Jump to content
Planeta.Ge

ქართულ მედიაზე სახელმწიფოს ზეწოლა გრძელდება


Recommended Posts

«აი-ია» – საგანმანათლებლო ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემა მიმართავს ქართულ და მსოფლიო მასობრივი მედიის საშუალებებს, «ჟურნალისტებს საზღვრების გარეშე», საერთაშორისო ადამიანისა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, დასავლეთის დიპლომატიურ სტრუქტურებს – დემოკრატიულ ქვეყანათა მმართველ პირებს, ორგანოებსა და პარტიებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და აქტიურად დაგვეხმარონ უდანაშაულო ზურაბ ხუციშვილის განთავისუფლებაში.

 

ამა წლის 21 ივლისს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ, დაპატიმრებულ იქნა აი ია.-ს გამომცემელი და მფლობელი ზურაბ ხუციშვილი. მას ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთირებების შენახვა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ხუციშვილს 45 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სასამართლო პროცესი ა.წ. 5 სექტემბერს გაიმართება.

 

http://www.georgian-style.net/?p=1097

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SOS! დაპატიმრებულია აი ია.-ს გამომცემელი ზურაბ ხუციშვილი

 

SOS! დაპატიმრებულია აი ია.-ს გამომცემელი ზურაბ ხუციშვილი

ფოტოზე:

http://ai-ia.info/online-arqivi/fotoebi/aiia-zurab-khutsishvili.jpgაი ია.-ს გამომცემელი ზურაბ ხუციშვილი

 

ამა წლის 21 ივლისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ, დაპატიმრებულ იქნა აი ია.-ს გამომცემელი და მფლობელი ზურაბ ხუციშვილი. იგი დაახლოვებით დილის 11:30 საათზე, სოდ-ის თანამშრომლებმა ტაქსიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ასფალტზე პირაღმა დააწვინეს და ხელებგაკრულს ჰეროინი ჩაუდეს. მას ბრალი ედება 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე.

ამა წლის 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ხუციშვილს 45 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი ა.წ. 5 სექტემბერს გაიმართება.

 

ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ ფაქტამდე 10 დღით ადრე, 11 ივლისს, დაახლოვებით 00:35 საათზე, ბორჯომში, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს მუშაკების მიერ, მერაბ მაღლაკელიძის მანქანაში «ხმამაღალი საუბრისათვის» (!) (გამონათქვამი ეკუთვნის ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს) დაკავებულ იქნენ ზურაბ ხუციშვილი და მერაბ მაღლაკელიძე. მათ სასამართლომ მიუყენა 166-ე და 179-ე მუხლები და დაუდგინა ადმინისტრაციული სასჯელი, ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

 

«აი-ია» მიმართავს ქართულ და მსოფლიო მასობრივი მედიის საშუალებებს, «ჟურნალისტებს საზღვრების გარეშე», საერთაშორისო ადამიანისა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, დასავლეთის დიპლომატიურ სტრუქტურებს - დემოკრატიულ ქვეყანათა მმართველ პირებს, ორგანოებსა და პარტიებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და აქტიურად დაგვეხმარონ უდანაშაულო ზურაბ ხუციშვილის განთავისუფლებაში.

 

 

ზურაბ ხუციშვილი

დაიბადა 1964 წლის 23 იანვარს. 1980 წელს დაამთავრა ახალციხის პირველი საშუალო სკოლა. 1984-89 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.

1988 წლიდან ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრია. იყო წმინდა ილია მართალის საზოგადოების მესხეთ-ჯავახეთის ფილიალის თავმჯდომარე, 1990 წლიდან საარჩევნო ბლოკის «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს» მესხეთ-ჯავახეთის სპიკერი, 1992 წელს 9 თვის განმავლობაში პოლიტიკური პატიმარი, 2004 წლიდან დაშლამდე «მომავლის პარტიის» საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების კურატორი. 2011 წლის 14 მარტიდან გერმანულ საინფორმაციო სააგენტო Getmanpictures – თან ერთად აი ია.-ს ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემათა გამომცემელი, შპს «აი ია.»-ს მფლობელი, საინფორმაციო სააგენტო Getmanpictures – ის წარმომადგენელი საქართველოში.

