lasha1997 Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 (edited) სააკაშვილი – რუსეთი საქართველოს ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება (19 მაისი, 2011) 21:48 19-05-2011ფოტოსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იერჟი ბუზეკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჩხერეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება.“ნუთუ ამხელა სახელმწიფოს სიძლიერე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მეზობელი, ბევრად უფრო მომცრო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტყეში სხვადასხვა პროდუქტების საკრეფად გასულ ბავშვებზე გამოაცხადოს ბუკვალური ნადირობა. რა ჰქვია იმ ფენომენს, ვინც ტყეში უსაფრდება იქ მოსიარულე ბავშვს იმისთვის, რომ ფიზიკურად გაანადგუროს. ყველამ იცის რა ჰქვია ამას – ისინი წარმოადგენენ ამხელა სახელმწიფოს რესპექტაბელურობაზე პრეტენზიის მქონე შეიარაღებულ ძალებს და უსაფრთხოების სტრუქტურებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. Edited May 19, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 აკანჩატელნად გარეკა.რა გინდა კაცო, ამჯერად მართალს ამბობს იმ დედამოხნულებმა 17 წლის ბავშვს ესროლეს, და კიდე ვიღაცეები აუყვანიათ, ჯონჯოლის საკრეფად ყოფილან (რავი, ამასაც თუ იტყუებიან და ვინმე ბაევიკები იყვნენ, ეგ არ ვიცი, მარა არა მგონია 17 წლის ბაევიკები ყოფილიყვნენ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 არ ვიცი და სად მოხდა ეგ? ჩავსწორე სათაური და მე მეგონა კიდევ რაღაცა დააბრეხვა როგორც ყოველთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 საჩხერესთან მოხდა. ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ ბავშვები გასულები, დაჩითულან რუსები, ესენი იასნია გამოქცეულან და იმათ სროლა აუტეხიათ. ერთი 17 წლის ბავშვი მძიმედ იყო დაჭრილი მარა მგონი გადარჩა, მეორე ყოფილა კიდე დაჭრილი და კიდე 4 დაუჭერიათ, მარა მგონი დღეს გამოუშვეს. რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ამ 21-ის ამბებს მარა ალბათ მართლა დამთხვევაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 20, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 საზღვარზე იყვნენ გადასულები და თუ ეგრეც იყო,ვერ დაინახეს რომ ბავშვები იყვნენ? რა ხდება ამ 21–ში არ იტყვით კაცო?. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 lasha1997დიტოს სალამი.მე როგორც ვიც ისინი არა რუსები,არამედ ოსები იყვნენ.თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რა ხდება ამ 21–ში არ იტყვით კაცო?. ჩემი აზრით გამოვა ხალხის არც თუ მცირე რაოდენობა,თუმცა დიდი რევოლუციური განწყობა ქალაქში არ შეიმჩნევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 (edited) lasha1997აგერ დიტო ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრება.მე მთლიანად ვეთანხმები. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება „ცეცხლს ეთამაშება". ამერიკელ პროფესორს აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, რითაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილის კიდევ უფრო გაღიზიანებას ხელოვნურად ახდენს. „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წავიდეს და ოპოზიციასაც მისცეს საშუალება არჩევნებში თავისი სათქმელი თქვას. თუკი საქართველოს მთავრობა ასე არ მოიქცევა და „რვიანთან" დათმობებზე არ წავა, ამით რადიკალური ოპოზიციის პოზიციებს გააძლიერებს. სხვათაშორის, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობა რადიკალების გაღიზიანებას განგებაც ახდენდეს, რათა შემდეგ დასავლეთს უთხრას, „შეხედეთ როგორი რადიკალურია ჩვენი ოპოზიციაო". შეიძება სწორედ ამას ემსახურება საქართველოს მთავრობის მხრიდან „არდათმობის" სურვილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცეცხლთან თამაში", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელიმ ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში. მისივე განმარტებით, დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები უკვე ახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რათა ის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით დათმობებზე წავიდეს, თუმცა ამას „საზოგაოდებისგან უხულავად" აკეთებს. „საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები შესაძლოა დაისვას, მაგრამ მხოლოდ კარგად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში სიტუაცია სხვაგვარია. აქ მთავრობა ისევ ძალიან ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, პარლამენტში ჰყავდეს უმრავლესობა და ამაზე დიდ აქცენტს აკეთებს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე არ ხდება. დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან ბუნებრივია, რომ ერთ მთავრობას მეორე მთავრობა ცვლილს, მმართველი პარტია უმცირესობით იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ა.