Jump to content
Planeta.Ge

რას ნიშნავს საარჩევნო გარემოს შეცვლა.

Recommended Posts

რას ნიშნავს და როგორ წარმოუდგენიათ?

რვიანის მომხრეებს არ ვიცი, როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო გარემოს შეცვლა.

სამაგიეროდ ვიცი თვითონ რვიანს როგორ წარმოუდგენია: პარლამენტში მისცემენ იმდენ ადგილს, რამდენიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პარლამენტზე. სამაგიეროდ თვითონ იქნებიან პარლამენტში და იქიდან დაგვაბოლებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ნიშნავს და როგორ წარმოუდგენიათ?

10. საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და პოლიტიკის დეკომერციალიზაცია:

ა). ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნა;

საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია პოლიტიკის ბიზნესიდან გამიჯნვა. შემოღებულ უნდა იქნას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მაქსიმუმ 2000 ლარის ოდენობით . შემოწირულობის უფლება აქვს მხოლოდ კერძო პირს. ყოველგავრი სესხისა თუ სხვა სახის ფინანსური საშუალებების მიღება ჩაითვლება საარჩევნო კანონმდებლობის დაღვევად. პარტიების დაფინანსება უნდა იყოს ტრანსპარანტული და კანონით აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო კომპანიის ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება.

ბ). თანასწორუფლებიანი საარჩევნო კომპანიის წარმოება;

საარჩევნო კომპანია უნდა ხდებოდეს არა პარტიის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს რეკლამაზე დახრჯული თანხები და წინასწარ მოსყიდული ამომრჩეველი, არამედ მისი შინაარსი. საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონტროლი და საბიუჯეტო თანხების საარჩევნო კომპანიაზე დახარჯვა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობას განსაზღვრავს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნების პრინციპებს და მცირე ფინანსების მქონე პარტიების თანასწორ კონკურენციის საშუალებებს ზღუდავს.

შემოღებულ უნდა იქნას საარჩევნო კომპანიის ხარჯების მაქსიმუმი 3 000 000 ლარის ოდენობით. ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს დათმობილი თანაბარი დრო მედიაში. განსაკუთრებით კერძო მედიაკომპანიებს კანონით დაეკისროს პარტიების რეკლამის თანაბარი რაოდენობით განთავსება. თუ რომელიმე კერო მედია განათავსებს ერთი პარტიის რეკლამას, ამ შემთხვევაში სხვა პარტიების მიწოდებული რეკლამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ რეკლამის უფასო განთავსება მოუწევთ. კერძო მედიისთვის იქნება შემოღებული პრინციპი, ან არცერთი პარტიის რეკლამა, ან ყველასი თანაბრად. პარტიის რეკლამად განისაზღვრება სარეკლამო კლიპები, ბანერები, ქალაქში ბილბორდები და მედია საშუალებებით რომელიმე პარტიის საქმიანობის გაშუქება.

მიღებულ უნდა იქნას კანონი საარჩევნო პროპაგანდის არჩევნებამდე 3 დღით ადრე შეწყვეტის თაობაზე. ეს შეეხება ყველა სახის პროპაგანდას, როგორიცაა საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს პარტიის აქტივისტების ყოველგვარი აქტიურობის აკძალვის ჩათვლით.

კანონით უნდა აიკრძალოს აღმასრულებელი ხელისუფლების პარტიის წინასაარჩევნო პროპაგანდა. არჩევნებამდე 6 თვით ადრე მედიის საშუალებით ყოველგვარი გაპიარებული ხარიტატიული საქმიანობის რეკლამირება. აღმასრულებელი ხელისუფლების პირს უნდა აეკრძალოს მედიის საშუალებით რომელიმე პარტიის უპირატესობის ღიად დაფიქსირება.

საქართველოში პარტიებს შორის კონკურენცია უნდა იყოს თავისუფალი და თანასწორ პირობებში. მცირე ფინასიების მქონე პარტიების ყოველგავრი დისკრიმინაცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება. ასეთი დარღვევა კი იქნება საბაბი იმისა, რომ პარტია ამოღებულ იქნას საარჩევნო სიიდან, ან ასეთი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები გაბათილებულ იქნას აღნიშნული კანონის მიხედვით.

გ). რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღება. სახელმწიფოს სასიცოცხლო მნიშვნელობის კანონების რომელიმე ხელისუფლების თავის სასარგებლოდ მორგების თავიდან აიცლების მიზნით, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

http://soclberal.georgian-style.net/?p=18

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს შეზღუდვები ისედაც მოქმედია დღევანდელი კანონმდებლობით მაგრამ ვინ ასრულებს?

მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ყველაზე მომგებიანია საზმაუზე ოპოზიციური ორსააათიანი საეთერო დროის მითხოვნა. არ ვიცი ვინ იქნება

წამყვანი,მაგრამ ერთი კარგი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება კი შეიძლებოდა. ან შეიძლება ნანა ლეჟავას ფილმების ჩვენება. ბოლის დაბოლოს ხალხმა

უდა იცოდეს სიმართლე ამ სიმართლეს კი უდუმაშვილი და ჯოჯუა არ ეტყვის ხალხს. ამისთვის ღირს აქციების გამართვა.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს შეზღუდვები ისედაც მოქმედია დღევანდელი კანონმდებლობით მაგრამ ვინ ასრულებს?

აბა საქართველოს მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი ჰქონია. :givi:

"შემოღებულ უნდა იქნას საარჩევნო კომპანიის ხარჯების მაქსიმუმი 3 000 000 ლარის ოდენობით."

ოფიციალური მონაცემებით ნაცებმა 16 000 000 დახარჯეს. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით.

შიშველი ჩაცმულს ვერ მოუგებს............... გინდ 9–ჯერ ბიომეტრიული გარემო შექმენით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აბა საქართველოს მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი ჰქონია.

ბაბუ აქ დემოკრატიულობაზე არ არის საქმე, უბრალოდ რა კანონიც არ უნდა მიიღო მაინც დაარღვევენ.

არჩევნებში მთავარია აღებული ხმები და მაგათი დაცვა. ხმები რომ მიიღო ეს ნიშნავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანში

და ხმა მისცეს ოპოკანდიდატს. რეგიონებში საშინელი მდგომარეეობაა, ხალხს რომ ელაპარაკები გეგონება ზაალ უდუმაშვილი გელაპარაკება. თან

მოსახლეობის შედარებით ინტელექტუალური ნაწილი გასულია რეგიონებიდან და რიგით ხელისუფლების ავანტიურისტ აგიტატორებს უადვილდებათ ხალხის

მოტყუება. რეგიონები კი ნაცების საარჩევნო "ბეღელია".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

სამაგიეროდ ვიცი თვითონ რვიანს როგორ წარმოუდგენია: პარლამენტში მისცემენ იმდენ ადგილს, რამდენიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პარლამენტზე. სამაგიეროდ თვითონ იქნებიან პარლამენტში და იქიდან დაგვაბოლებენ.

ხო..

მართალი ხარ მთიდან ბატონო.. ასიანია..

მერე რა, რომ ამის შანსი აქამდე სამჯერ ჰქონდათ. პირველი - არჩევნების შემდეგ უარი მანდატებზე(ქრისდემები და ცაგარეიშვილ-პადოშა რომ შეძვრა), მეორე - წინასაგალიებოდ ხელისუფლების შეთავაზება და მესამე - მაშინ, როდესაც კოკო შევიდა: მანდატების დახევის გაუქმება და შესვლის შანსი..

მერე რა, ზატო, ახლა მეოთხეჯერ უეჭველი ეგ უნდათ.. შეძვრებიან და დაგვაბოლებენ ეს გამყიდველები ესენი, მარტო თითო-ოროლა მანდატისთვის რომ ზრუნავენ.. :)

P.S.

ხალხნო, სკლეროზი მართლა მეხსიერების დაავადება კი არაა, არამედ სისხლძარღვების. ასე რომ, მოუფრთხილდით გულს და სისხლის მიმოქცევის სისტემას, თორემ სკლეროზი მონაგონი იქნება, ისეთი საშინელი დაავადებები იცის გულმა..

DATA TUTASXIA

არჩევნებში მთავარია აღებული ხმები და მაგათი დაცვა. ხმები რომ მიიღო ეს ნიშნავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანში

რა თქმა უნდა, მართალია ეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო გარემოს მოწესრიგება.. დიახ, დიახ, ადმინისტრაციულ რესურსებზე და მისთანებზე მაქვს საუბარი.. თქვენ გგონიათ, თანამედროვე გაყალბებები ე.წ. "ჩაყრით" ხდება? არა ბატონებო, წავიდა ეგ დრო.. აღარაა უკვე ეგ საჭირო.. განვითარდა უკვე მაჭავარიანი და გოგორიშვილი.. უკვე მთავარია წინასაარჩევნო გარემო და უკვე ათასჯერ ნახსენები სიები, ადმ. რესურსი და ა.შ.

