Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

[მთვრალი „გრეჩიხა“ გუშინ ბიწაძეს წყნეთში მიუვარდა და ისევ აგინა]

12:42 29.03.2011

[გეგა ჯორჯაძე]

 

მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში ბადრი ბიწაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის მომხდარი ინციდენტი რომ უკვალოდ არ ჩაივლიდა და გაგრძელება მოჰყვებოდა, ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები როგორც პირად, ასევე ოფიციალურ განცხადებებშიც უსვამდნენ ხაზს. გუშინ ელიზბარ ჯაველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ღიად მიანიშნა, რომ თუ ბიწაძის ცემის ფაქტი სიმართლეს შეესაბამებოდა, გაჩეჩილაძეს სამაგიერო მიეზღვებოდა, თუმცა, „პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, დაპირისპირების მეორე ეტაპზე ისევ ლევან გაჩეჩილაძე აქტიურობს.

 

 

 

როგორც „პრესა.ჯი“–ს წყნეთში მცხოვრებმა რამდენიმე კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ბადრი ბიწაძის სახლთან გუშინ, გვიან ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გაჩეჩილაძე მივარდა და დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ბადრი ბიწაძის ხმამაღლა გინებით გული იჯერა. როგორც ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, გაჩეჩილაძე საკმაოდ მთვრალი იყო და ფეხზე დგომა უჭირდა. „ბიწაძე, შე ნაბო...ო, გამოდი და გამეცი პასუხი, ვინ არის უტ...ო!“ – ყვიროდა „გრეჩიხა“ და ბიწაძის სახლის რკინის გალავანზე ასვლასაც ცდილობდა, თუმცა, მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი აკავებდა.

 

 

 

თვითმხილველთა ინფორმაციით, ინციდენტიდან დაახლოებით ოც წუთში ბიწაძეების სახლთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, თუმცა, ლევან გაჩეჩილაძე და მისი თანმხლები პირები იმ დროს უკვე იქ აღარ იყვნენ. „პრესა.ჯი“–ს წყაროს ცნობით, ლევან გაჩეჩილაძე ბადრი ბიწაძეს მობილურზეც ურეკავდა და იგინებოდა, რადგან ბიწაძე მის ზარებს არ პასუხობდა.

 

 

 

რამდენიმე წუთის წინ ბადრი ბიწაძემ „პრესა.ჯი“–სთან სატელეფონო საუბარში ახალი ინციდენტი არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა ლევან გაჩეჩილაძის მისამართით კომენტარი ისევ გუშინდელ სტილში გააკეთა:

 

 

 

„თუ ლევან გაჩეჩილაძეს უნდა, ნებისმიერ ადგილზე ერთი–ერთზე შევხვდები, თუნდაც ჟურნალისტების მიერ მოწყობილ სპეციალურ არენაზე. ისეთი კაცის რა ვთქვი, რომელიც ასეთი ჭორებით ცდილობს საკუთარი კაცობის დამტკიცებას. ლევან გაჩეჩილაძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ერთი ადგილი რომ არა აქვთ, მიხვდით ალბათ, რომელ ადგილს ვგულისხმობ. ეგ ვაჭარია და არც მაგის ნიჭი არა აქვს. ეგეთ ქორვაჭრებთან არანაირი საერთო არ მაქვს“.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4001

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ლევან გაჩეჩილაძეს უნდა, ნებისმიერ ადგილზე ერთი–ერთზე შევხვდები, თუნდაც ჟურნალისტების მიერ მოწყობილ სპეციალურ არენაზე

ბრძოლა წესების გარეშე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ეს თემაც ალოს თემის პასუხია.

ასეთი ოპოზიციაა სააკაშვილის რეჟიმს რომ აძლევს ძალას.

 

პოლიტიკოსები ხართ თქვე შეჩვენებულებო თუ ქუჩის ბიჭები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ლევან გაჩეჩილაძეს უნდა, ნებისმიერ ადგილზე ერთი–ერთზე შევხვდები, თუნდაც ჟურნალისტების მიერ მოწყობილ სპეციალურ არენაზე

 

ბრძოლა წესების გარეშე

 

ძალიან საინტერესო იქნება!!!

აი ყველაზე სასურველი შედეგი კი იქნება: არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკოსები ხართ თქვე შეჩვენებულებო თუ ქუჩის ბიჭები?

babuagiorgi

 

გრეჩიხა როგორც პოლიტიკოსი არის ნული, თავისი მოქმედებებით. ახლა ბოზობაზე და ფულის შოვნაზე გადავიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

გრეჩიხა როგორც პოლიტიკოსი არის ნული, თავისი მოქმედებებით. ახლა ბოზობაზე და ფულის შოვნაზე გადავიდა.

 

ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ მერე ნუ უკვირთ, ის რომ გეჩოს ფონზე თაგრამაძე პოლიტიკური "შეიქსპირია" :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიწაძე, შე ნაბო...ო, გამოდი და გამეცი პასუხი, ვინ არის უტ...ო!“ – ყვიროდა „გრეჩიხა“ და ბიწაძის სახლის რკინის გალავანზე ასვლასაც ცდილობდა, თუმცა, მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი აკავებდა.

ვაი გული :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ბიწაძე რაცაა ყველამ ვიცით,მაგრამ გრეჩიხას ადგილი პოლიტიკაში რომ არაა აშკარაზე აშკარაა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პოლიტიკოსები ხართ თქვე შეჩვენებულებო თუ ქუჩის ბიჭები?

ქუჩის ბიჭები, აბა პოლიტიკოსები ქვეყანას ჯიგრულად ვერ მართავენ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და უხეთქნა ბადრის მუშტი////

 

ისე, ბადრი იმისთანაა, მაგისტვის ნინოც კი მეცოდებოდა ყოველთვის....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...