Jump to content
Planeta.Ge

ილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე ....


Recommended Posts

Ucnobi

ვინ რას აღიარებს ეს ნაკლებად მაინტერესებს შექმნეს თუ არა ესეც, მე ჩემი ვთქვი, რომ გიწერია სააკაშვილმა მასონური დროშა აგვიფრიალა თბილისის თავზეო, დავით აღმაშენებელმაც ხომ ეგ დროშა აფრიალა და თამარმაც და ეხლა გეკითხები რა, დავითი და თამარი რატომ შეირაცხნენ წმინდანებად? შენი ლოგიკით ხომ ამ დროშის მაფრიალებელი მასონია არა ჰო და რა გამოდის მასონები შერაცხა ეკლესიამ წმინდანებად?

მე ღრმად არ ვიცნობ ამ საკიტხს, მაგრამ რა ინფოც მე გამაჩნია დავიტის დროშაზე გამოსახული იყო ჯვარი, მოკლედ ძალიან მწირად წერს ისტორიკოსი, 5 ჯვრიან დროშაზე მემატიანე არ საუბრობს, თუკი გაქვს ინფო იქნებ წყარო მიგვითიტო :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 164
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ტაშიი

მიშამ ახალი თემა მოიგონა ტვინების გასაბრუებლად. ნუ დარდობთ ეკლესია მიშას სჭირდება.   აბა კიდე სხვა ვინ ასწავლის ხალხს არაუშავს თუ იჩაგრები, მოითმინე იმ ქვეყნად გაიმარჯვებო.   ესეთი ინსტიტუტი მისწრებაა

DonCaredo

მე ისე ვარ რა, ხან რა მწამს და ხან რა. ხანაც არაფერი. გააჩნია სიტუაციას აი ჯოკერში რომ ჯოკერს ველოდები, ხან ბუდას ვუხმობ, ხან იესოს, ხან მუჰამედას და რავი, რომელის დროსაც მოვა ჯოკერი, შემდეგ დარიგება

luka1

არ მესმის საერთოდ საპატრიარქოს პოზიცია,გასაგებია რო ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში მაგრამ რაგა პოლიტიკაა როცა ხალხს ატყავებენ და ესენი ხმას არ იგებენ.აგლუმებზე კი პირველები გარბიან.ეხლა მაგატ ლაპარაკს აზ

Posted Images

ქართულ ეკლესიებზე მახსოვს ასეთი ჯვრები იმ ტამპლიერებს რომა აქვთ გამოსახული,

ცნობისთვის მასონური ორგანიზაციები იმ სახით რა სახითაც დღეს არიან შეიქმნა 18 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის იმპერიაში,

რაც შეეხებათ ტამპლიერებსა ამ ორდენს არანაირი კავშირი აქვს მასონებთან,

 

შემდგომში ინგლისელებმა მოიგონეს ლეგენდები თითქოს რაღაც აკავშირებდათ შუა საუკუნის რაინდებთან,

კერძოდ გამოიყენეს რომის პაპისა და ტამპლიერების დაპირისპირება,

რაინდული ორდენები დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა,

მას შემდეგ რაც დასრულდა იერუსალიმის ეპოპეა

ხოლო მასონური ორგანიზაციები დღესაც განაგრძნობენ თავის არსებობას,

 

მოკლედ ინგლისელებმა სპეციალურად შEქმნეს უამრავი ლეგენდა, თანაც იმდენი რომ თვითონაც დაიჯერეს :givi:

როგორ არა აქვთ რას ამბობ, ტამპლიარების დაშლის შემდეგ, მათი წევრები ილუმინატორებად ჩამოყალიბდნენ, ილუმინატორები კი დღევანდელ მასონებად. ორდენის შექმნას ბიძგი მიცა ებრაულმა ჰასიდიზმის მქადაგებლებმა ე.წ "სიონის ბრძენებმა" შემდეგ რომის პაპმა და საფრანგეთის მეფემ დაშალა ეს ორდენი და შოტლანდიაში გაიქცნენ, ტაძრის მაშენებლებს ნიშნავს რა ქვის მთლელთა კავშირს ჰო და ამ ორდენის ნაწილები შეიკვრნენ და დაირქვეს ილუმინატორები, ანუ დღევანდელი თანამედროვე მასონები.

