Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილი – რუსეთი საქართველოს ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება


Recommended Posts

სააკაშვილი – რუსეთი საქართველოს ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება

(19 მაისი, 2011)

 

21:48 19-05-2011

ფოტო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იერჟი ბუზეკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჩხერეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება.

“ნუთუ ამხელა სახელმწიფოს სიძლიერე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მეზობელი, ბევრად უფრო მომცრო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტყეში სხვადასხვა პროდუქტების საკრეფად გასულ ბავშვებზე გამოაცხადოს ბუკვალური ნადირობა. რა ჰქვია იმ ფენომენს, ვინც ტყეში უსაფრდება იქ მოსიარულე ბავშვს იმისთვის, რომ ფიზიკურად გაანადგუროს. ყველამ იცის რა ჰქვია ამას – ისინი წარმოადგენენ ამხელა სახელმწიფოს რესპექტაბელურობაზე პრეტენზიის მქონე შეიარაღებულ ძალებს და უსაფრთხოების სტრუქტურებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

:)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აკანჩატელნად გარეკა.

რა გინდა კაცო, ამჯერად მართალს ამბობს :) იმ დედამოხნულებმა 17 წლის ბავშვს ესროლეს, და კიდე ვიღაცეები აუყვანიათ, ჯონჯოლის საკრეფად ყოფილან (რავი, ამასაც თუ იტყუებიან და ვინმე ბაევიკები იყვნენ, ეგ არ ვიცი, მარა არა მგონია 17 წლის ბაევიკები ყოფილიყვნენ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი და სად მოხდა ეგ?

 

ჩავსწორე სათაური და მე მეგონა კიდევ რაღაცა დააბრეხვა როგორც ყოველთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჩხერესთან მოხდა. ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ ბავშვები გასულები, დაჩითულან რუსები, ესენი იასნია გამოქცეულან და იმათ სროლა აუტეხიათ. ერთი 17 წლის ბავშვი მძიმედ იყო დაჭრილი მარა მგონი გადარჩა, მეორე ყოფილა კიდე დაჭრილი და კიდე 4 დაუჭერიათ, მარა მგონი დღეს გამოუშვეს. რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ამ 21-ის ამბებს მარა ალბათ მართლა დამთხვევაა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზღვარზე იყვნენ გადასულები და თუ ეგრეც იყო,ვერ დაინახეს რომ ბავშვები იყვნენ? რა ხდება ამ 21–ში არ იტყვით კაცო?.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

დიტოს სალამი.მე როგორც ვიც ისინი არა რუსები,არამედ ოსები იყვნენ.თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

რა ხდება ამ 21–ში არ იტყვით კაცო?.

ჩემი აზრით გამოვა ხალხის არც თუ მცირე რაოდენობა,თუმცა დიდი რევოლუციური განწყობა ქალაქში არ შეიმჩნევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აგერ დიტო ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრება.მე მთლიანად ვეთანხმები.

 

 

 

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება „ცეცხლს ეთამაშება".

ამერიკელ პროფესორს აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, რითაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილის კიდევ უფრო გაღიზიანებას ხელოვნურად ახდენს.

 

„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წავიდეს და ოპოზიციასაც მისცეს საშუალება არჩევნებში თავისი სათქმელი თქვას. თუკი საქართველოს მთავრობა ასე არ მოიქცევა და „რვიანთან" დათმობებზე არ წავა, ამით რადიკალური ოპოზიციის პოზიციებს გააძლიერებს. სხვათაშორის, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობა რადიკალების გაღიზიანებას განგებაც ახდენდეს, რათა შემდეგ დასავლეთს უთხრას, „შეხედეთ როგორი რადიკალურია ჩვენი ოპოზიციაო". შეიძება სწორედ ამას ემსახურება საქართველოს მთავრობის მხრიდან „არდათმობის" სურვილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცეცხლთან თამაში", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელიმ ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში.

 

მისივე განმარტებით, დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები უკვე ახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რათა ის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით დათმობებზე წავიდეს, თუმცა ამას „საზოგაოდებისგან უხულავად" აკეთებს.

 

„საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები შესაძლოა დაისვას, მაგრამ მხოლოდ კარგად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში სიტუაცია სხვაგვარია. აქ მთავრობა ისევ ძალიან ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, პარლამენტში ჰყავდეს უმრავლესობა და ამაზე დიდ აქცენტს აკეთებს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე არ ხდება. დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან ბუნებრივია, რომ ერთ მთავრობას მეორე მთავრობა ცვლილს, მმართველი პარტია უმცირესობით იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ა.შ. ეს არის დემოკრატიული სულისკვეთება", - აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

გარდა ამისა, მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ეს პროცესის დასრულებას არ ნიშნავს.

