Jump to content
Planeta.Ge

ფოტოგრაფები დაიჭირეს


Recommended Posts

ყველა თემაში რელიაგიამდე რო დადიხართ ხვდებიით?

 

 

 

მაგიტოა აქაურობა კარგ დღეში:

 

 

ეგრე გააგრძელეთ !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა თემაში რელიაგიამდე რო დადიხართ ხვდებიით?

 

 

 

მაგიტოა აქაურობა კარგ დღეში:

 

 

ეგრე გააგრძელეთ !

ყველაფერი ააშენეს! ყველაფერში წარმატებას მიაღწიეს - ეხლა რელიგიას უნდა შეახონ მადლიანი დიდოსტატის მარჯვენა! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა თემაში რელიაგიამდე რო დადიხართ ხვდებიით?

 

 

 

მაგიტოა აქაურობა კარგ დღეში:

 

 

ეგრე გააგრძელეთ !

:givi: ვშპ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=13657&lang=geo

 

ჩვენი დაკავების ნამდვილი მიზეზი 26 მაისს გადაღებული კადრებია

გია აბდალაძე, გაზეთი „ქრონიკა“

 

დაკავების მერე სულ ვფიქრობ, რა გახდა ჩვენი - ხუთი ფოტორეპორტიორის დაპატიმრების მიზეზი; რა გვაკავშირებდა ჩვენ ერთმანეთთან ისეთი, რასაც შეიძლებოდა ხელისუფლების მაღაჩინოსნების გაღიზიანება გამოეწვია და რისთვის შეიძლებოდა ჩვენ დავესაჯეთ.

 

ადამიანი როცა უდანაშაულო ხარ, კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგიკეთებია და დაგიჭერენ, თავისთავად, იწყებ ფიქრს, რა გახდა ამის მიზეზი. თავისთავად ფაქტია, რომ ჩვენი დაპატიმრება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, რადგან მისი პირადი ფოტორეპორტიორიც, ირაკლი გედენიძეც დაკავებულია. ამას სააკაშვილის გარეშე ვერავინ გაბედავდა.

 

ესე იგი ჩვენ, ჩვენი საქციელით, ყველამ ერთად, სააკაშვილი გავაბრაზეთ და ისეთი რამ გავაკეთეთ, რითაც პირადად მას მივაყენეთ დარტყმა.

 

როგორც ადვოკატები მეუბნებიან, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი - ხომ არ უკავშირდება ჩვენი დაჭერა რომელიმე მაღალჩინოსნის პიკანტურ ფოტოს? ყოფილა ვერსიები კონკრეტულ ჩინოვნიკებზეც. მე ასეთი ფოტო არასოდეს გადამიღია. თუ ჩემს ობიექტივში შემთხვევით მოხვედრილა რაიმე მსგავსი, მაშინვე ვშლიდი და გავრცელებას რომ თავი დავანებოთ, არავის ვაჩვენებდი. მე არასოდეს ვიქექებოდი სხვის პირად ცხოვრებაში. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ამიტომ ვთქვი უარი ,,პრაიმ ტაიმთან“ თანამშრომლობაზე. ასე რომ, პიკანტურ ფოტოებთან ჩემს დასჯას ვერაფრით ვაკავშირებ.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება. მე ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი. აი, რატომ:

 

პირველ რიგში, აგვისტოს ომის შემდეგ სხვა სკანდალური ფოტოები პირადად მე არ გადამიღია. ის ფოტოები სააკაშვილს არ გააღიზიანებდა. პირიქით, ყველა კადრი რუსეთის აგრესიას ასახავდა და ერთ-ერთმა მათგანმა მსოფლიოს პრესა მოიარა.

 

26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გავუსწორდით საკუთარ მოსახლეობას. ჩემი ორი კადრი „ასოშეითედ პრესის“ ვებ-გვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის აერაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე, სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურა ქურციკიძემ, შახ აივაზოვმა, „ფრანსპრესისა“ და ,,როიტერის“ ფოტორეპორტიორებმა.