 

როგორ არ არსებობს საქარტველოს ისტორიის ნარკვევებში წერია რომელი ტომია აღარ მახსოვს მოვძებნი და დავდებ ხუთჯვრიანი დროშა მეცხრე საუკუნეში ჩნდება სამცხეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ არა აქვთ რას ამბობ, ტამპლიარების დაშლის შემდეგ, მათი წევრები ილუმინატორებად ჩამოყალიბდნენ, ილუმინატორები კი დღევანდელ მასონებად. ორდენის შექმნას ბიძგი მიცა ებრაულმა ჰასიდიზმის მქადაგებლებმა ე.წ "სიონის ბრძენებმა" შემდეგ რომის პაპმა და საფრანგეთის მეფემ დაშალა ეს ორდენი და შოტლანდიაში გაიქცნენ, ტაძრის მაშენებლებს ნიშნავს რა ქვის მთლელთა კავშირს ჰო და ამ ორდენის ნაწილები შეიკვრნენ და დაირქვეს ილუმინატორები, ანუ დღევანდელი თანამედროვე მასონები.

 

როგორ არ არსებობს საქარტველოს ისტორიის ნარკვევებში წერია რომელი ტომია აღარ მახსოვს მოვძებნი და დავდებ ხუთჯვრიანი დროშა მეცხრე საუკუნეში ჩნდება სამცხეში.

ნუ, ეხლა სინამდვილეში როგორ იყო, მგონი არცერთმა არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, ილუმინატების ორდენი მასონების ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ შეიქმნა,

 

მე ვენდობი ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც პირველი მასონური ორგანიზაცია შეიმნა ინგლისში 18 საუკუნის დასაწყისში, დანარჩენი არის ბლეფი (ჩემის აზრით) ამ ორგანიზაციის მიზანი იყო ბრიტანეთის იმპერიის გაფართოება, შეთქმულების მოწყობა სხვადასხვა სამეფოში, რა თქმა უნდა ბრიტანელების გარდა ორდენის წევრები იყვნენ ებრაელებიც,

 

ილუმინატების ორდენის დანიშნულება იყო რომის პაპის წინააღდმეგ ბრძოლა, ამის სულის ჩამდგმელი იყო ინგლისი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამულიშვილის არა კიდე ეხლა წმინდა მოწამის, შარაძეს უბრალოდ მიშა არ ევასებოდა და რითიც შეეძლო კბენდა რა, შარაძე არ იყო რომ იძახდა მე მიშას საქართველოში არ ვიცხოვრებო? აბა თვითომ მოსულიყო მთავრობაში თუ უცბად ხუთჯვრიანი დროშა იესოს კვართად არ გადაექცია, ისე მართალი ხარ გარდაცვლილის ასე მოხსენიება არასწორია მაგრამ შარაძის სიტყვებს არგუმენტად ნუ დადებ რა შარაძე მიკერძოებული პიროვნება იყო და ამას მიზანმიმართულად გათვიცნობიერებულად ამბობდა არგუმენტები თუ გინდა საქართველოს ისტორიის ნარკვევიდან ამოკრიფე და ნახავ რომ ხუთჯვრიანი დროშა მეცხრე საუკუნიდან ჩნდება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკაში.

ვინ რას აღიარებს ეს ნაკლებად მაინტერესებს შექმნეს თუ არა ესეც, მე ჩემი ვთქვი, რომ გიწერია სააკაშვილმა მასონური დროშა აგვიფრიალა თბილისის თავზეო, დავით აღმაშენებელმაც ხომ ეგ დროშა აფრიალა და თამარმაც და ეხლა გეკითხები რა, დავითი და თამარი რატომ შეირაცხნენ წმინდანებად? შენი ლოგიკით ხომ ამ დროშის მაფრიალებელი მასონია არა ჰო და რა გამოდის მასონები შერაცხა ეკლესიამ წმინდანებად?

დიახ ბატონო, გურამ შარაძე იყო დიდი მამულიშვილი, რომელიც აგრე რიგად სჭირდება დღეს საქართველოს.

ისიც ნიშანდობლივია, რომ გურამ შარაძე მოკლეს ღიად, დღისით, მზისით, ქუჩაში მასონების დავალებით. მკვლელობის შემსრულებელი კი ნაც-ხელისუფლება იყო.

********

თავი დაანებე დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს, მათ მასონურ-მიშური დროშა არ უფრიალებიათ.

