Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რომ ვიცოდე რა არის სიკეთე, მას გავაკეთებდი @ პლატონი (ზუსტი ციტირება არ არის, მაგრამ დაახლოებით ესეთია)

 

 

ვითომ სიკეთეს ცოდნა შეიძლება?

 

 

ის რასაც ჩვენ სიკეთეს ვეძახით, იქნებ არის სპექტაკლი, რომელსაც ზოგჯერ ვასრულებთ.

 

რელიგიას რაც შეეხება, ჩემი ხედვით ეს არის მუდმივი განმეორებადი სპექტაკლი, იმისა რომ მიბაძო მაგალითად ქრისტეს. ნუ თუ მხოლოდ ამ სპექტაკლის ჩარჩოებშია სიკეთე?

 

ნიცშე ზოგადად ამ ურთიერთობის ფორმებს უპირისპირდება და ვინც ნიცშეს წაიკითხავს, ორაზროვანი აზრი დარჩება, რადგან ის ამბობს რომ ყოველგვარი შეზღუდვა, სისტემატიზირება არ არის სწორი. არ შეიძლება სიკეთე იყოს რაღაც სისტემა. ის სისტემის მიღმაა..

 

ზოგადად რაც სისტემატიზირებულია, დახარისხებულია და ა.შ არის უფრო პრიმიტიული.

 

 

ერთი სიტყვით რა არის სიკეთე და რას ვიყენებთ იმის გასაგებად, რომ გავიგოთ მართლა სიკეთეს ჩავდივართ თუ არა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ვფიქრობ უფრო საინტერესოა იმაზე საუბარი, თუ რატომ ვაკეთებთ სიკეთეს. სიკეთე არის პირობითი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სხვა არსების მიმართ გამოჩენილ ზრუნვას ან პოზიტიურ საქციელს, რაც განპირობებულია გენეტიკით და არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან. თუ რამე ჰუმანურია რელიგიაში იმიტომ არის, რომ ის ადამიანმა შექმნა და შესაბამისად შეიცავს ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს და არავითარ შემთხვევაში პირიქით, როგორც ამას გვეუბნებიან, რომ რელიგია გვხდის ვითომ კარგებს და კეთილებს.

 

რაც შეეხება თანდაყოლილ ალტრუიზმს ამაზე ვფიქრობ დიდხანს შეიძლება საუბარი და საინტერესოც არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტიანობა არის ქრისტეს თამაში

განმეორებადია და მაქსიმალურად სურთ რომ ბიბლიის მთავარი პერსონაჟები ცხოვრებაში გახდნენ

 

განმეორება უსასრულოა

 

შექმნეს თავიანთი სიტემა, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი

რაც ამ თამაშის მიღმაა, არის სისტემიდან ამოვარდნილი "ანომალია"

საერთოდ ქრისტიანებს არ ესმით ისეთი ადამიანების, რომელსაც შეუძლია სისტემების გარეშე ცხოვრება

 

სისტემაში ვგულისხმობ გარკვეულ წესებს რომლებსაც ბრმად ემორჩილები (დოგმები, წესები, კანონები და ა.შ)

ამიტომ არის, როდესაც განიხილავენ ისინი სხვებს, ისინი სხვებში ყველაზე ცუდ ქრისტიანებს ხედავენ. ამიტომ არის რომ ბევრი ქრისტიანი ათეიზმს რელიგიად განიხილავს.

 

ყოველთვის მეგონა და მგონია, რომ გარკვეულ დოგმატურ ჩარჩოებში ვერ იარსებებს საღი აზრი, რომელიც ჭეშმარიტებასთან ახლოს მაინც მიგიყვანს

მათი ჭეშმარიტება მარტივია, ეს არის სისტემის ჭეშმარიტება (ღმერთმა თქვა ესეგი სწორია და მორჩა)

 

პრინციპში ესეთივეა საერო ჰუმანიზმიც, ესეც სისტემაა უღმერთოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპში ესეთივეა საერო ჰუმანიზმიც, ესეც სისტემაა უღმერთოდ

 

 

არა ამაში არ გეთანხმები.

