Jump to content
Planeta.Ge

ქართველი ერის მტერი ხორბალი :mad:


Recommended Posts

არ გესმის ბატონოჩემო შენ ამ დარგში არაფერი და წინასწარ "აიტ!!!" ძახილი არგუმენტი არაა.

პრინციპში ხორბალში არ მესმის დიდი არაფერი მაგრამ სიმინდის ჯიშებზე ბევრი მაქვს წაკითხული. ქართულ ჯიშებსაც ვადარე და ექსპერტების აზრიც მაქვს მოსმენილი ხოდა იმის გათვალისწინებით რომ რა პანიკაც სიმინდზე იყო იგივე პანიკა ხორბალზეცაა მაშინ სავარაუდოდ სიმინდის და ხორბლის ვითარება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან (მართალია არის ქართული ჯიშები რომლებსაც გარკვეული უპირატესობები ექნება ალბათ მაგრამ თუ დიდ მოსავალს არ იძლევა და მოგებას ვერ ნახულობს პატრონი მაშინ რა აზრი აქვს მაგის დათესვას? ზოგადად ჯიში არ უნდა გადაშენდეს მაგრამ ქვეყანა მაგ ჯიშის იმედად არ უნდა იყოს)... სიმინდზე კი ისეთი სიტუაციაა რომ ამერიკული ჯიშების შემოტანა 100 პროცენტით გამართლებულია და აქამდეც უნდა ექნათ ეს ხოლო ვინც ყვირის და წივის ის უმიზეზოდ აკეთებს ამას როგორც უყვართ ხოლმე

 

 

კარგი რა... შენი აზრით რამდენჯერ ესწრება ხორბლის თესვა 1 წელიწადში?

წესით ერთხელ მაგრამ კაციჭამიამ რომ დაინახა ამერიკული ხორბალი არ ამოვიდაო მაშინვე დაატერორა ხალხი და ქართული ხორბალი ამოაყვანინა ძალით რომელიც ამერიკულად გაასაღეს და რეკორდულ მოსავლიანობასთან დაკავშირებითაც მოიტყუეს რა თქმა უნდა...

 

 

ასეთი შედეგი მოგვცა ქართული უნიკალური ხორბლის ჯიშების უარყოფამ და გენმოდიფიცირებული თესლის მასიურმა გავრცელებამ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გენმოდიფიცირებული თესლი ფიტავს ნიადაგს და გამოირჩევა დაბალი ხარისხით, ასევე აღსანიშნავია რომ იგი არარეპროდუქტიულია, ანუ სათესლედ არ გამოდგება.

კარგი თეორიაა იმას თუ არ გავითვალისწინებთ რომ ეს ამერიკული ჯიშები გენომოდიფიცირებული არაა :givi:

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპში ხორბალში არ მესმის დიდი არაფერი მაგრამ სიმინდის ჯიშებზე ბევრი მაქვს წაკითხული. ქართულ ჯიშებსაც ვადარე და ექსპერტების აზრიც მაქვს მოსმენილი ხოდა იმის გათვალისწინებით რომ რა პანიკაც სიმინდზე იყო იგივე პანიკა ხორბალზეცაა მაშინ სავარაუდოდ სიმინდის და ხორბლის ვითარება დიდად არ განსხვავდება

 

განსხვავდება. სიმინდის ქვეყნიდან ვარა მე. აბაშური თეთრი სიმიმინდი ხომ გაგიაგია? :)

ხო და მაშინაც მახსოვს პატარა ფუჩუციანი სიმინდი შემოიღეს კომბაინი იღებსო უკეთ. იმ ჯიგრულ აბაშურს სახანძრო მანაქანა სჭირდებოდა კომბაინის უკან :givi: დიდი მეგრული ფუჩუჩი :givi: აქვს და ვერ ფრცქვნიდა.

 

ხორბლის ჯიშები კი, მართლაც რომ უნიკალური გვაქვს. მოსავალი მცირეა, მაგრამ ჩვენს პირობებში გამძლეა.

ის ამერიკული უფრო სათუთია, რომ დააფურთხო წაიქცევა და აღარ დგება მერე, როდესაც ქართული კოკისპირულ წვიმასაც უძლებს.

