Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სააკაშვილი და შარანგიების „შავი“ საქმეები

 

საქართველოში არსებული თითქმის ყველა ცნობილი ბიზნესის უკან საზოგადოებისთვის არც თუ ცნობილი ერთი ოჯახი დგას, ეს შარანგიების ოჯახია,- ამგვარი დასკვნის საფუძველს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ანატომიაში“ მოყვანილი სქემები იძლევა.

 

 

 

ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემა ეთერში 1-ელი აპრილის ღამეს გავიდა. თუმცა ეს არ იყო საპირველაპრილო ხუმრობა. ჟურნალისტი სანდო წყაროებზე დაყრდნობით იმ სქემებს შიფრავს, რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბიზნესისკენ მიმავალი გზა „სტარტს“ შარანგიებიდან იღებს.

 

 

 

თავად შარანგიებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, და მიხეილ სააკაშვილთან უშუალო კავშირში მყოფი პირი, რევაზ შარანგიაა. ის ლორენცო შარანგიას შვილია, ისევე როგორც მერაბ, ლევან და შოთა შარანგიები. ოჯახი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. აფხაზეთის დაცემის შემდეგ კი უხმოდ იღებენ ხელში ხმაურიანი ბიზნესების სადავეებს - რუსეთში, საქართველოში და თვით ბაღაფშის აფხაზეთშიც კი.

 

 

 

„მაესტროს“ გადაცემის თანახმად, შარანგიები საქართველოში წილებს ისეთ ბიზნესობიექტებში ფლობენ, როგორებიცაა: „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „კავკასუს ონლაინი“, „თბილისის წყალი“, „ბილაინი“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „სითი პარკი“, „თბილისი ცენტრალი“, თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსები... აქვთ სარკინიგზო გადაზიდვების ბიზნესი და „სტრატეგიული“ ინტერესი, რომ შეიძინონ საქართველოს რკინიგზა.

 

 

 

ჟურნალისტის თქმით, შარანგიებს სარესტორნო, სამშენებლო და სათამაშო ბიზნესი აქვთ რუსეთშიც, რომელთა სტაბილურობის გარანტიც რუსეთში მოღვაწე ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

 

 

 

„სწორედ აქ იკვეთება ბიზნესის, კანონიერი ქურდებისა და ჩვენი ხელისუფლების გზები“,- ამბობს გადაცემა „ანატომიის“ ავტორი და იმასაც აღნიშნავს, რომ შარანგიები რუსი ბიზნესმენების დახმარებით საკუთარ კაპიტალს აფხაზურ ბიზნესებშიც აბანდებენ, ამის მაგალითად კი გადაცემაში აფხაზურ ფიჭურ კომპანია „ამობაილში“ შარანგიების ბიზნესინტერესები სახელდება. გადაცემაში საუბარია იმაზეც, რომ აფხაზურ ფიჭურ კომპანიას ლიცენზია, სწორედ, საქართველოს ხელისუფლებამ მისცა.

 

http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2161&Itemid=1

 

 

ეს მართალია? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემახსენეთ ერთი რომელი პარტია აყენებს ამათი პასუხისმგებლობის საკითხს?

 

თუ იმ აზრზე არიან, ოღონდ წავიდნენ აქედან და ჯანდაბას შერჩეთ ყველაფერი.

 

შერჩებათ და იქედან ისევ მმართავენ საქართველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შემახსენეთ ერთი რომელი პარტია აყენებს ამათი პასუხისმგებლობის საკითხს?

თინა ხიდაშელმა რამდენჯერმე დააყანა და მომავალშიც დააყენებს მათ საკითხს,კერძოდ ე.წ. "მარშრუტკების" საქმეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შარანგიები

ხოოო, იმ დღეს დისკავერიზე აჩვენეს, მარსზეც ჰქონიათ შარანგიებს წილი :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ხოოო, იმ დღეს დისკავერიზე აჩვენეს, მარსზეც ჰქონიათ შარანგიებს წილი

მარსამდე მთვარეა გამოგრჩა სატურნ, უფრო ახლოსაა. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მარსამდე მთვარეა გამოგრჩა სატურნ, უფრო ახლოსაა. :D

მთვარეს მთლიანად შარანგიები აკონტროლებენ, ეგ ყველამ იცის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

თინა ხიდაშელმა რამდენჯერმე დააყანა და მომავალშიც დააყენებს მათ საკითხს,კერძოდ ე.წ. "მარშრუტკების" საქმეში.

