Jump to content
Planeta.Ge

გორში, ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელი ძეგლის დადგმას აპირებენ


Recommended Posts

ორში, ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელი ძეგლის დადგმას აპირებენ:

ამას მშვიდად შეხვდნენ ”ქართული ინტელიგენციის” წარმომადგენლები მწერლების, მხატვრების, მოქანდაკეების, კომპოზიტორების, მეცნიერების, ხელოვნების მუშაკების სახით. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ”ქრისტიან – დემოკრატებით” (თარგამაძე) დაწყებული და ”ეროვნული ფორუმით” თუ ”ეროვნულ დემოკრატიული პარტიით” დამთავრებულები.

ყველა ეს, ქართული საზოგადოების ხალხის თვალწინ მოტივტივე (ბევრი რამ ტივტივებს და არ იძირება) ”ბნელიტა” თავისი კერძო თუ პროფესიონალური სარფის ძებნითაა დაკავებული და ის კი ავიწყდებათ, რომ მხოლოდ ამ ქვეყანაში ეძლევათ და მხოლოდ ეს ხალხი აძლევთ მათ საშუალებას იყვნენ იმად, რანიც არიან. განა ”ცხენიანი კაცის”, ბათუმის ”სიყვარულის სიმბოლოს” და სხვა მრავალი, ერის შეურაცხმყოფელი ძეგლის შემდეგ, ასეთი, კიდევ ერთი სკულპტურა ხალხის სულში ჩაფურთხება არაა? ცალკე ხალხის თუ ცალკე მწერლების, მოქანდაკეების, პოლიტიკური პარტიების, რომელთაც სახელად ქრისტიანული ან ეროვნული ჰქვია, ინტერესებში შედის ასეთი აბუჩად აგდება ეროვნული ტრადიციების და მენტალიტეტის?

ნუთუ ზემოთ დასახელებულ ადამიანების კატეგორიას არ ესმით, რომ ეს ქანდაკება ქართველ ხალხს ეუბნება: თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, რასაც გვინდა იმას გიზამთ, რადგან თქვენ არამც თუ დამცველი, არამედ ხმის ამომღებიც არავინ გყავთო? ამის მერე ვიღას უკვირს ხალხის ნიჰილიზმი?

ამ ნაწერს ჩემს გარდა ძალიან ცოტა ადამიანი წაიკითხავს, მაგრამ ვისადმიცაა მიმართული ეს წერილი მე მინდა გითხრათ: თქვენ მე მეზიზღებით (დარწმუნებული ვარ ამ საკითხში ბევრი დამეთანხმება).

ავტორი ბადრი წიქორაძე

 

ჩოხოსბები :TAT:

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5137

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ მივხვდი ამ პოსტიდან რისი ძეგლის დადგმას აპირებენ :ravic:

 

 

გორში სტალინის ძეგლის ადგილას ხომ აპირებენ დადგან რაღაც ძეგლი

გამარჯვებულიც გამოავლინეს უკვე

გუშინ იყო სიუჟეტი და აღშფოთდა ჩოხოსანთა საზოგადოება

post-6296-031421600 1297337840_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ იყო სიუჟეტი და აღშფოთდა ჩოხოსანთა საზოგადოება

მე მაქვს ერთი შეკითხვა ჩოხოსანთა საზოგადოებასთან - ქართული მენტალიტეტისთვის მისაღები იყო სტალინის და ლენინის ძეგლების არსებობა საქართველოში?

 

მახვეეელეეებსსსსს

მეც მახველებდა და ახლა იკლო ხველამ. გრიპი გქონდა ალბათ და გრიპის გართულებაა ეგ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამხელა სისულელეს ტყუილად ნუ წამაკითხებთ და მანდ წერია კონკრეტულად რატომ არის ეგ ძეგლი ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელი?

 

იავიცი მე პირადად ქართველი ვარ და ქართული მენტალიტეტიც მაქვს თუმცა მაგ ძეგლის საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია პირიქით იდეა ძალიან კარგია უბრალოდ ლამაზად და მაღალი ხარისხის ძეგლი უნდა გააკეთონ ხოდა რავიცი რა მენტალიტეტისთვის მიუღებლობაზე ლაპარაკობენ ეგენი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობისთვის, ბადრი წიქორიძე ჩვენი თანაფორუმელია .

