asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 ხო რა, შეიძლება მართალი ხარ. ისე ფსიხუშკა ცუდი არაა თუ ყველა გიჯია ირგვლივ და შენ ნორმალური, მეფე იქნები რუსეთის ფსიხუშკა ნამდვილი კურორტი იქნება : ))) 24 საათში ისეთს უზავენ ადამიანს საკუთარ სახელსა და გვარს ვერ გაიხსენებს არა თუ იმას რას და რატომ აპროტესტებდა : )))) რა ვქნა ტო მართლა ერთგვარ შოკში ვარ რუსეთის არაცივილიზებულობის/უკიდურესად დაბალი განვითარების დონის შემხედვარე.. ბიუროკრატია აქვთ ისეთი ადამიანს "ძვლებიანა გადაგამუშავებს", თუ ამათთან კონფლიქტში შეხვედი და ვერ მოიგე. იმიტოა დროზე მინდა აქედან გავაღწიოთ.. არადა ევროპული ქვეყანა რომ არ იყო რუსეთი ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ჩვენში დარჩეს და ადამიანის სიცოცხლე თუ ჩალის ფასად მიაჩნდათ ნამდვილად არ ვფიქრობდი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 asds ხვალ უკვე მიდიხარ საელჩოში? მერე საიდან გავიგებთ აქ შენს ამბებს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 (edited) asds ხვალ უკვე მიდიხარ საელჩოში? მერე საიდან გავიგებთ აქ შენს ამბებს..კი აქციას ხვალ ვიწყებ 12 საათზე. კომპი თან მიმაქვს და თუ რაიმე სიახლე იქნება კი დავდებ ინფორმაციას აქაც, ბლოგზეც და FB-ზეც. პლუს ჟურნალისტებსაც მივაწვდი სიახლეებს.. დღეს რამდენიმე რედაქცია გამომეხმაურა და იმედია არც აქციის გაშუქებას დამზარდებიან.. Edited April 26, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 asds კარგი ძალიან , ნეტავ არ დაგჭირდეს ბევრი ვაი ვაგლახი და უპრობლემოდ მოგვარდეს ყველაფერი.. წარმატებები და წარმატებები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2011 http://wp.me/pySj7-gLშიმშილობის აქცია - დღე პირველი მოგესალმები მკითხველო და მოგახსენებ, რომ ჩემთვის მოულოდნელად მოკლე დროში მოვაგნე შვეიცარიის საელჩოს, აქციის დაწყებაც დაგეგმილზე ცოტა ადრე მომიხდა. 11 საათზე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს ოფიციალური მიმართვა გადავეცი აქციის შინაარსისა და რაობის აღმსახველი ტექსტით და მეც ვალმოხდილი მებრძოლივით საელჩოს შენობის უკან მდებარე მყუდრო სკვერში "დავბანაკდი" : )) იმედია "დობლისტნი" რუსული მილიცია, აწ უკვე პოლიცია არ მაიძულებს ტერიტორიის დატოვებას. ჯერ ჯერობით სულ ეს არის. 11:40 საათისთვის. მოგვიანებით ისევ განვაახლებ პოსტს, თუ ამის შესაძლებლობა და რაიმე სიახლე მექნება. პ.ს. თავს არ დავდებ ეს ტიპი სურათზე ჩემ ზურგს უკან რომ დგას შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს გვერდით, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. : )) წეღანაც "აიარ ჩაიარა" საელჩოს დაცვამ და პოლიციამ ზევით ქვევით, მაგრამ შეწუხება არ უცდიათ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2011 http://lenta.ru/news/2011/04/27/gudadze/ Бежавший из Грузии журналист потребовал пустить его на родину Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2011 სიახლე არაფერია?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2011 სიახლე არაფერია??