 

«აი-ია» - საგანმანათლებლო ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემა.

დაარსდა 2011 წლის 14 აპრილს. ბეჭდვითი გამოცემა «აი ია.» გამოდის 2011 წლის 9 აპრილიდან ყოველ 2 კვირაში ერთხელ, გამოიცა 6 ნომერი. ონლაინ – გამოცემა «აი ია.» - www.ai-ia.info გამოდის 2011 წლის 31 მარტიდან

 

«აი-ია»-ს გამოცემები მის მკითხველს იმას, რაც მისი შემქმნელების აზრით საინტერესო და გამოსადეგი შეიძლება იყოს მათთვის დასავლური თუ აღმოსავლური, ჩრდილოური თუ სამხრეთული კულტურებიდან და აზროვნებიდან.

 

«აი-ია» - ს რედაქცია

საინფორმაციო სააგენტო Getmanpictures

 

25.07.2011

SIC! ზურაბ ხუციშვილის ადვოკატის – პაპუნა სანდუხაძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის შემდეგ, ზურაბ ხუციშვილი გადაყვანილ იქნა თბილისის სასჯელაღსრულების Nr. 8-ე დაწესებულების განმარტოებით საკანში, ე.წ. კარცერში, რომელშიც არ დგას საწოლი, იქ იგი დღემდე იმყოფება. ზურაბ ხუციშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია!

 

თავისუფლება ზურაბ ხუციშვილს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება მსხვილ ბიზნეს კომპანიებს ატერორებსოოოოო?

 

ქართულ მედიაზე სახელმწიფოს ზეწოლა გრძელდებაო??

 

 

 

მე ამის აააარმჯერაა!! არააა!!

Edited by თანამშრომელი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ლოგიკაა ესეიგი რადგან ადამიანი აი იას მფლობელია ეს ავტომატურად გამორიცხავს ნარკოტიკების ქონას?

 

 

თავისუფლება ზურაბ ხუციშვილს!

მდაა... და თავისუფლება რატომ? თუ მაგას ეძლევა თავისუფლება მაშინ ყველა გაანთავისუფლონ ვისაც ნარკოტიკები აღმოუჩინეს...

 

თუ ადამიანი აი იას მფლობელია რომაა მაგიტომაა განსაკუთრებულ პოზიციაში სხვებისგან განსხვავებით და შეუძლია ნარკოტიკი მოიხმაროს ან შეინახოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ლოგიკაა ესეიგი რადგან ადამიანი აი იას მფლობელია ეს ავტომატურად გამორიცხავს ნარკოტიკების ქონას?

 

 

პოლიციის მიერ ნარკოტიკების ჩადების მეთოდი როდის გააუქმეს საქართველოში?

 

არ მითხრა ეხლა "აი–ია" გამომცემელი ნარკომანია ან ნარკოტიკების გამსაღებელი. აბა ასე ბოკერია ნარკომანიის გამო დასახვრეტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ლოგიკაა ესეიგი რადგან ადამიანი აი იას მფლობელია ეს ავტომატურად გამორიცხავს ნარკოტიკების ქონას?

 

 

 

მდაა... და თავისუფლება რატომ? თუ მაგას ეძლევა თავისუფლება მაშინ ყველა გაანთავისუფლონ ვისაც ნარკოტიკები აღმოუჩინეს...

 

თუ ადამიანი აი იას მფლობელია რომაა მაგიტომაა განსაკუთრებულ პოზიციაში სხვებისგან განსხვავებით და შეუძლია ნარკოტიკი მოიხმაროს ან შეინახოს?

ეე ეგ რა პონტია ეს მე არ დამიწერია რა

ზურაბი ტო.