ამის დასტურია თავა სააკაშვილის ნაცსაძმოს ზემოთ მოყვანილი განმარტება დროშასთან დაკავშირეშით, ანუ

გლეხურად: მიშამ ეს დროშა შემოიტანა იმიტომ რომ მასონ ტამპლიერებს ჰქონდათ იგი გამოყენებული (იხილე წინა წერილი).

 

მიშა და მისი სნაცსაძმო არსად არ საუბრობს IX საუკუნეზე,დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე და სხვა.

 

თქვენც ნუ შეეცდებით არ არსებულის დამტკიცებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ გადამრევ რა, მე მიშა სულ მაგარი მახატია რაზე საუბრობს მე აქ სხვა რამეზე მაქვს ლაპარაკი, თუ პრეტენზია დროშასთან გაქვს გეუმნები რომ ტამპლიარები გარტყმაში არ იყვნენ ქართველებს რომ ეგ დროშა გვქონდათ მაშინ თქო და ეხლა თუ მიშამ ეს ყველაფერი მასონებს დაუკავშირა ეგ აღარ ვიცი, რაც შეეხება თავად დროშას ქართული დროშაა და ეხლა დიდგორის ჯვარი რომ სატანისტებმა მიიღონ სიმბოლოდ რა უნდა ვქნათ ეკლესიებს დიდგორის ჯვრიანი ორნამენტები ამოვატეხოთ თუ რა ვქნათ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ, ეხლა სინამდვილეში როგორ იყო, მგონი არცერთმა არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, ილუმინატების ორდენი მასონების ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ შეიქმნა,

 

მე ვენდობი ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც პირველი მასონური ორგანიზაცია შეიმნა ინგლისში 18 საუკუნის დასაწყისში, დანარჩენი არის ბლეფი (ჩემის აზრით) ამ ორგანიზაციის მიზანი იყო ბრიტანეთის იმპერიის გაფართოება, შეთქმულების მოწყობა სხვადასხვა სამეფოში, რა თქმა უნდა ბრიტანელების გარდა ორდენის წევრები იყვნენ ებრაელებიც,

 

ილუმინატების ორდენის დანიშნულება იყო რომის პაპის წინააღდმეგ ბრძოლა, ამის სულის ჩამდგმელი იყო ინგლისი

http://www.ambebi.ge/pictures/image2/b6050c38011ec307817413a27ac4184f.jpgმასონური ძეგლი სააკაშვილის ავლაბრის სასახლის ეზოში

სააკაშვილის ავლაბრის სასახლის ეზოში მდებარე ძეგლი, რომლის შემქმნელი ავსტრიის პრინცესა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგია, საზოგადოების ნაწილმა მასონურ ნიშნად აღიქვა, თუმცა შემქმნელის თქმით, იგი 'სამ ძალაუფლებას' მიეძღვნა.

 

11-მეტრიანი და 25-ტონიანი ძეგლი ავლაბრის სასახლის წინ 2009 წელს დაიდგა... კითხვებზე - მართლა მასონურია ძეგლი, თუ არიან ჩვენს ქვეყანაში მასონები და რა მიზნებს ემსახურებიან ისინი - უპასუხებს მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე:

 

- ამბობენ, რომ ავლაბრის სასახლის წინ მდგარი ძეგლი მასონური ნიშნებისგან შედგება...

- სააკაშვილის სასახლის ეზოში მდებარე ძეგლი თავდაყირა დგას პირამიდა, პირამიდა კი მასონთა ნიშანია. პირამიდას გარს ორი ტრანსპორტირი აკრავს, რომლებიც მასონთა ნიშანს, კუთხსაზომს განასახიერებს. სააკაშვილს იმის ჭკუა არ აქვს, რომ ამ ყველაფერს ჩასწვდეს, მაგრამ მას ამ ყველაფერს კარნახობენ. ეს ძეგლი მასონებისთვის დადგა მიშამ, ამით აჩვენებს, რომ საქართველო მათ ექვემდებარება. მასონური ნიშნებით არის დახუნძლული შუშის ხიდი, რომელსაც 'სააკაშვილის პამპერსი' დავარქვი. დააკვირდით ამ ხიდს, გველის ფორმა აქვს - მიგვანიშნებენ, რომ გველის სიბრძნეს უნდა ვეზიაროთ.

