Jump to content
Planeta.Ge

ილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე ....

Recommended Posts

ამიტომაც საჭიროა არაქართველების ქართველიზაცია, მაგრამ რასაც მე ვუყურებ ჯერ პირველ რიგში ქართველების ქართველიზაციაა საჭირო

გეთანხმები, აუცილებლად! ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს, თავად უნდა აირჩიონ, ან ასიმილაცია და სრული ლოიალობა ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიმართ, ზედმეტი უაზრო პრეტენზიების გარეშე, (რომ არა ეს პრეტენზიები, არავინ არც ერჩოდათ არასდროს და არც ერჩით), რაც საბოლოო შედეგად ჩამოაყალიბებს მათ საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად ან აქ დროებითი საცხოვრებელი ემიგრანტის სტატუსით გარკვეული შეზღუდვებით. ზუსტად ისე, როგორც უამრავი ქართველი ცხოვრობს ეხლა საზღვრაგარეთ დროებით, არ მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში, არაა ჩართული გარკვეულ ადგილობრივ სახელმწიფო პროგრამებში და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 164
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ტაშიი

მიშამ ახალი თემა მოიგონა ტვინების გასაბრუებლად. ნუ დარდობთ ეკლესია მიშას სჭირდება.   აბა კიდე სხვა ვინ ასწავლის ხალხს არაუშავს თუ იჩაგრები, მოითმინე იმ ქვეყნად გაიმარჯვებო.   ესეთი ინსტიტუტი მისწრებაა

DonCaredo

მე ისე ვარ რა, ხან რა მწამს და ხან რა. ხანაც არაფერი. გააჩნია სიტუაციას აი ჯოკერში რომ ჯოკერს ველოდები, ხან ბუდას ვუხმობ, ხან იესოს, ხან მუჰამედას და რავი, რომელის დროსაც მოვა ჯოკერი, შემდეგ დარიგება

luka1

არ მესმის საერთოდ საპატრიარქოს პოზიცია,გასაგებია რო ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში მაგრამ რაგა პოლიტიკაა როცა ხალხს ატყავებენ და ესენი ხმას არ იგებენ.აგლუმებზე კი პირველები გარბიან.ეხლა მაგატ ლაპარაკს აზ

Posted Images

გეთანხმები, აუცილებლად! ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს, თავად უნდა აირჩიონ, ან ასიმილაცია და სრული ლოიალობა ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიმართ, ზედმეტი უაზრო პრეტენზიების გარეშე, (რომ არა ეს პრეტენზიები, არავინ არც ერჩოდათ არასდროს და არც ერჩით), რაც საბოლოო შედეგად ჩამოაყალიბებს მათ საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად ან აქ დროებითი საცხოვრებელი ემიგრანტის სტატუსით გარკვეული შეზღუდვებით. ზუსტად ისე, როგორც უამრავი ქართველი ცხოვრობს ეხლა საზღვრაგარეთ დროებით, არ მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში, არაა ჩართული გარკვეულ ადგილობრივ სახელმწიფო პროგრამებში და ა.შ.

თუკი ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული მას ამის უფლებას ვეღარ შეუზღუდავ,

ბალტიისპირელებმა დამოუკიდებლობის მიღების შEმდეგვე რუსების მიმართ განახორციელეს ასეთი ქმედება, მათ მოთხოვეს სახელმწიფო ენის ცოდნა, ოღონდ არანაირ დეპორტაციაზა და სხვა სახის დისკრიმინაციაზე არ იყო საუბარი, მოქალაქეობას არ მიანიჭებდნენ ეს იყო და ეს,

ერთი რამ დავიმახსოვროთ ქართველებმა, თუკი რაიმეს მიღწევა გვსურს და გვამოძრავებს საკუთარი ერისადმი სიყვარული, უნდა ვიყოთ პრაგმატულები და იმან ის უნდა ქნას და ის ეგრე უნდა მოიქცეს არა რა, ჩვენ ვერ ვუკარნახებთ სომხებსა და ას. შ. ვერ დავავალებულებთ სიტყვიერად, არ გვაქვს მაგის არც უკანალი და თანაც ზომაზე მეტად ვაართ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე,

მაგრამ შEგვიძლია შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა და + ისეთი ეროვნული პოლიტიკა ვაწარმოოთ რომ დიდი ხეირი ვნახოთ,

ამიტომ საჭირო გათვლილი პოლიტიკა, ქართული ენის სწავლება, თუნდაც გარკვეული წახალისება აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტების პირვე ეტაპზე, პროქართული სომხური და აზერბაიჯანული ელიტის ჩამოყალიბება, ეს შესაძლებელია, ჩვენი მეფეები ძალიან ჭკვიანურ ეროვნულ პოლიტიკას ატარებდნენ საუკუნეები განმავლობაში, ყოვლეგვარი ნაციონალიზმის დ აიძულების გარეშე ახდენდნენ ქართიზაციას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითისთვის, ძალიან ფაქიზად უნდა მოხდეს გრეგორიანული ეკლესიის გაკონტროლება, იმის გარკვევა ხომ არ ეწევიან ამ ეკლესიის წარმომადგენელბი სეპარატიზმის პროპაგანდას,

