Jump to content
Planeta.Ge

სპექტაკლი სვეტიცხოველთან


Recommended Posts

უყვარს ხალხს თავისი ლიდერი

 

ნეტავი ვის აყრიან თვალში ნაცარს. ყველამ უკვე ნაცრის საწინააღმდეგო სათვალე ვიშოვეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი უკვე ყველას ესმის რომ ჩაწყობილია და მარტო მიშა ვერ ხვდება. ეტყობა აქლიავებენ ესეთი რაღაცეებით და აჯერებენ რომ ხალხს უყვარს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ეს ისე გასართობად, ამით აქლიავებენ ნაცბანდას.

გებელსის პროპაგანდის მსხვერპლი არის ყოველთვის გებელსი

 

http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/8rpve.png

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვა ეს რა გამოცემაა სახელი მითხარი, უნდა გამოვიწერო

 

 

მაგეებზე იხარჯება მილიონები, ეგეთ სისულეებს ასწავლიან "ძალიან პატრიოებს"

 

აი კიდე მალიე ვასიუკი:

 

http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/wtb8x.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა როგორაა საქმე ნაცმადიდებლებო? როგორა გყავთ მიშა და პოლკოვნიკი ილია 2?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სვეტიცხოველში პრეზიდენტის მომხრეების მიყვანა ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმამ უზრუნველყო

 

20:11 14.07.2011

 

[თეონა ხარაბაძე]

 

სვეტიცხოველში პრეზიდენტის მომხრეების მიყვანა ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმამ უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაცია პრესაჯი.ტვ-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, (რომელიც ვეფხვაძის ოჯახს კარგად იცნობს), მიაწოდა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით.

 

როდესაც ქვეყანაში ადამიანს რაღაცის მიმართ პროტესტის გრძნობა უჩნდება და ამ პროტესტს ხმამაღლა, შიშის გამო, ვერ გამოთქვამს, ძნელია, დემოკრატია ეწოდოს. მაგრამ საქართველოში დღეს დემოკრატიად რატომღაც ის ითვლება, თუ ყველა კუთხეში „მიშა მაგარიას“ ყვირი.

 

ის, რაც სვეტიცხოვლობა დღეს სვეტიცხოვლის ეზოში მოხდა, საზოგადოების დიდმაა აწილმა შეურაცხყოფად მიიღო, რადგან წარმოუდგენელია, რელიგიურ დღესასწაულზე ეკლესიაში სალოცავად მისული ადამიანი პრეზიდენტის სახელს ყვიროდეს და მის დანახვაზე თვალებზე ცრემლები ადგებოდეს. მითუმეტეს, თუ ორი დღით ადრე, ეს საზოგადოება ამ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკმაოდ მწვავედ აპროტესტებდა.

 

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ სვეტიცხოვლის ეზოში რიგითი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი და სააკაშვილს ხელებს უკოცნიდნენ.

 

მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ხალხი ის „სანდო“ ადამიანები იყვნენ, ვინც სწორედ იმისთვის მიიყვანეს იქ, რომ სააკაშვილით აღფრთოვანება გამოეხატათ და მადლობები ეხადათ. პრინციპში, ეს ახალი არ არის და ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის შესაგებებლად მუდმივად ხან მინაშვილის სიდედრი, ხან მსგავსი ფიგურების ახლობელი და ხან რომელიმე გამგებლის ბიძაშვილი და მამიდაშვილი მიჰყავთ. შემდეგ კი ნაციონალური ტელეარხების მიერ, ეს ისე პიარდება, თითქოს რიგითი ადამიანები ისე არიან ქვეყნის და საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილნი, რომ პრეზიდენტის დანახვისას მადლობის სათქმელად მიწაზე ხოხავენ.

 

ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ პრეზიდენტის სვეტიცხოველში მისვლა სწორედ ამ სცენარით წარიმართა.

 

სააკაშვილის მისვლამდე სვეტიცხოვლის ეზოში შესასვლელი დაცვამ გადაკეტა და არავის უშვებდნენ. შემდეგ უკვე შსს-ს „პიკაპებით“ მოიყვანეს ხალხი და შესასვლელთან ჩამწკრივდნენ. (ცნობისთვის, ასეთ მანქანაში ოცამდე ადამიანი ეტევა). სვეტიცხოვლის შესასვლელთან ასეთი მანქანები საკმაო რაოდენობით იყო გაჩერებული.

 

რა თქმა უნდა, ამ მანქანებში სპეცტანსაცმლიანი არავინ მჯდარა და მათი ძირითადი ნაწილიც ისე იყო ჩაცმული, რომ მორწმუნე მრევლს დამსგავსებოდა. მაგრამ, ამ ხალხის ეზოში შეყვანას და კონკრეტულად იმ ადგილას განლაგებას, სადაც პრეზიდენტს უნდა გაევლო შსს-ს მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ.

 

ცხადია, არც ეს არის გასაკვირი, რადგან ასეთ რამეებს უკვე მიჩვეულები ვართ. მაგრამ, როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, ამ ოპერაციას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმა მირიან ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.

 

მირიან ჩიქოვანი შსს-ში კუდის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია და სწორედ მისი მითითებებით მოქმედებდნენ იქ მიყვანილი ადამიანები და იგი ანიშნებდა, ვინ უნდა მოხვეოდა სააკაშვილს და ვინ არა.

 

თუკი ლევან ვეფხვაძის ცოლის თანამდებობას გავითვალისწინებთ, რომელიც წლების განმავლობაში გია ბარამიძის პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს და ყველა იმ სტრუქტურაში ეს თანამდებობა უკავია, სადაც ბარამიძე ინიშნება, მისი ძმის შსს-ში თანამდებობაზე ყოფნა გასაკვირი ნამდვილად აღარ არის.

 

ჩვენ დავინტერესდით, რა რეაქცია ჰქონდა ლევან ვეფხვაძეს ამ ყველაფერზე, მაგრამ იგი ტელეფონის ზარებს დაჟინებით არ პასუხობდა.

 

http://www.presage.tv/?m=politics&AID=5820

 

რეჟისორიც და მსახიობებიც ცნობილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

სად მუშაობ? თქვენი პროფესია თუ შეიძლება

 

მიშისტი ვარ რა, :user: მასოვკებში ვღებულობ მონაწილეობას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...