 

მასონები ყველაზე მეტად მართლმადიდებლობას ებრძვიან. ამაში მათ სააკაშვილიც ეხმარება და ამიტომაც აავსეს ჩვენი ქვეყანა სექტანტებით.

ჩვენს საზოგადოებაში, უმეცრებისა თუ უწიგნურობის გამო, გავრცელებულია აზრი, რომ მასონები არ არსებობენ. არადა, მასონები მსოფლიოს არიან მოდებული, ისინი ებრძვიან ეროვნულობას და წარმართავენ გლობალიზაციას (მსოფლიო ბატონობა).

 

მასონური გაერთიანების წარმოშობის შესახებ რამდენიმე თქმულება არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ძვ.წ.აღ. მე-10 საუკუნეში, იერუსალიმში, სოლომონის ტაძრის მშენებლობისას, ქვისმთლელებმა შექმნეს საძმო, სწორედ ის იყო პირველი მასონური გაერთიანება. მთავარმა არქიტექტორმა ჰირამმა მშენებლები ჯგუფებად დაყო და მათ სახელები დაარქვა.

 

მეორე თვალსაზრისი ასეთია:

მასონური დაჯგუფება შექმნეს ქალდეველებმა, ძველმა ინდოელებმა და ეგვიპტელებმა. მასონთა ერთ-ერთი დაჯგუფება - ტამპლიერები, ანუ ტაძრელები, მე-10 საუკუნეში ჩამოყალიბდა. მე-14 საუკუნეში კი არსებობდა მასონური დაჯგუფება 'გველის საძმო', საიდანაც წარმოიშვნენ ილუმინატები. მათი სიმბოლო გველი (ურობოროს) დედამიწას შემოხვევია და კუდი პირით უჭირავს. მოგეხსენებათ, გველი სიბრძნის სიმბოლოა და შესწევს ძალა, მსოფლიო დაამარცხოს.

 

მასონები განსაკუთრებით გაძლიერდნენ მე-17 საუკუნეში - ხან მალულად, ხანაც ცხადად ებრძოდნენ ეროვნულობას. მასონთა იდეოლოგიის საფუძველი იუდაიზმია. მასონებს სურთ, განაგონ სხვა ხალხების ბედი, ხელთ იგდონ მსოფლიოს სიმდიდრე და ძალაუფლება და დაიმონონ სხვა ხალხები.

 

- გარდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა, მასონებს კიდევ რა მიზნები აქვთ?

- მსოფლიო ბატონობის გარდა, მათ სურთ, გავლენა მოახდინონ კაცობრიობის ზნეობრივ, სულიერ ცხოვრებაზე. მათი ყველაზე დიდი მტერი მართლმადიდებლობა და ეროვნულობაა. მასონებს სურდათ, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი გამხდარიყო, რომლის სათავეშიც ამერიკელები თავიანთ თავს განიხილავდნენ. ამერიკა ყველაზე დიდი მასონური ქვეყანაა, რადგან სწორედ მასონებმა დააარსეს. მასონების შექმნილია ამერიკის კონსტიტუცია.

 

აშშ-ის პრეზიდენტები - ვაშინგტონი, ლინკოლნი, ჯეფერსონი და სხვები მასონები იყვნენ. დღევანდელი მასონური დაჯგუფებები ხელმძღვანელობენ დიდ ბანკებს და ცნობილ ელექტრონულ თუ ბეჭდურ მედიას. მასონები წყვეტენ, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი.

 

ჯორჯ სოროსიც მასონი და 'სამასთა კომიტეტის' წევრია. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციაც მასონებმა შექმნეს. მასონებს ბევრი მიზანი აქვთ - მათ შორის მთავარი ხალხის რაოდენობის შემცირება და ფიზიკური გენოციდია.

 

აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი ჯეიმზ ბიუკენენი თავის ნაწარმოებში - 'დასავლეთის სიკვდილი', წერს, როგორ უნდა შემცირდეს ევროპის დიდი სახელმწიფოებისა და თვით ამერიკის მოსახლეობა. მასონები აპირებენ, საქართველოში ნახევარ მილიონამდე ადამიანი, მომსახურე პერსონალი დარჩეს. ნათლად ჩანს, რომ საქართველოში დიდი ხნის დაწყებულია ფიზიკური და სულიერი გენოციდი. ჩვენი ხელისუფლების მიზანი, რომელიც მასონების კარნახით მოქმედებს, სწორედ ეს არის. ამიტომაც გახსნეს საზღვრები და ამიტომაც არის ამხელა ემიგრაცია.