რაც შეეხება ისლამის მიმდევრებს უნდა შევეცადოთ გავაძლიეროთ ისეთი ისლამური ფრთა რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ იქნება ლოიალური,

უშიშროების სამსახურებს უამრავი მეთოდი უნდა ჰქონდეთ ზემოქმედების

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული მას ამის უფლებას ვეღარ შეუზღუდავ,

შეზღუდვა არაა საჭირო, პირობები უნდა შეიქმნას ისეთი, რომ თავად იყვნენ დაინტერესებული და სხვა გზა არ ჰქონდეთ, გარდა საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემისა. ჩინელები ათას იდიოტობას ყიდიან და რამოდენიმე თვეში ქართულს სწავლობენ საკონტაქტო დონეზე მაინც და ესენი თაობებია აქ იბადებიან, იზრდებიან და აზრად არ მოსდით ქართულის სწავლა, არავინ სთხოვთ და რაზე შეიწუხებენ თავს, თან ალტერნატივის გადასარევ საშუალებებს ვაძლევთ რუსულის სახით ტოლერანტობის ლოზუნგით.

საქართველოს ამ ბოლო 20 წლის მანძილზე რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ აქვს ერთი პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი,

ეროვნულ უმცირესობას არ ვიცით როგორ მოვექცეთ, იმიტომ რომ ამაზე არც არავის უფიქრია სერიოზულად,

ქართველები საუკუეების მანძილზე ახერხებდნენ აფხაზების, სომხების, ოსების, ჩრდილო კავკასიელების ქართიზაციას, ეს ხდებოდა ეკლესიისა და მეფის ინსტიტუტის საშუალებით,

დღეს უნდა მოხდეს დემოკრატიული სტრუქტურებისა და კულტურის საშუალებით, მაგრამ არც ერთი გვაქვს და არც მეორე,

ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო,

ლიბერასტული ან პროვინციულ ფაშისტური მიდგომა დაუშვებელია,

ძალიან მაღიზიანებს როდესაც ქართველები იწყებენ წუწუნს ჩვენმა ტოლერანტობამ დაგვღუპაო :givi:

ზოგს, ქართული ზ.. მკიდიობა და ტოლერანტობა ეშლება ერთმანეთში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

შეზღუდვა არაა საჭირო, პირობები უნდა შეიქმნას ისეთი, რომ თავად იყვნენ დაინტერესებული და სხვა გზა არ ჰქონდეთ, გარდა საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემისა.

გეთანხმებით,.მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსანას მათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას საპატრიარქო რატო ეწინააღმდეგება(ეტყობა მონოპოლისტობა უნდა შეინარჩუნოს).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

გეთანხმებით,.მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსანას მათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას საპატრიარქო რატო ეწინააღმდეგება(ეტყობა მონოპოლისტობა უნდა შეინარჩუნოს).

არ ეწინააღმდეგება, თუკი წაიკითხეთ, დისკუსიაში რატომ არ ჩაგვრთეთო, ძირითადად სომხებზეა საუბარი, სომხეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრები ინგრევა და იმ ტაძრების აღდგენა სურს საპატრიარქოს,

ვფიქრობ საქმე ეხება აზერბაიჯანელ მუსლიმებსაც, როგორც ცნობილია ინგილოები დისკრიმინაციას განიცდიან და მათი ეროვნულ რელიგიური გრზნობები ილახება,\

ამჯერად ბრძოლა არ მიმდინარეობს საქ. მრევლზე, არამედ საქ. ტერტიროების ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებზე და ქართულ ტაძრებზე

ის რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დღესდღეობით და არც მომავალში ალტერნატივა არა აქვს ამას კამათი არ სჭირდება და შესაბამისად ქართველი მრევლის დაკარგვას ვერც ისლმელები და გრეგროანები, ვერც კათოლიკები და ბაპტისტები ვერ შეძლებენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ძირითადად სომხებზეა საუბარი, სომხეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრები ინგრევა და იმ ტაძრების აღდგენა სურს საპატრიარქოს,

ვფიქრობ საქმე ეხება აზერბაიჯანელ მუსლიმებსაც, როგორც ცნობილია ინგილოები დისკრიმინაციას განიცდიან და მათი ეროვნულ რელიგიური გრზნობები ილახება,\

