Jump to content
Planeta.Ge

ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი მეოთხედ სცემეს


Recommended Posts

http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12978&lang=geo

ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმენი 22 თებერვალს თბილისში უკვე მეოთხედ სცემეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებს, ცემის ყველა ფაქტი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სილვერმანის თქმით, მისი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ორგანიზებულია.

 

ჯეფრი სილვერმენი საქართველოში 1991 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე და აქვს ძველი ქართული პასპორტი. როგორც თავად აცხადებს, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობითაა დაკავებული და ძირითადად, იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ვაჭრობის ფაქტებს იძიებს. რამდენიმე წლის წინ იგი ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთის, humanrights.ge-ს ინგლისური ვერსიის რედაქტორი იყო. მისი ავტორობით ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიები მართლაც სიმწვავით და კრიტიკული პათოსით გამოირჩევა. წარმოშობით რაკი ამერიკელია, ჯეფრი სილვერმენი დახმარებას აშშ-ის საელჩოს სთხოვს და საყვედურსაც გამოთქვამს, რომ აქამდე საელჩო ვერაფრით დაეხმარა.

 

„22 თებერვალს ღამის პირველ საათზე სასტიკად მცემეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ იყო“, - აცხადებს ჯეფრი სილვერმენი ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, - „პირველად როცა მცემეს, 47 ნაკერი მქონდა თვალთან. ამერიკის საელჩო მაშინაც არ დამეხმარა. არადა, საქართველოში ამერიკელს არავინ სცემს, თუ ეს ვიღაცას არ უნდა და ამის მოთხოვნა არ არის. ერთხელ წამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაჟა-ფშაველაზე, ე. წ. „მოდულის“ შენობაში. ხელებზე ბორკილები დამადეს, მცემეს და მითხრეს, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი ამის შესახებ, მომკლავდნენ. მე იქიდან ამერიკის საელჩოში მივედი და ნაიარევები ვაჩვენე. მათ კი მითხრეს, რომ ვერაფერს ხედავდნენ. მესამედ 2003 წელს იყო. ჩემი პრობლემები საქართველოში 2002-03 წლიდან დაიწყო, როცა პანკისის ხეობაზე გამოძიება დავიწყე.

 

2007 წლის 7 ნოემბერსაც მცემეს „იმედის“ ტელევიზიის წინ. ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანის უფლებები და სამართალი. დიქტატურაა ირგვლივ და ამას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს. თუ არ შეიცვლება რამე, აქაც იგივე მოხდება, რაც ხდება ტუნისსა და ეგვიპტეში“.

 

- იქნებ დეტალები გვითხრათ, რა მოხდა 22 თებერვალს.

 

- რაც შეეხება ბოლო ფაქტს, 21 თებერვალს საღამოს ახვლედიანის (ყოფილი - პეროვსკაიას) ქუჩაზე ვიყავი მეგობართან ერთად. მცემეს გარეთ გამოსვლისას, დაახლოებით 01:00 საათზე. გავიღვიძე საავადმყოფოში. შემდეგ რაც გავიხსენე, იყო ის, რომ ვეგდე ქუჩაში. სხვა დეტალები არ მახსოვს. ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, შემთხვევითობას მივაწერდი, მაგრამ ეს უკვე მეოთხეჯერ ხდება ბოლო 7-8 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს საქმიანობას.

 

- საავადმყოფოში ვინმემ გინახულათ?

 

- არა, საავადმყოფოში არავინ მოსულა. მერე სახლიდან დავუკავშირდი ამერიკის საელჩოს და ვთხოვე, პოლიციასთან ერთად მოსულიყო და მივცემდი ინფორმაციას. პოლიცია მოვიდა და საქმე აღძრა. საელჩოდან არავინ მოსულა.

 

- საერთოდ, ამერიკის საელჩოსგან რა პასუხი მიიღეთ?

 

- ყოველთვის, როცა ამერიკის საელჩოს ვურეკავს, არასდროს მეხმარებიან. მათ 2004 წელს გააუქმეს ჩემი ამერიკული პასპორტი. თუ რატომ, ეს ცალკე ისტორიაა და ახლა ამას აღარ მოვყვები.

 

- ბატონო ჯეფრი, რა მიზეზით გდევნიან, ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ?

 

- ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ერთი ის, რომ ახლახან ვიძიებდი ნარკოტიკებით ვაჭრობას საქართველოში, რომელსაც ჩემი აზრით, მთლიანად შსს და ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. ტელეკომპანია „მაესტროშიც“ იყო რეპორტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მე გამოვიკვლიე, როგორ აფინანსებს ამერიკის მთავრობა ნარკოტიკებით ვაჭრობას და ამაზე ინტერნეტშიც განვათავსე სტატია.

 

უფრო ადრე მე ვიძიებდი სამეგრელოში, ხურჩაში მომხდარ ინციდენტს და ამაზე სტატიაც დავწერე. ახლა ამ ინციდენტზე არავინ ლაპარაკობს. ხურჩის ინციდენტი - ავტობუსის აფეთქება და სროლები - სინამდვილეში ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ და მხარს უჭერდა პოტომაკის ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ს „ბინძური საქმეებისა“ და დაზვერვის ოპერაციების კონტრაქტორია. თანაც იმ დროს იქ ადგილობრივ არჩევნებს აყალბებდნენ და ხალხს სცემდნენ. მოკლედ, მთავრობაზე მსგავს ინფორმაციებს ხშირად ვაქვეყნებ, ვწერ იმას, რისი მოსმენაც მთავრობას არ სურს.