სიახლე არაფერია.. ჯერ ჯერობით არაფერი.. გარდა იმისა რომ ჩემ სიტყვებს რგორც უნდა ისე ატრიალებენ გინდა საქართველოში გინდა რუსეთში : ))) ჩემზე ინფორმაციებს რომ ვკითხულობ ხანდახან დაჯერება მიჭირს რომ ნამდვილად ჩემზეა : )))) ეს ლენტა რუზე გასული ინფორმაციის ამბავში, ეხლა ვნახე პირველად.. ... აქციას რაც შეეხება ხვალ იქნებ ნაცნობმა ჟურნალისტებმა თბილისიდან გაარკვიონ შვეიცარიის საელჩოს პოზიცია, თორე მე კი მივეცი მიმართვა მაგრამ მთელი დღე რადგან სიტყვა არ დაუძრავთ იქნებ ადრესატამდე არც მისულა და კანცელარიის საქაღალდეს ვერ გაცდა.. ასეა თუ ისე მშრალ შიმშIლობაზე ვარ, საკვები არ მადარდებს მაგრამ უწყლობა 3-4 დღეში დამაგდებს და ან ამ დროში გაიასნდება ყველაფერი ან მომჭამონ მერე ოფიციალურმა მოსკოვმაც, თბილისმაც და ბერნმაც ზა კამპანიუ : ))) ეხლა საელჩოს გვერდით მდებარე ერთ ერთ კანტორაში ვარ ნეტბუქის დატენვის საშუალება მომცეს და მეც შეგეხმიანეთ აგერ.. ... მეზობელ ფორუმზე რა გნიასი მოყვა თემას რა ხდება : ))) ყველას მაკიაველი როგორ გონია თავი ეს ოხერი : ))) ........... ბაბუ მშრალი შიმშილობოით რამდენი დღე ქაჩავს ორგანიზმი გეცოდინება შენ და მითხარი თუ შეგიძლია.. საერთოდ რა ემართება ორგანიზმს? სრაზუ ითიშება თუ როგორ? თუ რამე საელჩოს გვერდით სკვერში ვარ და საელჩომდე მივათრიო კაცო თავი იქ მოვკვდე : )))))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2011 asdsწარმატებები სწრაფად და მშვიდობიანად დაბრუნების საქმეში... პ.ს. გაუწყლოება საკმაოდ მძიმე პონტია ისე, რად გინდოდა მშრალი შიმშილობა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Precursor Posted April 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2011 იორამ! რა დღეში ხარ? სინამდვილე სხვაგვარადაა, ვიდრე წარმოგიდგენია - შენმა დაუფიქრებელმა და ცხელ გულზე ჩადენილმა ქმედებებმა მოკვეთილად გაქცია... არავინ არ დაგეხმარება, თუ არა იმიტომ, რომ ადამიანურად ეცოდები - დავიჯერო, ამას მიესწრაფვოდი? შენ გსურს დაუპირისპირდე ძალას, რომელიც მხოლოდ იმიტომაა ძალა, რომ უაღრესად ორგანიზებულია და არათუ შენნაირ ფიცხ ადამიანს, ნებისმიერ მარტოხელა გენიოსსაც კი ადვილად მოინელებს... ახლა აღარ არის აძინოკი ვოლკების ეპოქა - ვერანაირ ამინდს ვერ შექმნი და ვერც ვერავის ვერ მოერევი... იყო დრო, როცა მარტოდენ მორალური პოზიციით შეიძლებოდა სამყარო შეგერყია - ახლა ზნეობრივი აღქმა საყოველთაოდ მოშლილია და არც შენი პოზიცია არ არის ზნეობრივი მაგალითის მომცემი... გავარდი, გამოვარდი, რაღაცას ჯღავიხარ და მოითხოვ... თუ ბრძოლა გწყურია, პირველ რიგში ორგანიზებაა საჭირო - თანამოაზრეთა შემოკრება... თუ გაქვს ქარიზმა (დადებითი თვისებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანებს შთააგონებს წინამძღოლად გაღიარონ) არ გაგიჭირდება ორგანიზაციის შექმნა... თუ არ გაქვს, ან უნდა გამოიმუშაო (რაც შენს ასაკში საკმაოდ ძნელია), ან უნდა შეურიგდე რიგითი ჯარისკაცის სტატუსს... აბა, გადახედე გამოხმაურებებს - ვიღაცას გიჟი ჰგონიხარ... ვიღაცას აგენტი... ყველა ვერ ხვდება, რომ ქართველი ჰოკეისტი ხარ, რომელმაც გარისკა და ბორტს ხელი გაუშვა... პრობლემა ის არის, რომ შენც ვერ ხვდები ამას... მე შემიძლია გირჩიო, რომ გაუჩინარდე - დაიწყო უბრალო მოკვდავის ცხოვრება - ოჯახი მაინც რომ არჩინო... მერე, ხომ გაგიგია - "მანამდე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო!"