 

სამეზობლოში, სუფრაზე და მეგობრებში დააყენოს ეს საკითხი. ამას ჰქვია "ვატრაკებ და მეშინია" :)

 

პარტიას უნდა ჰქონდეს ეს ოფიციალურად საარჩევნო პროგრამაში. თორემ ვინ რას დააყენებს მახსოვს მე. ეგერ შევარდნაძე დააყენეს კრწანისის "ციხეში".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პარტიას უნდა ჰქონდეს ეს ოფიციალურად საარჩევნო პროგრამაში

რა უნდა ქონდეს ბაბუ პარტიას საარჩევნო პროგრამაში,შარანგიების საკითხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტროს“ გადაცემის თანახმად, შარანგიები საქართველოში წილებს ისეთ ბიზნესობიექტებში ფლობენ, როგორებიცაა: „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „კავკასუს ონლაინი“, „თბილისის წყალი“, „ბილაინი“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „სითი პარკი“, „თბილისი ცენტრალი“, თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსები... აქვთ სარკინიგზო გადაზიდვების ბიზნესი და „სტრატეგიული“ ინტერესი, რომ შეიძინონ საქართველოს რკინიგზა.

 

ხო, როგორ ფიქრობთ, შარანგიების უკან არ დგას სახელოვანი ორგანიზაცია სახელწოდებით კეგებე? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

რა უნდა ქონდეს ბაბუ პარტიას საარჩევნო პროგრამაში,შარანგიების საკითხი?

 

ჯერ გეტყვი რა არ უნდა ჰქონდეს :givi: კრწანისის რეზიდენციის გაფართოვება.

 

ამ ხელისუფლების პასუხისგების საკითხი უნდა ჰქონდეს და ოფიციალურად უნდა იყოს პრეზენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთი პოლიტიკოსის არ დავიჯერე და არც პარტიის.

 

რაც ეხება შარანგიას. აქ ეს დღეს ნაკლებად სადარდებელია დამიჯერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ხოოო, იმ დღეს დისკავერიზე აჩვენეს, მარსზეც ჰქონიათ შარანგიებს წილი

კვალიფიკაციას კარგავ, სატურნ

ნამეტანი გაცვეთილი ხუმრობები გაქ უკვე :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ამ ხელისუფლების პასუხისგების საკითხი უნდა ჰქონდეს

ამაში ნამდვილას გეთანხმებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ შარანგიბს ბიზნესის ნიჭი აქვთ, რას ერჩით??? თან ბიზნესის კეთების სიმარტივე....

 

გია ბარამიაც შარანნგიების ძმაკაცია და ..

 

მოკლდ, ეს ქვეყანა დიიიიდდ უკანალში და ვეღარ გამოვაა///

 

ხო, მთავრობა კი ითხოვს, რომ დაუსახელოთ ერთი ბიზნესი თუ შპს მაინც, რომელიც საგადასახადოს ზეწოლისგან დაიხურაო

 

ვაიმეეე....სწორ ნაწლავშია ეს ქვეყანა გაჭდილი და მალე განითქმება კოსმოსში

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემა

 

 

ეს რომელი ნათია მიქიაშვილია? 7 ნოემბერს რომ სამების ტაძრიდან მიყავდა პირდაპირი ჩართვა, სპეცრაზმი უახლოვდება სამების ტაძარსო, ეგა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რომელი ნათია მიქიაშვილია? 7 ნოემბერს რომ სამების ტაძრიდან მიყავდა პირდაპირი ჩართვა, სპეცრაზმი უახლოვდება სამების ტაძარსო, ეგა?

ხო, ტყუილები თავიდანვე ყვარებია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...