Jump to content
Planeta.Ge

რას ნიშნავს საარჩევნო გარემოს შეცვლა.

Recommended Posts

DATA TUTASXIA

რაიონებშიც უნდა ისმოდეს მაგათი ხმა და როგორ? ხალხთან სალაპარაკო დრო უნდა მოითხოვონ საზმაუზე.

საზმაუზე მხოლოდ მეორე არხს გითმობენ და არც ის ფარავს მთელ საქართველოს.მეორე არხს არც თბილისში უყურებს ვინმე.

თუმცა თავისუფალი მედია,სარჩევნო გარემოს ერთ ერთი მთავარი მოთხოვნაა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაიონებში მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობამ თუ იცის რაც მოხდა 26 მაისს. და ეს ტელევიზიმ თუ არ აჩვენა ვერასდროს ვერ გაიგებენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

საზმაუზე მხოლოდ მეორე არხს გითმობენ და არც ის ფარავს მთელ საქართველოს.მეორე არხს არც თბილისში უყურებს ვინმე.

მიშას ნება რომ იყოს იმ მეორე არხსაც არ დაგითმობს.

უნდა მოსთხოვო. აქცია უნდა მოაწყო და დაათმობინო. ამის მიღწევა უფრო ადვილია ვიდრე მიშას გადადგომა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

უნდა მოსთხოვო. აქცია უნდა მოაწყო და დაათმობინო. ამის მიღწევა უფრო ადვილია ვიდრე მიშას გადადგომა.

ასეა ნამდვილად,გადადგომის მოთხოვნით აქციას არავითარი აზრი არ აქვს.ხოლო კონკრეტული მოთხოვნით კი აუცილებელია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

რაიონებში მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობამ თუ იცის რაც მოხდა 26 მაისს. და ეს ტელევიზიმ თუ არ აჩვენა ვერასდროს ვერ გაიგებენ.

დათა ბატონო, მოდით დავარქვათ თავისი სახელი, შენ ახლა მედიის თავისუფლებაზე აკეთებ აქცენტს და გინდა თქვა, რომ თუ არა ნუ, რვიანში შემავალი ოთხეულ-ხუთეულის გარდა, სხვა ვინმეს ოდესმე გაუმახვილებია ამაზე ყურადღება?

მარტო ესენი ყვირიან, ნუ რა თქმა უნდა ცალ-ცალკე და არა რვიანის ფორმატში(ამ უკანასკნელში, მხოლოდ არჩევნების დროს მედიაზე) მედია თავისუფლებაზე და ა.შ.

რაც დაწერე, საზმაუს დროზე, ეგეც არაერთხელ მოითხოვეს და რაღაც დათმობაზე წავიდა მიშავიზია, დაუთმო მეორე არხის დრო.. არ მითხრათ ახლა ვინმემ, ვის რად უნდა ეგ შენი მეორე არხიო, იმიტომ, რომ რაღაც დონეზე დაგეთანხმოთ იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც არაა ძალიან ცუდი შედეგი.. რაღაც დრო დაეთმო ოპოზიციას, საზმაუს - მეორე არხის ეთერში, რომელიც თითქმის მთელს საქართველოში ვრცელდება.. ანუ, ამეებით იმის თქმა მინდა, რომ შენ რაც შემოგვთავაზე, მაგაზე არათუ დაფიქრება, არამედ მუშაონაც მიდის უკვე და რაღაც შედეგებიც მიღწეულია.. ჩათვალე ეგ ფრთა მუშაობის პროცესშია.. სხვა, რაიმე სხვა იდეაა საჭირო.. აგერა ხარ შენ და აგერაა გერმანია.. თუ რაიმე კარგი იქნება, აგერ რესპებში ეგრევე მივა ინფო, ალასასთანაც.. მეც მყავს მაქვს ამ სამეულთან ნაცნობობა და მეც შემიძლია შევატყობინო ალასას, რესპებს და ახლებს.. აგერ ფორუმზეც მივა ინფო და ა.შ..