 

უფრო ღრმა მოვლენაა. გენეტიკურია.

 

მიუხედავად არსებობისთვის ბრძოლისა და მუდმივი კონკურენციისა რაც არის გენის გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლა, ასევე ამ ბრძოლის ნაწილია ჰუმანურობა და სიკეთე სხვა არსებების მიმართ, რაც გარკვეულწილად აწონასწორებს ჩვენს გადარჩენის ინსტიქტების გამო შესაძლო "ბოროტებას". ჰუმანურობა პირველ რიგში და უფრო მაღალი პროცენტულობით ხდება უშუალო გენების მატარებლების, ოჯახის წევრების მიმართ და შემდეგ უფრო დაბალი დონით უკვე სხვა ინდივიდების მიმართ, რომლებთანაც შესაბამისად ნაკლები გენეტიკური კავშირები გაგვაჩნია. ანუ სიკეთის კეთებით ფაქტიურად ვახანგრძლივებთ ჩვენს გენს. ანუ გენის გადარჩენისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.

 

გარდა ამისა სუფთა პრაგმატული მიზანიც მოქმედებს, მე დაგფხან ზურგს და შენ კიდე მე დამფხანე. რაც ხიდან ჩამოვიდა ადამიანი თავი რომ დაეცვა იძულებული გახდა ჯგუფად დაეწყო ცხოვრება რათა თავი დაეცვა და წარმატებით ენადირა, ამიტომ "მოყვასის მიმართ თანადგომა" თანდაყოლილია.

 

რელიგიას რომ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმითიც მტკიცდება, რომ ალტრუიზმის უმაღლეს გამოვნლინებებს არა მარტო ადამიანები არამედ მაგალითად მწერები ახდენენ. ჭიანჭველას ან ფუტკარს კი ამა თუ იმ ორგანიზებული რელიიგიის მიმდევრად ვფიქრობ ვერავინ ვერ გამოაცხადებს.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკეთე არის ისეთი ქმედება, ან უმოქმედობა რომელსაც სარგებლობა მოაქვს პირადად შენთვის ან სხვისთვის და თანაც გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს,

მაგალითად გაწუხებს მძიმე წონა და 6 საათის მერე არ უნდა ჭამო, არადა გშია, არ შEჭამ, გარკვეული დისკომფორტია

სამაგიეროდ მერე ასწორებს,

თუკი გამოძღები მერე შეგაწუხებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოლექტიურ თანამშრომლობას და სიკეთეს რატომ აიგივებ ერთმანეთთან?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოლექტიურ თანამშრომლობას და სიკეთეს რატომ აიგივებ ერთმანეთთან?

 

სიკეთის ჩადენის მიზნებს ვხსნი. სიკეთე უბრალოდ სიკეთისთვის არ ხდება.

პრაგმატული მიზნები აქვს.

 

Siknadmo

 

აი შენ, როგორც რელიგიური ადამიანი, როგორ ფიქრობ რელიგია აკეთებინებს სიკეთეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც ჩვენთვის სასარგებლოა ის არის სიკეთე?

 

ანუ გამოდის რომ სიკეთე "ჩვენ" არ გვავნებს, არამედ მხოლოდ "მე" იმიტომ, რომ "ჩვენ" საერთო საქმეს წაადგეს და საბოლოო ჯამში "მე" უკან დამიბრუნდება. ეს კოლექტივიზმია..

 

პრაგმატული, გათვლილი ან ემოციური, მაგრამ ორივე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ერთ საქმეს ემსახურება და ეს საერთო სარგებელია

 

და არის კი საერთო საეგებელი სიკეთე?

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც ჩვენთვის სასარგებლოა ის არის სიკეთე?