 

ეს იგივეა რაც მეგრული ძროხა რომ მოიწველება 10 ლიტრას და რუსული 40, მაგრამ ყველი მეგრული ძროხის რძისაა კარგი (ცხიმი მეტი აქვს) და არა იმ რუსულის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კარგი სიმინდში თუ დაგაინტერესებს რამე შემეკითხე და შეძლებისდაგვარად გიპასუხებ არ მოგერიდოს :D

 

უფრო სწორად აგვისტოტს ბოლოს უკვე იქნება სიმინდის მოსავალი და ფორუმებზე ოპოლანძღვა გინება რომ წავა მერე დავაშოშმინებ ხალხს თუ გამომივა რა თქმა უნდა...

 

 

 

ხორბალს რაც შეეხება შეიძლება ითქვას რომ ხორბალის მოყვანა არის ბიზნესი ხოდა ეს ამერიკული ჰიბრიდი თუ არაა გამძლე და თუ მალე ფუჭდება ასევე თუ უვარგისია და ასეთი ცუდია მაშინ ბუნებრივია რომ გლეხი წაგებაში იქნება არა? :) ხოლო თუ მოგებაში დარჩა და ამრეიკული ჰიბრიდები არჩია აქაურ ჯიშებს მაშინ აზრს ვეღარ ვხედავ იმაში რომ ეგ ჰიბრიდი ადვილად ფუჭდება თუ რასა შვრება...

 

 

პ.ს. იგივე ქართული ჯიშები რომელიმე თუ ძალიან მაგარია და რაღაც განსაკუთრებული არომატები აქვს შესაძლებელია პატარა ნაკვეთებზე დათესვა და მაგ პურის ძვირად გაყიდვა (თუ მართლა კარგია კლიენტი ამას დააფასებს) ამიტომ აქ იმის ძახილი რომ მიშა რას გვიშვრება აბსოლიტურად უადგილოა... მიდის სუფთა კონკურენცია ხორბლის ჯიშებს და ჰიბრიდებს შორის რომელიც ყველაზე მომგებიანი იქნება და ხალხს გამოკვებავს ის იქნება მთავარ როლში

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ქართული ხორბალი არის მცირემოსავლიანი. მოგება რომ მოიტანოს, სულ ექსკლუზიური, ხუთლარიანი პურები უნდა აცხო :D

ჯერესრთი ქართული ხორბლის რამდენიმე ჯიში არსებობს, თუკი საუკუნეების განმავლობაში ხალხი ახერხებდა გამოკვებას ეხლა რა ღმერთი გაუწყრებათ რო,

საკითხავია ის ხორბალი, რომელიც ქართულად ითვლება და დათესეს და მცირე მოსავალი მიიღეს რამდენად ჯანსაღი იყო, ხომ შესაძლებელია რომ გადაგვარდა და გარკვეული სამუშAოებია ჩასატარებელი, მეცნიერული რომ ის აღდგეს,

ავიღოთ მარტივი მაგალითი, კარტოფილი ყოველ წელიწადას ბანძდება, იმიტომ რომ გლეხები სათესლედ იყენებენ ისეთ კარტოფილს რომელმაც ვერ იხარა,

იქნებ ანალოგიური რამ მოხდა ქართულ ხორბალთან დაკავშირებით, ან იქნებ ისეთ ადგილას დათესესეს სადაცი ის კონკრეტული ჯიში არ ხარობს,

მოკლეს ის დასკვნა რაც შენ გააკეთეს ამას სჭირდება მეცნიერული დასაბუთება, ხოლო ამის განხორციელება შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში თუკი პირველ რიგში დარწმუნდებიან რომ ვთქვათ დეკას ხორბალი არიას ნამდვილი დეკას უმაღლესი ხარისხის ხორბალი, დათესავენ სწორად ისეთ ადგილას ვთქვათ ჯვახეთში და არა კახეთში (სადაც ის ხარობდა საუკუნეების განმავლობაში)

და მერე ვნახოთ რა, იხარებს თუ არა გარდა ამისა ექსპერიმენტი რამდენიმე წელიწადი უნდა გაგრძელდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ხორბლის ჯიშები კი, მართლაც რომ უნიკალური გვაქვს. მოსავალი მცირეა, მაგრამ ჩვენს პირობებში გამძლეა.