ამიტომაც ვამბობ, თუ რაიმე კარგი იცით ისეთი, რასაც თქვენ თვლით საჭიროდ და ესენი ვერ ხვდებიან დაწერეთ და აგერაა ხალხი.. აიწევა მსჯელობა და დადებითი შედეგის შემთხვევაში გაეცნობა პარტიებს..

თუ კარგი წინადადება იყო, ჩემს თავზე ვიღებ, რომ ის სამეული გაიგებს ამის შესახებ.. ხოდა, ეგრე რა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

დათა ბატონო, მოდით დავარქვათ თავისი სახელი, შენ ახლა მედიის თავისუფლებაზე აკეთებ აქცენტს :vedreba:

და რა მედიის თავისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არ არის? :givi:

გინდა თქვა, რომ თუ არა ნუ, რვიანში შემავალი ოთხეულ-ხუთეულის გარდა, სხვა ვინმეს ოდესმე გაუმახვილებია ამაზე ყურადღება?

ყველა ამახვილებს ყურადღებას და არაფერს არ აკეთებენ ფაქტია. :yes:

რაღაც დათმობაზე წავიდა მიშავიზია, დაუთმო მეორე არხის დრო.. არ მითხრათ ახლა ვინმემ, ვის რად უნდა ეგ შენი მეორე არხიო, იმიტომ, რომ რაღაც დონეზე დაგეთანხმოთ იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც არაა ძალიან ცუდი შედეგი.. რაღაც დრო დაეთმო ოპოზიციას, საზმაუს - მეორე არხის ეთერში, რომელიც თითქმის მთელს საქართველოში ვრცელდება..

კომენტარის გარეშე :givi: :givi: :givi:

რომ შენ რაც შემოგვთავაზე, მაგაზე არათუ დაფიქრება, არამედ მუშაონაც მიდის უკვე და რაღაც შედეგებიც მიღწეულია.. ჩათვალე ეგ ფრთა მუშაობის პროცესშია..

რაღაც მეეჭვება მოლაპარაკებით დათმოს პალიკო კუბლაშვილმა 1 არხის საეთერო დრო. :)

მიტომაც ვამბობ, თუ რაიმე კარგი იცით ისეთი, რასაც თქვენ თვლით საჭიროდ და ესენი ვერ ხვდებიან დაწერეთ და აგერაა ხალხი.. აიწევა მსჯელობა და დადებითი შედეგის შემთხვევაში გაეცნობა პარტიებს..

რვიანში შემავალ პარტიებს ჩემი დახმარება სჭირდებათ ამ მიმართულებით კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[quote name='mtidan' date='დღეს, 01:23 PM' timestamp='1308561807' post='415349']
რვიანის მომხრეებს არ ვიცი, როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო გარემოს შეცვლა.
სამაგიეროდ ვიცი თვითონ რვიანს როგორ წარმოუდგენია: პარლამენტში მისცემენ იმდენ ადგილს, რამდენიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პარლამენტზე. სამაგიეროდ თვითონ იქნებიან პარლამენტში და იქიდან დაგვაბოლებენ
[/quote]
კაცო, თემის ავტორი მიმართავს რვიანის მხარდამჭერებს :) თორე აბა მე რომ მკითხოს, ხო იცის რა აზრისაც ვარ მაგ რვიანზე. ამიტომ, ვაცალოთ კაცო, თავის თავი მაინც მოიტყუონ :)
უბრალოდ, სამი მაგალითი რომ მოიყვანა, თუ როგორ არ შევიდნენ პარლამენტში, რატომღაც ის მაგალითი არ მოიყვანა რესპებისა და ალასანიასი, მერის არჩევნებზე რაც ქნეს, და თან უსუფამ არც დამალა, აქუსთან რომ იყო, პირდაპირ თქვა, ჩვენო კაცო მერის არჩევნებში რა, მოსაგებად კი არ ვიყარეთ კენჭი, იქ ხო ისედაც იასნი იყო რაც მოხდებოდაო, პროსტო ჩვენ რამოდენიმე ადგილი საკრებულოში რომ ავიღეთ, ეგ რა, პატარა ამბავი იყოვო? (და თან ამ დროს ძალიან ამაყი და ჭკვიანი გამომეტყველება ჰქონდა, თიტქოს 9 აპრილის მერე კომპარტიაში ეგ კი არა, დანარჩენი ლენჩი საზოგადოება შევიდა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აქ ბატონმა ესესდეკამ ჩემს მაგივრად ყველაფეერი დაწერა.ნეტავი მივიდეთ არჩევებამდე და მერე ვინც როგორ დაწყვილდება თუ მარტო იქნება,რა თქმა უნდა ყველა თავისას იტყვის.არც ეხლა არიან ჩუმად და რვიანმა 26 მაისზე დააფიქსირა თავისი პოზიცია.ცალკეული პარტიები ნამდვილად არცერთი არ აპირებს გაჩერებას და მათი შეფასებები შეძლებისბისამებრ ფიქსირდება,რის საშუალებასაც ტელე ეთერი იძლევა.