P.S.

"უკვე"-ზე არ გამომეკიდოთ, მითქვია მე თქვენთვის..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

ადმინისტრაციულ რესურსს ყოველთვის გამოიყენებს ხელისუფლება. თან თანხებსაც დახარჯავს დეკლარირებულზე ბევრად მეტს. დამიჯერეთ ეს ძალიან ძნელი გასაკონტროლებელია ასეთი სასამართლოს და პოლიციის პირობებში.

მთავარია რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს ხმის მისაცემად. აი ამას კი არებული საინფორმაციო არხების პირობებში ვერ მოახერხებს ოპოზიცია. ოპოზიციამ ხალხს უნდა დაუმტკიცოს,აუხსნას რატომ არის ხელისუფლება ცუდი და თვითონ უნდა შესთავაზოს საკუთარი თავი. ამას კი ტელევიზიის გარეშე ვერ მოახერხებს. დამიჯერეთ რუსთავი2 გარეშე ვარდების რევოლუცია არ მოხდებოდა. იმედის გარეშე 7 ნოემბერი არ იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ბაბუ აქ დემოკრატიულობაზე არ არის საქმე, უბრალოდ რა კანონიც არ უნდა მიიღო მაინც დაარღვევენ.

საარჩევნო დემოკრატიული და რაც მთავარია თანასწორუფლებიანი საარჩევნო კოდექსის მიღება აუცილებელია. თუ არ იქნება კანონი, მაშინ აზრი არ აქვს არჩვენებს.

დარღვევენ თუ არა, ეს უკვე სხვა სფეროდანაა.

ჩემი აზრით რვიანს არასწორი მიდგომა აქვს ამ საკითხთან.ამათი მიდგომა საერთოდ არ ითვალისწინებს ნაციონალების შესაძლებლობებს. ამათმა ვერ გაიგეს ის, რომ ბიომეტრიული პასპორტები და კონტრლოლი საკამრისი არ იქნება, როდესაც მეორე მხარეს დიდი ფულია.

უბრალოდ მემიტობაა იმის დაჯერება რომ ღარიბი მდიდარს მოუგებს. ამისათვის არის აუცილებელი საარჩევნო კომპანიაში ხარჯები მაქსიმუმის დაყენებადა სხვა ზოგიერთი წესების შეცვლა.

უბრალოდ ამ ოპოზიციის ტვინამდე ვერ დავიდა ის, რომ ხალხის პროტესტი არ ნიშნავს ავტომატიურად ოპოზიციის მხარდაჭერას. ესენი ან გადამეტებულად თავდაჯერებულები არიან, ან კიდევ მიშას თამაშს თამასობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რვიანის უმთავრესი შეცდომა იმაშია რომ მათ აბსოლუტურად დაივიწყეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და არაფერზე რეაქცია არა აქვთ,

ხოდა, რომც მიიღონ იდეალური კანონი და ამ კანონის შესრულების ბერკეტებიც რომ მოითრიონ მოიგებენ კი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კიდევ იგივე..

სულ, მუდამ, ერთი და იგივე..

როდემდე ხალხნო? :)

არაა რვიანი სრული პოლიტიკური გაერთიანება..

არამედ, მხოლოდ ერთი მიზნის, საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის გაერთიანებული 8 პარტიაა..

სულ რომ დაინგრეს ყველაფერი, სულაც რომ დააყენოს ვანომ და სათითაოდ ჩაცხრილოს მთელი მოსახლეობა, რვიანმა მაინც არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება ამის შესახებ, როგორც რვიანმა..

ცალკე პარტიებმა კი ბატონო, რამდენიც გინდა, მაგრამ როგორც რვიანს - ეს არ ეხება საერთოდ..

შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე არანაირ პროცესებზე და მისთანებზე რვიანმა არც უნდა გააკეთოს არანაირი განცხადება.. ამასაა სწორედ, რომ ტენიან ხალხს მიშავიზიები, გაერთიანდნენ ესენიო და ჩვენც ვეგებიდ ამ ანკესზე.. :(

ეგ ვიცი მაგრამ ხომ არიან სუბიექტები მანდ და რამე განცხადება ხომ შეეძლოთ გაეკეთებინათ ან ემოქმედათ თუნდაც 26 ში მომხდარი გარემოებების გამოძიებასთან დაკავშირებით, აეტეხათ ერთი ამბავი, ჩაეტარებინათ დენით დახოცილთა ექსპერტიზა

ხორცი გაძვირდა-სდუმან,

სტიქიური უბედურება მოხდა-სდუმან,

შეგვახსენონ თავი რომ ტოკავენ, თორემ არჩევნები რომ მოვა ვის უნდა მივცე ხმა, ოკ, წავალ მე და რესპებს ან ფორუმს დავუჭერ მხარს მაგრამ ის ადამიანები რომლებიც პოლიტიკით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი და ინფორმირებულნი იმათ რა ქნან, მკვდრებს მისცენ ხმა?