 

- მასონურ სიმბოლოებზე ვისაუბროთ...

- მასონური სიმბოლოებიდან გამორჩეულია პირამიდა, რომელიც უძლიერესი მასონური სახელმწიფოს აშენებასთან ასოცირდება. პირამიდაზე გამოსახული თვალი საყოველთაო თვალთვალის ნიშანია. მასონები მართავენ მსოფლიოს, საბჭოთა კავშირიც ხომ მასონთა მიერ შეიქმნა. პიონერთა ყელსახვევიც მასონური სიმბოლო იყო, - ყელსახვევი, მით უფრო, წითელი (სისხლიანი) მასონურად თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს.

- მასონთა სიმბოლიკაში არსებული ფარგალი რას ნიშნავს?

- ფარგალი მშენებლობასთან, გაზომვასთან არის დაკავშირებული, ნამგალი და ურო, საბჭოთა კავშირის სიმბოლოები, მასონური სიმბოლოები გახლდათ.

ახალ ქართულ გერბსა და დროშაზეც მასონური სიმბოლოებია, ვარდი კი - როზენკროიცერების სიმბოლო. მასონებმა სწორედ ვარდი მიაჩეჩეს სააკაშვილს და იმ სპექტაკლს 'ვარდების რევოლუცია' უწოდეს. საქართველოს გერბზე წმინდა გიორგი უკუღმაა გამოსახული, რათა უკუღმა დატრიალდეს ყველაფერი.

 

ხუთჯვრიანი დროშა ქართული ეროვნული დროშა არასდროს ყოფილა, იგი, როგორც კათოლიკური შერწყმის ნიშანი, ჯვაროსნებს ჰქონდათ. ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთა სააკაშვილმა, რომელიც პატარა მასონია, ედუარდ შევარდნაძეს კი მცოდნეები თეთრ მასონთა რიგებში განიხილავენ, რომლებიც უშუალოდ მსოფლიოს დაპყრობისათვის ბრძოლაში არიან ჩართულნი. პირველად შევარდნაძეს პარლამენტში მე ვუწოდე მასონი და ისე აღელდა, ტრიბუნამდე ვერ მიაღწია. მერე განაცხადა, მასონი რას ნიშნავს, არც კი ვიციო.

 

არადა, არსებობს მასალები, შევარდნაძე, გორბაჩოვი, ივანოვი და სხვები როგორ გაწევრდნენ მასონურ ლოჟაში. შევარდნაძე ძლიერი მასონია. ჩვენს მიშიკოს ამის შესახებ ბევრი არაფერი გაეგება, მაგრამ მასონთა დავალებებს პირნათლად ასრულებს. მასონთა მიზანი ნაცონალურ სახელმწიფოთა განადგურებაა. მასონური ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ეუბნებიან, გამდიდრდი, შენი გუნდიც გაამდიდრე, მთავარია, შენი ხალხი იყოს გაჭირვებული, მსოფლიოს მდიდარი სახელმწიფოებისგან რაც შეიძლება მეტი ვალი აიღე და როცა ვერ დააბრუნებ, დაგიმონებსო. ამიტომაც ხარჯავს ეს ხელისუფლება ნასესხებ ფულს უაზრო ქუჩის კონცერტებსა და ათას სისულელეში, ამიტომაც გვაქვს მილიარდობით ვალი. სააკაშვილს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი აძლევენ ფულს, მაგრამ იმასაც ეუბნებიან, რაში უნდა დახარჯოს. ასე რომ, ეს ფული ხალხს არ მოხმარდება.

 

- თანამედროვე ქართველებიდან ვინ არიან მასონები?

