Jump to content
Planeta.Ge

ჩვენ აქ პირველები ვართ?


Recommended Posts

სად და რაში ვიკავებთ პირველ და ბოლო ადგილებს?

აი მაგალითად ბავშთა სიკვდილიანობაში 5 წლამდე ასაკში პირველები ვართ ევროპაში

Согласно отчету Всемирной организации здравоохранения, в Грузии тревожный показатель роста населения. Как заявил на проведенной сегодня пресс-конференции член фракции «Наш Тбилиси» сакребуло Тбилиси Виктор Долидзе, по показателю роста населения из 194 стран Грузия находится на 192-м месте.

 

В Грузии очень высок показатель детской смертности. Из 47 стран Европы Грузия занимает 44-ю позицию по показателю детской смертности.

 

«Грузия занимает первое место среди стран Европы по показателю смертности среди детей в возрасте младше пяти лет, поскольку из 47 исследованных стран Европы, Грузия занимает 47-е место», – заявил Виктор Долидзе и отмтеил, что все это прямым образом связано с тяжелым положением в системе здравоохранения, существующим в стране.

 

ჩამოვთვალოთ საქართველოს "მიღწევები"

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველად საქართველოში მოიფიქრეს ნაგვის რაოდენობის ელექტრო ენერგიის მრიცხველებით გამოთვლა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველად საქართველოში მოიფიქრეს ნაგვის რაოდენობის ელექტრო ენერგიის მრიცხველებით გამოთვლა!

ხო რაღაცას ეგეთს ყური მოვკარი, დენის გადასახადით საზღვრავენ ნაგვის გადასახადს.

ვინც მეტს ცვავსო, მეტს ანაგვიანებსო))))

მიშა მაგარია რა... ))) ოღონდ ეგ როგორ დათვალა გამაგებინა)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა მეთქვა ზონდერები 21 საუკუნეში თქო, მარა ირანი გამახსენდა.

 

ირანშიც ხალხი დემონსტრაციაზე რომ გადის უცებ საიდანღაც ჩნდებიან ნიღბიანი შავოსნები და სასტიკად უსწორდებიან მომიტინგეებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით"

 

 

საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი კომპიუტერული პირატია, ამ მაჩვენებლით მას ბანგლადეშიც კი ჩამორჩება. საპროგრამო უზრუნველყოფის პროგრამების სფეროში პირატობის დონის მიხედვით პირველ ადგილზე 95%–ით საქართველოა. Business Software Alliance (BSA)-ს მოხსენების თანახმად, რომელიც International Data Corporation (IDC)–ის მიერ შესწავლილ 2008 წლის მონაცემებს ეყდრნობა, პირატული პროდუქციის წილით ჩვენი ქვეყანა ისეთ სახელმწიფოსაც კი ჩამორჩება, როგორიც ბანგლადეშია.

 

 

ეხ როგორ ჩამოვრჩით ევროპაში.. მხოლოდ მეორე ადგილზე ვართ აქ((

 

პატიმრების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა

ორშაბათი, 07 თებერვალი 2011 19:12

პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა. ამის შესახებ WORLD PRISON POPULATION LIST-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სიაში შესულია ინფორმაცია მსოფლიოს 217 ქვეყნის შესახებ.

აღნიშნული მონაცემებით, 2010 წლისთვის საქართველოში ყოველ 100 ათას ადამიანზე 537 პატიმარი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეექვსე ადგილზეა.

მთლიანად პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი აშშ აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილებზე კი ჩინეთი და რუსეთი არიან.

პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით ზუსტი სურათის შესაქმნელად, სპეციალისტები ყოველ 100 ათას ადამიანზე პატიმართა რაოდენობას იყენებენ. განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 100 ათას ადამიანზე 70-80, დანარჩენ სახელმწიფოებში კი 141 პატიმარი მოდის.

 

 

აი აქ ვყოფილიყავით პირველები))

 

ადამიანური განვითარების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა. ამგვარი შედეგი დაფიქსირდა გაერო-ს განვითარების პროგრამის ანგარიშში – "ხალხების რეალური სიმდიდრე: ადამიანის განვითარების გზები"

ამავე ქვეთავში მოხვდა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – ბელორუსი – 61, რუსეთი – 65, უკრაინა – 69, ყაზახეთი – 66, აზერბაიჯანი – 67, სომხეთი – 76.

საშუალო განვითარების კოეფიციენტი დადგინდა თურქმენეთში – 87-ე, მოლდოვაში - 99-ე, უზბეკეთში – 102-ე, ყირგიზეთში – 109-ე, ტაჯიკეთი კი 112-ე ადგილზე მოხვდა.

ადამიანური განვითარების მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე ნორვეგიაა. შემდეგ მოდიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, ირლანდია, ლიხტენშტეინი, ნიდერლანდები, კანადა, ჩვედეთი და გერმანია. 169 ქვეყნის სიის ბოლოში ზიმბაბვეა.

 

სადაა მიშა? რაღაცეებს გვატყუებენ ალბათ რუსების შეკვეთით ეგ დასავლელი სტატისტიკოსები ))))

 

მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით.

ა/ო ”ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” მონაცემებით 2009 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (აშშ დოლარებში, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) 4757 დოლარია. ამ მონაცემით საქართველო მსოფლიოში 114 ადგილზეა და ჩამორჩება მის ყველა მეზობელს.

 

საქართველო ჩამორჩება:

• ყატარს 18-ჯერ,

• ლუქსემბურგს 16,5-ჯერ,

• აშშ-ს 10-ჯერ,

• შვეციას 8-ჯერ,

• ფინეთს 7-ჯერ ,

• საბერძნეთს 6,3-ჯერ,

• ესტონეთს 4-ჯერ,

• ლიტვას 3,5-ჯერ,

• რუსეთს 3-ჯერ,

• ბელორუსს 2,7-ჯერ,

• თურქეთს 2,6-ჯერ,

• აზერბაიჯანს 2-ჯერ,

• განას, ალჟირს, ნამიბიას, უკრაინას, ანგოლას, ეგვიპტეს, სამოას, თურქმენეთს, სომხეთს, სირიას, გვატემალას, იორდანიას...

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საშუალო განვითარების კოეფიციენტი დადგინდა თურქმენეთში – 87-ე, მოლდოვაში - 99-ე, უზბეკეთში – 102-ე, ყირგიზეთში – 109-ე, ტაჯიკეთი კი 112-ე ადგილზე მოხვდა

ესენი ხომ წამოვიხიეთ კალბასისი ჩეკივით და :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[საქართველო ჩამორჩება:

• ყატარს 18-ჯერ,

• ლუქსემბურგს 16,5-ჯერ,

• აშშ-ს 10-ჯერ,

• შვეციას 8-ჯერ,

• ფინეთს 7-ჯერ ,

• საბერძნეთს 6,3-ჯერ,

• ესტონეთს 4-ჯერ,

• ლიტვას 3,5-ჯერ,

• რუსეთს 3-ჯერ,

• ბელორუსს 2,7-ჯერ,

• თურქეთს 2,6-ჯერ,

• აზერბაიჯანს 2-ჯერ,

• განას, ალჟირს, ნამიბიას, უკრაინას, ანგოლას, ეგვიპტეს, სამოას, თურქმენეთს, სომხეთს, სირიას, გვატემალას, იორდანიას

 

ომმმა დაგვწია უკან :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...