 

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა. ის სპეცრაზმელებთან ერთად მოვიდა აქციის დარბევის დროს, ფოტორეპორტიორებიდან ყველაზე საუკეთესო პირობებში იყო, რადგან პოლიციელებმა იცოდნენ, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი რომ იყო და არავინ არაფერს უშლიდა. ირაკლიმ გადაიღო კადრი, სადაც კარგად ჩანს სპეცრაზმელების მიერ მოკლული ადამიანი. მერე ეს ფოტო ზურა ქურციკიძეს მიჰყიდა, რომელმაც ის ევროპის ფოტოსააგენტოს მეშვეობით გაავრცელა. ამ კადრს ავტორი არ ეწერა, მაგრამ ყველა ფოტორეპორტიორმა იცოდა, ირაკლის გადაღებული რომ იყო.

 

მოკლედ, ირაკლისა და ჩვენმა ფოტოებმა მოიარა მთელი მსოფლიო და იმ ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები, სადაც მიხეილ სააკაშვილს დიდ დემოკრატად მოაქვს თავი. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია. არ გვაპატია ჩვენც, დემოკრატიულ ქვეყნებში თავი რომ მოვჭერით და ყველას რომ ვაჩვენეთ, სისხლიანი რეჟიმის მეთაური რომ არის. ნინო ბურჯანაძეც ევროპის ქვეყნებში შეხვედრებზე ამ ფოტოებს ატრიალებდა და მსოფლიო ლიდერებმაც ამ ფოტოებით გაიგეს, როგორ მოექცა სააკაშვილი საკუთარ ხალხს.

 

ამიტომაც მიიღო სააკაშვილმა ჩვენი დასჯის გადაწყვეტილება. უბრალოდ, ვერ შეეხნენ ,,როიტერისა“ და ,,ფრანსპრესის“ ფოტორეპორტიორებს, რადგან ამ სააგენტოებს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა. ვერ გათვალეს, რომ შახ აივაზოვის ბედით ამერიკის საელჩო დაინტერესდებოდა, რადგან ,,ასოშეითედ პრესს“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არა აქვს და შახი მოსკოვის ოფისის თანამშრომელია. პირადად მე ,,ასოშეითდ პრესის“ უშტატო თანამშრომელი ვარ, მაგრამ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამერიკის საელჩომ ჩემი დაკავების შესახებ გვიან შეიტყო. ისიც გავიგე, რომ შახ აივაზოვის საკითხით თავად ელჩი დაინტერესდა და რომ არ გაენთავისუფლებინათ, საგანგებო განცხადების გაკეთებასაც აპირებდა. ჩემი დაკავების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, მაგრამ შახს ჩემთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ის შტატიანი თანამშრომელია, მე კი - უშტატო. მე მხოლოდ იმ ფოტოებში მიხდიდნენ ფულს, რასაც ჩემგან შეიძენდნენ.

 

მოკლედ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ჩვენ სამაგალითოდ დავესაჯეთ და ამით მაგალითი მიეცათ იმ ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ. იმ ფოტორეპორტიორებს არავინ შეეხო, ვინც ეს კადრები მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა, მაგრამ ჩვენი დაჭერა მათთვისაც ნიშანი იყო. სხვა დროს თუ სააკაშვილი ასეთ რამეს გააკეთებს, დამერწმუნეთ, სკანდალური ფოტოების გადაღებას ვერავინ გარისკავს. მან ამით მედია გააფრთხილა - მე რასაც მინდა გავაკეთებ, თუ მინდა ხალხსაც დავხოცავ, მაგრამ თქვენ ამის თქმის, ამ ფაქტების დაფიქსირების უფლება არ გაქვთო. სააკაშვილი უკვე დარწმუნდა, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ხალხის დახოცვისაც, წამებისაც, ყველაფრის. უკვე ჯაშუშომანიითაა შეპყრობილი და ვინც მას ამხელს, ყველა ქვეყნის მტერია.

 

სხვათა შორის, 28 ან 29 მაისს დამირეკეს სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან და მითხრეს, ჩემს მიერ 26 მაისს გადაღებული ყველა ფოტო მათთან მიმეტანა. მაშინ ამ საკითხს არასერიოზულად შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე-მეთქი. ალბათ, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა.