... ჰოდა, უნდა მოიცადო და გზაც გაგეხსნება, ოღონდ დროზე შეეგუე იმას, რომ არასოდეს შენ არ დაგხვდებიან სასულე ორკესტრით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2011 asdsსაელჩოდან პასუხი თუ არ იქნა, მაინც ევროპისთვის რომ გეთხოვა დახმარება (ლტოლვილობა)? არა მგონია უარი თქვან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 მშრალი შიმშილობა რად გინდა წყალი მაინც დალიე..ეგრე დიდი ხანი ვერ გაძლებ... არანაერი პასუხი არ ყოფილა საელჩოდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 ეს ამ მომენტისთვის ბოლო ინფორმაცია აქციასთან დაკავშირებით.. http://wp.me/pySj7-gSშიმშილობის აქცია – დღე მესამე მომიტევე პატივცემულო მკითხველო, რომ დანაპირები ვერ შევასრულე და გუშინ ვერ გამოვაქვეყნე აქციის მსვლელობის მეორე დღის შესახებ ინფორმაცია. დრეს გამოვასწორებ ამას და ახალ ინფორმაციასაც დავდებ. გუშინ, 28 აპრილს საელჩოს წინ გავათენე ღამე, საელჩოს გვერდით მდებარე სკვერში სადაც აქციის მსველობის ძირითად დროს ვატარებ. შუაღამე ჩამთვლიმა ეტყობა და წვიმის წვეთებმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად რომ კარგა გვარიანად ვარ შეციებული, მოკლედ კანკალმა ამიტანა და საელჩოს რამდენიმე წრე დავარტყი, თან რომ არ დავმალო მყუდრო ადგილსაც ვეძებდი სადაც წვიმას დავემალებოდი. ასეთი ადგილი ვერ ვნახე თუმცა წვიმამ მალევე გადაიღო და ისევ სკვერშI დავბრუნდი. იმ ღამეს ორჯერ მომიხდა რუსი სამართალდამცავებისთვის საბუთების წარდგენა და ახსნა იმისა თუ ვინ ვარ და რატომ არ მივდივარ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეგონა განყოფილებაში წამიყვანდნენ თუმცა არა, საკმაოდ კორექტულად გამომკითხეს ინფორმაცია და წარმატებაც კი მისურვეს ისე დამშორდნენ.. იქნებ ეს რუსეთში მიმდინარე ე.წ. პოლიციის რეფორმის ერთგვარი შედეგიც იყოს? ყოველ შემთხვევაში მე პირადად სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან რუსეთის სამართალდამცავებისგან გაცილებით უარესს ველოდი (ვინ იცის წინ არის ეს უარესი).. მოკლედ ღამემ მშვიდად ჩაიარა, 28 აპრილის დღე კი აშკარად არ განვითარდა “გეგმის” შესაბამისად.. გუშინ დილით კიდევ ერთხელ შევახსენე შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლებს, რომ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქციას ვმართავდი და რომ აქციის შინაარსისა და მოთხოვნების შესახებ საელჩოსთვის გადაცემულ მიმართვაში მქონდა საუბარი.დავინტერესდი მიმართვის ბედითაც, რომელიც წინა დღის დილით შევიტანე საელჩოში, და მიპასუხეს რომ მიმართვა საელჩოს ხელმძღვანელობას გადაეცა და საელჩომ თემაზე მუშაობა დაიწყო. სიმართლე ვთქვა არ დავიჯერე ამ თანამშრომელის სიტყვები, რადგან აქციის დაწყებიდან 24 საათი იყო გასული და კაციშვილი საელჩოდან არ შემხმიანებია.. ეს იქით იყოს და გუშინ დღის 12 საათისთვის შეუძლოდ გავხდი. მშრალმა შიმშილობამ თავისი გაიტანა ეტყობა. თითქოს ერთდროულად ამტკივდა ყველაფერი, არ მეგონა გონებას თუ არ დავკარგავდი და საელჩოს შენობის შესასვლელის წინ დავდექი. ვიფიქრე თუ გონი დავკარგე საელჩოს თანამშრომლები მაინც გამოუძახებენ სასწრაფოს, რადგან იციან რა ხდება.. მოკლედ კარგა გვარიანად შევშინდი, რომ არ დავმალო. სადღაც მოსკოვის ცენტრში, ისიც სკვერში გონმიხდილს ვინ უნდა მოგაქციოს ყურადღება. იფიქრებდა გამვლელი ვინმე ბომჟიაო ალბათ და ისე შეიძლება გავმგზავრებულიყავი იმქვეყნად კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა”. აქცია საპროტესტოა და არა სუიციდური ბოლო ბოლო. გუშინ საგამოს