8-იანში შემავალი სუბიექტების მტერი კი არ ვარ, პირიქით, მინდა რომ ნაცმო ჩაანაცვლონ, კი ბატონო, კარგს აკეთებენ რომ საარჩევნო გარემოების გაუმჯობესებაზე მუშAობენ,

მაგრამ აი არჩევნები რომ მოვა რითი მოაწონებენ ამომრჩეველს ხალხს? თავისი დუმილით?

რამდენი საქმის გაკეთება შეიძლებოდა იმ რესურსებიტ რაც მათ გააჩნდათ და არ გააკეთეს, მე მესმის რომ ავტორიტარიზმია და ძნელია მუშAობა, მაგრამ მთლად სიკვდილიც არ შეიძლება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ აი არჩევნები რომ მოვა რითი მოაწონებენ ამომრჩეველს ხალხს? თავისი დუმილით?

რამდენი საქმის გაკეთება შეიძლებოდა იმ რესურსებიტ რაც მათ გააჩნდათ და არ გააკეთეს, მე მესმის რომ ავტორიტარიზმია და ძნელია მუშAობა, მაგრამ მთლად სიკვდილიც არ შეიძლება

რავი, აკეთებენ რაღაცას ცალ-ცალკეც, ნუ ალასა ახლები რესპებზე ვამბობ.. ფაფხურობენ, მაგრამ არაა მედია მაესტროზე და კავკასიაზე კი გაჰყვირიან სულ და სხვა რა ქნან..

ხოლო ის, რომ რაიმე ახალი მეთოდია მოსაფიქრებელი მართალია, მაგრამ რა, აი ეგ არ ვიცი არც მე.. ხოდა, მაგიტომაც ვიძახი, თუ ვინმემ რაიმე კარგი იცით, თქვით მეთქი, მარა თქვენც ჩემი არ იყოს, მართალია ფიქრობთ, მსჯელობთ, წვალობთ რაღაცას, მაგრამ ხეირიანი არ გაფიქრდებათ არაფერი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ აი არჩევნები რომ მოვა რითი მოაწონებენ ამომრჩეველს ხალხს? თავისი დუმილით?

აქ ბატონმა ესესდეკამ ჩემს მაგივრად ყველაფეერი დაწერა.ნეტავი მივიდეთ არჩევებამდე და მერე ვინც როგორ დაწყვილდება თუ მარტო იქნება,რა თქმა უნდა ყველა თავისას იტყვის.არც ეხლა არიან ჩუმად და რვიანმა 26 მაისზე დააფიქსირა თავისი პოზიცია.ცალკეული პარტიები ნამდვილად არცერთი არ აპირებს გაჩერებას და მათი შეფასებები შეძლებისბისამებრ ფიქსირდება,რის საშუალებასაც ტელე ეთერი იძლევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

ხოლო ის, რომ რაიმე ახალი მეთოდია მოსაფიქრებელი მართალია, მაგრამ რა, აი ეგ არ ვიცი არც მე.. ხოდა, მაგიტომაც ვიძახი, თუ ვინმემ რაიმე კარგი იცით, თქვით მეთქი, მარა თქვენც ჩემი არ იყოს, მართალია ფიქრობთ, მსჯელობთ, წვალობთ რაღაცას, მაგრამ ხეირიანი არ გაფიქრდებათ არაფერი..

მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ყველაზე მომგებიანია საზმაუზე ოპოზიციური ორსააათიანი საეთერო დროის მითხოვნა.არ ვიცი ვინ იქნება

წამყვანი,მაგრამ ერთი კარგი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება კი შეიძლებოდა. ან შეიძლება ნანა ლეჟავას ფილმების ჩვენება.

ძუკუ

.არც ეხლა არიან ჩუმად

ეს ხომ ხალხმა უნდა გაიგოს რომ არ არიან ჩუმად?

რაიონებშიც უნდა ისმოდეს მაგათი ხმა და როგორ? ხალხთან სალაპარაკო დრო უნდა მოითხოვონ საზმაუზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...