შ. ეს არის დემოკრატიული სულისკვეთება", - აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა. გარდა ამისა, მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ეს პროცესის დასრულებას არ ნიშნავს. „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დიდი და რთული პროცესია, რადგან ქვეყანაში, სადაც მედიაგამჭვირვალობა არ არის საკმარისი, სადაც სასამართლო სისტემა ვერ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, სადაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებობს მჭიდრო კავშირები, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის კიდევ ბევრი სხვა რამ იქნება შესაცვლელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა მნიშვნელოვანი არ არის. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იქნება პირველი და არა ბოლო ნაბიჯი", - აღნიშნა მან. რაც შეეხება ოპოზიციის რევოლუციურად განწყობილ ნაწილს, ამერიკელი პროფესორის აზრით, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც რევოლუციისთვის ნიადაგი არსებობს. „საქართველოში ხელისუფლება ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია. მას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და არამგონია, რომ ეს იყოს ის ქვეყანა, სადაც რევოლუცია მოხდება", - დასძინა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა. http://ghn.ge/news-42433.html Edited May 20, 2011 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 დიდი რევოლუციური განწყობა ქალაქში არ შეიმჩნევა. არც საქიფოდ მიმავალ ხალხს ეტყობა ხოლმე ჩხუბის განწყობა, მაგრამ ხშირად თავ-ყბას უნგრევენ ერთმანეთს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება. აბა თუ მაგარია, ჩვენზე, დიდებზე მოვიდესო?? რავი, ამასაც თუ იტყუებიან და ვინმე ბაევიკები იყვნენ, ეგ არ ვიცი, მარა არა მგონია 17 წლის ბაევიკები ყოფილიყვნენ) რა ბოევიკები, ღლაპები არიან, საწ####ბი, აი სურათიც: http://www.lenta.ru/news/2011/05/19/release/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 გამოაცხადოს ბუკვალური ნადირობა.სააკაშვილი ისე ცდილობს რუსულად არ ილაპარაკოს(გამახსენდა მისი მარნეულში ვიზიტი) და მაინც ვერ იცილებს ამ რუსულ ბუკვალურს))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 გვეომა რა რუსებთან თავდგირიძეს ვუსმინე და მართლაც გვქონდა გამარჯვების შანსრი რასაც ვეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 DonCaredo ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ ბავშვები გასულები, დაჩითულან რუსები, ოსები იყვნენო. არამგონია რუსებს ქართული ცოდნოდათ. უბრალოდ ოსები სახელმწიფოებრიობას თამაშობენ და ამ ფაქტით ცდილობენ დაგვანახონ თუ როგორი დაცულია მათი "სახელმწიფოს" საზღვარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 (edited) გვეომა რა რუსებთან თავდგირიძეს ვუსმინე და მართლაც გვქონდა გამარჯვების შანსრი რასაც ვეთანხმებიშანსი დიდი არ იყო,მაგრამ ხანგრძლივი ბრძოლა რელიეფის თავისებურებების წყალობით და საკმაოდ ძლიერი ზარალის მიყენება შეიძლებოდა რუსებზე იმ შეიარარებით რაც გვქონდა ომის დროს, მაგრამ არა იმ კონტიგენტით რომელიც გვყავდა.მე ჯარის სულიერ-მოლარული მხარე მაქვს მხედველობაში და არა რაოდენობა ჯარისკაცების.აღარაფერს ვამბობ ჯარის მმართველობაზე და სარდლობაზე.ესენი ხო არიან და არიან... ღლეები სააკაშვილის თამადობით.მობილიზაციის სამსახური კი... ეს საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არა და როგორ აპიარებდენ რეზერვს ხომ გახსოვთ ? ეხლა სადაა ის კლიპები, ტრაბახი, ასეთი ჯარი გვყავსო? ჩაიჯვენ ყველამ ერთად ზიან ეხლა წყნარად. Edited May 20, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 DonCaredo ოსები იყვნენო. არამგონია რუსებს ქართული ცოდნოდათ. უბრალოდ ოსები სახელმწიფოებრიობას თამაშობენ და ამ ფაქტით ცდილობენ დაგვანახონ თუ როგორი დაცულია მათი "სახელმწიფოს" საზღვარი.არაფერს არ თამაშობენ, უბრალოდ ფულს აკეთებენ.სხვა რა აქვთ რო ცხინვალში? ნადირობენ ეგრე მოსახლეობაზე, დაიჭერენ ვინმეს და მერე გამოსასყიდით ანთავისუფლებენ.ხან საქონელს მიერეკებიან, ხან ხალხს.ჩვენი პოლიცია კი ქათმებივითაა იქ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 ბუკვალური ნადირობა ერთი ეს გაშიფრეთ რას ნიშნავს.... რაღაც მოუხშირა ბუკვალურის ხსენებას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.