 

ეგ საიდან დააციტირეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანამშრომელი

დაჩის ქონდა ეგ დაწერილი მაგრამ რატომღაც შენი სახელით დაციტირდა :givi:

 

თავისუფლება ზურაბ ხუციშვილს!

ვა ეხლაც იგივე ქნა... ალბათ რაღაც სულიერი კავშირები გაქვს დაჩისთან და

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციის მიერ ნარკოტიკების ჩადების მეთოდი როდის გააუქმეს საქართველოში?

მე იმას გადაწყვეტით რათქმაუნდა ვერ ვიტყვი ნარკოტიკი ჩაუდეს თუ არა მაგრამ ჯერ არ არსებობს არცერთი არც მტკიცებულება ან რამე ეჭვის მიზეზი რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკები თქვენ კი ეს უკვე დადასტურებულ ფაქტად მიგაჩნიათ იმიტომ რომ მიშა გეზიზღებათ აი ამაშია საქმე...

 

მე იმას არ ვამბობ რომ შეუძლებელია ნარკოტიკები ჩაედოთ მაგ კაცისთვის თქო თუმცა ამავდროულად ველოდები ახსნებს თუ რატომაა შეუძლებელი რომ ეგ ადამიანი იყოს ნარკომანი :)

 

 

 

 

ჯერ სადა ხართ..

საად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე იმას არ ვამბობ რომ შეუძლებელია ნარკოტიკები ჩაედოთ მაგ კაცისთვის თქო თუმცა ამავდროულად ველოდები ახსნებს თუ რატომაა შეუძლებელი რომ ეგ ადამიანი იყოს ნარკომანი

 

ოოოო, ფრიად დასაფიქრებელია..

იქნებ მარლაც ნარკომანია???

 

ყოველ შემთხვევაში ნარკოტიკების ჩადებას ვერ გადაეჩვია ქართული პოლიცია, ეჭვის საბაბი ყოველთვის იარსებებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

საად?

ადამიანის თვისებაა ეს.. მთლად ხელისუფლების "დანაშაულადაც" არ ვთვლი..

 

"ადამიანის მადას საზღვარი არა აქვს, თუ რაიმე დამაბრკოლებელი არ შეხვდა" (ც)..

 

ჩემი გადმოსახედიდან ამ დაბრკოლებას ვერ ვხედავ, ამიტომაც, ზემოთ მოცემული დებულებიდან ვასკვნი: "ჯერ სადა ხართ"..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

fashisti

ეს ნახე

 

პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერი აღარ არის. ამგვარი შეფასება დაფიქსირდა ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2011-2012 წლის ანგარიშში.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ სამხრეთ კავკასიაში ლიდერის პოზიცია გასული წლის მაისში, ოპოზიციის დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლისა და იმ მუდმივი ზეწოლის გამო დაკარგა, რომელსაც რუსეთისადმი სიმპათიაში "ეჭვმიტანილი" ჟურნალისტები და ბლოგერები განიცდიან. შედეგად, საქართველო 38 ქულით რეიტინგის 104-ე ადგილზე აღმოჩნდა. იქვეა მინიშნება, რომ საქართველოს მაჩვენებელი შემცირდა.

 

მეზობელი სომხეთის მაჩვენელი კი გაიზარდა და ის სიის 77-ე ადგილზე გავიდა. რუსეთის ფედერაცია 66 ქულით რეიტინგის 142-ე, ხოლო აზერბაიჯანი 87,25 ქულით 162-ე ადგილზეა.

პრესის თავსიუფლების რეიტინგს -10 ქულით ფინეთი ლიდერობს, ბოლო – 179-ე ადგილზე კი ერითრეაა, რომელმაც 142 ქულა მიიღო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხო სამწუხაროა ძალიან... ისე ამ ბოლო პერიოდში მართლა ძალიან მიკერძოებულად გადმოსცემენ ნიუსებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...