 

თუ სიკეთის ჩამდენ ინდივიდს გულისხმობ რა თქმა უნდა ყოველთვის არა და სწორედ გენეტიკა იმიტომ მოვიყვანე. რაც ხსნის მიზეზებს, თუ რატომ ხდება სიკეთის კეთება, ხანდახან თუნდაც საკუთარი, როგორც ინდივიდის, ზიანის ხარჯზე. ანუ საკუთარ ან შესაძლოა სხვის შვილს უკეთებ სიკეთეს და შეიძლება პიროვნება (სიკეთის ჩამდენი) თავად დაიღუპოს, მაგრამ გენი, ახლო ნათესაური, ან შესაძლოა შორეული მაინც გრძელდება.

 

 

 

ანუ გამოდის რომ სიკეთე "ჩვენ" არ გვავნებს, არამედ მხოლოდ "მე" იმიტომ, რომ "ჩვენ" საერთო საქმეს წაადგეს და საბოლოო ჯამში "მე" უკან დამიბრუნდება. ეს კოლექტივიზმია..

 

რა თქმა უნდა და ეს არის კიდევ ერთი მიზეზი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ თავიდანვე არ შევთანხმდით..

 

 

მოდი მაგალითს მოგიყვან

 

 

არის თუ არა ბოროტება ქურდობა?

 

თუ არ არის და ბოროტება არა ქურდობა არამედ ისაა, როდესაც ერთს აქვს და მეორეს არა..

 

თუ ეს უსამართლოაბაა რომ ყველას ყველაფერი ჰქონდეს, რადგან ჩენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან და შესაბამისად ვინც უფრო შრომისმოუყვარეა იმას უფრო მეტი უნდა ჰქონდეს და ვინც არა ის სიღარიბეში უნდა ცხოვრობდეს

 

 

თავისთავად ხო ხვდები არ არისებობს აქ არც სიკეთე და არც ბოროტება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და არის კი საერთო საეგებელი სიკეთე?

 

სიკეთე, ჰუმანურობა, თანადგომა დიახ არის.

 

აი მაგალითი :

 

აშშ-ს ატომური ბომბი გაცილებით ადრე ჰქონდა. თუმცა პროექტზე მომუშავე ფიზიკოსების, იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტვინების და სხვადასხვა ფილოსოფოსების თუ ჰუმანისტების არაერთი მოწოდების შედეგად მოხდა გამოცდილების გაზიარება საბჭოთა მეცნიერებზე. ვინაიდან არ მომხდარიყო ამ საშინელი იარაღის ერთ ხელში მოხვედრა. საინტერესოა იმ პერიოდის ჰუმანისტების საზოგადო მოწოდებების წაკითხვა და გირჩევ ნახე. ჩვენ რომ გვაბრუებდნენ, რომ სტალინის გენიალობის შედეგად მოხდა ბომბის შექმნა სიცრუეა. მოხდა ცოდნის ნებაყოფლობითი გაზიარება.

 

შედეგად, მიუხედავად ბევრი ლოკალური ომებისა, რაც ყოველთვის იყო, მივიღეთ გლობალური მშვიდობა. ანუ გარკვეული ინდივიდების ჰუმანური მოსაზრებების და საქციელის შედეგად საერთო სარგებელი.

 

წარმოიდგინე, იმ ადამიანებს რომ ეფიქრათ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რომ ვინმე გადავარჩინო, რომელიც მომავალში ვინმე უდანაშაულოს მოკლავს, ესეგი გამოდის რომ მე დანაშაული ჩავიდინე. თუ კანონზომიერებებს არ ვუარყოფთ, ესე გამოვა..

 

 

რა გამოდის რომ სიცოცხლის გადარჩენა, ყოველთვის არ არის სიკეთე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რომ ვინმე გადავარჩინო, რომელიც მომავალში ვინმე უდანაშაულოს მოკლავს, ესეგი გამოდის რომ მე დანაშაული ჩავიდინე. თუ კანონზომიერებებს არ ვუარყოფთ, ესე გამოვა..

 

 

რა გამოდის რომ სიცოცხლის გადარჩენა, ყოველთვის არ არის სიკეთე?