ეს ძეგლი შეიძლება არ ვარგა,თუმცა ამ სურათიდან რამე აზრის გამოტანა შეუძლებელია,მითუმეტეს ამას სპეციალისტების აზრი სჭირდება.მე პირადა ვერ ვხვდები,ქართულ მენტალტეტს რატომ ეწინააღმდეგება.

ჩემთვის სხვა მომენტია მნიშვნელოვანი.რეპრესიების მსხვერპლების ძეგლს რომ დგამ,ჯერ რეპრესირებულ იმ რამოდენიმე ასეულ ადამიანზე უნდა იზრუნო,რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დიდი ხნის მიღებული კანონით დადგენილ მიზერულ კომპენსაციასაც კი არ აძლევენ.

ხო კიდევ,ამ ქვეყანაში სულ ისე კეთდება ყველაფერი,რომ არც არავის არაფერს არ ეკითხებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობისთვის, ბადრი წიქორიძე ჩვენი თანაფორუმელია .

ეს ძეგლი შეიძლება არ ვარგა,თუმცა ამ სურათიდან რამე აზრის გამოტანა შეუძლებელია,მითუმეტეს ამას სპეციალისტების აზრი სჭირდება.მე პირადა ვერ ვხვდები,ქართულ მენტალტეტს რატომ ეწინააღმდეგება.

ჩემთვის სხვა მომენტია მნიშვნელოვანი.რეპრესიების მსხვერპლების ძეგლს რომ დგამ,ჯერ რეპრესირებულ იმ რამოდენიმე ასეულ ადამიანზე უნდა იზრუნო,რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დიდი ხნის მიღებული კანონით დადგენილ მიზერულ კომპენსაციასაც კი არ აძლევენ.

ხო კიდევ,ამ ქვეყანაში სულ ისე კეთდება ყველაფერი,რომ არც არავის არაფერს არ ეკითხებიან.

 

მე ვერაფერს გეტყვით

მაშინ კარგი იქნება ბატონი ბადრი შემოვა ალბათ და თავად გაგცემთ პასუხს ჩვენ კი ვცეთ პატივი მის განსხვავებულ მოსაზრებას

 

 

ჩემის მოკრძალებული აზრით კი არის რაღაც ამ ძეგლში არა მხოლოდ რეჟიმის მიმართ შეუგუებლობა არამედ ამბოხისადმი მოწოდებაც

და ეს ცოტა ვერ გავიგე

Edited by xrova
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოქანდაკეზე აშკარად დიდი ზეგავლენა ჰქონია "კრავთა დუმილის" რომელიღაცა სერიას, არ მახსოვს ზუსტად :)

 

ცხენი რომ იჭრება ზუსტად ასე ნაჭერ-ნაჭერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

post-6296-031421600%201297337840_thumb.jpg

ეს რა არის?

რას ნიშნავს საერთოდ?

ისე ფანტანი არ ჯობდა?/ მაგრად მოუხდებოდა მაგ ადგილს :user:

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი რა მასალაში აპირებენ ამ ძეგლის ჩამოსხმას, ეს თაბაშირი ძალიან უღიმღამოდ მოჩანს,

ვერ შეღებეს მაინც მომავალი მასალის ფერად?

მეორეც, ბათუმის ძეგლი ავანგარდი და ორიგინალური მაინც არის, მიუხედავად რამდენიმე ნაკლისა,

ეს გორის მომავალი ძეგლი არც ორიგინალურია თავის გადაწყვეტით და

არც დამთავრებულის შტაბეჭდილებას ტოვებს,

ეტყობა რომ ნაუცბათევად გააკეთეს ავტორებმა.

გამოეცხადებინათ ნამდვილი კონკურსი, რავა მიშიკოს ხუშტურებს უნდა გადაყვეს ამ ქვეყანაში ყველაფერი,

პოლიტიკა კიდევ ხო და ხელოვნებას რას დაერია?.....

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...