lasha_alo Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 პარტიაში გაწევრიანდი და იცი რომელ პარტიაზეც ვამბობ. რომელი საქენერგოს მამები იქ არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 ზამთარში 20 ლარი ბევრისთვის 1 თვის სამყოფიც არაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 მოცა 20 ლარი წლის ვაუჩერია ხომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 ვინც საქართველოში არა ვართ,ვაუჩერის მაგივრად ფულს არ გამოგვიგზავნიან..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ioio Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 პოპულიზმი ბლიად. რა ვაუჩერები აუტყდათ? რაში მჭირდება მაგათი ვაუჩერი, "თელასის" ტარიფიდან რომ უზარმაზარი წილი მიაქვს სახელმწიფოს, ის წილი შეამცირონ ის სჯობია და "ენერგოპროს" რომ დენი თვითღირებულების ფასად, ანუ პრაქტიკულად რამდენიმე თეთრის ფასად აქვს (სულ საკუთარი გენერაციის ობიექტები აქვს და იქიდან იღებს, ანუ შესყიდვა არ სჭირდება და პირიქით, იქით ჰყიდის ამ დენს) იმათ ტარიფს მოუარონ. დაახვიონ ის ვაუჩერი და გაიკეთონ ერთ ადგილას... P.S.არჩევნები მაინც არ იქნება წელს რაც არ უნდა გასკდეს გულზე ზოგ-ზოგიერთი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 ioioპოპულიზმი ბლიად. რა ვაუჩერები აუტყდათ? რაში მჭირდება მაგათი ვაუჩერი, "თელასის" ტარიფიდან რომ უზარმაზარი წილი მიაქვს სახელმწიფოს, ის წილი შეამცირონ ის სჯობია და "ენერგოპროს" რომ დენი თვითღირებულების ფასად, ანუ პრაქტიკულად რამდენიმე თეთრის ფასად აქვს (სულ საკუთარი გენერაციის ობიექტები აქვს და იქიდან იღებს, ანუ შესყიდვა არ სჭირდება და პირიქით, იქით ჰყიდის ამ დენს) იმათ ტარიფს მოუარონ. დაახვიონ ის ვაუჩერი და გაიკეთონ ერთ ადგილას...ხოხ გინდა გესაუბრო ჭეშმარიტ ოპოზიციაზე? :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ioio Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 T_A_Tხოხ გინდა გესაუბრო ჭეშმარიტ ოპოზიციაზე?უფ. არ ვარ მე ოპოზიცია. მარა რასაც სირობებს აკეთებენ იმას ვხედავ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 საქართველოში სოციალური ფონი უკიდურესად დამძიმებულია. მთავრობა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობს. ოპოზიცია იმ ზღვარზე საუბრობს, რომლის იქით სოციალური აფეთქებაა. 10 თებერვლიდან ქვეყანაში ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყება. სააკაშვილის განცხადებით, ენერგოვაუჩერების დარიგება მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატულებაა. ლეიბორისტები პრეზიდენტს „მოსახლეობისთვის რეალური დახმარებისკენ“ მოუწოდებენ. ენერგოვაუჩერების დარიგების შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეათგურმა პრეზიდენტ სააკაშვილის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრისას გააკეთა. ხეთაგურის განმარტებით, 20 ლარის მოცულობის ენერგოვაუჩერები ამ დროისთვის დაბეჭვდის სტადიაშია, მისი დარიგება 10 თებერვალს დაიწყება და 15 მარტამდე დასრულდება. ხეთაგურის განმარტებით, თანხა თითოეულ აბონენტს სპეციალურ ბარათზე დაერიცხება და მისი გამოყენებისათვის ენერგოკომპანიაში მისვლა სავალდებულო არ არის. აბონენტს კომპანიაში მისვლა იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რომელიმე აბონენტი ვაუჩერის სხვა აბონენტზე გადაცემას გადაწყვეტს, რომელშიც აბონენტები შეზღუდულნი არ არიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრს დავალება მისცა, რათა ბიუროკარტიული საკითხები დროულად მოგვარდეს. პრეზიდენტმა ენერგოვაუჩერზე შრიფტის ზომაც დაიწუნა და განაცხადა, რომ შრიფტი ოდნავ დიდი ზომის უნდა იყოს, რათა მომხმარებელმა ვაუჩერის მოხმარების ინსტრუქცია კარგად წაიკითხონ. სააკაშვილის შეფასებით, ენერგოვაუჩერების დარიგება მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატულებაა. „20-ლარიანი ვაუჩერი მოსახლეობას გარკვეულწილად შეუმსუბუქებს მსოფლიოში ფასების ზრდით გამოწვეულ სიძნელეებს. როცა საწვავზე და საჭმელზე ფასები იზრდება, ელექტროენერგიაზე ფასების ცოტათი მაინც შემცირება წინგადადმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს არის მთავრობის მხრიდან სოლიდარობის გამოხატვა იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ინფლაციური ტვირთის გამო ექმნება ჩვენს ხალხს“, - განაცხადა სააკაშვილმა ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას. საქართველოს პირველმა პირმა ეკონომიკის, ფინანსთა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და მათგან ფასების ზრდასთან და სხვა ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა. ამ ფონზე ლეიბორისტული პარტია, საქართველოს პრეზიდენტს სპეციალურ განცხადებას უგზავნის და მიმართავს თხოვნით, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის 100 მილიონიანი ფონდებიდან მიხეილ სააკაშვილმა შეიძინოს და შიმშილის ზღვარზე მყოფ საქართველოს მოსახლეობას დაურიგოს თითო ტომარა ფქვილი მაინც. „მშიერი გაზაფხულის წინ სოციალურად დაუცველი საქართველოს მოსახლეობა შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშეა, ხოლო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შევახსენებთ, რომ გამოვიდეს თავისი ვირტულაური სამყაროდან და რეალურად დაინახოს სრულიად გაღარიბებული საქართველო, სადაც: უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით 2 მილიონამდე მოქალაქე სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება“, - ნათქვამია „ლეიბორისტების“ საეთაშორისო მდივნის, ნესტან კირთაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შრომის პარტიაში აცხადებენ, რომ კატასტორფულად იზრდება ფასები სასურსათო პროდუქტებზე და ხელისუფლების გაყალბებული სტატისტიკის მიხედვითაც კი უკანასკნელი კვლევები მიგვითოთებს, რომ სამომხმარებლო კალათა ძირითადად დატვირთულია წიწიბურით, ბრინჯით, ფქვილით, ბურღულეულით. „ჩვენი გაღტაკებული მოსახლეობისათვის უკვე დიდი ხანია ფუფუნებაა სრულფასოვანი კვება და ზემოაღნიშნული პროდუქტიც კი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის უკვე ხელმიუწვდომელი ხდება. ამ ვითარებით ყველაზე მძიმედ გამოიყურება სოფლის მოსახლეობა და საქართველოს მთიანეთი. ყოველდიურად იზრდება ფასები საწვავზე, რომელიც ავტომატურად აძვირებს ჩვენი მოსახლეობის ისედაც გაუსაძლის ცხოვრებას. უკანასკნელი მონაცემებით საარსებო მინიმუმი განისაზღვრება 150 ლარით, ხოლო საშულო ოჯახზე -250 ლარით. აღნიშნული თანხებით არა თუ შეუძლებელია არსებობა, არამედ ესეც კი მიუწვდომელია მოსახლოების უდიდესი უმრავლესობისათვის“, - აცხადებენ პარტიაში. მათივე ინფორმაციით, ზრდადია ისედაც გაუგონარი ინფლაცია, რომელიც დღეის მონაცემებით შეადგენს 11.2%-ს. „ჩვენ კიდევ ერთხელ და დაბეჯითებით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს დაასრულოს მჭმუნვარე და გულის ამაჩუყებელი გამოსვლები ხალხის გაჭირვებულ ცხოვრებაზე და საქართველოში შემქნილ მძიმე სოციალურ ვითარებაზე და რეალურად დაეხმაროს აშიმშილებულ მოსახლეობას“ - აცხადებენ „ლეიბორისტები“. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 ალბათ ეშინიათ ტუნის ეგვიპტის მოვლენებმა რაიმე გამოხმაურება არ ჰპოვოს საქართველოში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 აშიმშილებულ მოსახლეობას ახურუშებული გამიგია, აცუნდრუკებულიც გამიგია, აღლევებულიც კი გამიგია, მარა ეს აშიმშილებული რა არის, ვერ გავიგე @ზაზაევიჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 უკრაინული ვარიანტში თუ გინდატ 2013 წელს დაელოდეთ არჩევნებს აპირებენ ვითომ? უბრალოდ გულის მოგება უნდათ აი ვითომ როგორ ზრუნავენ ხალხზე ------ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 რასაც მტავრობა მაჩუქებს მადლობის მეტი რა მეთქმის მმააალოოობბბ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2011 (edited) Saturn ბიჯო,ნუ ხსნი მეთქი თემებს.არ გიმართლებს. ხეთაგურის ნათქვამით,ისევ მიშისტებს ეხმარებიან ამ ვაუჩერებით.ხო,ფულსაც დიდძალს მოტეხავენ იასნად.აბა ნახე? ენერგოვაუჩერები ე.წ. აქტიურ აბონენტებს დაურიგდებათ 16:43 09-02-2011 მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის გადაცემასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს . როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში პროდუქტბზე ფასების ზრდა გამოიწვია, ამიტომ პრეზიდენტის დავალებით მთავრობა იღებს გადამწყვეტ ზომებს, რათა მოხდეს აღნიშნული ნეგატიური გავლენების შემცირება. ხეთაგურის განცხადებით, ვაუჩერების დარიგება ხვალიდან დაიწყება. "ეს იქნება ჩვენი მხრიდან მოკრძალებული დახმარება, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა", - განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ჯამში, მთავრობის მხრიდან ვაუჩერებისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, ვაუჩერებს მილიონამდე აბონენტი მიიღებს. ხეთაგურის თქმით, აბონენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ვაუჩერი სხვას გადასცეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განმარტა, ვაუჩერის დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტოს 2500 თანამშრომელი უზრუნველყოფს. სამინისტროში, ასევე, ჩართული იქნება ცხელი ხაზი, რომელზეც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. ვაუჩერი დაურიგდებათ, ე.წ. აქტიურ აბონენტებს, ანუ იმ ოჯახებს, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს. http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/159026-energovaucherebi-ets-aqtiur-abonentebs-daurigdebath.html იმ დღეს ნანი ამბობდა,რომ რაღაც მეტი მომივიდა გადასახდელიო და 6 თვეში კი მოგიტეხავდნენ ოც ლარს. ისე რამდენს ხარჯავთ თვეში ელექტროენერგიას? Edited February 10, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2011 ვაუჩერი დაურიგდებათ, ე.წ. აქტიურ აბონენტებს, ანუ იმ ოჯახებს, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს6 თვის განმავლობაში 200 კილოვატს თუ არ ხარჯავ, ფაქტიურად არც რთავ არაფერს. იმ დღეს ნანი ამბობდა,რომ რაღაც მეტი მომივიდა გადასახდელიო და 6 თვეში კი მოგიტეხავდნენ ოც ლარს. ისე რამდენს ხარჯავთ თვეში ელექტროენერგიას? ბუნებრივია, რომ ზამთარში მეტი მოდის დენის გადასახადი. გამათბობელი უმატებს მე ვხარჯავ 100-დან 200 კვტ-მდე. ყველაზე ცოტას შემოდგომა-გაზაფხულზე, რადგან არც გამათბობელია საჭირო და არც კონდენციონერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted February 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2011 ახურუშებული გამიგია, აცუნდრუკებულიც გამიგია, აღლევებულიც კი გამიგია, მარა ეს აშიმშილებული რა არის, ვერ გავიგე @ზაზაევიჩი ეს რომელია? ლ-ს და ე-ს აქვს ადგილები არეული, თუ წინ დ აკლია??? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.