 

„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დიდი და რთული პროცესია, რადგან ქვეყანაში, სადაც მედიაგამჭვირვალობა არ არის საკმარისი, სადაც სასამართლო სისტემა ვერ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, სადაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებობს მჭიდრო კავშირები, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის კიდევ ბევრი სხვა რამ იქნება შესაცვლელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა მნიშვნელოვანი არ არის. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იქნება პირველი და არა ბოლო ნაბიჯი", - აღნიშნა მან.

 

რაც შეეხება ოპოზიციის რევოლუციურად განწყობილ ნაწილს, ამერიკელი პროფესორის აზრით, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც რევოლუციისთვის ნიადაგი არსებობს.

 

„საქართველოში ხელისუფლება ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია. მას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და არამგონია, რომ ეს იყოს ის ქვეყანა, სადაც რევოლუცია მოხდება", - დასძინა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

http://ghn.ge/news-42433.html

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი რევოლუციური განწყობა ქალაქში არ შეიმჩნევა.

 

არც საქიფოდ მიმავალ ხალხს ეტყობა ხოლმე ჩხუბის განწყობა, მაგრამ ხშირად თავ-ყბას უნგრევენ ერთმანეთს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება.

 

 

აბა თუ მაგარია, ჩვენზე, დიდებზე მოვიდესო?? :)

 

რავი, ამასაც თუ იტყუებიან და ვინმე ბაევიკები იყვნენ, ეგ არ ვიცი, მარა არა მგონია 17 წლის ბაევიკები ყოფილიყვნენ)

 

 

რა ბოევიკები, ღლაპები არიან, საწ####ბი, აი სურათიც:

 

http://www.lenta.ru/news/2011/05/19/release/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოაცხადოს ბუკვალური ნადირობა.

სააკაშვილი ისე ცდილობს რუსულად არ ილაპარაკოს(გამახსენდა მისი მარნეულში ვიზიტი) და მაინც ვერ იცილებს ამ რუსულ ბუკვალურს)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვეომა რა რუსებთან :( თავდგირიძეს ვუსმინე და მართლაც გვქონდა გამარჯვების შანსრი რასაც ვეთანხმები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ ბავშვები გასულები, დაჩითულან რუსები,

 

 

ოსები იყვნენო. არამგონია რუსებს ქართული ცოდნოდათ.

 

 

უბრალოდ ოსები სახელმწიფოებრიობას თამაშობენ და ამ ფაქტით ცდილობენ დაგვანახონ თუ როგორი დაცულია მათი "სახელმწიფოს" საზღვარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვეომა რა რუსებთან :( თავდგირიძეს ვუსმინე და მართლაც გვქონდა გამარჯვების შანსრი რასაც ვეთანხმები

შანსი დიდი არ იყო,მაგრამ ხანგრძლივი ბრძოლა რელიეფის თავისებურებების წყალობით და საკმაოდ ძლიერი ზარალის მიყენება შეიძლებოდა რუსებზე იმ შეიარარებით რაც გვქონდა ომის დროს, მაგრამ არა იმ კონტიგენტით რომელიც გვყავდა.

მე ჯარის სულიერ-მოლარული მხარე მაქვს მხედველობაში და არა რაოდენობა ჯარისკაცების.

აღარაფერს ვამბობ ჯარის მმართველობაზე და სარდლობაზე.

ესენი ხო არიან და არიან... ღლეები სააკაშვილის თამადობით.

მობილიზაციის სამსახური კი... ეს საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არა და როგორ აპიარებდენ რეზერვს ხომ გახსოვთ ?

ეხლა სადაა ის კლიპები, ტრაბახი, ასეთი ჯარი გვყავსო? ჩაიჯვენ ყველამ ერთად ზიან ეხლა წყნარად.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

 

 

ოსები იყვნენო. არამგონია რუსებს ქართული ცოდნოდათ.

 

 

უბრალოდ ოსები სახელმწიფოებრიობას თამაშობენ და ამ ფაქტით ცდილობენ დაგვანახონ თუ როგორი დაცულია მათი "სახელმწიფოს" საზღვარი.

არაფერს არ თამაშობენ, უბრალოდ ფულს აკეთებენ.

სხვა რა აქვთ რო ცხინვალში?

ნადირობენ ეგრე მოსახლეობაზე, დაიჭერენ ვინმეს და მერე გამოსასყიდით ანთავისუფლებენ.

ხან საქონელს მიერეკებიან, ხან ხალხს.

ჩვენი პოლიცია კი ქათმებივითაა იქ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუკვალური ნადირობა

 

ერთი ეს გაშიფრეთ რას ნიშნავს....

 

რაღაც მოუხშირა ბუკვალურის ხსენებას... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...