ის ამერიკული უფრო სათუთია, რომ დააფურთხო წაიქცევა და აღარ დგება მერე, როდესაც ქართული კოკისპირულ წვიმასაც უძლებს.

არავინ უარყოფს (მე მაგალითად) რომ ხორბლის უნიკალური ჯიშები გვაქვს, მაგრამ მისი უნიკალურობა გემოსა და არომატში გამოიხატება და არა გამძლეობაში.

 

ეს იგივეა რაც მეგრული ძროხა რომ მოიწველება 10 ლიტრას და რუსული 40, მაგრამ ყველი მეგრული ძროხის რძისაა კარგი (ცხიმი მეტი აქვს) და არა იმ რუსულის

არაა მასე. მეგრული კვარაცხელია გამძლეობით გამოირჩევა მხოლოდ. რძის ცხიმიანობა მეტწილად ჰავაზე, მოვლაზე და საკვების ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგ. ახალქალაქში, ნინოწმინდის საძოვრებზე მეგრული კი არა, ჩინური ძროხა რომ ჩაიყვანო და შესაბამისად მოუარო-კვებო, ისეთი ცხიმიანი რძე ექნება რომ შეიძლება ვერ მოწველო :givi: ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ჰოლანდიური ყველის გაკეთება შეიძლება ბუნებრივად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჯერესრთი ქართული ხორბლის რამდენიმე ჯიში არსებობს, თუკი საუკუნეების განმავლობაში ხალხი ახერხებდა გამოკვებას ეხლა რა ღმერთი გაუწყრებათ რო,

საკითხავია ის ხორბალი, რომელიც ქართულად ითვლება და დათესეს და მცირე მოსავალი მიიღეს რამდენად ჯანსაღი იყო, ხომ შესაძლებელია რომ გადაგვარდა და გარკვეული სამუშAოებია ჩასატარებელი, მეცნიერული რომ ის აღდგეს,

ავიღოთ მარტივი მაგალითი, კარტოფილი ყოველ წელიწადას ბანძდება, იმიტომ რომ გლეხები სათესლედ იყენებენ ისეთ კარტოფილს რომელმაც ვერ იხარა,

იქნებ ანალოგიური რამ მოხდა ქართულ ხორბალთან დაკავშირებით, ან იქნებ ისეთ ადგილას დათესესეს სადაცი ის კონკრეტული ჯიში არ ხარობს,

მოკლეს ის დასკვნა რაც შენ გააკეთეს ამას სჭირდება მეცნიერული დასაბუთება, ხოლო ამის განხორციელება შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში თუკი პირველ რიგში დარწმუნდებიან რომ ვთქვათ დეკას ხორბალი არიას ნამდვილი დეკას უმაღლესი ხარისხის ხორბალი, დათესავენ სწორად ისეთ ადგილას ვთქვათ ჯვახეთში და არა კახეთში (სადაც ის ხარობდა საუკუნეების განმავლობაში)

და მერე ვნახოთ რა, იხარებს თუ არა გარდა ამისა ექსპერიმენტი რამდენიმე წელიწადი უნდა გაგრძელდეს

ვააახ კაცოოო...

 

საუკუნეების განმავლობაში იმიტომ ახერხებდა გამოკვებას, რომ საკმარისი იყო და სხვა, გამოყვანილი ჯიშებიც არ არსებობდა. არავინ უარყოფს მეთქი ქართული ჯიშის უნიკალურობას, მაგრამ არარენტაბელურია...