განცხადებების კეთება არაა საკმარისი, ამომრჩევლებს უნდა დაანახოთ რომ რაღაცის გაკეთების უნარი შესწევთ,

უფრო რომ დავკონკრეტდე,

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გარუკვეველია მოსახლეობისთვსი ის ორი ადამიანი მოკვდა უბედური შემთხვევის შედეგად თუ მოკლეს?

მეორე, ხორცის გაძვირება, რა ქნა ოპოზიციამ იმისთვის რომ ხელისუფლებისთვის მოეთხოვა ბოინებთან დაკავშირებით საკითხის გარკვევა,

მესამე, დასავლეთ საქართველოში აპირებენ ჰიდროსადგურების მშენებლობას, რომელიც კატასტროფით ემუქრება მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს, გყაავთ თუნდაც თქვენ სათანადო დონის სპეციალისტები რომელიც აგვიხსნის მართლაც საშიშია ამ ჰიდროსადგურების მშენებლობა თუ არა,

ხომ არ ვითხოვთ არც სამუშAო ადგილებს, არც დენის ტარიფის შემცირებას ან სხვა სოც. მოთხოვნებს, მაგრამ სულ ელემენტარული რამ, რაც ჩამოვწერე იქნებ ამის ირგვლივ იბრძოლოს თანმიმდევრულად, არა მხოლოდ განცხადება გაააკეთოს არამედ იბრძოლოს პოლიტ პარტიამ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ნამეტანი არ გავხარ დათას :) აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებ ;) ცინიზმიც ოხრად გაქვს და დემაგოგიის მართალია მცირე მაგრამ საჭირო ულუფასაც იყენებ ბატონო ჩემო :)

რაღაც მეეჭვება მოლაპარაკებით დათმოს პალიკო კუბლაშვილმა 1 არხის საეთერო დრო

სწორედ ამას ვამბობ..

რა ვქნათ აპა? მოდი სიმონ დავუპადიეზდოთ და გავუნგრიოთ თავყბა მაგ ტუტუცს მაგას ააა? მოგწონს იდეა? არა? ხო კაი..

მაშინ მოდი სასამართლოში ვუჩივლოთ.. ჰაა? მოგწონს იდეა? არა? მათია სასამართლოც?

აპა მოდი მთავრობასთან ვუჩივლოთ რომ გადააყენოს, მიშა მოიშორებს ამას.. მოგწონს იდეა? არა ხომ? არ დახევს მგელი მგლის ტყავსო?

