Jump to content
Planeta.Ge

მომავალი წლიდან თბილისში ტრამვაის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება


Recommended Posts

მომავალი წლიდან თბილისში ტრამვაის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე commersant.ge–სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროექტის ორგანიზატორი ფრანგული კომპანია „სისტრა“ პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებაზე ინტენსიურად მუშაობს. პარალელურად მიმდინარეობს დედაქალაქის მოსახლეობის სოციალური გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მგზავრთა სავარაუდო ნაკადი დადგინდება. ასევე დადგინდება, სად სჯობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის დამატება თუ მოხსნა, აგრეთვე, სად იქნება ტრამვაის ხაზის გაყვანა ყველაზე ეფექტიანი. ნოემბერ–დეკემბერში კი კომპანია მერიასთან ერთად დედაქალაქში ტრამვაის ინფრასტრუქტურის სქემას ქუჩების, უბნებისა და კილომეტრების მიხედვით წარმოადგენს. ასევე გადაწყდება, რა ტიპის ტრამვაიზე გაკეთდება აქცენტი, როგორი ვაგონები იქნება და ა. შ.

 

აკაკი ჯოხაძის განმარტებით, დედაქალაქში ტრამვაის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ოპტიმიზაცია მოხდება. მისი თქმით, თბილისში ტრამვაი გარკვეულწილად მეტროს გაგრძელება იქნება. აკაკი ჯოხაძის განმარტებით, ტრამვაი მეტროს ბოლო გაჩერებიდან მგზავრებს მეტროს შემდგომ დასახლებებამდე მიიყვანს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტრამვაი მხოლოდ პერიფერიებში იმოძრავებს.

 

ამასთან, ტრამვაი ავტობუსებზე და სამარშრუტო ტაქსებზე ბევრად ეფექტური ტრანსპორტია. აკაკი ჯოხაძის განმარტებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გამოყენებული დიზელი იმპორტირებულია და საკმაოდ ძვირი ჯდება. ტრამვაის კი ელექტროენერგია სჭირდება, რომელიც დიზელზე ბევრად იაფია და თანაც საქართველოშია გამომუშავებული. ამასთან ავტობუსებისა მიკროავტობუსებისაგან განსხვავებით ტრამვაი საცობებში არ მოხვდება. მისი თქმით, ტრამვაის ინფრასტრუქტურის მოწყობა 1 კილომეტრზე საშუალოდ 8–10 მილიონი ევრო ჯდება. დედაქალაქში პირველადი ინფორმაციით, 50 კილომეტრი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი. შესაბამისად 500 მილიონი ევროა საჭირო. დაფინანსების წყაროები კი “სისტრას” მიერ კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აჰათ ტრამვაი გვინდაო რომ იძახდით

ვინ იძახდა ტრამვაი გვინდაო?

მეც მაინტერესებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ვინ იძახდა ტრამვაი გვინდაო?

მეც მაინტერესებს

რატომ, იყოს ტრამვაიც...

არ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ყვითელი ტრამვაი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ვინ იძახდა ტრამვაი გვინდაო?

თბილისში იძახდნენ რა ვიცი :ravic: ბათუმში არ გამიგონია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თბილისში იძახდნენ რა ვიცი :ravic: ბათუმში არ გამიგონია

ბათუმი არ მიგულისხმია, თბილისს ვგულისხმობდი.

 

georgekh13, ტრამვაის საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპაში თითქმის ყველგან დადის ტრამვაი და ძალიან მოსახერხებელია, თუ კარგად გაკეთდა, რა თქმა უნდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა კარგია ტრამვაი, მივესალმები,

კარგი იქნება თუკი მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება მიკროავტუბუსებსა

და ტრამვაი-ავტობუსების ფასებში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ეღირება ნეტა? ადრე 3 კაპიკი ღირდა :)

ხო კიდე, როცა ჩამოხვალთ ტრამვაიდან გაჩერებაზე და მეორე მხარეს უნდა გადახვიდეთ, უნდა მოუაროთ წინიდან :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტრამვაი საცობებში არ მოხვდება

 

 

ეს ვერ გავიგე. საცობი თუ შეიქმნა ქუჩაზე, სადაც ტრამვაიც მოძრაობს, როგორ ვერ მოხვდება? გზის საფარიდან აწეული იქნება ლიანდაგები, ისე, რომ მანქანებმა ვერ შეძლონ ლიანდაგზე მოძრაობა? ადრე ასფალტის პირას იყო ლიანდაგებიც და მანქანებიც დაუბრკოლებლად მოძრაობდნენ მასზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვერ გავიგე

მე არ დამიწერია ეგ კეთილო. აკაკი ჯოხაძეს მიმართეთ განმარტებისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაფინანსების წყაროები კი “სისტრას” მიერ კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

:givi: ეს ძალიან საიტერესოა, ტრამპის 250 მილიონს ჩამოგავს.

პირველადი ინფორმაციით, 50 კილომეტრი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი. შესაბამისად 500 მილიონი ევროა საჭირო

ის რელსები რაც ამათ ამოყარეს,სულ სათითაოდ უნდა გაუკეთო უკან ჯოხაძეს და გიგის.ოღონდ არ დაიწყონ ამორტიზირებული იყოო და იმიტომ გავაკეთედო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ დამიწერია ეგ კეთილო. აკაკი ჯოხაძეს მიმართეთ განმარტებისთვის.

 

 

მე ზოგადად ვიკითხე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველი ეკოლოგიური ტრანსპორტი დდიდ ქალაქებში მისასალმებელია.

 

ისე ვერ გავიგე, რა ტრამვაი არ იყო თბილისში?

 

მე რომ წავედი 17 წლის წინ ჯერ იყო მგონი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვერ გავიგე. საცობი თუ შეიქმნა ქუჩაზე, სადაც ტრამვაიც მოძრაობს, როგორ ვერ მოხვდება?

როგორ და რომელი ჭკუათამყოფელი გაიჩხირება თავის ჯიპით ტრამვაის სავალ ნაწილზე, თუკი ტრამვაის უფლება ექნება დედის ჯიგარი აახიოს მის გზაზე მდომ ნებისმიერ "დაბრკოლებას" :) იცი რა "კანონმორჩილები" გახდებიან ეს შუმახერა ვადიტელები მაგ ამბავში?

ისე ვერ გავიგე, რა ტრამვაი არ იყო თბილისში?

 

მე რომ წავედი 17 წლის წინ ჯერ იყო მგონი.

არაო მერე ეგ ქალაქს ამახინჯებსო :) აყარეს რელსები და გაყიდეს თურქეთში. ეხლა ისევ ფული ხო უნდა გააკეთონ და ოთუს ბირს დაგვიჯენენ მაგ თრამვაის და თან დაგვამადლიან, აი პირველად საქართველოში ტრამვაი გავაკეთეთო (ბავშვებმა რა იციან ადრე რა იყო, საიტი ექნებათ პოლიციის გასართობად და სხვებმა კიდე თუ არ დაიჯერებთ, აი ამ ჩემ შაბანასო. როგორც არის რა, ედიკას დროს, "ჩემი ღლე კიტრია და თუ გინდა ჭამე გინდა არაო", ამათ დროს კი "ჩემი ღლე კიტრია, და გინდა თუ არ გინდა, უნდა დაიჯერო და ჭამოო"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...