 

ხომ არ შეიძლება არა, რომ 1940 წელს გამოშვებული მერსედესებით იმოძრაოს მთელმა ქალაქმა, თუნდაც ის ჯერ კიდევ ძალიან კარგ მუშა მდგომარეობაშიც იყოს. ასეთი ჰყავს 2-3 კაცს, დანარჩენები დადიან ახლებით. :) იმიტომ, რომ ძველი ლამაზია, ძვირფასია, მაგრამ ბევრს წვავს, ნელა დადის და კონდეციონერი არა აქვს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

პრინციპში ხორბალში არ მესმის დიდი არაფერი მაგრამ სიმინდის ჯიშებზე ბევრი მაქვს წაკითხული. ქართულ ჯიშებსაც ვადარე და ექსპერტების აზრიც მაქვს მოსმენილი ხოდა იმის გათვალისწინებით რომ რა პანიკაც სიმინდზე იყო იგივე პანიკა ხორბალზეცაა მაშინ სავარაუდოდ სიმინდის და ხორბლის ვითარება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან (მართალია არის ქართული ჯიშები რომლებსაც გარკვეული უპირატესობები ექნება ალბათ მაგრამ თუ დიდ მოსავალს არ იძლევა და მოგებას ვერ ნახულობს პატრონი მაშინ რა აზრი აქვს მაგის დათესვას? ზოგადად ჯიში არ უნდა გადაშენდეს მაგრამ ქვეყანა მაგ ჯიშის იმედად არ უნდა იყოს)... სიმინდზე კი ისეთი სიტუაციაა რომ ამერიკული ჯიშების შემოტანა 100 პროცენტით გამართლებულია და აქამდეც უნდა ექნათ ეს ხოლო ვინც ყვირის და წივის ის უმიზეზოდ აკეთებს ამას როგორც უყვართ ხოლმე

ასეთი დასკვნის საფუძველს რა გაძლევს, ეს ალბათ მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტონ, აგრონომებმა, უნდა ჩატარდეს ექპსერიმენტები რამდენიმე წლიანიც კი,

ქართული ხორბლისა და სიმინიდის ჯიშები დიდის ალბათობით გადაგვარდა, ამიტომ ის უნდა აღდგეს სათანადო მეურნეობებში,

უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები,

ეხლა დასკვნის გაკეთება იქიდან გამომიდანარე რომ ვიღAც გლეხს ჰქონდა დათესილი ქართული ხორბლის ჯიშის მაგვარი და იმან არ იხარა და ამიტომაც არ ვარგა არაგონივრულია,

მარცვლეულ კულტურას მიხედვა სჭირდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ხორბალს რაც შეეხება შეიძლება ითქვას რომ ხორბალის მოყვანა არის ბიზნესი ხოდა ეს ამერიკული ჰიბრიდი თუ არაა გამძლე და თუ მალე ფუჭდება ასევე თუ უვარგისია და ასეთი ცუდია მაშინ ბუნებრივია რომ გლეხი წაგებაში იქნება არა? :) ხოლო თუ მოგებაში დარჩა და ამრეიკული ჰიბრიდები არჩია აქაურ ჯიშებს მაშინ აზრს ვეღარ ვხედავ იმაში რომ ეგ ჰიბრიდი ადვილად ფუჭდება თუ რასა შვრება...

პ.ს. იგივე ქართული ჯიშები რომელიმე თუ ძალიან მაგარია და რაღაც განსაკუთრებული არომატები აქვს შესაძლებელია პატარა ნაკვეთებზე დათესვა და მაგ პურის ძვირად გაყიდვა (თუ მართლა კარგია კლიენტი ამას დააფასებს) ამიტომ აქ იმის ძახილი რომ მიშა რას გვიშვრება აბსოლიტურად უადგილოა... მიდის სუფთა კონკურენცია ხორბლის ჯიშებს და ჰიბრიდებს შორის რომელიც ყველაზე მომგებიანი იქნება და ხალხს გამოკვებავს ის იქნება მთავარ როლში

 

ბუნება პოლიტიკური პარტია არაა, რომ არ მოგეწონება მერე სხვას აირჩევ, თუმცა საქართველოში არც ეს პრინციპი არ მოქმედებს.

აქ მოქმედებს კანონი, ერთხელ გადაჯიშებულს უკან ვერ დაბრუნებ.

ეხლა სხვ ნეგატიურ მოვლენებზე, რასაც ახალი კულტურის დათესვას შეიძლება მოჰყვეს საუაბრი ხომ შორს წაგვიყვანს.