 

- ახლა რას აპირებთ?

 

- ახლა რას გავაკეთებ არ ვიცი. ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება პოლიტიკური სტატუსის ძიება, რომ გარკვეული მტკიცებულებები წარვუდგინო სასამართლოს. მე ზუსტად ვიცი, რომ საქართველო ჩართულია იარაღით ვაჭრობის საკითხში.

 

არ გამოვრიცხავ, ლტოლვილის სტატუსი მოვითხოვო და ევროპულ სასამართლოს ვთხოვო დამხარება.

 

ვთხოვ ადამიანის უფლებათა ცენტრს, დაუკავშირდეს აშშ-ს საელჩოს, მოვიდნენ ჩემთან პოლიციასთან ერთად.

<< უკან დაბრუნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმენი 22 თებერვალს თბილისში უკვე მეოთხედ სცემეს

ვაჰ ჩვენს ფორუმელ დიმიტრის ვერ გაუბედეს ცემა, რომ უთხრა "ამერიკის მოქალაქე ვარ ბეზ პიწი მინუტ და ახლა ობამასთან არ გადამარეკინოთო" და ეს ჯეფრი რა დაბალი ღობე ნახეს :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცი ოთხჯერ ცემეს და ჭკუა ვერ ისწავლა...

წავიდეს რა თავის ამერიკაში, ვერ მიხვდა რომ საქართველოს მარტო ვერ უშველის?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

კაცი ოთხჯერ ცემეს და ჭკუა ვერ ისწავლა...

რა იცი, შეიძლება მაზოხისტია. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმენი 22 თებერვალს თბილისში უკვე მეოთხედ სცემეს.

 

საცემი ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვააა საინტერესოა,,,, რაღაც ისეთი ინფორმაცია რო ქონდეს მაგას მოკლავდნენ

მარტო ცემით არ დაკმაყოფილდებოდნენ...

 

ისე ვანო რო ლობირებს ნარკოტიკებით ვაჭრობას მაგას ჯეფრის სტატია რად უნდა

ნებისმიერმა ნარკომომხმარებელმა იცის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ-ის ელჩი თრაქის ქიცინით მარტოა გურჯისტანში დაკავებული?

 

თუ აშშ-ში ვერ მიდის და საელჩოც არაფერით ეხმარება დამიკავშირდეს და ცხინვალში გადავიყვან ( :givi: ) იქიდან კი თითონ იცის თავის გზა, რუსეთში აშშ-ის.საელჩო მეტად კომპეტენტური ხალხით იქნება დაკომპლექტებული ალბათ და რაცხას დაეხმარებიან.. .

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაჰ ჩვენს ფორუმელ დიმიტრის ვერ გაუბედეს ცემა, რომ უთხრა "ამერიკის მოქალაქე ვარ ბეზ პიწი მინუტ და ახლა ობამასთან არ გადამარეკინოთო" და ეს ჯეფრი რა დაბალი ღობე ნახეს

 

 

მაგარს ღადაობ და ნარკოტიკების ბიზნესს,ან ტრანზიტს საქართველოში შენი აზრით ვინ კრიშავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:givi: :givi: :givi:

 

 

ევროპა ურჩევნია...

მეც ვიცი ევროპის რაობა შე კაცო, 4 წელი ვიცხოვრე იქით, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევაზე რომ მიდგა საქმე სადაც იმ მომენტისთვის მქონდა გასაქცევი იქ გავიქეცი..

 

თუ მაგ ტიპის საქმეც მასეა, ცხინვალში ნაღდად გადავიყვან უსაფრთხოდ, იქიდან კიდო მოსკოვამდე ჩავა რამეფრად და იქაური აშშ-ის სალეჩო მაინც დაეხმარება ალბათ..

აბა მაზოხისტია ტო? ოთხჯერ მცემესო, სანამ ცემდნენ ერთი ორსაც დაემუწრებოდნენ და მაინც და მაინც სანამ შუბლს არ გაუხვრიტავენ ვერ უნდა მიხვდეს რომ საკუთარ თავსაც საფრთხეში აგდებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ოიჯახსაც?

 

არა, ეხლა ცხინვალში რომ გადავიყვანო მაგარი ხოხმა იქნება ნაღდად :))

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ამერიკის მოქალაქეობას და იმას,რომ ყურადღებას არ აქცევენ,რაღაც მეეჭვება და შეიძლება არ იყოს უკვე ამერიკის მოქალაქე.აი პასპორტიც გაუუქმებიათ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოქალაქეობა როგორ გაუუქმეს? ალბათ თვითონ მოითხოვა..

ან რამე კანონი იქნება რომელიც აუქმებს, ანუ ეხლა საქართველოს მოქალაქეა მხოლოდ

საწყალი მართლა გულით მეცოდება, ნეტა თავის ქართველ ცოლს მაინც ეთქვა

სანამ მოქალაქეობას აიღებდა რა ჩიხია საქართველოს მოქალაქეობა..

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმენი 22 თებერვალს თბილისში უკვე მეოთხედ სცემეს.

ოთხჯერ რომ გცემენ,ე.ი. საცემი ხარ.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...