გადავწყვიტე, რომ ვიდრე ვინმე გვერდში მდგომი დამკვირვებელი არ მეყოლება აქცია საელჩოს ტერიტორიიდან სახლში გადავიტანო. სად ვიშიმშილებ მაგას არსებითი მნიშვნელობა არა მგონია ქონდეს შვეიცარიის საელჩოსთვის. გარდა ამისა მშრალი შიმშილობა შევწყვიტე. არ მეგონა 2 დღეში თუ ცუდად გამხდიდა. ამ ეტაპზე მხოლოდ საკვების მღებაზე ვაცხადებ უარს. ფიზიკური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი “ნორმაშია”. გუშინ საღამოდან წყალს ვიღებ და პირში სიმშრალემ ფაქტიურად გამიარა, ხმა მქონდა შეცვლილი და ამ დილისთვის ფაქტიურად დამიბრუნდა, არც გუშინ დღისით რომ დამემართა ეგეთ შეტევას ქონია ადგილი. ზოგად სისუსტეს ვგრძნობ და პერიოდულად ფოკუსის დაჭერა მიჭირს. წნევა “თამაშობს” ალბათ. ეგ არის და ეგ.. თუ მოსკოვში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიდან ვინმეს ექნება სურვილი და საშუალება შვეიცარიის საელჩოსთან გამომყვეს, როგორც “დამკვირვებელი” აქციას ისევ შვეიცარიის საელჩოსთან გადავიტან (თუ მსურველი გამოჩნდა გთხოვთ დამიკავშირდეთ +7 926 818 63 61), თუ არა და დაველოდები რამდენიმე დღე შვეიცარიის საელჩოსგან რეაქციას და შემდეგ გადავწყვიტავ რა გაგრძელება ექნება ამ ყოველივეს.. დღეს, ოდნავ მოგვიანებით შვეიცარიის საელჩოში დავრეკავ და შევატყობინებ, რომ ობიექტური მიზეზების გამო სახლის პირობებში გაგრძელდება. სხვა რა? სხვა ჯერჯერობით არაფერი. არ მეგონა შვეიცარიის საელჩო 2 დღე თუ რეაგირების გარეშე დატოვებდა ჩემ მიმართვას, მაგრამ.. ვნახოთ იქნებ დღეს იკადრონ და დამირეკონ მაინც, იქნებ მოვკვდი ეს ოხერი, ასეთი გულგრილობაც დაუშვებელია ალბათ.. პ.ს. ნაწილობრივ გადავხედე ქართულ სოციალურ ქსელებში აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიებს და მადლობა მინდა გითხრათ ყველას ვინც გულგრილი არ დარჩით.. მოგვიანებით განვაახლებ პოსტს თუ რაიმე სიახლე იქნება. ..... მოდერებო გთხოვთ თემის სათაური შეცვალოთ.თანაფორუმელის შიმშილობის აქცია ან რამე ამდაგვარი დაწერეთ თუ არ შეწუხდებით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 (edited) Precursorიორამ! რა დღეში ხარ? სინამდვილე სხვაგვარადაა, ვიდრე წარმოგიდგენია - შენმა დაუფიქრებელმა და ცხელ გულზე ჩადენილმა ქმედებებმა მოკვეთილად გაქცია... არავინ არ დაგეხმარება, თუ არა იმიტომ, რომ ადამიანურად ეცოდები - დავიჯერო, ამას მიესწრაფვოდი? შენ გსურს დაუპირისპირდე ძალას, რომელიც მხოლოდ იმიტომაა ძალა, რომ უაღრესად ორგანიზებულია და არათუ შენნაირ ფიცხ ადამიანს, ნებისმიერ მარტოხელა გენიოსსაც კი ადვილად მოინელებს... ახლა აღარ არის აძინოკი ვოლკების ეპოქა - ვერანაირ ამინდს ვერ შექმნი და ვერც ვერავის ვერ მოერევი... იყო დრო, როცა მარტოდენ მორალური პოზიციით შეიძლებოდა სამყარო შეგერყია - ახლა ზნეობრივი აღქმა საყოველთაოდ მოშლილია და არც შენი პოზიცია არ არის ზნეობრივი მაგალითის მომცემი... გავარდი, გამოვარდი, რაღაცას ჯღავიხარ და მოითხოვ... თუ ბრძოლა გწყურია, პირველ რიგში ორგანიზებაა საჭირო - თანამოაზრეთა შემოკრება... თუ გაქვს ქარიზმა (დადებითი თვისებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანებს შთააგონებს წინამძღოლად გაღიარონ) არ გაგიჭირდება ორგანიზაციის შექმნა... თუ არ გაქვს, ან უნდა გამოიმუშაო (რაც შენს ასაკში საკმაოდ ძნელია), ან უნდა შეურიგდე რიგითი ჯარისკაცის სტატუსს... აბა, გადახედე გამოხმაურებებს - ვიღაცას გიჟი ჰგონიხარ... ვიღაცას აგენტი... ყველა ვერ ხვდება, რომ ქართველი ჰოკეისტი ხარ, რომელმაც გარისკა და ბორტს ხელი გაუშვა... პრობლემა ის არის, რომ შენც ვერ ხვდები ამას... მე შემიძლია გირჩიო, რომ გაუჩინარდე - დაიწყო უბრალო მოკვდავის ცხოვრება - ოჯახი მაინც რომ არჩინო... მერე, ხომ გაგიგია - "მანამდე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო!"