 

- არსებობს ნაშრომები 'რუსეთის ახალი გვირგვინი' და 'სახელმწიფო გადატრიალება', სადაც მასონთა სიაში ამოიკითხავთ ზურაბ წერეთლის, კახა ბენდუქიძის, შევარდნაძის და სხვა ქართველთა გვარებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგვიპტეში ქრისტეშობიდან 46 წელს ქალაქ ალექსანდრიაში ვინმე ორმუსმა შექმნა სექტა, რომელშიც გააერთიანა ზარატუსტრას, გნოსტიციზმის, ოკულტიზმის, იუდაიზმისა და ქრისტიანული მოძღვრებები. ამ სექტას, რომელსაც მან ,,ხელდასხმულთა ახალი ორდენი’’ უწოდა, შეუქმნა სპეციფიური სიმბოლო _ წითელი (შესაძლებელი იყო ვარდისფერიც) ჯვარი. გამომდინარე აქედან, წითელი ჯვარი სრულებითაც არ არის ქრისტიანული და, მითუმეტეს, მართლმადიდებლური, არამედ იგი მწვალებლური სიმბოლოა. რაც შეეხება წითელ ჯვარს თეთრ ფონზე, ის პირველად ტამპლიერთა ორდენის რაინდების მოსასხამზე გამოსახეს, რომელიც შემდგომში მათი გერბიც გახდა.

 

როგორც ცნობილია, ტამპლიერები თავიანთ თავს ღიად კათოლიკე ქრისტიანებს უწოდებდნენ, მაგრამ ფარულად ისინი ატარებდნენ ღვთისმგმობ სატანურ რიტუალებს, კერძოდ, ფეხქვეშ თელავდნენ, აფურთხებდნენ და შარდით ბილწავდნენ ჯვარცმას და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, ხოლო თაყვანს სცემდნენდ ბაფომეტს _ სატანის ერთერთ განსახიერებას; ქრისტიანული სიწმინდეების წაბილწვის შემდეგ ბაფომეტის ქანდაკების ან ნახატის წინ ატარებდნენ რიტუალურ ჰომოსექსუალისტურ ორგიებს. 1190-იან წლებში ტამპლიერებმა იერუსალიმში დაიწყეს ანალოგიური ნახევრადსამხედრო-ნახევრადრელიგიური ორდენის შექმნა სახელწოდებით ,,ტევტონის რაინდების ორდენი’’, რომლებიც XIII ს-ის შუა წლებში დამკვიდრდნენ ჩრდ. აღმ. ევროპაში პრუსიიდან ფინეთის სრუტემდე. ტევტონებიც ტამპლიერების ანალოგიურ სატანურ რიტუალებს ატარებდნენ იმ პატარა განსხვევებით, რომ მათი ჯვარი შედარებით პატარა იყო _ ზუსტად ისეთი, როგორც დღეს ნაცმოძრაობის დროშის კუთხეებშია გამოსახული.(მოგვიანებით ტევტონებმა ჯვრის წითელი ფერი შავით შეცვალეს).

 

ტევტონებმა დიდი გავლენა იქონიეს გერმანიის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ, როდესაც 1933 წელს გერმანიის სათავეში მოვიდნენ ფაშისტები ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, მათ გერმანიის უმაღლეს ჯილდოდ დააწესეს ,,რკინის ჯვარი’’, რომელიც ტევტონის ორდენის ჯვრის ანალოგიური იყო და რომელსაც გამოსახავდნენ, თვითმფრინავებზე, ჯავშანტექნიკაზე და სხვა და სხვა სამხედრო შტანდარტებზე. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მან არა მარტო ჯვრები გადაიღო ტამპლიერებისა და ტევტონებისაგან, არამედ, ფაშისტების მსგავსად, თავისი პარტიული დროშა სახელმწიფო დროშად გამოაცხადა. ნაციონალები კი დღემდე უმტკიცებენ ქართველ ხალხს, რომ ეს არის ნამდვილი ძირძველი ქართული დროშა და ამ მტკიცებულებას იმით ამყარებენ, რომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ნაპოვნია ქვაზე ამოტვიფრული ასეთი ხუთჯვრიანი სიმბოლო, რომელიც თარიღდება XII ს-ით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ დავით აღმაშენებელი მონაწილეობდა ჯვაროსნულ ომებში ტამპლიერთა და ტევტონთა გვერდით, ამის შემდეგ კი, როგორც ისტორიული წყაროებით არის ცნობილი, დავით აღმაშენებლის დასახმარებლად 100 ფრანგი ჩამოვიდა, რომლებმაც დიდგორის ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ისმის კითხვა: თუ კი მართლაც სურდათ ფრანგებს ქართველების დახმარება, რისი გაკეთება შეეძლო იქ ას ფრანგს, როდესაც ათობით და ასობითათასი მებრძოლის შეტაკებას ეხებოდა საქმე? ასი ფრანგი ამ ბრძოლის ბედს ნამდვილად ვერ შეცვლიდა. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებდათ, კერძოდ ის, რომ საქართველოში ტამპლიერთა და ტევტონთა სატანური სიმბოლოები დაემკვიდრებინათ ხუთჯვრიანი დროშის სახით.

