DATA TUTASXIA Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 akkaiძალიან არ მინდა დავიჯერო( 4 დაკავებულიდან 3 მეტნაკლებად კარგად ვიცნობ) იმ კულუარული ინფორმაციის რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გაჟღერებულა ,( არც არცერთ ფორუმზე) და რომლის გამოც სავარაუდოდ ედავებიან დაკავებულებს: გაგვანდე ჩვენც აკკაი ბატონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 საქართველოში აკრედიტიტიებულ დიპლომატიურ კორპუს, ყველა არასამთავრობო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებსმიმართვასაერთაშორისო საზოგადობამ სამართლიანი პროტესტი გამოსთქვა ბელორუსიაში სამი წლით გასმართლებულ ჟურნალისტის ანდრეი პოცზობუტის გამო და ამ დროს საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებას უყენებნ სამ ფოტორეპორტიორს.იმედია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია, ადკვატური იქნებ ქართველი რეპორტიორების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეშიც.განსაკუთრებით თხოვნით მივმართავთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, არ მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი ტიპის განცადებებით “ჩვენ ველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას”. ასეთი მიმართვები მხოლოდ დაამძიმებს დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების ისედაც რთულ მდგომარეობას.როგორც მოსალოდნელი იყო ფოტორეპორტიორებმა უკვე "აღიარებითი" ჩვენები მისცეს და აქედან გამომდინარე "სამართლიანი და გამჭირვალე გამოძიების მოთხოვნამ", შეიძლება საშიშროება შეუქმნას დაპატიმებულთა სიცოცხლეს.საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით მკაცრად გააპროტესტონ საქართველოში ფოტორეპორტიორების დაპატიმრება. მედიისადმი ასეთი მიდგომა, საქართველოში ბელორუსიასთან შედარებით უფრო მძიმე რეჟიმზე მიუთითებს. საქარველოს ხელისუფლების ასეთი მოქმედება კი ეჭვ ქვეშ აყენებს ყველა სხვა დემოკრატიულ პროცესების ნდობის ფაქტორს.საქართველოს "სოციალუ–ლიბერალური პარტია"გიორგი ალანიაჩეხეთი http://soclberal.georgian-style.net/?p=300 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი აღმოჩენა გააკეთა.თურმე როცა ვინმეს აგენტი ხარ და შესაბამის ანაზღაურებას იღებ,ფულის ქეშად მიღება დაუშვებელია.რა საჭოროა კონსპირაცია,გაცილებით უკეთესია ანგარიში გახსნა და თანხა როგორც თვითონ ამბობენ უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის საფარქვეშ მოქმედმა ორგანიზაციამ თანხა გადმოგირიცხოს.babuagiorgiგანსაკუთრებით თხოვნით მივმართავთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, არ მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი ტიპის განცადებებით “ჩვენ ველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას”. ასეთი მიმართვები მხოლოდ დაამძიმებს დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების ისედაც რთულ მდგომარეობას.ზუსტად ასე ქნეს: აშშ ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის სამართლიან გამოძიებას ელოდება 10:02 09-07-2011 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის სამართლიან გამოძიებას ელოდება . ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავება მედიის თავისუფლების შეზღუდვად შეფასეს, ნულანდმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლებასაც იმავეს ეტყვიან, რასაც მთელს მსოფლიოში - სხვა ხელისუფლებებს - "ჩვენ ველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას", - განაცხადა ნულანდმა. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) დააკავა.ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ნათია გედენიძე კი, მოდულის შენობიდან წუხელ გაათავისუფლეს. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ფოტორეპორტიორების საქმეზე შსს-მ განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა12:22 09-07-2011ფოტორეპორტიორების საქმეზე შსს-მ განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა დაკავებულ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც უწყების განცხადება გავრცელდა. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:"გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ ა.სინიცინთან და ს.ოკროკოვთან.ასევე, დადგენილია ზურაბ ქურციკიძის კავშირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებსაც დაკავებული პირები სწორედ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციებს. კერძოდ, მატერიალური ანაზღაურების საფასურად, ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტო გადაღება და შემდეგ მათი მიწოდება ქურციკიძისთვის, რომლიც თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდა. ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის პირადი ნივთების ჩხრეკისას და მათ კომპიუტერში არსებული მასალების შესწავლისას აღმოჩენილი იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტის შესახებ, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების თაობაზე, ასევე სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციები.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე ახალი დეტალების დადგენის მიზნით",- აცხადებს შსს.დღესვე სამინისტრომ ზურაბ ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა. ამასთან, შსს-მ გამოაქვეყნა მხოლოდ ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის ნათია გედენიძის ჩვენებების ვიდეოჩანაწერებიზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე, მათი ადვოკატების განცხადებით, ბრალს არ აღიარებენ.ვიდეო http://www.interpressnews.ge/ge/samartali/174182-fotoreportiorebis-saqmeze-shss-m-ganckhadeba-gaavrcela.html ა ბატონო, გამოაცხვეს უკვე "მტკიცებულებები" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 2 ჟურნალისტი კომპრომისზე ჯერ არ მიდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 (edited) საქართველოში აკრედიტიტიებულ დიპლომატიურ კორპუს, ყველა არასამთავრობო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებსმიმართვასაერთაშორისო საზოგადობამ სამართლიანი პროტესტი გამოსთქვა ბელორუსიაში სამი წლით გასმართლებულ ჟურნალისტის ანდრეი პოცზობუტის გამო და ამ დროს საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებას უყენებნ სამ ფოტორეპორტიორს.იმედია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია, ადკვატური იქნებ ქართველი რეპორტიორების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეშიც.განსაკუთრებით თხოვნით მივმართავთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, არ მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი ტიპის განცადებებით “ჩვენ ველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას”. ასეთი მიმართვები მხოლოდ დაამძიმებს დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების ისედაც რთულ მდგომარეობას.როგორც მოსალოდნელი იყო ფოტორეპორტიორებმა უკვე "აღიარებითი" ჩვენები მისცეს და აქედან გამომდინარე "სამართლიანი და გამჭირვალე გამოძიების მოთხოვნამ", შეიძლება საშიშროება შეუქმნას დაპატიმებულთა სიცოცხლეს.საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით მკაცრად გააპროტესტონ საქართველოში ფოტორეპორტიორების დაპატიმრება. მედიისადმი ასეთი მიდგომა, საქართველოში ბელორუსიასთან შედარებით უფრო მძიმე რეჟიმზე მიუთითებს. საქარველოს ხელისუფლების ასეთი მოქმედება კი ეჭვ ქვეშ აყენებს ყველა სხვა დემოკრატიულ პროცესების ნდობის ფაქტორს.საქართველოს "სოციალუ–ლიბერალური პარტია"გიორგი ალანიაჩეხეთიhttp://soclberal.georgian-style.net/?p=300 ბატონო გიორგი, გასაგებია რომ საქართველოს დამპყრობი საააკაშვილის ნაც-ხელისუფლება თითქმის ყველა ქმედებას უსამართლოდ და ძალმომრეობით სჩადის. აქ სადაო არაფერია. ვფიქრობ ზემოთ ჩამოთვლილი "ფოტოგრაფებიც" უსამართლოდ დააკავეს. გასაკვირია თქვენ რომ მსგავსი განცხადება არ გააკეთეთ, 5 ივლის ნაც-ხელისუფლების მიერ ქართველი ერის მართლმადიდებლობის შემბღალავი და ქვეყნის მთლიანობის რღვევის ხელშემწყობი წედების (კატოლიკურ-გრიგორიანული და სხვა სექტანტებისთვის მართლმადიდებლობასთან გათანაბრებული მდგომარეობის მინიჭება) მალულად მიღების გამო. რას მივაწეროთ ეს? Edited July 9, 2011 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 akkaiძალიან არ მინდა დავიჯერო( 4 დაკავებულიდან 3 მეტნაკლებად კარგად ვიცნობ) იმ კულუარული ინფორმაციის რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გაჟღერებულა ,( არც არცერთ ფორუმზე) და რომლის გამოც სავარაუდოდ ედავებიან დაკავებულებს: pm plz.