ამერიკული ხორბალი, ანუ კლონირებული, ანუ, ანუ ............ გათვალისწინებულია რაოდენობაზე და არა ხარისხზე.

აბაშური სიმინდზე ამერიკული ღორის ღეროვანი უჯრედების კლონირებით მივიღებთ ღომს, მაგრამ რამდენდ არის ეს ღომი სასარგებლო, ან რამდენდ მისაღებია ეკოსისტემაში ასეთი ჩარევა, ამას გავიგებთ მაშინ, როდესაც უკვე გვიან იქნება.

საინტერესო არის ის, რომ რაც ჩვენთან შემოდის, ევრობიდან ამის ამოღებას ცდილობენ და არ გამოსდით ჯერ.

ასეთუ ეკონომიური ბუმი სოფლის მეურნეობაში ზოგჯერ კატასტროფული შეიძლება იყოს. აგერ ჩეხები ებრძვიან ეხლა ნავთობის მოყვანას. გაყვითლდა რა მინდვრები აქ. ფერმერებმა ხორბლის დედაცო და ბიო-ნავთობს მოყვანა დაიწყეს ფართობზე. ეხლა აღმოჩნდა რომ ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის და რავი........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკული ხორბალი, ანუ კლონირებული

ჰიბრიდია ეგ რაც შემოაქვთ და არა გენმოდიფცირებული. ძალიან დიდი განსხვავებაა ამათ შორის. ჰიბრიდულ თესლს მთელი ევროპა მოიხმარს მაშინ როცა გენმოდიფიცირებული აკრძალულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ჰიბრიდია ეგ რაც შემოაქვთ და არა გენმოდიფცირებული. ძალიან დიდი განსხვავებაა ამათ შორის. ჰიბრიდულ თესლს მთელი ევროპა მოიხმარს მაშინ როცა გენმოდიფიცირებული აკრძალულია.

 

 

მთავარია გენმოდიფიცირებული არ იყოს. ამის გარანტიას იძლევა ვინმე?

 

 

 

ეს ამერიკული სიმინდი რამდენი მოდის ჰექტარზე?.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მისივე თქმით, ხორბლის პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში მაღალი ხარისხის სათესლე მასალაც გაჩნდა. შემოტანილი ჯაგერის ჯიშის თესლი პირველი რეპროდუქციის იყო, რაც საშუალებას იძლევა მისგან მიღებული მოსავლიდან ნაწილის სათესლედ გამოყენებას 3 წლის

ანუ, საუკეთესო შემთხვევაში სამი წლის შემდეგ კვლავაც უნდა ვიყიდო სათესლე მასალა :givi:

გასაგებია რა, გააკეთებენ ისე რომ მუდმივად შეისყიდოს გლეხმა უცხოეთში-ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ხორბალის თესლი,

ანუ დამოკიდებული ხდები სხვაზე

 

Saturn

ინგლისურად როგორ იწერება "ჯაგერი" გადავამოწმებდით

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ანუ, საუკეთესო შემთხვევაში სამი წლის შემდეგ კვლავაც უნდა ვიყიდო სათესლე მასალა

კი, ყველა ვარიანტში უნდა იყიდო სადაური ხორბალიც არ უნდა იყოს და საერთოდ რა კულტურაც არ უნდა იყოს თუ სპეც. სათესლე მეურნეობა არ გაგაჩნია საკუთარი. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ჰიბრიდია ეგ რაც შემოაქვთ და არა გენმოდიფცირებული. ძალიან დიდი განსხვავებაა

ეგ "ჯაგერი:" არც ჰიბრიდია და მით უმეტეს არც გენმოდიფიცირებული.ჰიბრიდული საკმაოდ ძვირია და არ შემოაქვთ,რადგან მყიდველი არ ეყოლება.ეს ჩვეულებრივი ჯიშია და 5 ტონამდე მოდის ხორბალი.ჩვენი ხორბალი კი სადღაც ტონანახევრამდე მოდის და ხშირად დანახარჯებს ვერ ანაზღაურებს.იყო კარგი ქართული ჯიშები,მაგრამ მათ კარგი მოვლა და შენახვა უნდათ,რაც ვერ ხერხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...