 

მოკლედ, მე, ირაკლი გედენიძე, შახ აივაზოვი და ზურა ქურციკიძე 26 მაისის კადრებს შევეწირეთ. რაც შეეხება ნათია გედენიძის დაკავებას, ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ ირაკლიზე ზემოქმედება მოეხდინათ და მათი აღიარებითი ჩვენებები მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ საკუთარი თავისაც და ჩვენს წინააღმდეგაც აბსურდულ ჩვენებას მოაწერა ხელი და არარსებული რაღაცეები ილაპარაკა, მე მესმის მისი და ძალიან მეცოდება. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ნათიაზე ზემოქმედებით გახადეს იძულებული, ასე მოქცეულიყო. მათ ორი შვილი უპატრონოდ რჩებოდა და სხვა გზა არ დაუტოვეს. როცა გავიგე, რომ ორივე დაკავებული იყო, მაშინვე მივხვდი ამას, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ ირაკლი ვაჟკაცურად დადგებოდა. ვერ გაუძლო და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ჩვენც გაგვწირა.

 

სააკაშვილს ჩვენი დასჯის ბრძანება 26 მაისსვე აქვს გაცემული, მაგრამ მაშინვე რომ დავეკავებინეთ, ყველასთვის გასაგები იქნებოდა სიმართლე. მან მოითმინა ცოტა ხანი. ირაკლი გედენიძისთვის სამსახურში საყვედურიც არ უთქვამთ იმის გამო, რომ აქციაზე გარდაცვლილი ადამიანის ფოტო გაავრცელა. არადა პრეზიდენტის პრესსამსახურში ამ ფაქტის შესახებ ყველამ იცოდა. ეს მე ირაკლისგან ვიცი. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილმა მერაბიშვილს შეათითხნინა ჩვენს წინააღმდეგ საქმე. მოიგონეს არარსებული და აბსურდული სცენარი. შეაკოწიწეს საქმე და ჯაშუშობა დაგვაბრალეს.

 

მოკლედ, ჩვენი დაჭერით სააკაშვილმა თავისუფალი მედია გააფრთხილა - თუ ჩემს წინააღმდეგ წახვალთ, საგადასახადოსაც შემოგისევთ, კიდეც დაგხურავთ და თუ მომინდება, სამშობლოს ღალატისთვისაც დაგიჭერთო. მე უდანაშაულო ვარ და სიმართლის თქმის გამო ვისჯები. ამიტომაც აქვე მივმართავ მიხეილ სააკაშვილს: ბატონო მიხეილ, მეოთხე დღეა, თქვენი უშუალო ბრძანებით, პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამითვის ვისჯებით?

 

ბატონო მიხეილ, მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - თავს გავწირავ ჩემი სიმათლისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მაინც მართალი. სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მდიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ხალხს.

 

მე მართალი ვარ. მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია. ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით.

წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „ქრონიკაში“ (#28 (498) 11.07/17.07)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ჩვენი დაკავების ნამდვილი მიზეზი 26 მაისს გადაღებული კადრებია

 

მიშა გულღძო და ბოღმა ადამიანია და ეს წერილი საკმაოდ რეალური მეჩვენება.

ვფიქრობ, რომ ეს ვერსია ყველაზე ახლოა რეალობასთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

 

მიშა გულღძო და ბოღმა ადამიანია და ეს წერილი საკმაოდ რეალური მეჩვენება.

ვფიქრობ, რომ ეს ვერსია ყველაზე ახლოა რეალობასთან.

ვაა, თქვენ ყველაფესრ უგონებთ მიშასა! აი ანგელოზს მოუსმინეთ :givi:

 

http://www.inosmi.ru/caucasus/20110701/171457712.html

 

Согласно конституции, Рулофс будет продолжать свою деятельность как первая леди еще пару лет, после чего ее супруг должен покинуть президентское кресло. Но на вопрос об этом она отвечает уклончиво. Говорит, что они с мужем и в будущем намерены продолжать работать в Грузии.

 

САНДРА РУЛОФС: У него такие познания, такой опыт, такие контакты. И я думаю, Грузии следует это использовать.