... ჰოდა, უნდა მოიცადო და გზაც გაგეხსნება, ოღონდ დროზე შეეგუე იმას, რომ არასოდეს შენ არ დაგხვდებიან სასულე ორკესტრით! პრინციპში გეთანხმები რომ მოუმზადებელი ვმოქმედებ ხშირად, მაგრამ ამ მომზადების საშუალება თუ არ მაქვს რა გავაკეთო? უმოქმედობას ისევ მოქმედება მირჩევნია.. აგერ სახლის პირობებში ვაგრძელებ შიმშილობის აქციას და რატომ? იმიტომ რომ გვერდში მდგომი არ მყავს, ეხლა ეს გვერდში მდგომი მენახა და მერე დამეწყო აქცია? სად ვნახო ან როგორ? სხვა დანარჩენშიც გეთანხმები. თუ თბილისმა არ გადმოგვიშვა/გადმოგვიყვანა ესეიგი არ ყოფილა საშველი და შევეცდები საერთოდ დავივიწყო საქართველოში დაბრუნების თემა. სააკაშვილის რეჟიმის შეცვლამდე მაინც. მერეა და მანდ რომ სულ ყველას 110% ფეხებზე ვეკიდოთ ეს ხომ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ საქარველოს მოქალაქეები ვართ და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში გაქვს ადამიანს როცა გინდა მაშინ დაბრუნების უფლება? სადმე აწყობილ ქვეყანაში გადაყვანას ხომ არ ვითხოვ? თუ მოქალაქეობა ჩამოგვართვეს გვითხრან ბატონო და არარც ამ აქციას მივმართავდი.. Anima Liberaasdsსაელჩოდან პასუხი თუ არ იქნა, მაინც ევროპისთვის რომ გეთხოვა დახმარება (ლტოლვილობა)? არა მგონია უარი თქვან. საკუთარ ქვეყანას ფეხებზე ვკიდივართ ევროპა დაგვეხმარება ვითომ? არა მგონია.. თუ აქციით არაფერი გამოვიდა და სიმართლე გითხრა პირველი ორი დღე ისეთი დამაიგნორეს რომ ეჭვი მაქვს არაფერი გამოვა, მაშინ ესტონეთში უნდა გადავიდეთ როგორმე.. სადმე ვიმუშავებ არალეგალურად იმდენი მაინც რომ დავაგროვო ესტონეთის საზღვრამდე მივიდეთ.. რავიცი რა, ისეთი დავიღალე ფიქრის თავიც აღარ მაქვს მგონი.. laciმშრალი შიმშილობა რად გინდა წყალი მაინც დალიე..ეგრე დიდი ხანი ვერ გაძლებ... არანაერი პასუხი არ ყოფილა საელჩოდან? საელჩოდან პასუხი არ ყოფილა. არც კი გამოსულა ვინმე. ეხლა სახლში ვარ აქ ვაგრძელებ აქციას, რადგან რავი მარტო იქ დგომა მთლად აზრიანი საქმე არ არის. ეხლა მინდა ვინმე ვნახო ვინც გვერდით დამიდგება, რომ რამე რომ იყოს 03-ზე მაინც დარეკოს და აუხსნას რა და როგორ.. მშრალი შიმშილობა შევწყვიტე. გუშინ საღამოდან წყალს ვსვავ. გუშინ დღისით საელჩოსტან ისეთი შემომიტია ორგანიზმმა ვიფიქრე ვკვდები თქვა : ))) მართლა არ მეგონა უწყლობა დღენახევარში თუ მაგრძნობინებდა თავს.. საკვებს არ ვიღებ და ასე რამდენადაც ვიცი კარგი ერთი და მეტი კვირაც შეიძლება გაძლოს ადამიანმა.. ვნახოთ ორშაბათს შეიძლება ისევ საელჩოს წინ გადავიდე, იქნებ ის მაინც მითხრან რომ ვერაფერს ახერხებენ თორე ასე უყურადრებობას არ ვაპატიებ.. Edited April 29, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted April 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 asds ჯანმრთელობას გაუფრთხილდი. გულჩვილი ხალხი ძალიან ცოტაა დარჩენილი, რომ შენ მდგომარეობაში შევიდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.