რაც შეეხება ხავერდოვანი რევოლუციის მეორე, კიდევ უფრო მომხიბლავ, რომანტიულ და ძალზე მნიშვნელოვან სიმბოლოს _ ვარდს! მას არანაკლები დატვირთვა ჰქონდა ამ რევოლუციაში; ვარდი, როგორც სიმბოლო, რომელსაც ხშირად იყენებენ ოკულტისტები, ეზოთერიკოსები, მასონები, ნიშნავს დასრულებულობას, სისავსეს, სრულყოფილებას. ამ თვისებებთან ასოცირდება მისტიური ცენტრის, გულის, დანტეს სამოთხის, შეყვარებულის, ვენერას და ა. შ. იდეები. ამ სიმბოლოს გამოყენებით ხავერდოვანი რევოლუციის ფარულ რეჟისორებს სურდათ მიენიშნებინათ საქმეში ჩახედული ხალხისათვის, რომ ვარდების რევოლუცია ნიშნავს სამყაროს მისტიურ ცენტრამდე ანუ სრულყოფილებამდე მისვლას, საქართველოში დანტე ალიგიერისეული სამოთხის შექმნას. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ აქ ერთი რამ არის ძალზე მნიშვნელოვანი _ სინამდვილეში ეს სამოთხე ყველასთვის კი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, არამედ რჩეულთათვის ანუ უმცირესობისათვის. ნაცმოძრაობის ელიტამ მართლაც შეიქმნა სამოთხე საქართველოში.

თუ კი ისევ ეგვიპტეში დავბრუნდებით, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ორმუსმა მის მიერ შექმნილი სექტის სიმბოლოდ არჩეულ წითელ ჯვარს დაუმატა ვარდი

 

http://s48.radikal.ru/i121/1004/11/9c729f27cf13.jpg

 

http://s48.radikal.ru/i121/1004/11/9c729f27cf13.jpg

http://s19.radikal.ru/i192/1004/04/3d2e8f4ec067.jpg

http://georgianpeoples.com/print.php?lang=geo&news_id=1290

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს გერბზე წმინდა გიორგი უკუღმაა გამოსახული, რათა უკუღმა დატრიალდეს ყველაფერი.

:givi:

აი ამ წინადადებამდე გავძელი მერე ჩავბჟირდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ეგვიპტეში ქრისტეშობიდან 46 წელს ქალაქ ალექსანდრიაში ვინმე ორმუსმა შექმნა სექტა, რომელშიც გააერთიანა ზარატუსტრას, გნოსტიციზმის, ოკულტიზმის, იუდაიზმისა და ქრისტიანული მოძღვრებები. ამ სექტას, რომელსაც მან ,,ხელდასხმულთა ახალი ორდენი’’ უწოდა, შეუქმნა სპეციფიური სიმბოლო _ წითელი (შესაძლებელი იყო ვარდისფერიც) ჯვარი. გამომდინარე აქედან, წითელი ჯვარი სრულებითაც არ არის ქრისტიანული და, მითუმეტეს, მართლმადიდებლური, არამედ იგი მწვალებლური სიმბოლოა. რაც შეეხება წითელ ჯვარს თეთრ ფონზე, ის პირველად ტამპლიერთა ორდენის რაინდების მოსასხამზე გამოსახეს, რომელიც შემდგომში მათი გერბიც გახდა.

