

Ucnobi

 

ხო, ეხლა მივხვდი რასაც ამბობდი. :) თუმცა, მეც გეტყვი ბარემ, რისი თქმაც მსურდა:

 

ძალიან ბევრნი არიან მხოლოდ პურით ვინც ცოცხლობს, მაგალითად ათეისტს საერთოდ არ აინტერესებს ღვთის პირიდან მომდინარე სიტყვები, მაგრამ მხოლოდ პურით ისე კოხტად ცოცხლობს რომ ძალიან მშვენივრად.

ხო, ამაშიც გეთანხმები, მაგრამ პიროვნებამ (იესო ქრისტემ) რომელმაც თავდაპირველად თქვა, მხოლოდ პურით ვერ იცოცხლებს ადამიანიო, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვითო, ის გულისხმობდა იმას, რომ ბერდნიერი რომ იყოსო ადამიანი, ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვებითაც უნდა იკვებებოდეს და არა მხოლოდ პურითო. აი ამის თქმა მინდოდა შენთვის. თორემ რასაც ქვემოდ წერ, მართალს წერ და გეთანხმები:

 

 

ეგ "გიჟები" ავტორიტეტები არიან, ხალხის მასა ბრმად ენდობა ასეთ ფანატიკოსებს, არადა თავად მაგათშიც არიან პიროვნებები რომლებიც ამბობენ რომ ეს პასპორტები არ არის არანაირი საფრთხის შემცველი, ან რა საფრთხეს უნდა შეიცავდეს აბა პასპორტი მითხარი აბა? როგორ უნდა შეძვრეს ეშმაკი პასპორტში? ეს რა მარაზმია და რა გაუნათლებლობაა?

რა ანტიქრისტეს ნიშანი? რის სამი ექვსიანი? სულ გაგიჟდნენ სულ გადაგვარდნენ?

დგანან და გადაავსეს ინეტ სივრცე ამ მარაზმით ამ ავადმყოფური ფანატიზმით, მერე კიდევ იძახიან ნატოში რატომ ვერ შევდივართო, არავინ არ მიგასუნინებს იმ საზოგადოებაში ასეთი ავადმყოფური ფანატიზმით გაჟღენთილი მსოფლმხედველობით.

უგუნურები, უტიფრები და ბოროტები არიან და ასეთ მასას კიდევ ეს წვეროსანი იქედნეთა ნაშობები აგიჟებენ ძალად, ძეგლის წერა კი არა უნდა დაიჭირო ასეთი ვაჭრუკანები და პეტრე პირველივით ცულით უნდა დაპარსო წვერები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lev!

 

ჰოო? აბა პური ჩვენი არსობისა მოგვეცო რაღად სთხოვ?

პ.ს პასპორტში შემძვრალ ეშმაკს რაც შეეხება ეს ყველაფერი წვეროსნების ფანატიზმის პიკია, სხვა არაფერი.

წვეროსნები ვინ არიან? წვერის ტარება სასირცხვილოა?

წვეროფობია, ის, რა ქვია, მე წვერი რომ ვატარო და თქვენ რომ ქუჩაში შემხვდეთ წვერს ხომ არ მომაჭამთ ძირში? :what:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ucnobi

ჰო აბა რაა, გამოვიდნენ ეს ქორეპისკოპოსები თუ არწივეპისკოპოსები და ისედაც დაბნელებულ ხალხს უფრო აბნელებენ აგიჟებენ და ასირებენ, პირზეღუჟმორეული სახეები, მდრტვინავნი არიქა გვბეჭდავენის მაძახებლები გიჟები არიან და მაგათი ადგილი ეკლესიაში კი არა ფსიქიატრიულშია.

ისე, ბოლშევიკებმა ზოგიერთი სასულიერო პირი გამოკეტეს ფსიქიტარიულში, ასე, ჩათვალეს რომ ისინი გიჟები იყვნენ, ხოდა, აი მე რომ ვთქვა რომ თქვენ თავად ხართ გიჟი და მოვიწადინო თქვენი და თქვენნაირების ფსიქიატრიულში გამოკეტვა ვინ ვიქნები? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lev!

ბიომეტრიული პასპორტი არანაირ კავშირში არაა ეშმაკთან ,რადგან როგორც ვიცი მისი აღება იძულების გზით არ ხორციელდება.

და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

 

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

 

18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.

Edited by believer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...