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ყვარლის ტყეში პრეზიდენტის ველოსიპედით "კატაობის" მარშრუტი გადაუციათ მტრებისთვის ფოტოგრაფებს... კიდევ კარგი დროზე აიყვანეს ეს ხალხი, ბეწვზე ვართ გადარჩენილები! ეს მართალია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ერთი ამიხსენით და ფოტოგრაფებმა რა ინფორმაცია უნდა მოიპოვონ ისეთი,რომ ქვეყანას ავნონ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 არ გახსოვთ ხულოელი 70 წლის კაცი რო დაიჭირეს, მის სოფელში რამდენი ძროხა იყო ის არ იცოდა და სეხელმწიფო საიდუმლოებებს გასცემდაო. გეგონება ხულოში ატომურ ბომბზე მუშაობდნენ და იმან გააბაზრა. აბა მაგის მერე რა უნდა დაიჯერო ამათი, სულ რომ ნამდვილი იყოს არ მჯერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ერთი ამიხსენით და ფოტოგრაფებმა რა ინფორმაცია უნდა მოიპოვონ ისეთი,რომ ქვეყანას ავნონ? ყლინჯის ჭამისას რომ წაასწრებ შიშას და თანაც გადაიღებ, ეს სახელმწიფო საიდუმლოება არ არის??? http://2.bp.blogspot.com/_VH0DmsF39UE/SuGslTP98EI/AAAAAAAABZc/II8MPxiNhj4/s400/Saakashvili+tie+snack.jpgყლინჯის ჭამა სახელმწიფო საიდუმლოებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაცი Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 "მედია ადვოკატირებისთვის" ფოტორეპორტიორების საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას ითხოვს კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ხელისუფლებისგან ფოტორეპორტიორების საქმისათვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას ითხოვს.კოალიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ასევე ითხოვენ, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვას. "ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის იგნორირება. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში საქმის დეტალები არ იქნება ცნობილი, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მედიასივრცესა და ქართულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირ წნეხად, დაკავებული პირები კი სინდისის პატიმრებად ჩაითვლებიან", _ აცხადებენ კოალიციის წარმომადგენლები.მათივე თქმით, კოალიცია ჟურნალისტების პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით მიმართავს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას და გამოიყენებს საზოგადოებრივი ზეწოლის ყველა საშუალებას."მიგვაჩნია, რომ დღეს ინფორმაციის სიმწირის გამო, საზოგადოებას საშუალება არ აქვს, სრულფასოვნად შეაფასოს მოვლენები და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ინფორმაცია ფრაგმენტული და არადამაჯერებელია. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება განზრახ უმალავს საზოგადოებას საქმის დეტალებს და ქართული მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას ახდენს", _ აცხადებენ კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წევრები. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/174262-qmedia-advokatirebisthvisq-fotoreportiorebis-saqmisthvis-grifi-qsaidumlosq-mokhsnas-ithkhovs.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 ბატონო მიხეილ, მეოთხე დღეა თქვენი უშუალო ბრძანებით პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენთაგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამისთვის ვისჯებით?! ბატონო მიხეილ! მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ _ თავს გავწირავ ჩემი სიმართლის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მაინც მართალი! სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მედიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ხალხს. მე მართალი ვარ!!! მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია!!! ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით!!! გიორგი აბდალაძე –– ა კაცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 ა კაცი...კაი რა, ეგ რა მიმართვაა? ფაქტიურად ეხვეწება მიშას, გამომიშვიო მე მართალი ვარ!!! მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია!!! ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით!!!აბა აბა. მიშამ იცის ყველაზე უკეთ რომ ქვეყნის საზიანო არაფერი გაუკეთებია. მაგრამ მაინც იგივე მიშამ დააჭერინა. ანუ, რას ამბობს? რატომ არ ამბობს პირდაპირ იმას, რისი გულისთვისაც დააჭერინა მიშამ? თუ პროსტო აფრენს მიშა, მაშინ თქვას, რომ აფრენს, და რაღას მიმართავს გიჟს? და თუ არ აფრენს, მაშინ თქვას, რატომ დააჭერინა. მაგრამ არ იტყვის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2011 დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყო http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/174737-dakavebuli-fotoreportiorebis-thavdebith-gathavisuflebis-mothkhovnith-dghes-khelmotserebis-shegroveba-daitsyo.html პ.ს. დღეს აქცია პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა... ერთადერთ, პოლიტიკოსებიდან სოზარი და სოფო ხორგუანი იყვნენ, ქდმ–ს იმენა ძალით აკეთებიებენ ჟრნალისტები კომენტარებს(გულის რევის სმაილიკი) ესეც მე))) http://b.pix.ge/m/r9c56.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.