რახან მასეა, მოდი მიშა გადადექი შე ცუდოთქვა ვუძახოთ და გადადგება აპა რას იზავს? ჰა? რავარია? მოგწონს იდეა? იყო მაგი უკვე და არ გამოვიდა არაფერი? ააა?

აპა რა ვქნათ?

აააა, მართალი ხარ კაცო.. ცინიზმი და სარკაზმი კი გვაქვს ოხრად და რაღა გვიჭირს აწი.. ააა? ამაზე ხო მეთანხმები? კი ხო? აგაშენა ღმერთმა :) ვიღლაბუცოთ აპა.. მაინც არ გვეშველება არაფერი და ქე მაინც მხიარულად ჩავმყაყდებით :)

რვიანში შემავალ პარტიებს ჩემი დახმარება სჭირდებათ ამ მიმართულებით კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

რავი აბა, ამ ქვეყანაში ყველა გენიოსია და ვერ ვაფასებთ უბრალოდ თუ არა, აბა მივუშვათ რამდენ რამეს იზამენ კაის და გადასარევს..

არ აკეთებენ რაც შენ გინდა და იძახი აზრზე არ არიანო.. გეკითხებიან ჩვენ ამას ვაკეთებთ და თუ უკეთესი იცით რამე, თქვითო და იძახით ამათ თუ ჩემი დახმარება ჭირდებაო და.. ჩამოყალიბდით ცოტა.. :)

პრინციპში იდალური ვარიანტია საღლაბუცოდ და ზემოთ რაც დავწერე იმისთვის ასეთი პასუხები ;) სწორად შეგირჩევიათ ბატონო ჩემო, მაგრამ დათასი რა გითხრათ და ელიზბარ კარიჭაშვილი უფრო მოგიხდებოდათ სახელად, მგონია მე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გარუკვეველია მოსახლეობისთვსი ის ორი ადამიანი მოკვდა უბედური შემთხვევის შედეგად თუ მოკლეს?

მეორე, ხორცის გაძვირება, რა ქნა ოპოზიციამ იმისთვის რომ ხელისუფლებისთვის მოეთხოვა ბოინებთან დაკავშირებით საკითხის გარკვევა,

მესამე, დასავლეთ საქართველოში აპირებენ ჰიდროსადგურების მშენებლობას, რომელიც კატასტროფით ემუქრება მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს, გყაავთ თუნდაც თქვენ სათანადო დონის სპეციალისტები რომელიც აგვიხსნის მართლაც საშიშია ამ ჰიდროსადგურების მშენებლობა თუ არა,

ხომ არ ვითხოვთ არც სამუშAო ადგილებს, არც დენის ტარიფის შემცირებას ან სხვა სოც. მოთხოვნებს, მაგრამ სულ ელემენტარული რამ, რაც ჩამოვწერე იქნებ ამის ირგვლივ იბრძოლოს თანმიმდევრულად, არა მხოლოდ განცხადება გაააკეთოს არამედ იბრძოლოს პოლიტ პარტიამ

პირველზე იყო რეაქცია და ბრძოლის მსგავსი ახლაცაა, როგორც ვიცი.. აი, მეორეზე და მესამეზე, რა გითხრა, აზრზე არ ვარ.. მაგრამ მისახედია რა თქმა უნდა.. გვყავს აქ პარტიულები და ვთხოვოთ ჩაგვაყენონ საქმის კურსში.. ბატონო ძუკუ და ბატონო ნიუსსტუდიო, დარწმუნებული ვარ არც რესპებს და არც ალასანიას არ ექნება ეს საკითხი მიტოვებული და გაგვაგებინეთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვქნათ აპა? მოდი სიმონ დავუპადიეზდოთ და გავუნგრიოთ თავყბა მაგ ტუტუცს მაგას ააა? მოგწონს იდეა? არა?