 

ПОЛА НЬЮТОН: Но иногда стране важно двигаться вперёд, важно, чтобы был переход власти. Если вы начнёте планировать, чем займётесь после…

 

САНДРА РУЛОФС: Я вижу, что для продвижения Грузии вперед лучше всего, чтобы мой муж возглавлял страну до 2013 года, а после этого с ним консультировались, какую бы должность он не занимал.

 

Рулофс говорит, что иногда ей хочется быть просто мамой и растить детей вдали от общественного внимания.

 

ПОЛА НЬЮТОН: Малышу уже выбрали имя?

 

САНДРА РУЛОФС: Да, этого мальчика зовут Александр.

 

Но эта целеустремленная женщина, иммигрировавшая в Грузию из-за границы, можно сказать, стала в этой стране такой же приверженкой национализма, как и те, кто здесь родился.

 

და ამას მიაქციეთ ყურადღება:

"В момент, когда этой грузинской матери приходится тужиться все сильнее, когда ее боль доходит до предела, ее изголовья находится первая леди страны. Подсказывает, поздравляет с благополучным завершением родов и надевает чепчик новому гражданину Грузии ."

 

აბააა! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა თემაში რელიაგიამდე რო დადიხართ ხვდებიით?

:givi:

ჩვენი დაკავების ნამდვილი მიზეზი 26 მაისს გადაღებული კადრებია

გია აბდალაძე, გაზეთი „ქრონიკა

 

 

მეც ეგრე ვფიქრობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, ირაკლისა და ჩვენმა ფოტოებმა მოიარა მთელი მსოფლიო და იმ ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები, სადაც მიხეილ სააკაშვილს დიდ დემოკრატად მოაქვს თავი. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია. არ გვაპატია ჩვენც, დემოკრატიულ ქვეყნებში თავი რომ მოვჭერით და ყველას რომ ვაჩვენეთ, სისხლიანი რეჟიმის მეთაური რომ არის. ნინო ბურჯანაძეც ევროპის ქვეყნებში შეხვედრებზე ამ ფოტოებს ატრიალებდა და მსოფლიო ლიდერებმაც ამ ფოტოებით გაიგეს, როგორ მოექცა სააკაშვილი საკუთარ ხალხს

მოკლედ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ჩვენ სამაგალითოდ დავესაჯეთ და ამით მაგალითი მიეცათ იმ ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ

 

 

ესე ვფიქრობ მეც და ბევრჯერაც მითქვამს.....................მოგიტყანთ სამართალი ნაცებო.

 

 

 

 

დღეს ყველამ „აღიარა“ ჯაშუშობა და წარმომიდგენია რა დღეში ეყოლებოდათ გამჭვირვალე შენობების სარდაფებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვისაც დააინტერესებს, დისკუსიები მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის, რამდენიმე ვიდეორგოლია, საკმაოდ საინტერესო

ბოლოს თუ აგინეს ერთმანეთს, ვუყურებ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად და მოჰამედი თავად იყო მაგალითი პედოფილიის როდესაც 6 წლის() წლის ბოვში მოიყვანა ცოლად, ის რომ ისლმაში მცირეწლოვანი გოგონას მოყვანა მოსული პონტია ჩემი მოგინილი არაა, შარიათის წესების მიხედვით მენტსრუაციის შემდეგ შეიძლება, თუმცა არსებობს სხვა მონაცემებიც

Siknadmo, უკაცრავად და ეს თემა რაზეა? ფოტოგრაფებმა შარიათის კანონები დაარღვიეს?

მე არ ვაპირებ შენს პროვოკაციულ პოსტზე პასუხის გაცემას. რაცხა ვერ ხარ გუნებაზე გეტყობა.

 

ისე არგუმენტები მაგარი ავტორიტეტული წყაროდან აგიღია, მაქ სხვა შინაარსის პოსტებიც იყო, მაგრამ შენ ის ამოიღე რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. :D

გააგრძელე მე ხელს არ შეგიშლი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფოტოგრაფების საქმე შესაძლოა საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს

 

http://www.civil.ge/geo/article.php?id=24347

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

აი მოკლედ

 

Признание фотокора... Абдаладзе рассказал, как был завербован сперва осетинами, а потом русскими..

 

http://berg-man.livejournal.com/163076.html

 

Edited by მაცი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...