 

ეს უკვე მისი საქციელია, შენი არა.

 

ეგრე საბოლოო შესაძლო შედეგების გათვლა წარმოუდგენელია. შენი გონება ახდენს უშუალოდ იმ მომენტში არსებული ინფორმაციის გადამუშავებას და შესაბამის ქმედებას. ანუ თუ იცი რომ მკვლელია არ გადაარჩენ და თუ არ იცი მაშინ:

 

უნდა იხელმძღვანელო შემდეგი ლოგიკით მე მას გადავარჩენ მიუხედავად იმისა, რომ ის, რომ შესაძლოა უნდანაშაულო ადამიანის მკვლელი აღმოჩნდეს, რისი შანსიც არის სტატისტიკის მიხედვით 1 ათი ათასიდან (ზუსტად არ ვიცი), უფრო შესაძლებელია, რომ არ აღმოჩნდეს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმები იმაში, რომ შესაძლოა შენმა სიკეთემ გამოიწვიოს დიდი ბოროტება, ეს არ არის მიზეზი, იმისა, რომ სიკეთე არ ვაკეთო, ვინაიდან ბოროტი შედეგის შანსი არის დაბალი და 99.99% დადებითი შედეგის მომტანია. ანუ ზოგადად სიკეთის კეთება უფრო სარგებლის მომტანია ვიდრე ზიანის და ამიტომ არის დადებითი.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკეთე არის მოქმედება კონკრეტულ ადამიანთან ქულის დასაწერად :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ ვიცოდე რა არის სიკეთე, მას გავაკეთებდი @ პლატონი

არამგონია პირდაპირი გაგებით ეთქვას.

 

ის რასაც ჩვენ სიკეთეს ვეძახით, იქნებ არის სპექტაკლი, რომელსაც ზოგჯერ ვასრულებთ.

რა სპექტაკლი? მე ამას გულით ვაკეთებ, მაგრამ სენ თუ არ გინდა რო სიკეთე გააკეთო და აკეთებ, რათქმაუნდა სპექტაკლს დაემსგავსება.

 

 

ქრისტიანობას და სიკეთეს ნუ აიგივებ რაა, მარტო ეს რელიგია არ ქადაგებს ამას.

 

 

ნიცშე ზოგადად ამ ურთიერთობის ფორმებს უპირისპირდება და ვინც ნიცშეს წაიკითხავს, ორაზროვანი აზრი დარჩება, რადგან ის ამბობს რომ ყოველგვარი შეზღუდვა, სისტემატიზირება არ არის სწორი.

 

ფრიდრიხ ნიცშეს "ანტიქრისტეში" ვკითხულობთ შემდეგს.

 

 

"ქრისტიანობამ წამოიწყო სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა ადამიანთა წინააღმდეგ, მათი ყველა ინსტინქტი ცოდვად მონათლა და მათ დათრგუნვაზე დაიწყო ზრუნვა. ქრისტიანობამ შექმნა „ბოროტების“ ცნება ამ ინსტინქტებისგან. ძლიერი ადამიანი კი, რომელიც ამ ინსტინქტებით მოქმედებს, ბოროტების განსახიერებად მიიჩნია. ქრისტიანობა მხარს უჭერს სუსტებს, მდაბიოებსა და არასრულფასოვნებს. მისი იდეალი – სასიცოცხლოდ აუცილებელ ინსტინქტებს დაპირისპირებული ადამიანია. ქრისტიანობამ იერიში გონებრივად განვითარებულებზეც მიიტანა, როდესაც ინტელექტუალურ ღირებულებებს დაუპირისპირდა და ისინი ცოდვის,ცდუნების წყაროდ გამოაცხადა."

 

 

პირველივე წინადადება ადამიანს ცხოველამდე ამდაბლებს რომელიც მხოლოდ ინსტიქტებით ცხოვრობს

 

მაგ კაცის საღი აზროვნება ვერ მაოცებს

Edited by თანამშრომელი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...