იქნებ მოწონს ეგ იდეა? მე მომწონს. პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ძალის გამოყენება. ვისაც ძალის გამოყენება არ უნდა ან არ შეუძლია, ის ვერაფერს მიაღწევს. დიახაც, უნდა დაუპადიეზდოთ კიდეც (ვისაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოსვლის) და მიაბრიდოთ კიდეც მოწინააღმდეგე. აბა ერთი ნაცებს დაჭირდეთ ვინმეს მიბრედვა, თუ დაიხევენ უკან. იმიტომაც არიან სათავეში.

Edited by DonCaredo

ტერორისტულ მეთოდებზე უნდა გადახვიდე და მაგას სულ სხვა მომზადება უნდა, ეხლა სხვა დროა, ყველა პატიეზდში კამერაა და დაგიჭერენ, ტერორიზმს დიდი რესურსები სჭირდება დღეს, თორე მეფის რუსეთში მეფე ეტლით დადიოდა და ნაროდნოვოლცები ხელნაკეთი ყუმბარებით დასდევდნენ,

იარაღზე ჩალიჩი რომ დაიწყო 1 საათში აგიყვანენ

წითელი ბრიგადები თუ გახსოვს იტალიაში-ალდე მორო რომ დაბრიდეს, გაირკვა რომ ამ ორგანიზაციის უკან ცეერუ იდგა და :(

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

იქნებ მოწონს ეგ იდეა? მე მომწონს. პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ძალის გამოყენება. ვისაც ძალის გამოყენება არ უნდა ან არ შეუძლია, ის ვერაფერს მიაღწევს. დიახაც, უნდა დაუპადიეზდოთ კიდეც (ვისაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოსვლის) და მიაბრიდოთ კიდეც მოწინააღმდეგე. აბა ერთი ნაცებს დაჭირდეთ ვინმეს მიბრედვა, თუ დაიხევენ უკან. იმიტომაც არიან სათავეში.

მიტომაც ხართ კარედო ბატონო თქვენ და თქვენნაირები ზუსტად იგივე, რაც მიშა :) უბრალოდ ვექტორია სხვა, თორემ მეთოდები ზუსტად იგივე გაქვთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიტომაც ხართ კარედო ბატონო თქვენ და თქვენნაირები ზუსტად იგივე, რაც მიშა

მთლად იგივე არა. თუმცა, რასაც მიშა აკეთებს, მე ათჯერ უარესს გავაკეთებდი. როდესაც ხედავ, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე 1 ბოთლ ლუდზე იყიდება, რატომაც არ იყიდი? ამ "ოპოზიციამ" ხომ თავად აირჩია ეგ გზა? შეავსონ ნიშები: ლეიბებმა მემარცხენე, სოციალური ამბები, რესპებმა - მკვეთრად პროამერიკული, ალასანია - ჩორტ ზნაეტ, გრეჩო-ნინოები - ქუჩის რადიკალური, თარგამაძეები - საპარლამენტო და მიდი მოვდივარ, გულაობენ. ყველას თავის წილი მიაქვს. ამ საცოდავ ხალხს ყვლეფენ და ყვლეფენ :) თუ რამის გაპროტესტება უნდა რვიანს, ხორცის ხელოვნურად გაძვირებაზე იმხელა რამის აგორება შეიძლებოდა ნორმალური ოპოზიციის შემთხვევაში. მარა არაა რვიანი ოპოზიცია, და ვინც ვიცით ეს, მათ მაინც ნუ გვაბოლებთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მიტომაც ხართ კარედო ბატონო თქვენ და თქვენნაირები ზუსტად იგივე, რაც მიშა :) უბრალოდ ვექტორია სხვა, თორემ მეთოდები ზუსტად იგივე გაქვთ..

შენ ფიქრობ რომ თუკი პოლიტ პარტია ბრძოლის ტერორისტულ მეთოდებს გამოიყენებს ის სამართელბრივ და დემოკრატიულ საზოგადობას ვერ აააშენებს?

დაამყარებს ავტოკრატულ რეჟიმს და იბაირემბს ხო?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...