ხოდა არა მგონია ეს კანონი ამას ხელს უშლიდეს.ჩემი აზრით პირიქით.მივცეთ ეს სტატუსი მათ(თუმცა ეს მათ რას აძლევს იურისტებმაც კარგად ვერ ამიხსნეს) და სომხებსაც და აზერებსაც იგივე მოვთხოვოთ.კიდევ ვიმეორებ,მარტო სტატუსი არაფრის მომცემი არ არის,არავითარ თუნდაც საგადასახადო შეღავათს ის არ ითვალისწინებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხოდა არა მგონია ეს კანონი ამას ხელს უშლიდეს.ჩემი აზრით პირიქით.მივცეთ ეს სტატუსი მათ(თუმცა ეს მათ რას აძლევს იურისტებმაც კარგად ვერ ამიხსნეს) და სომხებსაც და აზერებსაც იგივე მოვთხოვოთ.კიდევ ვიმეორებ,მარტო სტატუსი არაფრის მომცემი არ არის,არავითარ თუნდაც საგადასახადო შეღავათს ის არ ითვალისწინებს.

მე ვფიქრობ საპატრიაქრო ამ საკითხში კომპეტენტურია, რასაც ისინი ითხოვენ ისაა რომ ჩვენი რჩევებიც გაითვალისწინეთო, თუ არ ვცდები აქვთ ამის უფლება, მითუმეტეს რომ კონკორდატით საქ. მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსია განსაზვრული და ეს განსაკუთრებულობა რამეში ხომ უნდა გამოვლინდეს, რელიგიური საკითხი უშუალოდ საპატრიარქოს ეხება

ეტყობა გვაქვს რაღაც სავაჭრო, შეგვიძლია რაღაც მივიღოთ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რელიგიური საკითხი უშუალოდ საპატრიარქოს ეხება

ეს ჩემი აზრით უშუალოდ სახელმწიფოს კომპეტენციაა.ხოლო ამის მოწინააღმდეგებმა კეთილი ინებონ და არგუმენტები მოგვახსენონ.მარტო ეკლესიას არ ვგულისხმობ.თუმცა ხელისუფლებას რატომღაც უცბათ დაარტყა თავში და სასწრაფოდ გადაწყვიტა ამის მოგვარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეს ჩემი აზრით უშუალოდ სახელმწიფოს კომპეტენციაა.ხოლო ამის მოწინააღმდეგებმა კეთილი ინებონ და არგუმენტები მოგვახსენონ.მარტო ეკლესიას არ ვგულისხმობ.თუმცა ხელისუფლებას რატომღაც უცბათ დაარტყა თავში და სასწრაფოდ გადაწყვიტა ამის მოგვარება.

აწყობს თუ არა ქართულ სახელმწიფოს რომ საქ. მართლმადიდებლური ეკლესია იყოს განსაკუთრებულ მდგომარეობაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აწყობს თუ არა ქართულ სახელმწიფოს რომ საქ. მართლმადიდებლური ეკლესია იყოს განსაკუთრებულ მდგომარეობაში?

http://www.mof.ge/show_law.aspx?id=197

აგერ კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.არაფერ არა თუ განსაკუთრებულს ის არ იძლევა და არა მარტო კანონით,არამედ პრეზიდენტის მიერაც შეიძლება იყოს ეს სტატუსი მინიჭებული. შესაბამიასად ნამდვილად არ მესმის ეს აჟიოტაჟი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

http://www.mof.ge/show_law.aspx?id=197

აგერ კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.არაფერ არა თუ განსაკუთრებულს ის არ იძლევა და არა მარტო კანონით,არამედ პრეზიდენტის მიერაც შეიძლება იყოს ეს სტატუსი მინიჭებული. შესაბამიასად ნამდვილად არ მესმის ეს აჟიოტაჟი.

ამ კანონს ვინ როგორ წაიკითხავს და რაში გამოიყენებს ეს ჩვენ არ ვიცით, ეს უშუალოდ იციან იმ ორგანიზაციებმა ვისაც ეს კანონი შესწავლილი აქვთ

და კიდევ ერთელ, საუბარი არაა სტატუსის არ მინიჭებაზე, არამედ საპატრიარქოსთან დისკუსიაზე, მოესმინათ მათთვის იქნებ რას სთავაზობდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მოესმინათ მათთვის იქნებ რას სთავაზობდნენ

სამწუხაროდ ვინმესთვის მოსმენა ამათთვის არ არსებოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სამწუხაროდ ვინმესთვის მოსმენა ამათთვის არ არსებოს.

სპორტზე იღებ კანონს, თუ სოფლის მეურნეობაზე ან მრეწველობაზე აუცილებელია კონსულტაცია ადგილობრივ მეწარმესთან, თუ სპორტსმენთან თუ ფერმერთან, რავი თუკი სურვილი გაქვს რომ ეს კანონი შენს საზოგადოებას ემსახურებოდეს და არა სხვებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...