ქრისტეშობიდან 46 წელს? :) ? მწვალებლური სიმბოლო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ცნობილია, ტამპლიერები თავიანთ თავს ღიად კათოლიკე ქრისტიანებს უწოდებდნენ, მაგრამ ფარულად ისინი ატარებდნენ ღვთისმგმობ სატანურ რიტუალებს, კერძოდ, ფეხქვეშ თელავდნენ, აფურთხებდნენ და შარდით ბილწავდნენ ჯვარცმას და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, ხოლო თაყვანს სცემდნენდ ბაფომეტს _ სატანის ერთერთ განსახიერებას; ქრისტიანული სიწმინდეების წაბილწვის შემდეგ ბაფომეტის ქანდაკების ან ნახატის წინ ატარებდნენ რიტუალურ ჰომოსექსუალისტურ ორგიებს. 1190-იან წლებში ტამპლიერებმა იერუსალიმში დაიწყეს ანალოგიური ნახევრადსამხედრო-ნახევრადრელიგიური ორდენის შექმნა სახელწოდებით ,,ტევტონის რაინდების ორდენი’’, რომლებიც XIII ს-ის შუა წლებში დამკვიდრდნენ ჩრდ. აღმ. ევროპაში პრუსიიდან ფინეთის სრუტემდე. ტევტონებიც ტამპლიერების ანალოგიურ სატანურ რიტუალებს ატარებდნენ იმ პატარა განსხვევებით, რომ მათი ჯვარი შედარებით პატარა იყო _ ზუსტად ისეთი, როგორც დღეს ნაცმოძრაობის დროშის კუთხეებშია გამოსახული.(მოგვიანებით ტევტონებმა ჯვრის წითელი ფერი შავით შეცვალეს

ტამპლიერებსა და რომის პაპს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო ის რომ ორდენი დაკავებული იყო მევახშEობით :givi: და მაგათი ვალი ნახევარ ევროპას ჰქონდა, ძალიან გაჯეჯილდნენ, პაპისტებმა გადაწყვიტეს მათი მოშორება,

ხოდა უსაშინლესად აწამეს ტამპლიერები, ხელს რაზეც გინდა იმაზე მოუწერდნენ, ან ტამპლიერები ან ტევტონები რატომ უნდა ყოფილიყვნენ სატანისტები, ისინი იყვნენ ქრისტიანები, მებრძოლი ბიჭები რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი კოდექსი დაჟე თავს იკავებდნენ სექსისგან და სასმელისგან,

რომის პაპს მაგრად ევასებოდა საქმეების შეკერვა, დიდოსტატები იყვნენ,

 

მასონების შესახებ ლეგენდები მოგონილია თავად მასონების მიერ, თითქოს მათი ძირი ხან ეგვიპტიდან მოდის, ხან რაინდებს უკავშირებენ თავიანთ მოღვაწეობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეუფე ზენონი: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებით გერეგინ II-მ გაიმარჯვა

05/07/2011 23:40

 

 

 

„გარეგინ მეორემ საკუთარ მიზანს სომხეთის ხელისუფლების წყალობით მიაღწია, ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ კი დიდი შეცდომა დაუშვა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებით გერგინ მეორემ გაიმარჯვა“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მეუფე ზენონმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას.

 

 

 

მისი თქმით, სომხეთის პატრიარქი საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა, რაც ითვალისწინებდა საქართველოში სომხური ეკლესიისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსისა და იმ ეკლესიებზე მესაკუთრის უფლებების მიღებას, რომლებზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას.

 

 

 

„ილია მეორემ როცა მოისმინა მისი განცხადება უთხრა, რომ საქართველოს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ, თავის მხრივ, ქართულ ეკლესიასაც აქვს მოთხოვნები, მაგალითად, სომხეთში ქართული ეპარქიისთვის სტატუსის მინიჭება. მაშინ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა, მაგრამ ბოლო წუთებში შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

 

 

 

ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და როგორც დღეს საქართველოს საგარეო უწყებამაც დაადასტურა, სომხური ეკლესიის სტატუსის თემა სწრაფი განხილვა სწორედ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირდება. გარეგინ მეორემ საკუთარ მიზანს სომხეთის ხელისუფლების წყალობით მიაღწია“, - აღნიშნა მეუფემ.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით, 70 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

 

 

 

კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა პარასკევს დაამტკიცა. გუშინ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც კანონის მიღების პროცედურის შეჩერებას ითხოვდა, რის გამოც, დღეს, მეორე მოსმენის შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მაინც დაამტკიცა.

 

 

 

კანონის მიღების შემდეგ საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ - „საპატრიაქრო აყენებდა კანონის მიღების პროცესის შეჩერების ინიციატივას, რათა საზოგადოებაში ამ საკითხთთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა შეთანხება ვერ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

განაცხადა მთავარეპისკოპოსმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მეუფე ზენონმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას.

არა მგონია ბრიტანეთის პროტესტანტები და ირლანდიის კათოლიკეები ჩვენი ეკლესიის იქ მოღვაწეობას ერჩოდნენ.თუმცა იურიდიულად რა სტატუსით სარგებლობენ არ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...